ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ბერძენი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი მუდამ ყურადღების ცენტრშია. "უიმბლდონის" ვიცე-ჩემპიონი ხშირად კამათობს მოთამაშეებთან, მსაჯებთან და საკუთარ მწვრთნელთანაც კი.

ჩოგბურთელის ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ავსტრალიელის დედა ვრცლად საუბრობს:

"ნიკს რთული პერიოდის გადალახვა მოუწია. ვცდილობ, კრიტიკისგან დავიცვა, თუმცა ეს შეუძლებელია. შევამჩნიე, რომ თვითდაზიანებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ამის შესახებ ვესაუბრე, მაგრამ მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა და ამაზე ლაპარაკი არ სურს. სამწუხაროდ, მის თამაშებზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ვახერხებ. როდესაც მის მატჩებს ვუყურებ, ორმაგად ვნერვიულობ".

რამდენიმე წლის წინ ენდი მარი და ნიკ კირიოსი ერთად ვარჯიშობდნენ, როდესაც ბრიტანელმა კირიოსის სხეულზე თვითდაზიანების ნიშნები შეამჩნია და მაშინვე მის მენეჯერს, ჯონ მორისს აცნობა.

მსოფლიოს 45-ე ჩოგანმა მენტალური პრობლემების შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ თავად გააკეთა.

"პრობლემა ნამდვილად სერიოზული იყო, მქონდა მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ. გავწყვიტე ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემზე ზრუნავდნენ. უბრალოდ ჩავიკეტე, ვცდილობდი პრობლემებს თავად გავმკლავებოდი. ბევრს ვსვამდი, ნარკოტიკს მოვიხმარდი, ყველანაირ ზღვარს გადავდიოდი. ახლა სადილზე მხოლოდ 1 ჭიქა ღვინის მირთმევა შემიძლია. ოჯახთან ურთიერთობა აღვადგინე და გადავწყვიტე, ჯანსაღ ფორმაზე მეზრუნა, სწორი კვება, ძილი და მეტი ვარჯიში. წარსულში მარტივად ვნებდებოდი და საკუთარი თავი მძულდა. ვფიქრობ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს".

27 წლის ჩოგბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება და ტიტულებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

ირაკლი
ეს ჩოგბურთელები რა გაუწონასწორებული ხალხია,ყველას მასეთი ფსიქოლოგია რატომ აქვთ?!
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ჯოკოვიჩი საუკეთესო ვერასდროს იქნება" - ავსტრალიელის არგუმენტი
ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - ნიკამ შტუტგარტში გამარჯვებით დაიწყო
"დარტყმებში უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ინტელექტუალურ საუბარში" - ახალგაზრდა ტოპ-ჩოგბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
კირიოსმა ჯოკოვიჩს დასცინა და იქვე ნადალსაც წაკბინა
კარიერაში 21-ე გრანდ სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩი "უიმბლდონის" გამარჯვებულია
რაფა ნადალისთვის "უიმბლდონი" დასრულდა - პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია