ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "ნაპოლის" ქართველ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენებური ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, თუმცა გუნდის წარმატება დიდწილად ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული.

"ნაპოლიმ" დაკარგა ინსინიე და არა რომელიმე რიგითი ფეხბურთელი. ახლა საჭიროა გავიგოთ, რას იზამს მისი შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ყველა კარგს საუბრობს.

ქართველს შეუძლია გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს, მაგრამ ნათელია, რომ დღევანდელი "ნაპოლის" ბედი ოსიმენს უკავშირდება. ასევე არის ლოზანო, უფრო ნაკლებად შემტევი, ვიდრე ნიგერიელი, თუმცა სივრცეების პოვნა მასაც შეუძლია.

კვარაცხელიასა და ოსიმენს კარგი წყვილის შექმნა შეუძლიათ და ვნახოთ, სპალეტი რას მოიფიქრებს. ოსიმენმა "ნაპოლიში" უდიდესი პროგრესი განიცადა და შესაძლოა, ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდეს", - ამბობს კაპელო.

თენგო
ყველაფერში გეთანხმები
გიორგი
Winter-ს აი ზუსტად შენს კომენტარზე დაიწერება 1 000 000%-ით მართალი ხარო
ვახო
უდაოდ!!! გემთანხმებით რაც თქვით ყველაფერში... ხვიჩას უამრავი წარმატება მინდა ვუსურვო !!!
Winter
არმინდა ზედმეტი ქებასავით გამომივიდეს, არ ვარ მიჩვეული და არმიყვარს ვინმეს გაღმერთება, უბრალოდ დააკვირდით, ხვიჩასთან ერთად და ხვიჩას გარეშე გუნდებს, სადაც უთამაშია... ჩვენი ნაკრები, რუბინი, დინამო ბათუმი... როგორ თამაშობს ნაკრები როცა ხვიჩა არის და როგორ თამაშობს მის გარეშე, ბათუმის დინამო ნახეთ როგორ თამაშობს მის გარეშე, რუბინს აღარც მოვიკითხავ. უბრალოდ დააკვირდით რამდენი რამე შეუძლია ერთ ადამიანს, რამხელა გარდატეხა შეუძლია შეიტანოს თამაშში. როცა იძახდნენ ხვიჩას იმედი გვაქვსო, სულ ვაპროტესტებდი, როგორ შეიძლება გუნდურ თამაშში მარტო ერთი კაცის იმედი გქონდეს და მერე ყველა ტვირთი მას აჰკიდოთქო, მაგრამ ჯერ კიდე ვერ ვხვდებით რამდენი შეუძლია და რამხელა ძალაა ნაკრებისთვის და გუნდებისთვის. საქართველოს ჩემპიონატი რატომ გახდა ყურებადი სანამ აქ იყო? ჯერ ხო უმაგრესად თამაშობდა და თანაგუნდელები ვერ ბედავდნენ ჩამორჩენოდნენ, მერე მეორე ვის წინააღმდეგაც თამაშობდა, ისინი გაცილებით მეტად ინდომებდნენ და ტყავიდან ძვრებოდნენ. კი იძახდნენ სკეპტიკოსები, აქ გავლით არის და თავი დიდი ვინმე ჰგონიაო, მაგრამ ერთ თამაშშაც ვერ და ასახელებენ სადაც ბოლომდე არ იბრძოლა და არ ითამაშა, თუნდაც ტრავმის რისკის ქვეშ, ყანა მინდვრის საფარზე. ძალიან დასანანია რომ მარტო ერთია ასეთი და ათი თავით ჩამორჩებიან სხვები. ძალიან ბევრს შევხედე იმედის თვალით მაგრამ ხვიჩასთან ყველა "ტყუის", რაგავაკეთო.. მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და იმდენმა ფეხბურთელმა გაიარა ჩემს თვალწინ, თავს არ ვიქებ მაგრამ შეფასებები არ მეშლება :) ყველაზე მეტად რისიც კოშმარულად მეშინია, ტრავმები არ მიიღოს. დანარჩენზე არაფერზე ვნერვიულობ იმიტომ რომ პროფესიონალი, უკვე გაზრდილი, ჩამოყალიბებული და მსოფლიო დონის ფეხბურთელია. რომ წერენ ხვიჩა უნდა გახდეს დიდი ფეხბურთელიო ჩემი აზრით სისულელეა, იმიტომ რომ ის უკვე არის დიდი ფეხბურთელი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ უფრო მეტს არ უნდა ეცადოს, ფეხბურთი ისეთი სპორტია ეგრევე ჩამოგაგდებენ ძირს, როგორც კი მოუკლებ. ეგ არ ესწავლება აქედან. ყველა ჩვენგანზე უკეთესაც იცის. ბოღმიანიც ბევრი ეყოლება და სკეპტიკოსიც, ესეც ნაწილია დიდი ფეხბურთელობის და ესეც საჭიროა. პირს ვერავის ამოუკერავ თუმცა უსამართლოდ ვინც შეეხო ყველამ მიიღო საკადრისი პასუხი და მომავალშიც მიიღებს.
Winter
ყველაფერში გეთანხმებით!
rezio
დადგა დრო ხვიჩამ აჩვენოს თავისი ნიჭი და ანახოს ვინ არის ლიდერი გუნდში.
მართალი!
"მენტალისტ"_ს საღოლ...
ILIA
თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, ხვიჩა გახდება იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ან სულაც საუკეთესო ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ ამაში.
მენტალისტი
კვარას მართლა ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოს ვარსკვლავად იქცეს. ნიჭი ხომ აქვს, მოტივაცია არ აკლია, გარეგნობა აქვს (ეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, მარკეტინგი=კარგად გაყიდვადია). მჯერა რომ საოცრებებს იზამს, ნაპოლი ბრენდია ყველასთან მოსაგებად გადის, ამიტომაც მეტ გოლს ველოდები, რუბინი პირიქით იყო უფრო დაცვიდან თამაშობდა, კვარა, სამოშნიკოვი და მაკაროვის გარდა ბურთი ვერავის ამოჰქონდა, ამიტომაც იძულებული იყო პასები დაერიგებინა და გოლები ამიტომაც ვერ გაჰქონდა. ბათუმი შემტევი, ძლიერი გუნდია და იმ წამსვე დაიწყო გოლების გატანა. უდიდესი წარმატებები კვარას. მისი წარმატებები ქვეყანაში ფეხბურთს წამოწევს და ბავშვებს მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ თურმე შესაძლებელია ქართველმა ისევ ითამაშოს გრანდში ისევე როგორც არველაძის, კალაძის ქინქლაძის, ქეცბაიას და ა.შ დროს.
პსჟს "ბაიერნთან" 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს - კვარაცხელია კიმის წინააღმდეგ!..
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
პსჟს "ბაიერნთან" 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს - კვარაცხელია კიმის წინააღმდეგ!..
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
"პსჟ თუ "არსენალი"? - კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"120 მილიონი რაში დახარჯეს?" - კაპელომ "მილანი" გააკრიტიკა
"ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება - კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა
"კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა" - კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში
პსჟს "ბაიერნთან" 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს - კვარაცხელია კიმის წინააღმდეგ!..
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"ინტერი" ტიტულს ვერ დაიცავს"- კაპელომ მომდევნო სეზონში სერია A-ს მთავარი ფავორიტები დაასახელა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
Opta: პსჟ მუნდიალის ფავორიტი აღარაა - გამარჯვების მეტი შანსი სხვა გუნდს აქვს
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს