"დინამო თბილისი" ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან, კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ანდრეს პრიეტო "დინამო თბილისს" 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი "დინამოს" ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველი "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.

"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

qomagi
კარგა ხნის წასასვლელი იყო ბენიო თუ ლეგიონერებზე კეთდება აქცენტი სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე რატო არ აქტიურობს დინამო კარგი დონის ბოლივიელი, პერუელი, ან პარაგვაელი დიდი სიამოვნებით ითამაშებდნენ დინამოში ამაზე მუშაობაა საჭირო.
არშემდგარი სპეციალისტი
ზოგადად, ნებისმიერი ნორმალური გუნდი ცდილობს ყავდეს სტაბილური დაცვის ხაზი და მეკარე, რომლებიც შეთამაშებულები არიან ერთმანეთთან. დინამოში ლორიას წასვლის შემდეგ რამდენი მეკარე გამოიცვალა თვითონ არ ახსოვთ- ლიტოვჩენკო, პერალესი, სიკაჩი, რევიშვილი, პრიეტო, კვასხვაძე,ბულისკირია, მიგინეიშვილი და ა.შ. დაცვის ხაზი ხომ საერთოდ. ბოლოს კვარაცხელია- უსტარიცი , 2013-ში, იყო შედარებით ნორმალური წყვილი დაცვაში, ოღონდ მათაც ტოტენჰემის მეორე შემადგენლობამ ხუთი ბურთი გაუტანა.
კოტე
მართალი ხარ გია! უკვე ყელში ამოვიდა ამდენი ჩამოსული აფრიკელებით, გუნდების შევსება. ერთი ვიცი, რომ ფულებს უაზროდ ვყრით ამ აფრიკელებზე.
გია
კაია! მიყვნენ ყველა აფრიკელები! აქცენტები ქართველებზე!!!!!!!!!!
დავითი
რეებს წერ ? ბენიოს ერთერთი ყველაზე მაღალი ხელფასი ქონდა გუნდში და ყოველი მესამე გოლი მაგის კისერზე იყო. ძირითადი რომ არ ეკუთვნოდა და არ იყო ხელფასის ადეკვატური ზუსტად მაგიტომ უნდა გაეშვათ ჯერ კიდე შარშან. აბა რა უნდა ექნათ სკამზე მყოფი 200 ლარიანი ჭიჭვეიშვილი გაეშვათ?
Superman
უდაბლესი დონე იყო ორივე და კიდევ კაი გაუშვეს. მე ერთი ის მიკვირს, ამდენი წელი უნდა გარცხვენდეს ფეხბურთელი, რომ მიხვდე რომ გასაშვებია? პირადად ბენიოს გამო ვართ გამოვარდნილი წელსაც და შარშანაც ევროტურნირებიდან. ფეხს აცილებდა ბურთს ყველა თამაშში რამოდენიმენეჯერ. პირადად მაგის გამო გვაქ დაკარგული რეიტინგში ქულები და მინიმუმ 2 მილიონ ლარზე მეტი (რა შემოსავალიც უნდა მიგვეღო უეფასგან)
კახა ქ.
ორივე გასაშვები იყო.ბენიომ წესიერად სირბილიც არ იცოდა და ამ მეკარემ რაც პენლებზე გააკეთა....(როგირ იდგა ნახეთ,შუაში არ იდგა)მაგრამ მთაცარი ის არის,ვინ მოიყვანა ასეთი უვარგისი ფეხბურთელები,იმას არ ეკისრება არაფერი,აი ესაა მთავარი.თუ რამე ზომები არ მიიღეს,ისევ ესეთ ფეხბურთელებს მოიყვანს და გაგრძელდება ასე....
კახა ქ.
ორივე გასაშვები იყო.ბენიომ წესიერად სიცილით არ იცოდა და ამ მეკარემ რაც პენლებზე გააკეთა....(როგირ იდგა ნახეთ,შუაში არ იდგა)მაგრამ მთაცარი ის არის,ვინ მოიყვანა ასეთი უვარგისი ფეხბურთელები,იმას არ ეკისრება არაფერი,აი ესაა მთავარი.თუ რამე ზომები არ მიიღეს,ისევ ესეთ ფეხბურთელებს მოიყვანს და გაგრძელდება ასე....
Burton
ფეხბურთელის გაშვებაც რომ არ იციან :D გასაგებია, ესენი არ იყვნენ ტოპ ლეგიონერები, მაგრამ წესით ფეხბურთელს გუნდიდან უშვებენ მაშინ, როცა, მინიმუმ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ეს ორივე ფეხბურთელი იყო დინამოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გაუშვეს, ანუ უფრო სუსტები დატოვეს გუნდში. სასაცილოა. ჯერ მოიყვანეთ უკეთესები (თუ რამის თავი გაქვთ) და შემდეგ გაუშვით ეგ ხალხი. ყველაფერში უკუღმართი რანაირად ხართ? არაფრის ღირსი არ ხართ საერთოდ და იმიტომაც ვერც აღწევთ ვერაფერს. პ.ს. ბათუმიც ამათ გზას დაადგა :)) საგიჟეთი.
ილია
გილოცავთ. ძლიიივვსსს..
fani
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა! ბენიო აქამდეც მოსაშორებელი იყო. რაც შეეხება პრიეტოს, საშუალოზე დაბალი დონე იყო და სავარუდოდ მის ნაცვლად კუპატაძე მოვა
მამუკა სვანი
რა შეუმდგარი ქვეყანაც ვართ ის სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს ძალიან სასაცილო უსუსური ღატაკი ქვეყანა ვართ, კუპატაძეს დონე არაა საკმარისიო ბათუმში, ბედნიერი ვარ რო ქართული პასპორტი აღარ მაქ
სიმართლე
კაი რა ვის ჯობდა? წელსაც და შარშანაც დინამოს გამოვარდნა მისი ბრალია პირდაპირ! ეგრეც რომ იყოს ყველა დანარჩენი ქართველია, როცა მოგყავს იმათზე უკეთესი უკეთესი ხომ უნდა იყოს ბევრად? ბენიო არ იყო ფეხბურთელი, ფეხბურთელი ბურთს ფეხს ეგრე არ უქნევს!
ვენეციის კომისია
აი პრიეტო რატომ უნდა გაუშვა? მაგაზე უკეთესი ვინ არის? ნოიერი მოგყავთ? ბენიო დირკაა, მაგრამ გუნდის სხვა მცველებს ყველას ჯობდა, ისინი რატომ არ გაუშვით?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
თბილისის "დინამომ" "რეალის" აღზრდილი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტოგოს ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა