დღეს, 28 ივლისს, ბათუმში გასამართი შეხვედრისთვის ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე გაიყიდა, თუმცა ადგილობრივმა "დინამომ" პოლონეთში "ლეხთან" ისე (0:5) წააგო, განმეორებით მატჩს ინტრიგა დაუკარგა. ბათუმელი გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ბრწყინვალე განწყობასა და გარემოს ქმნიან, დღეს დემორალიზებულ გუნდს არ იმსახურებენ - გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ღირსეული თამაში აჩვენონ.

ნამდვილად გვეგონა, რომ ბათუმური კლუბი კონფერენს ლიგაზე მაინც მაქსიმალურად შორს გავიდოდა. ლიეტუვის "ჟალგირისისა" თუ სომხური "პიუნიკის" საჩემპიონთალიგო წარმატებები კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ თითქოს შეუძლებელი არაფერია, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი კი ისევ ვერ გადის საერთაშორისო წარმატების გზაზე...

მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძემ გუნდი (ორმხრივი შეთანხმებით) დატოვა. შესაბამისად, ბათუმელთა კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს. შემადგენლობაში გარკვეულ როტაციას ველით. სასტარტოში ის ფეხბურთელები უნდა გამოჩნდნენ, აქამდე ცოტა შანსი რომ ეძლეოდათ - გიორგი რეხვიაშვილი, მილან რადინი, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ფანცულაია...

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ.

"საბურთალო" რთული გამოწვევის პირისპირ

თბილისის "საბურთალოს", რომელიც ერთადერთი ქართული კლუბია, ერთი ეტაპი რომ დაძლია, კონფერენს ლიგაზე სერიოზული გამოცდა ელის - რუმინულ FCSB-ს ("სტიაუა") დაახლოებით "დინამო არენის" ტევადობის "არენა ნაციონალზე" (55 634 მაყურებელი) ესტუმრება. ლაშა ნოზაძის გუნდს ერთბურთიანი (1:0) უპირატესობა აქვს.

თბილისელები პორველ მატჩში სწრაფად და ორგანიზებულად უტევდნენ და შანსები ახლაც ექნებათ. მით უმეტეს, რუმინელები აქტიურ იერიშებზე გადმოვლენ და საკუთარ საჯარიმოსთან სივრცეებს დატოვებენ. "საბურთალოს" ენერგიული ფლანგელები ჰყავს - გიორგი გოჩოლეიშვილმა და გიორგი ჯინჯოლავამ პირველ შეხვედრაში მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, ისევე, როგორც შუახაზელმა ლევან ნონიკაშვილმა.

"სტიაუა" (FCSB რომლის სამართალმემკვიდრეცაა) უეფას ჩემპიონთა ლიგის (მაშინდელი თასი) გამარჯვებულია (1985-86 წლები), სადაც "ბარსელონა" დაამარცხა. იმავე წელს ევროპის სუპერთასი "კარპატელი მარადონა" გეორგი ჰაჯის გოლით მოიპოვა. მაშინ რუმინეთს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ მართავდა, რომელიც "სტიაუას" წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

რუმინელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. თბილისში წაგებამ კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა. ნიკოლაე დიკა ამ გუნდში ადრეც მუშაობდა. კიდევ ერთი ცვლილება კაპიტან ფლორიან ტანასეს გუნდიდან წასვლას უკავშირდება.

შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგვთავაზებს.

დავით
ხომ გეუბნებოდი 1-1 და 4-2 იქნებათქო ))
gori
მადლობა სილქ უნივერსალს
სოსო
ბათუმელებმა იციან,რომ თავები უნდა გადადონ და ბოლომდე იბრძოლონ, გამარჯვებისათვის.არ უნდა გაეშვათ კუპატაძე,მაგრამ რაც არის,ეგ არის.საბურთალოც მთელი ძალით იბრძოლებს და შეეცდება შემდეგ წრეში გასვლას.ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ ამის გაკეთება შეუძლიათ.დარწმუნებული ვარ.წარმატებებს გისურვებთ ,ბიჭებო!
Daviti
მადლობა ავტორს ამომწურავი ინფორმაციისთვის... წარმატებები ქართულ გუნდებს, იმედი მაქვს დღეს ბათუმი მინიმუმ მოიგებს, საბურთალო კი....:) ძალიან მნიშვნელოვანი დღეა , გგულშემატკივრობთ მთელი გულით!!!!
გიზოგ
ბათუმელმა გულშემატკივარმა დაამტკიცა, რომ ღირსეული ქომაგია ფეხბურთის.
qomagi
ქართულმა კლუბებმა სწორად უნდა ისწავლონ ლეგიონერების შერჩევა ამას ჭირდება კარგი სელექციონერები და ფეხბურთის მცოდნე ადამიანები კლუბებში,აგერ სომხურ კლუბებს გადახედეთ და კარგი ლეგიონერები ჩამოყავთ ძირითადად სამხრეთ ამერიკული ბაზარიდან, ჩვენ კი კავშირების მიუხედავად ამ ბაზარზე არ ვაქტიურობთ, მაგალითად ნიკო პატარქალიშვილი არგენტინაში მოღვაწეობს და კარგი კავშირები აქვს საფეხბურთო წრეებში, აგრეთვე გოჩა ალადაშვილი ბრაზილიაში, ამას ყველაფერს გამოყენება ჭირდება სხვა შემთხვევაში გვექნება სულ ერთი და იგივე შედეგი.ვითუმეტეს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი აქ არ ჩამოვა სათამაშოდ და ვერც გაამტყუნებ, ძნელია მოსთხოვო ქართველ ფეხბურთელს, თან ნაკრების მოთამაშეს, დატოვე ევროპა და ისევ საქართველოში წამოდი სათამაშოდო, გაიგეთ ეს ყველამ კლუბებში მომუშავე ხალხმა.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
"ბათუმელი გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ბრწყინვალე განწყობასა და გარემოს ქმნიან, დღეს დემორალიზებულ გუნდს არ იმსახურებენ - გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ღირსეული თამაში აჩვენონ" - ესეც მანდვე წერია... თეორიულად, არც 6:0-ია გამორიცხული, თუმცა, რეალურად ინტრიგა მართლაც არაა და ამაში ავტორს ვერაფერს დავაბრალებთ
გაიოზ გოშაძე
ბატონო ღვთისავარ, მომწონს თქვენი სტატიები და მუდამ ინტერესით ვკითხულობ თულცა „დინამომ პოლონეთში "ლეხთან" ისე (0:5) წააგო, განმეორებით მატჩს ინტრიგა დაუკარგა“ არის დიდი შეცდომა და ასე არ უნდა ვწეროთ. ყველა თამაში არის გუნდის ისტორია, თანაც ევრო ტურნირზე და როგორ შეიძლება მას უინტრიგო უწოდოთ? მით უმეტეს სულაც არ არის თამაში უინტრიგო რამდენიმე გარემოების გამო. 1. გუნდმა გასვლაზე წააგო 0:5, როგორ ფიქრობთ თავმოყვარე გუნდმა უნდა იბრძოლოა რევანშისთვის, თუ არ? თუნდაც პრესტიჟის აღსადგენად. 2. ზემოთ დავწერე უკვე, იწერება ქალაქ ბათუმის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ისტორია ევროტურნირებზე და როგორი იქნება ის მომავალი თაობისთვის სულ ერთი არ არის. -მე-3 და უმთავრესი, მომავალი წლის წარმატებებს წელს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი, კერძოდ ამ თამაშის მოგებით ბათუმის დინამო და ქართული ფეხბურთი მცირეს მაგრამ მაინც შეიქმნის რეიტინგს ევროპულ ფეხბურთში. ამას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს წლევანდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა. ბათუმის წლევანდელი წარუმატებლობა დიდ წილად იყო დამოკიდებული იმაზე, რომ ურეიტინგო გუნდს წილისწყრის დროს ხვდებათ ძლიერი განთესილი გუნდები. წარმოიდგინეთ, რომ პირველივე ტურში, ჩემპიონთა ლიგაზე, რომ ევროპული საშუალო დონის გუნდი კი არა ის გუნდები, რომ შეგვხვედროდა როლებიც წარმოადგენენ ისლანდიის, ნორვეგიის, ლუქსემბურგის, ფარერების და მისნაირების ჩემპიონებს, სულ ცოტა ერთ საფეხურს გადავლახავდით. ასევე ურეიტიგობის გამო კონფერენს ლიგაზე კიდევ უფრო ძლიერი გუნდი შეგვხდა „ლეხი“-ს სახით. ამიტომ მგონია, თამაში წინ არა მარტო სამწვრთნელო შტაბისგან, სპორტული ჟურნალიტებისგან და საერთოდ ყველა სპორტშის მოყვარულისგან, ფეხბურთელს და მთლიანად გუნდს სჭირდება მოტივირება, მაშინაც კი როცა ამის გარემოებები არ არსებობს.
ეგრეას
მართლა ვაი ჩვენს პატრონს, რეალობას მოწყვეტილები, რომ ვართ.დ თურმე რა ელის ლეხს.
გიუᲨა
ბათუმი 4:2ლეხი სტიაუა 4:1 საბურთალო დაიმახსოვრეთ და მადლობა მერე მითხარით
ეგრეა
აბაა. ეგა თქვი, საწყალი პოლონელები, არ იციან რა ელოდებათ.
რაბუ
მიდი რა საბურთალო ნუ დაგვტოვებ ევროპული ფეხბურთის გარეშე
გახდი უფრო თავმოყვარე!
"ბათუმს" შეუძლია და მოიგებს კიდეც!
ნერონი
ბევრს ეგონა, რომ ბათუმის "დინამო" ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ატმოსფეროში ითამაშებდა, მაგრამ ბათუმელმა გულშემატკივრებმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს სტადიონის შევსების კუთხით.
შავი კაცი
პირველივე წუთებიდან თუ ბათუმმა რიტმი დაიჭირა ვფიქრობ ლეხს კარგი საღამო არ ელის...მთავარია ხასიათი დაიჭიროს!!!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს