საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს.

სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს “ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს.

ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს, ქართველმა რეფერიმ სამხრეთ აფრიკაში „ბოკესა“ და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში.

„ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი 3 კვირა იყო. რაგბის მხრივ, სამხრეთი აფრიკა მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა. ორი სარაგბო ერის – სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, არის და იქნება. ორივე ქვეყანას რაგბის მიმართ დიდი ვნება აქვს, გულშემატკივრები რაგბით ცხოვრობენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა“.

„რაც შეეხება სერიებს, მძიმე თამაშები გამოდგა. კოვიდ-პანდემიის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მოედანი პირველად იყო გადაჭედილი. ტრიბუნებზე 53 ათასი მაყურებელი ისხდა და ხმაურიანი, ემოციური საღამო გამოვიდა. წინდაწინ ვიცოდი, რომ მოთამაშეებს მოედანზე ბევრი რამის გარკვევა მოუნდებოდათ და დაძაბულობაც ბოლო წუთამდე შენარჩუნდა“ – იხსენებს ამაშუკელი 2 ივლისის თამაშს, რომელშიც სამხრეთ აფრიკამ გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 32:29 იმარჯვა.

თამაშს და კონკრეტულად ნიკას გადაწყვეტილებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, განსაკუთრებით, უელსის ქომაგებში, თუმცა მსოფლიო რაგბიმ ქართველი რეფერის პერფორმანსს კარგი შეფასება მისცა:

„მსოფლიო რაგბი ძლიერი ხედვით გამოირჩევა – თუ გუნდი არღვევს წესს, მსაჯი არ უნდა დაიმალოს; თუ ბარათია მისაცემი, უნდა მისცეს და თუ მატჩის ბედის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებაა მისაღები, უნდა მიიღოს. სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაში. უელსელებმა ძალიან მაგრად იომეს, მაგრამ მიიღეს ჯარიმები, რომლებმაც თამაშის ბედზე იმოქმედა. ეს იყო სწორი ქმედებები ჩემი მხრიდან. გასაგებია, რომ მაყურებელს ეს არ მოსწონს, მაგრამ ჩემი საქმიანობა სწორედ ესაა. უკვე ისეთ დონეზე ვმსაჯობ, ყველა მიკროსკოპით აკვირდება ჩემს ქმედებას. რაც მთავარია, მსოფლიო რაგბისგან ძალიან კარგი შეფასება მივიღე. მათ მოეწონათ ჩემი მსაჯობის სტილი, პასუხისმგებლობები, რაც ჩემს თავზე ავიღე და ამას მოჰყვა შემდეგი მაღალი დონის დანიშვნა, ახლა უკვე ოთხ ერზე“.

„რა თქმა უნდა, უშეცდომო თამაში არ არსებობს, მით უმეტეს, როდესაც მოვლენები ასე სწრაფად ვითარდება. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა რაღაც გადაწყვეტილებების უკეთ მიღება, მაგრამ ასეთი თამაშის მსაჯობას თან ახლავს უდიდესი წნეხი. მოედანზე ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ტელეეკრანებთან არ ჩანს. ყველა გადაწყვეტილებას თან ახლავს თანმდევი პროცესი, რომლებთან მიმართებით მსოფლიო რაგბისგან კონკრეტულ დირექტივებს ვიღებთ. ამიტომ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ წნეხს თავი გავართვი და მთავარი პრინციპები კარგად იყო დაცული“.

„რაც შეეხება უელსელთა უკმაყოფილებას, მქონდა მათ მწვრთნელთან და მოთამაშეებთან შეხვედრა და ერთმანეთს ძალიან კარგად დავშორდით. გავცვალეთ მოსაზრებები, გვქონდა ეპიზოდების განხილვა. მთლიანობაში, ეს იყო უდიდესი გამოცდილება. თითოეული ასეთი თამაში გაძლევს არსენალს, რომელიც რთულ მომენტებში, შემდეგ თამაშებში გეხმარება“.

შემდეგი თამაში კი ოთხი ერისაა, სადაც ქართველი რეფერის დებიუტი შედგება და უკვე მერამდენედ, ის გახდება ტიერ2-ის სარაგბო ქვეყნის პირველი მსაჯი, რომელიც ამ ტურნირზე იმსაჯებს.

„მოედნის მიღმა საკმაოდ შრომატევად და რთულ პროცესებს გავდივართ, რასაც მოსდევს ასეთი დანიშვნები. მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პროცესში მხარდაჭერას და ნდობას მიცხადებს. მოუთმენლად ველი ახალ ზელანდიაში ჩასვლას და თამაშის დაწყებას. იქ ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო და ახალი გამოცდილება მელოდება. ზელანდიას დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია არგენტინა. ვეცდები დავამტკიცო, რომ ქართველებსაც კარგად გვესმის ეს თამაში და შეგვიძლია გავუძღვეთ მაღალი დონის შეხვედრებს. ვეცდები სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილება სრულად გადავიტანო მოედანზე და თუ აქაც მომიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად ვიმოქმედებ მსოფლიო რაგბის დირექტივების მიხედვით“.

rugby.ge

ქუთაისი
გილოცავთ... წარმატებები... გგულშემატკივრობთ და გვემაყები...
ანდრი
წარმატება ნიკა. უელსთან კარგად და სამართლიანად იმსაჯა, პროფესიონალიზმთან ერთად ხასიათიც ღირსეულად გამოავლინა, ყოჩაღ.
mamuka09ze
წინ, საქართველო!
გიორგი
სერიოზული აღიარებაა! ვულოცავ ნიკა ამაშუკელს.
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
რას გადაწყვეტს მამარდაშვილი? - ალისონი "ლივერპულში" კიდევ დიდი ხნით დარჩება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს