კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "პაიდეს" 2:1 სძლია (ძირითად დროში 1:0). რადგან პირველი შეხვედრა 2:3 ჰქონდა წაგებული, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მოწინაღმდეგემ იმარჯვა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

„დინამო" დიდ უპირატესობას ფლობდა, უპირატესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, საიდანაც ბურთს მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს და კამარას პასით სხირტლაძემ ესტონელთა კარი დალაშქრა. შემდეგ კამარას დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა, ძირითადი დრო 0:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

93-ე წუთზე კამარა მარცხენა ფრთაზე მცველს გასცდა, განივი გადაცემა გააკეთა და ანტილევსკიმ მეორე გოლი გაიტანა. 115-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი სინგატე "დინამოს" საჯარიმოში შევიდა, წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. მატჩი 1:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ესტონურმა გუნდმა 6:5 იმარჯვა.

პიარნუ. „რანასტაადიონი“

პაიდე - დინამო (თბ) 1:2 (ძირ. დრო 0:1, პენ 6:5)

გოლები: 0:1 სხირტლაძე (69), 0:2 ანტილევსკი (93), 1:2 სინგატე (115, პენ)

პაიდე: აკსალუ, კლავანი, ოიამაა (პალუმეცი 90), სალისტე, იუსიფი, ფროლოვი (მოშნიკოვი 79), მოოლი, სიმონი (ტამბედუ 101), სააგი (სინგატე 59), ლუტსი (პიჰტი 76), ოვუსუ (საარმა 101)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კობოური (კალანდაძე 90), ხარაბაძე, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი (კამარა), კირკიტაძე (გაბედავა 68), ოსეი, იმრანი (კუცია 60), სხირტლაძე (ანტილევსკი 79)

Gacofebuli
Es prieto tuvincaa sul marcxena mxares sirvces rato tovebdaa.yvelam icoda gols rogaitandnen imxares.

მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ცხადაძე ერჩოდა თავის თავს ფიფიასთან მუშაობა რომ გადაწყვიტა. მანამდე ნემსაძე და ეხლა ჭიაბრიშვილი ერჩის. არ არის ამ კაცისთვის დინამო საფეხბურთო ინტერესისათვის და მოკალი თუ გინდა. აგერ ბათუმში მოვიდა კაცი და ორ წელიწადში ხელი დაატყო. ეს კიდევ 2012 წლიდან დღემდე სამოყვარულო დონეზეც ვეღარ ქაჩავსდა ყოველ წელს ახალ-ახალი ზღაპრებით კვებავს გამოუსწორებელ ოპტიმისტებს. ცხადაძე კი არა, სულ რომ ლუის სეზარ მენოტი მოიყვანონ, მაინც არაფერი შეიცვლება თუ ფიფიას არ უნდა
ზურა
დრამა არა... დინამოელებს რაღაც არ ეტყობოდათ, რომ ძალიან განიცდიდნენ
gigi
ვინ არის მეკარეების მწვრთნელი დინამოში,ეტყობა მაგარი არაპროფესიონალია,რატომ ყავს ფიფიას მსგავსი მწვრთნელები გუნდში?
jorj
(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით) უყურეთ აქტუალობას არ კარგავს დასკვნეები თქვენთვის მომინდვია.
იკა
გამოუსწორებიათ თამაში შარშან მწყემსმა მოუგოთ და წელს პენალტებამდე მაინც მივიდნენ...ისე მაგ გუნდს სახელი რომ შეუცვალონ იმ მართლა საუკეთესო დინამოს და საუკეთესო ფეხბურთელებს ვინც ახარებდა სრულიად საქართველოს იმათ მაინც ეცით პატივი და დაარქვით სხვა სახელი დღევანდელ ამ ფარას
გულშემატკივარი
ტირილი კიარა ვარჯიში უნდა ბიძია ისე წარმატება არ მოდის!
სოსო
ჩანაწერი ვნახე,როგორ დაინიშნა პენალტი და საეჭვო არაფერი ყოფილა,დაცვამ მაინც მოახერხა და პენალტი აიკიდა.რეიტინგის ქულების ინფორმაციაშიც შევმცდარვარ.საკვალიფიკაციო ეტაპზე აღებული ქულები,რეიტინგში,თურმე განახევრებული შედის და ჩვენმა კლუბებმა,0,625 ქულა შეაქუჩეს.გაგიკვირდებათ და ეს უკვე ჩვენს წინსვლას გამოიწვევს,რადგან 2017-18 წლების კოეფიციენტი,სულ რაღაც 0,125 ყოფილა.ის გამოგვაკლდება და ეს 0,625 ქულა დაგვემატება.თუ ბათუმელები და საბურთალოელები კიდევ შესძლებენ რაიმეს დამატებას,ისიც კიდევ გაზრდის კოეფიციენტს.წინა წლის კოეფიციენტი,7,000 ქულა იყო.დღეს კი,უკვე 7,500.
იბერია
მართალია გუნდმა მასპინძელთა გულშემატკივრის წნეხს ვერ გაუძლო. არადა, როგორი იმედი გვქონდა რომ ქართველი გულშემატკივრისაგან განსხვავებით კარგ ატმოსფეროს შექმნიდნენ და ფეხბურთელებიც უფრო ლაღად ითამაშებდნენ. აფსუს.
დათო
ფულს აკეთებს და რად გაყიდის, შედეგები სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია.
მერაბი
დრამა ამას არ ქვია, ეს არის აწ უკვე შეჩვეული უთავმოყვარეობა.
სიმართლე
სომხებთან განდარგურებას ისევ ჯობდა, ამათთან(სახელიც ვერ დავიხამსოვრე) პენლებში წაგება, ასე რო რაღაც პოზიტიური ამ მარცხშიც არის
1.2.3.4.5.
საუკეთესო ქართველ მწვრთნელს რომ აგდებ და სხვისი დაწუნებული მოგყავს შედეგი არ უნდა გაგიკვირდეს
ილია
100%
Givi
Da kidev kirkitadze ra magrad darbis magram damagvirgvinebel fazashi 0 arc pasi uvarga ufantaziod tamashobs,ar vici dinamo rom aset gundebtan agebs lamis guli gamiskdes...ase gagrdzeleba agar sheidzleba...am gunds shvela unda torem agarc academia imushavebs momavalshi da qartul fexburtsac gauchirdeba dzalian....
aron
ეს არი იგრა ბილა რავნა იგრალი დვა გავნა.............
Givi
Nu ra vtqvat amas aranairi gamartleba ar aqvs,magram kvelafers msajebic rom ematebian!!!imati penalti ar iko 100% da maset dros ar inishneba saewvo iko dzalian,da kidev 0-2 ze kamaraze jarimis dros 100% kviteli iko estonelze romelic meore iqneboda da adzevebda magram...dasanania bolosdabolos ragac daskvnebi xom unda gaketdes da ragac sheicvalos? Meramdene welia dinamo samarcxinod vardeba pasuxismgebloba vis ekisreba am kvelaferze???????
Tbilis
Momaval celsac igive. Fifqia datove dinamoo
G
ვერ გასვლის მიზეზი: მასპინძელი გულშემატკივრების წნეხი იყო...
ქართველი
ეგ იყო ღირსების თამაში?! ღირსება რომ ქონდეს დინამოს პატრონებს ამ მგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა გუნდი. სამარცხვინოები.
ალეკო
ეხლა გამოვა პატ.ფიფია და ტრადიციისამებრ დაანონსებს ახალი გუნდის მშენებლობას, ასე გრძელდება წლებია დინამო კი თავისი შემადგენლობით და ხარისხიტ სოფლის გუნდს დაამსგავსეს, ამასაც ხომ მოხერხება უნდა ასე მოსპო გუნდი!
მიხა
სწორს ბრძანებთ გოჩა. კამარას გარრდა ყველა კოლმეურნეობის გუნდის დონეა!
ქომაგი
ეს რა ჭირი გვჭირს უეჭველი ჯადო აქვთ გაკეთებული ვინმემ კაი მჩხიბავი არ იცით, და ისა ცხვრის ფარის მაგივრად ესენი რო შევწიროთ არ გვეშველება?
giorgi
ცხადაძეს რას ერჩოდა ვითომ მიზეზები მოსდო ამაძე ცუდათ მაინც არ გამოვიდოდა
ჯანაშია ვაგნერი.
ისეთ თანხებს ასახელებთ,რაც ფიფიას შესაძლებლობებს აღემატება.მთავარია ფეხბურთელები გაუზარდოს დინამომ ნაკრებს და თავისი გაზრდილი ბავშვები ათამაშოს.40 და 50 ათასი ლეგიონერებზე,ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს აღემატება და ალბათ ფიფიას შესაძლებლობებსაც.კაცმა შესანიშნავი აკადემია გააკეთა,სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა და ნახევარი ნაკრები მანდ აღზრდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.არ გვჭირდება საერთოდ ლეგიონერები.ითამაშონ ჩვენმა ბავშვებმა.საკლუბო დონეზე სანამ ქვეყანა ეკონომიკურად არ მოძლიერდება,მანამ ვერაფერს მივაღწევთ.ხომ ხედავთ ვინ იგებს ჩემპიონთა და ევროპა ლიგას.ეკონომიურად ძლიერი ქვეყნის გუნდები,სადაც უმრავლესობა ლეგიონერები არიან.ასეთი მოგებაც არ მინდა.თუ გაქვს ტრაკი,მოიგე შენი ქვეყანაში გაზრდილი ფეხბურთელებით.ლეგიონერები ნსკრებს ვერ წაადგებიან და მათში გადახდილი ული,უმჯობესია ჩვენს საფეხბურთო და სპორტულ ინფრასტრუქტურას მოხმარდეს.
BARSA
raari bijo vistan agebt sircxvili mtlad dakarget, pasuxismgeblobis grznoba ar gakvt saertod, aravin arapels eubneba pegburtelebs da magis bralia,dinamo ari sakartvelos shemarcxveneli gundi, banerebze unda gaakra tbilisshi es carcera da suratebi.ro xalxma koveldge caikitxos vin arcxvens kovel cels sakartvelos.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
ამ არქაული მიდგომების გამოა, ჭაობში რომ ვართ. პირიქით, საერთოდ უნდა ჩაიხსნას ყველანაირი სუბსიდია-დოტაცია და ფეხბურთი უნდა გახდეს ბიზნესი! ვინც ივარგებს, ივარგებს. ვინც არადა, რა ვქნათ?! ვსდიოთ საუკუნეები იმ ქიმერას, რომ ერთ დროს, საქართველოს ნომერი პირველი გუნდი იყო?!
გაბედავას გია პაპასგან
ნაპოლში
გელა
წავიკითხე კომენტარები და მხოლოდ ერთმა ადამიანმა დაწერა საკვანძო მომენტზე: 0:2 იყო ანგარიში, დინამო გადადის კონტრშეტევაზე, ბურთი აქვს გაბედავას, მარცხნიდან ეხსება ანტილევსკი, პასის მიცემის შემთხვევაში 99.9% გოლი გარდაუვალი იყო, რაც გაბედავამ არ გააკეთა. წაგების ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ეს იყო. ვერაფრით მიხვდნენ, რომ ბენიო სასტავის კაცი არაა. შეიძლება გარკვეულ პერიოდში კარგად თამაშობს, მაგრამ არ მახსენდება მაღალი დონის თამაში, სადაც შეცდომა არ დაუშვა, რასაც მოწინააღმდეგის გოლი მოყვა. 2 თამაშში, პაიდემ 2 გოლი ბენიოს ინდივიდუალური შეცდომით გაიტანა!!! იქ პენალტი როგორ აიკიდეს არ მესმის. 5 კაცი ედგა.... კამარა რომ სკამზე დასასმელი არ იყო, ყველა ვთანხმდებით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრიეტო 100 დან 100 პენალტს გაუშვებდა. ვერაფრით გადახტა მარჯვნივ და ეს ესტონელებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი. აი წარმოუდგენელია, ასეთ გუნდთან გამოვარდნა. რა გუნდი აღარ გამიგია და ეს პაიდე მართლა პირველად გავიგე. პ.ს. ისე იმ ქერა გოგოს სიხარულად კი ღირდა პაიდეს გასვლა შემდევ ეტაპზე ))
საქართველო
რა ლეგიონერი,რის ხელფასი, რით ვერ მიხვდა ეს ხალხი რომ კარგი გუნდის ჩამოყალიბება არ ნიშნავს მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლას. ყოველ 6 თვეში რომ მწვრთნელი შეიცვლება,რომელ გუნდზე ან შედეგზეა საერთოდ საუბარი
გოჩა
ფეხბურთს ვუყურებ 30 წელია და მე პირადად ასეთი ცუდი დინამო როგორიც ფიფიამ მმართველობის დროს არის მე ასეთი ცუდი დინამო არ მახსოვს იმ ბნელ 90 იანებშიც კი როცა არაფერი არ იყო მაშინდელი დინამო ამ დინამოს 5-0 მოუგებდა უშანსოდ. ნახევრად სამოყვარულო გუნდებთან ვაგებთ უკვე ჯერ იყო ფარერების გუნდი ახლა პაიდე რომელიც პირველ ეტაპს ვერ ცდებოდა ვერასდროს და ჩვენზე დაწერა ისტორია თან ყველაზე სამწუხარო ის არის რომ თამაშის ხარისხითაც კი რომ გჯობნის ასეთი მეტოქე ძალიან გთხოვთ ზოგ ზოგიერთებმა ნუ გადაგვაყოლეთ ამ აკადემიას და ბაზას ძალიან კარგია რომ გააკეთა აკადემია და ბაზა მადლობა ამისთვის მადლობა რომ რაღაც პენსიას უხდის ვეტერანებს მაგრამ ელემეტარულად შეხედეთ რა ხდება ამ კაცმა გაანადგურა დინამო რათ მინდა აკადემია და ბაზა თუ ჩამოვა პაიდე და 3 გოლს გამიტანს დინამო არენაზე ან ფარერების კლასვიკი გადამახევს ბურთს თავზე რათ მინდა ეგეთი აკადემია და ბაზა საიდანაც ნიჭიერი ბავშვი გაქცევაზე იქნება და გააჩუქებ "ჩუნგა-ჩანგა" გუნდებში დინამო თუ ვერ გამოყენებს ამ ფეხბურთელებს და ნახევრად პროფესიულ გუნდებთან თუ გამოვარდება ევროტურნირებზე პირველივე ეტაპიდან ყველგან პროგრესიდა წინსვაა ბელარუსის გუდნებით დაწყებული კვიპროსის ლუქსემბურგის და გიბრალტარის გუნდებით დამთავრებული ყველა გავიდა ევროტურნირებზე ტირასპორის შერიფი თამაშობდა ჩემპიონთალიგას და ჩვენ ამ ჭაობიდან ვერა და ვერ ამოვედით ამდენი წელია და ხმას არ იღებს არავინ თთქოს ყველაფერი კარგდაა გასაგებია რომ ფიფია საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კაცია სერიოზული კონტაქტები აქვს და მისი კერძო საკუთრება გუნდი მაგრამ დინამო არაა უბრალო რიგითი გუნდი დინამო არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გუნდი საქართველოს საგანძური ერის სიამაყე და არავის აქვს იმის უფლება რომ ეს გუნდი აქციოს სამარცხვინო გუდნათ ვინც არ უნდა იყოს.
კახა ქ.
გავა 2-3 დღე და ყველას დაავიწყდება დეევანდელი სირცხვილი და გუნდი ისევ ისე გააგრძელებს თამაშს,იგივე "ფეხბურთელებით".....ხალხნო(სამწუხაროდ არ ვარ თბილისში)განსაკუთრებით ეს ეხება დინამოს ფან-კლუბს,ხმის ჩახლეჩვამდე რომ გულშემატკივრობთ,მოგწონთ როგორ დაგცინიან სხვისი კლუბების გუკშემატკივრები,ნუთუ თქვენ მაინც არა გაქვთ თავმოყვარეობის გრძნობა,ვიღაცეების გულისთვის რომ .........თავზე.შეიკრიბეთ,მიდით ბაზაზე და მოუწყვეთ ობსტრუქცია,თამაშის დროს სტადიონთან დახვდით და იქ მოუწყვეთ,არ შეხვიდეთ თამაშზე,დაჯექით და მოიფიქრეთ რა და როგორ.არა თუ თქვენც გარიგებულები ხართ და მოგწონთ ეს მდგომარეობა,მაშინ სხვა ამბავია.ვეტერანები გინდ ყოფილან გინდ არა.ისინი ყოველ წელს ელოდებიან 13 მაისს,რომ აღნიშნონ ის გამარჯვება,დანარჩენი ეხლა რა და როგორ,სულ მიაფრინდათ.ისევ თქვენ,ახალგაზრდებმა უნდა ივარგოთ,თორემ კატასტროფაა უკვე!!!
გიო
ჩვენთვის ქართველებისთვის დინამო არის უდიდესი გუნდი ზუსტად ისეთივე გუნდი როგორც ესპანელებისთვის რეალი გერმანელებისთვის მიუნხენის ბაიერნი იტალიელებისთვის იუვენტუსი და ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასეთი რამ რომ ხდებოდეს ნებისნიერ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებში რაც ხდება დინამოში ბოლო 10 წელია იქ დღეს უკვე მთელი გულშემატკივრები იქმებოდნენ გარეთ აქციებს მოუწყობდნენ გუნდის ხელმძღვანელობას მოითხოვდნენ პრეზიდნეტის და მისი გუნდის გადადგომას ჟურნალისტები რა ამბავი ატეხდნენ ხომ იქაურ გამოცდმებში ხომ წარმოგიდნეიან რა ქარცეცხლში გატარებდენ ამოაბრუნებდნენ ყველაფერს და ჩვენ??? 10 წელია ვუყურებთ ეს ხალხი როგორ ანადგურებს დინამოს როგორ ლაფში სვრიან ყოველ წელს ამ გუნდის სახელს და ისტორიას აგებენ სამოყვარულო გუნდებთან სამარცხვინოთ დინამო იქცა უკვე ყველა ევროპული ჭ კლასის გუნდისთვის საოცნებო მეტოქეთ და ხმას არ იღებს ამაზე არავინ თითოს ეს იყო რიგითი არაფრით გამორჩეული გუნდი დინამო არის გუნდი რომელსაც არათუ ქართული ფეხბურთის არამედ საქართველოს სახწლწიფოს ისტორის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გუნდი რომელიც იყო საქართველოს ნაკრები და გუნდი რომელმაც ქართული ფეხბურთი შექმნა და შეიყვანა ევროპაში და ოქროს ასოებით ჩაწერა როგორც საფეხბურთო ქვეყანა და არავის აქვს უფლება ეს გუნდი განადგუროს და დინამოს ანადგურებენ ყოველ წელს.
ზაური
დიმა ობოლაძესთან შარშან მახსოვს დიმამ კითხა ფიფიას რომ კარგი ლეგიონერები რატომ არ გყავთ გუნდში არ ჩამოდიან საქართველოს ლიგაშიო ესა პრობლემაო? და ფიფიამ უპასუხა არაა მაღალ ხელფას ითხოვენო თვეში 40 000 დოლარსო და ეს დიდი თანხაა ჩვენთვისოო აქედან გამომდინარე მაშინ მივხდი რომ ამ კაცს არ უნდა ფულის დახარჯვა ლეგიონერებზე და ისიც გამიგია რომ აკადემიაში და ბაზაში ფიფიამ ჩადო 50 მილიონი და სანამ ამ თანხას არ ამოიღებს რაც დახარჯა ბაზაზე და აკადემიაზე იქამდე არაფერს არ შეცვლის გუნდში არავის არც დაიმატებს და არაფერი ცვლილება არ იქნება გუნდში 2013 წლის შემდეგ მართაც დაბლა და დაბლა ჩადის დინამო არავინ ნორმალური ლეგიონერი არ მოსულა გუნდში 2013 წლის შემდეგ ზუსტად მაშინ როცა გაიხსნა აკადემია და ბაზა.
gela
კარგი ლეგიონერების ჩამოყვანა ძვირი ჯდება და ფიფიამაც იცის ეს კარგი ლეგიონერი თვეში მინიმუმ 50 000 $ ხელფასი უნდა მისცე პლიუს პრემია ასეთი 4-5 ლეგიონერი გჭირდება რაც თანხას 250 000 მდე ზდილს 250 000 $ გადაუხადო ფეხბურთელებს ხეფლასი და პლიუს დამატებით ხარჯები დაახლოებით მილიონამდე ადის თვეში მხოლოდ ხელფასები პრემიები და ა.შ თუ კარგი გუნდი გინდა რომ გყავდეს მაშინ 1-2 მილიონი მაინც უნდა გასცე ხელფასი და პრემია ფეხბურთელებზე თვეში თუ კარგი გუნდი გინდა რომ გყავდეს სადაც კარგი ლეგიონერები გეყოლება და როგორც ჩანს ამის გაკეთება არ უნდა ფიფიას და ამიტომ ათამაშებს ამ აკადემის ბავშვებს რომლებსაც უხდის მიზერულ თანხას და ამიტომაც არის რომ როგორც კი ვიღაც ნიჭიერი გამოჩნდება ამ ბავშვებიდან უკვე გაქცევაზეა აბა მიეცი კარგი ხელფასი პრემია შეუქმენი პირობები არავინ წავაა ესეთ გაუგებარ გუნდებში.
ზურა
ბევრი კომენტარი წავიკითხე ზოგი რას აბრალებს ზოგი რას დინამოს წარუმატებლობას ჩემი აზრით კი საქმე ძალიან მარტივად არის დღეს დინამო თბილისში მოთამაშე ფეხბურთელების 90% არის დაბალი დონის და კლასის ფეხბურთელები როგორც ადგილობრივი ასევე ლეგიონერები და მოედანზე ამინდს ქმნიან ფეხბურთელები! როგორი კარგი მწვრთნელიც არ უნდა დანიშნო და როგორი კარგი სტადიონი და ბაზაც არ უნდა გქონდეს ვერაფერს ვერ იზამ თუ არ გყავს კარგი მოთამაშები ფაქტია რომ ფიფიას და მის გუნდს არ სურს მაღალი კვალიფიკაციის ლეგიონერების ჩამოყვანა მარტივად რომ ვთქვათ არ უნდა ფულის დახარჯვაა და აკადემიას ბავშვებით და გაურკვეველი წარსულის მქონე დაბალი კლასის ლეგიონერებით ცდილობს ფონს გასვლას რაც უჯდება საკმაოდ იაფი და არ სურს სერიოზული თანხების გაღება დღეს აღარ არის 70 80 იანი წლები დღეს თუ არ დახარჯავ და არ ჩადებ ინვესტიციას გუნდში შედეგს ვერ დადებ როგორი კარგი აკადემია და ნიჭიერი ბავშვებიც არ უნდა გყავდეს მხოლოდ მაგის ხარჯზე ვერ მიაჰწევ წარმატებას ამის მაგალითი სახეზეა მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო აკადემია აქვს ამსტერმდამის აიაქს მაგრამ ევროტურნირების წინ ყოველთვის იმატებენ მაღალი კლასის ლეგიონერებს იგივე დინამო ზაგრები რომელსაც ასევე დიდებული აკადემია აქვს სამწუხაროდ ფიფიას არ უნდა რომ დახარჯოს თანხები მოიყვანოს გუნდში მაღალი კლასის ლეგიონერები და აბრძოლოს გუნდი მაღალი მიზნებისთვის ესა და ეს და სანამ დინამოში არ მოვა ისეთი ხალხი ვინც რეალურად დახარჯავს ფულს და ჩადებს სერიოზულ თანხას გუნდში იქამდე არაფერი გამოვა მაშინ უნდა ველოდოთ იმას რომ როდის გაგვიმართლებს ისე რომ 4 ვიე ეტაპზე შეგხვდებს მალტის და გიბრალტარის გუნდები ეგეც აღარ გვიხარია უკვე ფარერების და ლატვის თუ ლიტვის გუნდებიც კი გვიგებენ იმათ რომ უკეთესი ლეგიონერები ჰყავთ თუ პაიდეს შეუძლია დაიმატოს ისეთი ლეგიონერი რომელიც დინამოს ლეგიონერებს ჯობია ჩვენ არ შეგვიძია მენჯმეტში რისთვის მუშაობს ის ხალხი რაში იღებს ხელფას მაგრამ ფაქტი სახეზეა გუნდის ხელმძთვანელობა არაფრად არ ვარგა.
Burton
რა კარგი გაიხსენე! პერალესი რა მაგარი იყო და რატომ გაუშვეს იციან?! სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გუნდის და გაუშვეს, რადგან მაინც უცხოელია და მოიყვანეს კვასხვაძე, რადგან ქართველია. ქაჯობა!!!
bejo
პრიეტო გასინჯეთ ჭუა სუსტია ?? ცხადაძე რომ გაუშვა ფიფიამ ამ თამშის წინ უკვე გაიასნდა მარააა ... ჭია რომ დათანხმდა მართლა ჭიაა თუ კომენტატორი ?? )))
კახა
დინამო დინამო დინამო... ფიფია ფიფია ფიფია... 10 წელი გავიდა. 10 სამარცხვინო წელი დინამოს ისტორიაში. დინამო კიარა "ყარაჯალის სკვაზნიაკად" აქციეს ეს გუნდი. პაიდე შმაიდე და ყველა უგებს ყველაგან და ყოველთვის და მიზეზები ყოველთვის არსებობს (თან საპატიოო). სანამ ეს უსიყვარულო, უამბიციო და უთავმოყვარეო ხელმძღვანელობა ეყოლება ამ ჩვენთვის საამაყო კლუბს იქამდე რო საშველი არაა ვხედავთ ყველა... გაყუსული ჟურნალისტების ჩათვლით და ბედს შეგუებული გულშემატკივრები ვკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სპორტულ და ეროვნულ სიამაყეს, თან ისე ვკარგავთ თითქოს არაფერიც მომხდარა. პ.ს: გადავარქვათ სახელი და მერე აგარ შეგვრცხვება :)))
გაბედავა
კონტრაქტი გვაქ სამივეს და რატომ ან სად წავიდეთ?
Მახვში
1.ჩემი აზრით ჭიაბრიშვილს მეკარე პენალტებამდე უნდა შეეცვალა. 2.ისევ ჭიაბრიშვილო იმრანმა ამ ეტაპზე სასტავი რით დაიმსახურა? 3.შემდეგ ეტაპზე გასვლა თუ გინდა ცენტრალურ თავდამსხმელად გაბედავა? და კიდევ ბევრი შეკითხვა მთავარ მწრთვნელს... თორემ ბატონ ფიფიას თავის მენეჯმენტიან, ლეგიონერებიანად შუბლის ძარღვი რომ არ აქვთ ეგ არახალია! დინამოდან დ დაგვიტოვეს მარტო ისიც რუსული :)
svan
რა კარგი ესპანელი მეკარე გაუშვეს და ვინ მოიყვანეს აი ხალხი აზროვნებს დინამოში)
უიკი
ბატონ ბიძინამ რო იყიდოს დინამო ეროვნული ლიგიდანაც გავარდება
ვალენსია რუსთავი
ბევრგან მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში ეგრე. გადაარქვეს სახელები და დაარქვეს ეროვნული.აღარც რუმინეთის დინამოა. აღარც კიშინიოვის ნისტრუ, ნუ ბევრის ცამოთვლა შენიძლია
ზურა
კლუბური ფეხბურთის დონე ჩვენთან არის პლინტუსი ქვევით. და ვითომ ბოლო წლები ჩემპიონატი დაძაბული რომ ჩანს, იმის ბრალია რომ ერთნაირად სუსტი გუნდები გვყავს. ერთი ბათუმს შეუძლია ალბათ საშუალოსთან მიახლოებული თამაში. საბურთალომ დღეს კი ცოტა გაგვახარა, რავიცი იქნებ გამოუვიდეს შემდეგ კიდე რამე.
ვალენსია რუსთავი
ბევრჯერ და ბევრგან დავწერე. როცა ისტორია იცვლება უნდა შეიცვალოს ყველაფერი. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი აღარ არი, ველაფერი არსულს უნდა ცაბარებოდა. და უნდა გამხდარიყო ისტორიის კუთვნილება. ეგრეც იყო თავიდან ჩაფიქრებული. შეიქმნა ახალი გუნდი ახალი სახელით. მე თუ მკითხავთ, ისტორიის ერთი ფურცელი უნდა დახურულიყო. იმ საბჭოთა დროინდელ დინამოზე უნდა გადარებულიყო ფილმები. დაწერილიყო წიგნები და ისტორიას შერჩებოდა ის დინამო და ის სახელი რომელიც ქონდა. მის ბაზაზე უნდა შექმნილოყო ახალი კლუბი. და შექმნა კიდეც. ხოდა შედეგად მივირებდით იმას რომ არსად არ დაფიქსირდებოდა ის სამარცხვინო შედეგები რაც მივიღეტ და ვღებულობთ. და ვიძახით დინამოს სახელს არხცვენენო. ისინი იყვნენ ლეგენდები და ამდინამოს არაფერი საერთო არა აქვთ იმ დინამოსთან.ისტორიის ახალი ფურცელი უნდა დაეწყოთ ამათ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე და დაეწერათ საკუთარი ისტორია. და აღარ ვიტყოდით მერე დიამოს სახელი შეარცხვინესო
სოსო
ბადრი პატარკაციშვილი პატრონობდა,ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდა კი გეცოდინება,ვინ და რისთვის მოკლა.მილიარდერებს ცუდად აქვთ დაცდილი და არც მილიონერ მფლობელს უხარია მაინც და მაინც.მაგას ფული ჰქონიაო. მაშინ წართმეულ ქონებას, დღემდე ჩივის და ვერ იბრუნებს.
ანტა
საჩხერე გავარდა მესამე ლიგაში და დინამოს მიხედავს?
ბატონ ბიძინას!
ბიძინა ბიძია იყიდე რა დინამო! გეხვერწები ბიძინა ბიძია! მაგრად გეხვერწები იყიდე!
ანტა
ნახოს ჭუაბრიშვილმა როგორ უნდა შეინარჩუნო აგარიში ისე რომ 11 კაცით დაცვაში არ ჩადეგე ისიც უნიჭოდ
ფაჩაჩია და ბაღალა
კიდე კაი საბურთალო მაინც რო გავიდა.
გია
საბურთალო გავიდა ვულოცავ
თაზო
ჰოდა საბურთალომ მოიგო პენლებით ამასობაში
გია
სირცხვილია
ილია
გაბედავა, ბენიო, პრიეტო.. წადით!
ირაკლი
ფიფია გაყიდე რა დინამო, გულშმეტკივრები ვიყიდით, მთელი საქართველო, სააქციო საზოგადოებას ჩამოვაყალიბებთ და გუნდს მივხედავთ. შენ ფულს ჩაიდებ და მშვიდად იცხოვრებ სიბერეში ან სხვა ბიზნესს დაიწყებ, რას აგენიბენებ ამ ხალხს თავს, 30 წელია არფერი გამოგდის.
odala
დინამოს იმის მერე აღარ ვცემ პატივს, რაც ეროვნულმა ხელისუფლებამ 'იბერია' დაარქვა, თბილისელი სნობები აღშფეთდნენ, ეს დინამოა ძმაოო და ისე 'დინამო' გადაარქვეს. ეს ერთგვარი წყევლაც არის ალბათ დინამოს თავს. ჩემთვის ეს 90-იანების შემდგომი დინამო არანაირ ქართულ, ეროვნულ სიამაყესთან აღარ ასოცირდება და სულ არ მაინტერესებს რას მიაღწევს.
გიო
პაიდეს რომ ბევრად უკეთესი ლეგიონერები ჰყავს გუნდში ვიდრე დინამო ს ეს უკვე დიაგნოზია არ ვიცი რა ვთქვა ფსკერიც აღარ არის ეს ფსკერი ჩახვრიტა უკვე დინამომ.
იბერია
მამარდაშვილს ეცოდინება თუ რა კრიტერიუმებით არჩევენ დინამოში მეკარეებს

მართლა ქუჩის გუნდი გახდა დინამო და მისი საშველი რამის ათი წელია აღარ არის. სულ.კედლებს ვანგრევთ, სულ ძველ დიდებას ვიბრუნებთ და შედეგი პაიდესთან გამოვარდნააა. ამას დასასრული არ უჩანსდა თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ეს ტანჯვა კიდევ კაი ხანს გაგრძელდება
გუსანი
რეალურად კანონზომიერი შედეგია, სამწუხარო ისაა, რომ ეს დინამოა, უსუსტესი, რა უნდა ასეთ გუნდს ევროპაში? ამ ფეხბურთელებს ახლობლებმა ურჩიეთ, თუ პროგრესის რესურსი შერჩათ დღე და ღამე ივარჯიშონ,ისწავლონ რამე რომ გამოვიდეს მათგან, რათQმა უნდა მეწყინა წაგება, მაგრამ ის უფრო მაგიჟებს რეალურად რომ არ ფასდება და დასკვნები არ გამოგვაქვს... ეპიზოდია მაგრამ სახასიათო,გუშინ ბათუმმა დღეს თბილისმა ერთნაირად წააგეს....ან ამ ნაქებს ხარაბაძეს ასე უნდა დაერტყა პენალტი. რომც გაეტანა უკვე იკითხებოდა დინამო მომგები არ იყო, არც ეკუთვნოდა.... არ გვყავს საქართველოში 12 გუნდის დასაკოპლექტებელი ფეხბურთელი, არ გვყავს... არც იზრდებიან მიზეზები ბევრია და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი, არ დაიწყოდ გულზე უტვინოდ ბრაგაბრუგი და ვაივიშვიში, მეტი შრომა და სწავლა აკლია ერს....
nika
მკლოედ არ გვიმართელბს
ანტა
რაო ფიფიამ კომენტარები არ დამანახოთო?
გიორგი
ყოჩაღ ჭიაბრიშვილი! კარგად გცოდნია შემადგენლობის დაყენება.
სიმართლე
ფიფია, გაასხი გუნდიდან ან სახელი შეუცვალე!
ირაკლი
იმედია გამოაქვეყნებთ ჩემს გულწრფელ კომენტარს, ჩვენი პრობლემა ის არი რო არასდროს ვამბობთ გულწრფელად წარუმატებლობის მიზეზს, ხან მხოლოდ დინამოს პრეზიდენტს ვადანაშაულებთ ხან კლუბის დაბალ ბიუჯეტს, მიზეზი ერთია, ეს ერის თითონ გუნდის შემადგენლობა ნაფტალინიანი ფეხბურთელები, სლეთა ჯოგი!.
გიორგი
მოკლედ სამწუხარო ფაქტია,მაგრამ ჭიაბრიშვილს ყოჩაღ. კარგი ტაქტიკა და შემადგენლობის შერჩევა გცოდნია. ეს ომარის დაყენება რა იყო?! ბანდა ხართ თუ რა ხართ?! ნაცნობობა ამოვიდა ყელში უკვე წლებია.. თუ მოგყავს ნაცნობი, ტ#რა#კი#ანი მაინც მოიყვანე შე კაი კაცო! კირკიტაძეზე ვერ დაამუღამე რა, ძირითადში აყენებ სულლ.. მესმის შენს ხელში იყო, მაგრამ ეგ შემოსვლაზე უფრო კარგი ფეხბურთელია. (ნუ ასე ჩანდა ხოლმე). პლიუს გაბედავა ჯოკერი იყო , კარგი შეცვლები გააკეთე... ვინც თამაშობდა იმათ არ ათამაშებ.. კამარა იყო და აცოცხლებდა თამაშს. თავიდანვე უნდა დაგეყენებინა ნუ მაინც. წინა თამაშზეც მაგ მუშაობდა და ყოველთვის მუშა ფეხბურთელი იყო და არის.
Anjelo
დოღლიგაათქო რომ ვამბობ ხალს გული მოდის, სიმარტლე მწარეა მეგობრებო, ფლაგმანი ისტორიას აწერიებს სამოყვარულო ნახევრად პროფესიინალურ კლუბებს ამით ყველაფერი ნათქვამია . მოკლედ ფეხბურთს არ უყვარს შელამაზება არ გაგვიმართლა, მსაჯმა გაგვწირა, თამაში ასტროლოგიურად კლიმაქსურ დღეს დაემთხვა და მსგავსი უაზრო თავის მოსატყუები ფანტაზიების მოშველიება. რეალურად ვიმსახურებთ იქ სადაც ვართ 53 ევროპულ ქვეყანაში სამოყვარულო ანდორის ფარერების სან მარინო უელსის და მსგავსი ჯამაათის გვერდით მყარ 47 ადგილზე . ქართული ფეხბურთი აშკარად პროგრესირებს .. გასაგებად: ღრმად ნეხვში ვართ ჩაფლული , ვისაც თავის მოტყუება უნდა მისი ნებაა, ერთია სურვილი მეორე კი რეალობაა , რეალობას კი ვერსად გავექცევით. სამწუხაროა ეს ყველაფერი. გამოსავალი > ტორპედოს, დინამოს და ბათუმს მინიმუმ 10 მილიონი $ წლიური ბიუჯეტი სხვა ყველაფერი ლაყბობა და ილუზიებში ყოფნაა, რა დროსაც ამ ილუზიებიდან ყოველ ზაფხულზე ევროტურნირებს გამოვყავართ და მიწაზე მთელი ძალით გვაბრუნებს როგორც ჩანს სადაც ამ ეტაპზე ჩვენი ადგილია.
simartle
ისევ სათამაშო დისციპლია და თამაში ბლომდე მსაჯის სასტვენამდე. არჩიეთ და იყავით.
გელა
ბიჯო ნუ დებთ ამ ქართულ გუნდებზე ძალიან იტვირთება ფსონი და იძულებული არიან გატეხონ, რით ვეღარ გაიგეთ ვაააახ
ირაკლი
ეს არ იყო დრამა… - ეს იყო ის, რაც დაიმსახურა დინანოს მენეჯმენტმა
ბალეშიკ
ყანა მაქ გასათოხნი ფეხბუთში თქვენ არ ვარგიხართ და მადლი ქენით და მე მაინც დამეხმარეთ თქვე უბედურებო
კუ კობსონი
es drama agaraa. kargi motamashea sachiro da paide da haide tavidanve damaarcxo
სოსო
ძალიან ცუდი ხარისხის გადაცემა იყო,ძალიან მიჭედავდა.პენალტის დროს,მხოლოდ დაბოლოება გამოჩნდა.ოთხი მცველის გარემოცვაში იყო მეტოქე და დაეცა,მაგრამ რასაც შევესწარი,დარწმუნებული არა ვარ,რომ პენალტი იყო და არ ჩაწვა.თუმცა მტკიცებას ვერ დავიწყებ.მსაჯი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ფეხბურთელების მიმართ.არადა, არც წესების დარღვევის აუცილებლობა იყო.გორმა 0-0 ითამაშა,ბოლო წუთებზე და ტანჯვა წამებით,სარეიტინგო ერთი ქულა, როგორღაც ავაქუჩეთ.ამათი შემხედვარე,მაგასაც აღარ ველოდი.იქნებ საბურთალომაც როგორმე არ წააგოს საპასუხო შეხვედრა.ალბანელები არ გარისკავენ,გასვლაზე გამარჯვების შემდეგ.ბათუმიც ხომ გადაერთვება კონფერენს ლიგაზე და იქნებ იქაც დაამატოს რაიმე.ეეჰ,რაც არის,ეს არის.
საქართველო
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ყოველ წელს დინამო უფრო ეშვება ჭაობში საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია ფიფიას ხელში.უნდა შეიქმნას რაღაც მოძრაობა დინამოს გადასარჩენათ.ამაში ალბათ ფედერაციამაც უნდა შეუწყოს ხელი
იკა
თბილისის დინამოსთან არსებული მოყვარულთა ხროვა. დინამო არა, ის კიდე.
Fifunia
დიდი იგროკი ვინმე ჩანს ბატონი ფიფო!აღრიალებს კაი კუშებს უეჭველი. რაც ეს მოვიდა დინამოსგან მართლა მარტო სახელი დარჩა! მარაა ზატო თვითონ შოულობს!
ნუკრი
თქვენ თვითონ თქვენი თავის არ გრცხვენიათ ფეხბურთელებს რომ უძახით თქვენ თავს?
სირცხვილი
ბოლოსდაბოლოს, თქვენ ფეხბურთელები ხართ თუ უთავმოყვარეო ხალხის გროვა? აღარ ვიცი როგორ შევაფასო ამათი უდონოობა. ხალხის რისხვა გინდათ თუ რა? შემდეგ წელს კენჭისყრის შემდეგ გამოვარდებიან ესენი
რეზო
დინამო გადასარჩენია, ფიფია გასაძევებელი. ეს ერის ღირსების საკითხია. დევს აქვს თათი დადებული ერის ისტორიაზე და როგორც უნდა ისე განაგებს. ფულს შოულობს და მორჩა. დინამო ბიზნესი არაა, გასაგებია, რო კერძო საკუტრებაა, მაგრამ ირიბად მაინც ყველა უნდა ჩაერიოს, გადაუხადონ და გაუშვან. ასე არ შეიძლება!
Oqri
Arafeli drama nu adarebt paides slovans! Ubralod glaxa gundia dinamo Tbilisi 0ia
ირაკლი
მე თუ მკითხავთ ჯობდა არ გასულიყო,სომხების მასხარები უნდა გავმხდარიყავით მერე..გაზაფხული შემოდგომა კი არა ყოველ დღე რომც ათამაშო ფეხბურთს მაინც ვერ ისწავლიან.არც ფიზმომზადება არ გვაქ,არც გონება მუშაობს ამათი არც ხედვა არა აქვთ და საერთოდ რომელ პლანეტაზე თამაშობენ მგონი ისიც არ იციან.სირცხვილიც აღარ ქვია ამას,სახელი რა დავარქვა არც ის ვიცი.ჩვენ მაინც აგვიკრძალონ რუსებივით თამაში და დავისვენებთ ყველა ერიც და ბერიც.ფიფია ხო ცალკე თემაა,ამ კაცს ამდენი ლანძღვა გინება სიამოვნებს უკვე მგონია.
ირაკლი
მე თუ მკითხავთ ჯობდა არ გასულიყო,სომხების მასხარები უნდა გავმხდარიყავით მერე..გაზაფხული შემოდგომა კი არა ყოველ დღე რომც ათამაშო ფეხბურთს მაინც ვერ ისწავლიან.არც ფიზმომზადება არ გვაქ,არც გონება მუშაობს ამათი არც ხედვა არა აქვთ და საერთოდ რომელ პლანეტაზე თამაშობენ მგონი ისიც არ იციან.სირცხვილიც აღარ ქვია ამას,სახელი რა დავარქვა არც ის ვიცი.ჩვენ მაინც აგვიკრძალონ რუსებივით თამაში და დავისვენებთ ყველა ერიც და ბერიც.ფიფია ხო ცალკე თემაა,ამ კაცს ამდენი ლანძღვა გინება სიამოვნებს უკვე მგონია.
გულშემატკივარი
ეს მეკარე პენალტის დროს კარში როდესმე მდგარა.რა გუნდმა მოგვიგო.ჩემს კორპუსში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე მაგათ სტადიონზე ეტეოდა.
გიორგი
რა ხდება, ლანძღვა და გინებაც გეზარებათ უკვე? ;-)
100%
მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებს, ხელფასი რამდენი აქვთ? რაოდენობა იმდენად არა, უბრალოდ უკეთესი ფეხბურთელების სელექცია, არ შეიძლება?
Chitovichi
თამაშისთვის არ მიყურებია რა ქნეს? წააგეს თუ წააგეს?
მადრიდისტი
წაით ეხლა ზღვაზე დეისვენეთ ლომებოოო)))
ირაკლი
გაბედავას გატანილ პენლატს ჩალის ფასი აქვს. უნდა დაჯდეს და თავის ღორობას უნდა უყუროს - ბოლო წუთზე პასი რომ არ გადააწოდა კოლეგას რომელიც 100% საგოლე პოზიციაში იყო და მთელი ცხოვრება ინანოს.
ვაჰ
ვინმეს თუ აქვს იდეა ჩვენი მეკარე რას აკეთებდა თერთმეტმეტრიანებში?
dinamo
ამაზე სამარცხვინო ქვეყანა ფეხბურთში ევროპის მაშტაბით უკვე აღარ არსებობს, ანდორის, ლუქსემბურგის, ფარერების... თითო გუნდი მაინც ახერხებს ერთი ეტაპის გავლას, ქართული გუნდებისთვის უკვე სულერთია ვინ შეხვდებათ ესტონური, ფინური, ალბანური თუ ფარერების გუნდები ყველასთან აგებენ უკვე, მცნება სასურველი მეტოქე ქართული გუნდებისთვის უკვე აღარ არსებობს ამათთვის ვინაა სასურველი რომ მოუგონ უკვე ვეღარ ვხვდები და ევროპის მაშტაბით აღარც არსებობს მასეთი გუნდები მგონი, მიდით ახლა დაიწყეთ ზღაპრების მოყოლა თუ რა დიდი გამოცდილება მიიღეთ წელს და თუ როგორ დაგეხმარებათ ეს მიღებული გამოცდილება მომავალში წარმატებების მიღწევაში))

აბა კიდევ ვისი ისტორია დავწეროთ?! ისე ამათთან წაგება ჯობდა მერე არარატ არმენიასთან შერცხვენას!!! ეეეხ რა დღეში ხარ საცოდავო დინამო?!
ანტა
საად ნახეთ დრამა ნახირის თამაში იყო როგორ შეიძლება ასეტ გუნდს დაცვაში ჩაუჯდე და არ ეთამაშო მისვე ნახევარზე პრესინგი ჭიაბრიშვილი საერთოდ გარტყმაში არაა მწვრთნელობის მაგრამ ბუჭებს მადლობა მაინც მინდა ვუთხრა რომ მოიგეს მაგრამ გამოვარდნენ სომხებთან საერთოდ შეგვარცხვენდნენ ჯიფარიხარ ხარაბაძე რომ გამაზე ასე ჯობდა სომხებთან განადგურებას
Levani
Chventan rava yvela grandia, pipias ar utydeba. Kveshapsiebi
ოთო
კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი თბილისის დინამოს ისტორიაში. პენალტების სერიაში წაგება სამარცხვინო ნამდვილად არაა თუმცა ამ თამაშის პენალტებამდე მიყვანა იყო სამარცხვინო. ფიფია, ან გაყიდე ეს გუნდი ან ჩადე ფინანსები, ასე ყოველ წელს აგინებინო თავი დინამოს გულშემატკივარს არ გიტყდება??
simartle
ფიფიას ვულოცავ ჭიაბრიშვილის ყოფნას დინამოში რომელიც საბოლოოდ შეარცხვენს დინამოს..ცხადაძეს უდიერად მოხსენიება “გაუშვესო”,ბიჭებთან კონფლიქტი,ვიღაც ომარას მოყვანა,აი სახე ჭიაბრიშვილის..გვახსოვს არარატ არმენიასთან წაგება.დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე
იბერია
ფიფია ამჯერად 60 ლარი დავკარგე. რავიცი მე ისე გამოგვიცხადა მწვრთნელმა ღირსების მატჩიო რო მეგონა მოგებას კი არა დაშლიდენ მთელ ესტონეთს და აგურ აგურ ჩამოიტანენ მეთქი თბილისშითქო. ისე როდის მიხვდება ფიფია რო ფეხბურთელები - ბოდიში ამ გამოთქმისთვის - უტკას რო უგორაავებენ.გაიგე შე კაი ადამიანო შენი გაგდება უნდათ პრეზიდენტობიდან გაიგეეეე შეიგნე, შეირგე რაც ჯარგი გიქნია და წადი სხვა დააამხე ვინმე. დასამხობი გუნდების მეტი რა არი?
SOS
დრამა არა ტრაგიკომედია!!! რა დღეში ხარ საცოდავო ქართულო ფეხბურთო რა დღეში ხარ შე საცოდავო თბილისის დინამო!!! რომან წადი რა შეგვეშვი არაფრის არ გწამს!?!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდებიდან მხოლოდ "დინამოს" მატჩის ტრანსლაცია იგეგმება - სად შეგიძლიათ უყუროთ დღეს "პაიდესა" და "დინამოს" შეხვედრას
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"პაიდესთან" მატჩში თბილისის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
"პაიდეს" "დინამოსთან" მატჩისთვის დიდი მზადება აქვს - ბილეთები სწრაფად იყიდება, ფანებისთვის გამოიყო ავტობუსიც
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
მექვაბიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი; 1 კვირის თავზე ვალდებულნი ვართ, სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით დავბრუნდეთ
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა