გუშინ, 13 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და "სლოვანს" შორის გაიმართა.

ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე რეიდი გოლად აქცია და ქართული კლუბი დააწინაურა. 115-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა წონასწორობა აღადგინა, 120+2 წუთზე კი ვლადიმირ ვაის-უმცროსმა კუთხურიდან გაგვიტანა და სლოვაკური გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ფეისბუქგვერდ" Geo Team-მა ბათუმის მოედნიდან ერთი მძიმე და ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც არჩილ ბერიძე (გუნდის პრეზიდენტი) საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციებს ვერ იკავებს და ტირის...

რა თქმა უნდა, დასანანია ასეთი მარცხი, მით უმეტეს, როდესაც გუნდი მეტოქეს უმეტესად ჯობნის, რიგ ეპიზოდებში კი არ ჩამოუვარდება, მაგრამ დიდი გამარჯვებები დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ მოდის...

მოგეხსენებათ, ბათუმელები კონფერენს ლიგაზე გადაერთნენ, სადაც "ლეხს" შეხვდებიან. შეგახსენებთ, პოლონურ გუნდში გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი გამოდიან.

რეზო
აი როგორი კაცი უნდა ედგას გუნდს სათავეში და არა ფიფია
გიორგი
ამ კაცს ვინც იცნობთ გადაეცით - დიდი მადლობა და არ დანებდეს თუ ფინანსურად შეუძლია წარმატება აუცილენლად მოვა, სწორ გზაზეა!!!
თემო
დაწყნარდი სტალინ
gege
გადადექიტ ყველამ
ლევანი
ეჰ, ბატონო არჩილ, ეს ხომ ცხოვრების ნაწილია, რას იზამ. ნეტა თქვენნაირი ორი, სამი კაცი იყოს საქ. ჩემპიონანტში. მაგრამ გაძლიერება სულ საჭიროა, ყველა ეტაპზე. ეს ხომ უკვე, რამდენი წლის შემადგენლობაა, გაძლიერება ნორმალური ლეგიონერებით. სხვანაირად აააა..., იქნება ასე, გაივლი ერთ ეტაპს, მერე იქნება იგივე. გაძლიერება!
ბექა
ბატონო არჩილ!ეხლა ამ ყველაფერს რა აზრი აქვს?რატომ არ გააძლიერეთ გუნდი ხომ იცოდით რა ტურნირზეც თამაშობდით?ყოველ წელს ერთი და იგივე არ დაიღალეთ?!სომხურ გუნდებს თუ ჩაყავთ ნორმალური ლეგიონერები და წარმატებასაც აღწევენ ჩვენ რა გვემართებააა!!!!
Baduri
დიდი მადლობა აჩი ბერიძეს, ჩვენ ერთად ვტიროდით, ჩვენ ერთად განვიცადეთ დიდი სიხარული და ტკივილი, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია სადაც ყველაფერი ხდება, უნდა გავაგრძელოთ წინ სვლა და წარმატებები აუცილებლად მოვა.
q
არჩილ ძმაო! ასე იწყება დიდი გამარჯვებები, ასე შენდება დიდი გუნდები, დიდი გამარჯვებები დასანანი მარცხების გარეშე არ არსებობს. შენი ცრემლები აუცილებლად დაფასდება მომავალში. არავითარი ყურების ჩამოყრა, პირიქით მთელი საქართველო გვერდით დაგიდგებით, ასეთი ენთუზიაზმი და შემართება ყოველთვის შედეგის მომტანია. კარგი კაცი ხარ!!!
levani
რა წარმატებები მოდის გამოცდილების მიღების შემდეგ? ჩამოდიან პირდაპირ ბრაზილიიდან ვიღაც ტიპები და ყარაბაღის მსგავს გუნდებში პირდაპირ შედეგს დებენ. კლასი უნდა ამას კლასი და რაც გინდა ბევრი მწარე გამოცდილება მიიღო - არ გამოდის არაფერი თუ ეს ოხერი კლასი არ გაქვს. შარშან თურქულ კლუბთანაც მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გამოგვადგა? ესეც, რომ არ იყოს, მიდიან ეს უკვე ,,გამოცდილება მიღებული'' ფეხბურთელები და იღე ყოველ წელს ახალ-ახალი ,,გამოცდილება'' რამდენიც გინდა... მოკლედ რაცა ვართ ესა ვართ
bejo
არჩილ შენ გვერძეა მთელი საქართველო უფრო მნიშვნელოვან თამაშებს მოვიგებთ ... ლეხს უნდა ვეცეთ მგლებივით და აღარ მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება ... ასეთი მარცხი უფრო აძლიერებს ყველა გუნდს და არც ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი
ირაკლი
აი ამას ქვია კლუბის პრეზიდენტი და ფეხბურთის ნადმვილი გულშემატკივარი. აბა რომანა ფიფანოს სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია 1:6 წააგებს გარე მოვაჭრეებთან თუ 0:12-ს. თუ მაგას "დინამო" საერთოდ აწუხებდეს და გააზრებული ჰქონდეს რას ფლობს, ვაჭრუკანაა ერთი რიგითი.
თენგაბი
არ შედრკეთ. ბათუმის დინამო სწორ გზაზეა და წარმატებები უეჭველად მოვა. დღეს შემთხვევით წავაგეთ, ხვალ მოვიგებთ. ბატონმა არჩილმა საუკეთესო გუნდი შექმნა და ხვალინდელი დღე თქვენია. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
zaza
მაგარი კაცია, როგორ განიცადა! მისი დამსახურება ძალიან დიდია ბათუმის წარმატებაში. გუნდის შექმნისთვის მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ამ კაცს. თამაშმა კარგად დაგვანახა რომ ვილი ტყუილა არ აყენებდა ნაკრებში ზურიკოს და აზაროვს, რომლებიც ერთი თავით მაღლა დგანან! დაცვის ხაზი სუსტია, რამდენჯერაც გადმოვიდნენ იმდენჯერ ხიფათი შექმნეს!
მერაბი
უმტკივნეულესი მარცხია,თქმა არ უნდა.ყველა ძალზე განვიცდით.არ გატყდეთ ბათუმელებო.უფრო უნდა გაძლიერდეთ.გვეიმედებით.გვიყვარხართ!
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
"სლოვანის" გულშემატკივრებს უნდათ, გუნდი ვლადიმირ ვაისმა ჩაიბაროს
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!" - კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან...
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]