ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

30-წლიანი შესვენების შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ისტორიულ ტურნეზე მიემგზავრება. 2026 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ოლ ბლექსი The Greatest Rivalry Tour-ის (უდიდესი მეტოქეობის ტური) ფარგლებში, სამხრეთ აფრიკაში რვა თამაშს გამართავს - ოთხ მთავარ ტესტს სპრინგბოქსთან და ოთხს პროვინციულ ფრენჩაიზებთან.

სასიხარულოა, რომ ეს სრულმასშტაბიანი ტურნე, რომელიც თანამედროვე რაგბის უდიდეს მოვლენად უკვე შეფასდა, ქართველი რეფერის გარეშე არ ჩაივლის. მსოფლიო რაგბმა რვა შეხვედრისთვის ოთხი მსაჯი შეარჩია და მათგან ერთ-ერთი 31 წლის ნიკა ამაშუკელია, რომელიც ხუთ თამაშს მოემსახურება.

ახალი ზელანდია ტურნეს ფარგლებში პირველ სამ თამაშს პროვინციულ გუნდებთან გამართავს: 7 აგვისტოს ქეიფთაუნში ‘სტორმესს’ ეთამაშება; 11 აგვისტოს დურბანში ‘შარქსს’, ხოლო 15 აგვისტოს პრეტორიაში ‘ბულსს’. ოლ ბლექსი ბოკესთან პირველ ტესტ-მატჩს 22 აგვისტოს იოჰანესბურგში გამართავს; 25 აგვისტოს ასევე იოჰანესბურგში კიდევ ერთ პროვინციულ გუნდ ‘ლაიონსს’ შეხვდება, რასაც ბოკესთან სამი ტესტ-მატჩი მოყვება - 29 აგვისტოს ქეიფთაუნში; 5 სექტემბერს იოჰანესბურგში და 12 სექტემბერს აშშ-ში, ბალტიმორში. ეს ბოლო თამაში იქნება პირველი ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შორის, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე გაიმართება.

ნიკა ამაშუკელი ტურნეში 15 აგვისტოდან ჩაერთვება და ახალი ზელანდიისა და ‘ბულსის’ მატჩში მოედნის მსაჯი იქნება; 22 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდიის შეხვედრაში; ასევე, 25 აგვისტოს, ‘ლაიონსთან’, მას კიდეზე ვიხილავთ; 29 აგვისტოს, სპრინგბოქსისა და ოლ ბლექსის მეორე ტესტ-მატჩში კვლავ მოედნის მსაჯად მოგვევლინება; ამაშუკელი აფრიკულ ვოიაჟს მესამე ტესტ-მატჩში, 5 სექტემბერს კიდის მსაჯად ასრულებს.

ნიკა ამაშუკელი: „ბოლო წლებია ზაფხულისა თუ შემოდგომის სანაკრებო ფანჯარაში მსოფლიო რაგბი ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს მანდობს და არც აგვისტო-სექტემბერი აღმოჩნდა გამონაკლისი. ეს კიდევ უფრო განსხვავებული და განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან თანამედროვე რაგბიში პირველად გვაქვს ასეთი ტურნე. ახალ ზელანდიელთა სამხრეთ აფრიკული ტურნე, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს ანალოგია და მას „უდიდესი მეტოქეობა“ ეწოდება, რადგან ეს ორივე ნაკრები, ბუმბერაზი გუნდია, რომლებიც ერთმანეთს მსოფლიოში პირველობისთვის ექიშპებიან“.

„თანამედროვე რაგბიში, რომელიც ძალიან შეიცვალა და მსაჯის როლიც საკმაოდ გაიზარდა, ასეთ ტურნეზე მოხვედრა ძალიან დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. მას ზუსტად ისე ვუყურებ, როგორც შარშანდელ „ლომების“ ტურნეს, გნებავთ ექვსი ერის თამაშებს. ეს ასევე დაკავშირებულია ძალიან დიდ სირთულეებთან, რადგან არგენტინული ტურნედან ახალი ჩამოსული ვარ და უკვე მიწევს ხუთი კვირით სამხრეთ აფრიკაში წასვლა. ძალიან დიდი წნეხია მედიისა თუ თავად გუნდების მხრიდან და მოლოდინიც ძალიან დიდია, რადგან პირველად ტარდება მსგავსი ტურნე“.

„შეგვარჩიეს ოთხი მსაჯი, რომლებსაც მოგვიწევს დიდი შრომა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური კუთხით. მოგვწევს რთული მომენტების გადატანა, თუმცა ეს არის რაგბი, რომელიც სწორედ ასეთი მომენტების გამო გვიყვარს. ვეცდები მაქსიმალურად ხელი შევუწყო კარგ სანახაობას, მოთამაშეთა უსაფრთხოებას და სარაგბო ფუნდამენტების სრულყოფილად წარმოჩენა“.

„ჩემი მსაჯობა ‘ბულსი’-ახალი ზელანდიით იწყება და ესეც ძალიან რთული შეხვედრა იქნება, რადგან პროვინციულ გუნდს, რომელიც ოლ ბლექსს ეთამაშება, დასაკარგი არაფერი აქვს, თუმცა მოგებით დიდი აჟიოტაჟის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, ყველა გუნდი დარაზმული გამოვა მის წინააღმდეგ სათამაშოდ. აღარაფერს ვამბობ სამხრეთ აფრიკაზე. ამ ნაკრებების ბოლო შეხვედრა, რომელიც ველინგტონში გაიმართა, მე ვიმსაჯე. აფრიკელებმა მეორე ტაიმში დიდი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ პირველი ტაიმი იყო „პირსისხლიანი დაპირისპირება“ და ჩემი სამსაჯო გამოცდილებით, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ მდიდარი გახდა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე რთულად სამსაჯო თამაში“.

„დიდი პატივია ჩვენი ქვეყანა ასეთ სარაგბო მოვლენებში რომ წარმოჩინდება. ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ქართველი გულშემატკივრისა და ქართული რაგბის მიმართ, და ვეცდები საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩვენი სამშობლო. რა თქმა უნდა, მსაჯის პროფესიისადმი უკმაყოფილება ყოველთვის იქნება, მაგრამ ესეც ჩვენი პროფესიის ნაწილია“.

სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას შორის, ტრადიციულად, საზიარო „მშვიდობის თასი“ თამაშდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მისი მფლობელი ოთხი თამაშის ჯამში გამოვლინდება.

ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკაში სრულმასშტაბიან ტურნეზე აქამდე სულ ექვსჯერ ყოფილა - 1928, 1949, 1960, 1970, 1976 და 1996 წლებში.

Rugby.ge

• "ფეოლა" -ს

არ ჰეწყინოს (გაუგებარი) ანტილაიქები. აშკარაა, მათ ავტორებს ან იუმორი არ აქვთ და/ან არც "ფეოლა" უნახავთ , ან(აც) ახალგაზრდა ქართველი მსაჯის უდავო წარმატებამ ხასიათი გაუფუჭათ... პ.ს. მნიშვნელოვანი ხარვეზი : თქვენს კომენტარს აკლია ფრაზა - "ბოდიში მოუხადეთ". :)))

• ფეოლა

აბა შენ იცი. წაქცეული რომ დაინახო ვინმე, მიდი, წამოაყენე, წყალი მიაწოდე და საქართველოში დაპატიჟე.

ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის

შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა

"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს

"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა

პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს

გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო

კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა

This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს

[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა

"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს

ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა

სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ

15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა

"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე

"ლივერპულის" შემტევი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს

ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე