‘შავმა ლომმა’ ახალი ტურნირი - თბილისის თასი, სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან მოპოვებული ორი გამარჯვებითა და მესამე ადგილით დაასრულა.

საკლუბო თბილისის თასი წელს პირველად გაიმართა და მასში ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართული, სამხრეთ აფრიკული, პორტუგალიური და ესპანური გუნდების გზები “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გადაიკვეთა. 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, სამ სათამაშო დღეს, მაყურებელმა ჯამში 9 შთამბეჭდავი თამაში იხილა.

თბილისს სამი სამხრეთ აფრიკული გუნდი ეწვია - ქარი ქაფის ჩემპიონი ‘სუზუკი გრიქასი’, ვიცე-ჩემპიონი ‘აირლინკ პუმასი’ და მესამე ადგილოსანი ‘ტოიოტა ჩიტასი’. საქართველოში ჩამოვიდნენ პორტუგალიური და ესპანური ფრენჩაიზები - ‘ლუზიტანუში’ და ‘იბერიანსი’.

თითო სათამაშო დღეს (24 და 29 სექტემბერი, 4 ოქტომბერი), აფრიკული გუნდები ევროპელებს ეთამაშებოდნენ. პირველი დღე სრულად სამხრეთელთა უპირატესობით წარიმართა, მეორე დღეს ორმა ევროპულმა გუნდმა იმარჯვა (შავმა ლომმა და იბერიანსმა), მესამე დღეს კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან მხოლოდ ‘შავმა ლომმა’ იმარჯვა.

ჩვენი გუნდი პირველ მატჩში ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’ 15:21 ჩამორჩა; მერე ვიცე-ჩემპიონი ‘აირლინკ პუმასი’ დაძაბულ შეხვედრაში 21:19 დაამარცხა; ბოლოს კი ტურნირის ფარგლებში ხარისხობრივად საუკეთესო თამაში აჩვენა ‘ტოიოტა ჩიტასს’ 36:25 აჯობა.

ტურნირის ფარგლებში მოთამაშეებმა მიიღეს სათამაშო დრო და ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის აუცილებლად გამოადგებათ. განვლილ სამ შეხვედრაში, მწვრთნელებმა ჯამში 32 მოთამაშე გამოსცადეს. მათგან 12 ხაზის, 20 კი შერკინების მორაგბეა. ესენი არიან:

ხაზი: ლუკა ცირეკიძე, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა ტაბატაძე, თორნიკე კახოიძე, ოთარ მეტრეველი, დავით იმნაძე, გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დემეტრე დევდარიანი, რომა მახათაძე, ლუკა თაყაიშვილი და დათა ახვლედიანი.

შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვახტანგ ჯინჭარაძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიგა კობახიძე, ნიკოლოზ ნარმანია, შოთა ხელაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მაიკლ ქარი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლუკა ნარსია, ლაშა ციხისთავი, ლეავასა პოტუ, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე,სანდრო მამამთავრიშვილი და დავით არველაძე.

ახლა მწვრთნელებს დაახლოებით 12 დღე აქვთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ შეცდომები და ჩამოყალიბდნენ იმ შემადგენლობაზე, რომლითაც 17 ოქტომბერს 16 საათზე, „ავჭალაზე“, ჩელენჯ თასის პირველ ტურში უელსური ‘ოსფრიზის’ წინააღმდეგ წარდგებიან.

ტურნირის დასრულების შემდეგ ‘შავი ლომის’ კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განაცხადა:

„ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად საუკეთესო ტურნირი იყო. ვფიქრობ, მომავალი გამოწვევისთვის მზად ვართ. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ‘ჩიტასთან’ მატჩში გვერდში გვედგა და გვამხნევებდა. კარგი იქნება, თუ ‘ოსფრიზთან’ მატჩშიც ბევრი ვიქნებით“.

რაც შეეხება განვლილ თბილისის თასს, მისი გამარჯვებული სამი მოგებით ‘გრიქასი’ გახდა. ორი მოგებითა და ბონუს თუ ნუგეშ ქულებით, მეორე ადგილი ‘პუმასმა’ დაიკავა. ასევე ორი მოგებით მესამე პოზიციას დასჯერდა ‘შავი ლომი’. თითო-თითო გამარჯვებაა ‘ჩიტასისა’ (მეოთხე) და ‘იბერიანსის’ (მეხუთე) ანგარიშზე, ხოლო ‘ლუზიტანუში’ გამარჯვების გარეშე, ბოლო ადგილზე დარჩა.

თბილისის თასი 2026

24 სექტემბერი

აირლინკ პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - იბერიანსი (ესპანეთი) 64:21

ტოიოტა ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26

შავი ლომი (საქართველო) - სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21

29 სექტემბერი

ჩიტასი - იბერიანსი 19:22

შავი ლომი - პუმასი 21:19

გრიქასი - ლუზიტანუში 59:19

4 ოქტომბერი

პუმასი - ლუზიტანუში 68:20

გრიქასი - იბერიანსი 48:15

შავი ლომი - ჩიტასი 36:25

გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) - 14 (+79)

პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - 11 (+89)

შავი ლომი (საქართველო) - 10 (+7)

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - 6 (-2)

იბერიანსი (ესპანეთი) - 4 (-73)

ლუზიტანუში (პორტუგალია) - 1 (-100)

Rugby.ge

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა