ლიმასოლში "არისთან" 0:2-ის დამარცხების შემდეგ "ნეფთჩიმ" ბაქოში 3:0 სძლია კვიპროსულ გუნდს და კონფერენს ლიგის მესამე რაუნდში გავიდა. azerisport-მა ინტერვიუ ჩამოართვა "ნეფთჩის" მცველ საბა კვირკველიას.

- ვფიქრობ, ტოპ-გუნდში მოვხვდი. "ნეფთჩი" დიდი ისტორიისა და ტრადიციების კლუბია. მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ყველა ვარიანტიდან, რომლებიც მქონდა, არჩევანი სწორედ აზერბაიჯანულ კლუბზე გავაკეთე, სადაც ევროტურნირებზე თამაში შემიძლია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა და შემდგომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა.

- ე.ი. გუნდში მოსვლიდან რამდენიმე კვირის მერე არ ნანობთ, რომ "ნეფთჩის" შეთავაზებას დათანხმდით?

- რას ამბობთ, ასეთი რამ თავში არც მომივიდოდა. პირიქით, დილით გაღვიძებისას ბაზაზე დიდი სიამოვნებით მივდივარ, რათა ბიჭები ვნახო, ვივარჯიშო.

- სხვათა შორის, ბევრს არ სჯეროდა, რომ "არისთან" 0:2 დამარცხების შემდეგ "ნეფთჩი" დაპირისპირების თავის სასარგებლოდ გარდატეხას შეძლებდა, შედეგის გარდა ხომ ნდობას თვით გუნდის თამაში არ იწვევდა. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობდით?

- გუნდში საკმაოდ ბევრი ახალწვეულია, მათ შორის, მე. 5-6 ახალწვეული - ეს ცოტა არაა და არავინ მოელოდა, რომ უცბად ავთამაშდებოდით. პირველივე მატჩში ერთმანეთის 100%-ით არ გვესმოდა. მერე ამ ნაკლის გამოსასწორებლად ერთი კვირა გვქონდა. შედეგი ყველამ ნახა. ყოველდღე ჩვენ უკეთესები და უკეთესები გავხდებით. ერთად თამაშს როდესაც შევეჩვევით, შედეგებიც უკეთესი იქნება.

- აქამდე აზერბაიჯანულ გუნდს ევროთასებზე თამაში 0:2-დან არ შემოუტრიალებია...

- ეს ოდესმე ხომ უნდა მომხდარიყო (იღიმის)?

- ასეა თუ ისე, მიუხედავად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებისა, საპასუხო შეხვედრაში "ნეფთჩის" თამაში ყველას როდი მოეწონა. ამაზე რას იტყვით?

- ვისაც ჩვენი თამაში არ მოეწონა, სპორტის სახეობის გამოცვლას ვურჩევ. მთელი 90 წუთის მანძილზე მეტოქე პრესინგის ქვეშ გვყავდა, ჩვენი თამაშის შემხედვარე მთელი სტადიონი ფეხზე იდგა. ვიბრძოდით და ბოლოს და ბოლოს სამი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ.

- როგორია მესამე ეტაპზე ავსტრიის "რაპიდთან" შანსები? თქვენ ამ გუნდზე რა იცით?

- შანსი ყოველთვის არსებობს. მოსამზადებლად კიდევ ცოტა დრო გვაქვს. საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელი გვყავს, გაარჩევს მოწინააღმდეგის თამაშს და საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის. ასე რომ, მოედანზე გასვლისას მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები გვეცოდინება.

- დავუბრუნდეთ აზერბაიჯანში თქვენ გადმოსვლას. ჩვენთან არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გადაწყვეტილების მიღებამდე ვინმეს რჩევა ჰკითხეთ?

- ვერავისთან დალაპარაკებაც კი ვერ მოვასწარი, რადგან ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. "ნეფთჩის" ინტერესზე როცა მითხრეს, სახლში ვიჯექი, ერთი საათის შემდეგ კი თურქეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩემოდნები ჩავალაგე.

- თქვენს პოზიციაზე თავის დროზე ვალერი აბრამიძე თამაშობდა...

- მე ყველას ვიცნობ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საქართველო დიდი ქვეყანა არაა და ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს იცნობს. ვინც სადაც უნდა წავიდეს, ყველას ვგულშემატკივრობთ.

- იცით თუ არა, რომ "ნეფთჩის" ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი გიორგი ადამია იყო?

- დიახ, ეს უკვე მითხრეს. კარგია, რომ კლუბში, სადაც ვასპარეზობ, ქართველ ფეხბურთელებს ასე აფასებენ.

- შესაძლოა, გუნდის ახალი ლეგენდა სწორედ თქვენ გახდეთ? გაქვთ სურვილი, "ნეფთჩიში" თქვენი კვალი დატოვოთ?

- ვეცდები, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. თუ შედეგი იქნება, დანარჩენი ავტომატურად მოვა (იღიმის). მთავარია - შედეგი ვაჩვენოთ, კარგად თამაშს ვეცადოთ. არ დავჯდები და იმაზე არ ვიფიქრებ, როგორ გავხდე "ნეფთჩის" ლეგენდა. ახლა ჩემი ამოცანაა 4 აგვისტოს "რაპიდთან" მატჩზე გავიდე და გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო. ქომაგებმა კი, დაე, შემდეგ თავად გადაწყვიტონ, ვინაა ლეგენდა და ვინ არა.

სოსო
რეზო ძოძუაშვილი,"ქართულ ტვ-ზე"თავის გადაცემაში,ძალიან ხშირად სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს,რომ ქართველმა მცველებმა,ხშირად არ იციან როგორ ეთამაშონ,საიდან მიუდგნენ მეტოქეს და სწორედ ამის გამო,თავიდანვე აგებენ პოზიციას და მერე იძულებით ჯარიმდებიანო.მართლაც აშკარად ჩანს ხოლმე ეს ნაკლი და პრესინგიც ხშირად ამის გამო გამოგვდის ჯარიმით დამთავრებული,ან უშედეგო.ადრე,ეტყობა ამას უფრო დიდი ყურადღება ექცეოდა.დღეს კი,ბევრი ელემენტარული,სავარაუდოდ არ იციან.ბათუმელების კარში კუთხურიდან გატანილი, ჯარიმაც მაგისი დასტურია.ეს იციან,როგორ არ იციან,მაგრამ ოქროს წესი,სავალდებულოდ არ ჩათვალეს და დაისაჯნენ კიდეც.
ლადო
წარმატებები, მაგრამ ნეფთჩის ლეგენდობა კომიკურად ჟღერს
ვენეციის კომისია
სიტყვა დაე იხმარა კვირკველიამ?)))))))))))))))
35
თავდამსხმელი სწრაფი თუ დატრიალდა სახით მოწინააღმდეგისკენ რთულდება ამოცანა.ადამია ისე იღებდა ბურთს სახით იდგა უკვე თავშივე უმოქნილესი ფეხები ქონდა.ერთი გავაჩერე 17 წლქმდელათა თავდასხმელი არ დავატრიალე.მანამდე ტვონი წაიღეს ასეთია ისეთია .ამას ვერ მოვუხერხე ვერაფერი .სისწრაფე აზროვნება ერთ ტემპში.იმდენად დქვიღალე გამომცვალეს მეორე ტაიმში.მართლაც მაგარი იყო მეტს იმსახურებდა უკეთეს ლიგებს.სასიხარულოა რომ საუკეთესო ყოფილა
35
კოპალეიშვილის დინამოდან თამაშის დროს გამორჩეული იყო ხიზანიშვილი და ადამია ტურნირზე შევხვდით დინამოს გვერდზე ქვიშინ სრადიონზე.ადამია უსწრაფესი იყო ვედექი გამაკვირვა და მეტსაც იმსახურებდა ასე მგონია ძლიერ ჩემპიონატში თამაშს.ხიზანა ფაქტიურად ცენტრალურ მცველად თამაშობდა და უშეცდომოდ მოქმედებდა განაწილებები იგრძნობოდა რომ სხვა დონე იყო.უკვე დიდი ფეხბურთელივით თამაშობდა .წავაგეთ გამოგონილი პენალტით .გოლი არ ჩაგვითვალეს .ხიზანა ძაან გონიერი იყო .მაგარი იყო სამხარაძე გიორგი ფაქტიურად დაჭერა შეუძლებელი იყო ასეთი შემთხვევა არ ყოფილა .ამოცანის შეუსრულებლობა .:))სივრცე და დამტავრდა 5 ადამიანი ვერ ეწეოდა ფურთი ფეხში .
zura222
ძალან სწორად მოიქცა ნეფთჩიში რომ გადავიდა ვუყურე თამასშს და ძალიან კარგად ითამაშა !(ამიტომაც ჩამოართვეს ინტერვიუ) და ჯგუფური ეტაპიც განაღდებული აქვთ თუ ჩემპიონთა ლიგა არა ევროპა ლიგა მაინც და ესეც ძალიან კარგია ! საბამ სულ ცოტა 3-4 წელი უნდა ითამაშოს კიდევ ნაკრებში და ეს ყველაფერი გამოადგება სანაკრებოდ !
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან - აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
azerisport: "ნეფთჩიმ" კვირკველიას კონტრაქტი გაუწყვიტა
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
უარი ფუფუნების საგნებზე - ვერნიდუბის გადაწყვეტილებამ აღფრთოვანება გამოიწვია
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
საბა კვირკველია: ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად უფრო იმედებს ერთა ლიგაზე ვამყარებთ