პირველ არხზე, გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ. წამყვანმა დავით გორგილაძემ მას ჰკითხა, რა არის ის ფენომენი, რის გამოც ძმებ არველაძეებს აქვთ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა...

"ასე როგორ გითხრათ... რთულია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ფენომენზე ვილაპარაკო, მაგრამ მარტივად შემიძლია გითხრათ...

ვფიცავარ ჩემს შვილსა და ძმისშვილებს, რომ არასოდეს არ შემშურებია სხვისი, არასოდეს სხვისი არაფერი არ წამიღია, არ მომიპარავს და თუკი ოდესმე რაიმე შესაძლებლობა მქონია ჩვენს სფეროში, ყველასთვის ხელი გამიმართავს.

არ მქონია შემთხვევა, რომ როდისმე ვინმესთვის ხელი შემეშალოს. ზოგი ამბობს, რომ უჩვენოდ არ წყდება არაფერი, უჩვენოდ არ კეთდება არაფერი; ცუდად განწყობილი ხალხი ვინც არის, ამბობს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა კოშმარი და კლანი...

მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ვთამაშობდი, გვქონდა ასეთი შემთხვევა... ზურა ხიზანიშვილს ურეკავს ერთ-ერთი ფეხბურთელი და ეუბნება, რომ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლაო...

ზურა შეწუხდა, რას ჰქვია, ნაკრებში გამოგიძახეს და მოსვლა არ გინდაო? - მწვრთნელმა მითხრა, რომ ახლა არ ღირს, რადგან იქ არველაძეები ხელს შეგიშლიანო...

ზურა გადაირია... ასეთი ვიღაცის უპასუხისმგებლო ნათქვამმა შესაძლებელია სიცრუეში შეგიყვანოს. მე ახლა, დღემდე, იმ ბიჭთან ვმეგობრობ და დღემდე არ ვიცი, თუ რომელმა მწვრთნელმა უთხრა ეს.

ბედი ჩვენი, რომ ის მეგობრობდა ზურასთან და მან ხიზაშვილს დაურეკა... ეს ბიჭი აღმოჩნდა ავტობუსში ჩემ გვერდით... ჩამოვიდა ნაკრებში, რადგან ზურამ დააჯერა, რა სისულელეს იძახი, ხომ არ გაგიჟდიო...

10 დღე ვიყავით ერთად შეკრებაზე და ხმა არ ამოუღია... სჩვევიათ ახალწვეულებს, ნაკლებად კონტაქტურია და მორიდებითაა, ასეთი რაღაცები ყველგან ხდება.

ერთი-ორჯერ შევეკითხე, რა გჭირს-მეთქი და გავეხუმრე... ჩვენ ვიცინით, ვაქტიურობთ და ეს არ იღებს ხმას... ბოლოს მითხრა, არაო, გაკვირდებიო... ეს სიტყვები ყურში მომხვდა და მაშინვე ვიფიქრე, რას მაკვირდებოდა?

ანუ მაკვირდებოდა რას... რა სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ... "დინამოშიც" ასე იყო და ნაკრებშიც... ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, გარდა ფეხბურთისა. ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს და უნდა ვუშველოთ რაღაც მხრივ; მეორეს რაღაცა სხვა პრობლემა აქვს, ვიღაცას უჭირს და ამ ყველაფრის მომსწრე გახდა ეს ბიჭი...

რომ არ წამოსულიყო ნაკრებში, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა... თავს კი არ ვიქებ, მაგრამ მაგ პერიოდში ჩვენ უკვე რაღაცები შეგვეძლო, უცხოეთში ვთამაშობდით... 1994, 1995, 1996 წლებია და მაგ დროს ნაკრებში სულ რაღაც 6-7 ლეგიონერი იყო.

გია გურული იყო წასული, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და ჩვენ. მინიმუმ 3-4 წელი ამ ადამიანებმა ვინახეთ ეროვნული ნაკრები. ჩაცმა, დახურვა, ბუცები, ბურთები, სავარჯიშო, არაფერი არ გვქონდა... სარეცხი მანქანა და ფხვნილიც არ გვქონდა...

ამ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კისერზე გადადიოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, ცხადაძე და გია გურული იყვნენ პირველი წასულები და რომ ჩამოდიოდნენ, 3-4 წყვილი ბუცი ჩამოჰქონდათ...

მერე მე მივდიოდი და მომქონდა და ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას მოიტანდა... ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, მერე ამას ვაშრობდით ან ვერ ვაშრობდით, ერთ შხაპში ვბანაობდით და ასე ვთამაშობდით ფეხბურთს...

იმავე მაგალითს მოგიყვები... კომენტარებში ხშირად წერენ იმას, რომ აი "ამ" ფეხბურთელის გამო "იმან" ვერ ითამაშა... ვეთანხმები, ეგრეა, კი...

ვთქვათ, დათო ყიფიანის გამო ვიღაცამ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი, იმიტომ, რომ იქ ყიფიანი იყო და ის ადგილი დაკავებული იყო...

როცა აქ თამაშობდა შოთიკო არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, შელია და კალაძე, ვიღაცა იქ ვერ მოხვდებოდა", - ამბობს არველაძე.

შენიშვნა: გადაცემა ეთერში გავიდა 2021 წლის 22 ოქტომბერს

გიურზა
იყო ისეთი დაცინვები არამარტო არველაძეების მხრიდან, სხვისგანაც ვინც არ იყო თბილისელი ან რუსთაველი უმაღლეს დონეზე იყვნენ გაქილილებული ტოების მხრიდან და უმრავლესობასაც ისინი წარმოადგენდნენ
ტარიელ მაღალდაძე
მეც ვთამაშობდი იმ პერიოდში ფეხბურთს, ყველა გუნდში ერთი და იგივე ხდებოდა1 იყვნენ კუტოკებად ბიჭები და გუნდურობა თითქმის არსად არ იყო! არველაძეებთან ერთად არ მითამნაშია, მაგრამ ბევრი მსმენია ამათ აუტანელ "ღადაობაზე" და ტიპობაზე! შენი შუტკები არ მოსწონდათ, თავიანთზე მაგრად ხოდზე იყვნენ და არავის უნდოდა ამათთან ურთიერთობა!

თურქეთის ნაკრები საქართველოში რომ ჩამოდიოდა საქართველოს ნაკრებს კი არ ათამაშებდნენ და არც დინამოს,იყო ოფიცერთა სახლის გუნდი, "ოდ და იმას ახვედრებდნენ, რომელიც თურქებს უგებდა 8:0-ს, 10:0-ს. ასე იყო ეს.
Ანზორი
ჯანსაღად რომ შეაფასო, კომპეტენტური უნდა იყო,ინტელექტი უნდა გააჩნდეს, დღეს სიცრუის და სიბრიყვის აღლუმის ქვეყნად,რა გასაკვირია ფეხბურთში იგივე ხდებოდეს? ჩვენ ილუზიებიდან ვერ გამოვსულვართ ჯერ, რეალობა ისე შორია როგორც მარსი!

ბოღმისგან გამსკდრები არიან უკვე დაუწერიათ დისლაიქები..ფუ სამარცხვინოები
tngh
სამწუხაროდ, ძმებზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და ვრცელდება. არადა ნაკრებისთვის არც ერთ მათგანს არასდროს არ აუცილებიათ თავი. ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ. თანაც კარგი შვილები, მეუღლეები და მამები არიან.
mesi
ცჰემო ბესარიონ მასჰი ანუ იმ დროს ტურქები ვირებიტ დადიდნენ ქალაქებსჰი ნებისმიერი უბნიდან ეზოს პეხბურტს ვინც ტამასჰობდა რომ ეტამასჰა ტურქეტსჰი იმასაც ესე მოიხსენიებდენ და ტასჰპანდურიტ გამოგაცილებდენ. იმ დროს ტურქებს ბურტი საზამტრო ეგონატ.
gigi
სპორტალ კვარაცხელიაზე დაწერეთ რამე თუ ბოღმისგან გულზე სკდებით.ფუ ტა სამარცხვინოები ხართ
Givi
Arveladzeebi tviton topebi ikvnen da arian dzmao!!!shurian xalxs kidev ra gamolevs...ert facts getkvit egeni rom wavidnen nakrebidan(qinqladzestan ertad)erti axlobeli menizlaveboda awin eshvela qartul fexburtso(mere ki mitxra ra martali ikavio da shecdoma agiara)...xoda mis mere kargaxans nakrebi sul boloze an boloswina adgils ver gascda tan zogjer 10 tamashidan xan 3 da xan 5 goli qondat sul gatanili...ase rom sanam chvenebis dafasebas ar viswavlit(sicocxleshi da ara sikvdilis shemdeg) manam araferi ar gveshveleba qartvelebs...
niko
არველაძეების წვლილს ქართულ ფეხბურთში ვერავინ წაშლის, მაგრამ მათ დროს კლანურობა და არაგუნდურობა, რომ იყო ამასაც უნდა აღნიშვნა. ჩვენ რაც გვჭირს არის იმის ბრალი რომ მოვლენებს სწორად არ ვაფასებთ. თუნდაც კომენტატორები პირში იგუბებენ წყალს რეპორტაჟის წაყვანისას, თქვი შე კაიკაცო სათქმელი- საქები შეაქე, საკრიტიკო აკრიტიკე ჯანსაღად. გამონაკლისია თუ ჩვენს გუნდში ლეგიონერი თამაშობს მაშინ კი მასზე გადაატეხავენ ჯოხს. ესაა სამწუხაროდ სუბიექტურობის ბრალი, იმედეია გამგები გაიგებს!
ზურა
რეზი და აჩი ბუნდესლიგაში. შოთა ჰოლანდიაში იყო მაგრამ აიაქსში, იმ აიაქსში რომელ 90იანებში გრანდი იყო. შოთა რომ გადავიდა უკვე დაწყებული იყო ვარდნა მაგრამ ლაუდრუპთან და ლიტმანინთან ერთად ითამაშა. შენ ეს ყველაფერი ალბათ კარგად იცი, მაგრამ ინტრიგნობ აშკარად(თან რუსული შრიფტით რომ წერ) :)))))
თომა
არვალაძის თაობის ფეხბურთელებთან, ეხლანდელი ნაკრების ფეხბურთელები შესაძლოა ტალანტით ახლოსაც ვერ მივიდნენ, თუმცა, ამ ფორმაციის ნაკრებს ახასიათებს გუნდურობა, რაც იმ დროს არ იყო.არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება მარა მიწევს: "კუტოკებად" იყვნენ დაყოფილები, ზოგს უფრო დიდი მადა ჰქონდა, ზოგს ნაკლები.სწორად აღნიშნა აქ ერთმა წესიერმა ადამიანმა, ჯანაშიას პასებს არ აძლევდნენ და სოფლელს ეძახდნენ, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. არადა ჯანაშია მართლა მაგარი ფორვარდი იყო, თუმცა ისიც უდისციპლინო.ასეა, ცოტა იმან, ცოტა ამან და საბოლოო ჯამში ვერაფერს მიაღწიეთ. p.s.გაუტანლობა ანუ ქართული სენი!
შეტევა
შური-მური არ უნდა ამ ამბავს. ვისაც ამ თაობის ნაკრების თამაშები თავის დროზე აქვს ნანახი, კარგად იცის რა ფეხბურთსაც თამაშობდნენ და რა მოსაზრებები იყო მათ თავდადებაზე ნაკრებში. უბრალოდ, როგორც ახალგარდაცვლილი ცნობილი ადამიანის შემთხვევაშია, სიცოცხლეში რომ აკრიტიკებდენ (სამართლიანად) და მერე უცებ ყველას რომ გული მოუჩვილდება და ცრემლებად იღვრებიან ისეთი ამბავია ამ თაობის ფეხბურთელებთან მიმართებით.
1.2.3.4.5.6.
ცალკე აღებული კი იყავით მაშინდელ ნაკრებში ყველა მაგარი მარა ერთმანეთის გატანა არ გქონდათ და გუნდურად ამიტო ვერ თამაშობდით თორე ახლანდელები თქვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ მაგრამ ესენი გუნდურად თამაშობენ და თქვენზე კარგი შედეგი რო ექნებათ ნუ გეწყინებათ
ვახო
ეს ჩვენი სენია აჩიკო, სამწუხაროდ!!! თუ ვიღაცა წარმატებული ფეხბურთელია ან ზოგადად წარმატგებულია ცხოვრებაში, მისი უნდა გვშურდეს და ათასი სისაძაგლე ვილაპარკოთ. წარმატებები შენ !!!
ვალერი-ს
არველაძეების საქმე იყო ფეხბურთის თამაში,რასაც წარმატებით აკეთებდნენ,ბარემ მათთვის დაგებრალებინა საქართველოში რა განუკითხაობა იყო იმ დროს ყველა სფეროში
ვალერი-ს
არველაძეების საქმე იყო ფეხბურთის თამაში,რასაც წარმატებით აკეთებდნენ,ბარემ მათთვის დაგებრალებინა საქართველოში რა განუკითხაობა იყო იმ დროს ყველა სფეროში
აკო
რა უნდა ამ ნაცს?
მოყვარული
დაანებეთ თავი წარმატებული ადამიანების კბენას. უნაკლო ადამიანი არ არსებობს. გულში ჩაიხედეთ რომელ თქვენგანს გაუკეთებია არველაძეებზე, კალაძე, ... მეტი. გინდა ფეხბურთში და გინდა სხვა რამეში.
кучкучи
ромел "топ лигаши" тамашобднен ес дзмеби, икнеб винмем шемахсенос, ту арада ратом ...?
ვალერი
არავისი როცა არ გშურს ადამიანს - საუკეთესიზე საუკეთესო თვისებაა! ამაში -დაჯექი, 10 ! მაგრამ, ვიბც 40 გაფაცილებუოია - კარგად გვახსოვს 90 - იანების საქართველოს ნაკრების ჭირცეული ხასიათი- ვიყოთ კაცები და დავარქვათ ყველაფერს სახელი თავისი! როგორვარ გვაჩუქეთ სიხარული, იყო, ნამდვილად ,რადიორეოირტაჟებს რა დამავიწყებს.. მარა კაი მაიმუნებიც იყავით თქვენ და ზოგიერთი, იგიც კი გვახსოვს - საბერძნეთთან 3-0 , პოლონეთთან 4-1 ( მაშინ რას ყ...ით - არც ერთს არ გინდათ გახსენება, ყველას მართაკი გგონიათ თავი. ხორვატები , აბა, მაშინ ტრაკზე უნდა აკოცონ ხორვატებმა თავის ყოფილ ფეხბურთელებს- ცეცხლს აფრქვევდა მათი გუნდი!თქვენ რომ დაბოდიაკობდით მინდორზე ნორვეგიასთან (1-4)- ისე კი არა!! თქვენ, ბიძია, გ უ ნ დ ი არც ყოფილხართ თითქმის არასდროს - ბოსკამპმა დაგამგვანათ , მარა არ გიყვარდათ დისიპლინა! ესაა სიმართლე! წლების მერე ყველა მართალი გამიდიხართ და ნამეტანი სათბო. რათ მინდა აქ ტკიკინი, ეგერ თბილისის დინამო რო სოფლის დარ გუნდად იქცა - რატომ დუნხართ ძმები? სხვა რა, მაპატიეთ და, ს...დ გვინდიხართ , თვითრეკლამა ჯი არა საქმე აკეთეთ !!
ვანჩოპე
ბარემ ისიც გეთქვა ჯანაშიას პასებს რატომ არ აძლევდით ძმები, ეს ქაჯი არისო და არ გევასებოდათ. დაყოფილი ნაკრები კი ვერაფერს მიაღწევს გასაგებია. ახლანდელი ნაკრები მომწონს, ერთ მუშტად არიან შეკრული.
დათო
შოთა არველაძეზე უკეთესი ბომბარდირი და გოლის ალღოს მქონე ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებში ჯერ ჯერობით არ გამოჩენილა.
Gia
იმიტო არ ჩამოდიოდა რომ ტრამვები ქონდა და ასაკში იყო. დღევანდელი ნაკრები ჭ კლასის გუნდებს ეთამაშება და იმიტო გგონია რომ კაი ნაკრებია, წესიერ მეტოქესთან ვნახავთ რა იქნება, ამ ჭ კლასთანაც ხვიჩაზეა ჩამოკიდებული მთელი გუნდი, ერთი თამაში არ იყო ფინალში მაკედონიასთან და კი გამოჩნდა მის გარეშე რა გუნდია
ბესო შიოშვილი
ერთი ეპიზოდი მინდა, რომ მოვყვე ჩემი ცხოვრებიდან: კეიპტაუნიდან ვბრუნდებოდით საქართველოს პროგრამისტ მოსწავლეთა ნაკრები (მე ნაკრების მწვრთნელი ვიყავი) და სტამბულში ჯიბეებში მიპოვეს უამრავი ხურდა-ფული, რომელიც აქედან წაღებულ ქართულ ხურდა-ფულში მქონდა გადაცვლილი სხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებთან. დამიჭირეს და მეჩხუბებიან, ამდენი ვალუტა სად მიგაქვსო! დავიბენი, მაგრამ რომ მკითხეს საიდან ხარო, ვუპასუხე "ქართველი ვარ, ჯორჯია, გრუზია!" არ გაჭრა... და რომ ვუთხარი "გურჯისტანიდან ვარ-მეთქი", დაიწყეს ყვირილი: "გურჯისტან? აჩიკო? შოთიკო?" ... ჩამილაჩხრიალეს ჩემი "ვალუტა" და დიდი პატივისცემით გამომაცილეს ძახილით: "აჩიკო!!! შოთიკო!!!" ამას რა დამავიწყებს!.. ეს ისე...
იაგო
რაღაც ბოლო დროს შოთა გადიდკაცდა ამხანაგურ თამაშებზე არ კადრულობდა ჩამოსვლას. ნაკრები თამაშობდა ძალიან ქაოსურ ფეხბურთს. მოსამზადებელ შეკრებებზე და ამხანაგურ თამაშებზე სხვა ფეხბურთელები იკრიბებოდნენ, წარმოსაჩენ თამაშებზე კი ის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ ვინც ამხანაგურებში არ იყო ნათამაშწბი. გუნდს ყოველთვის ეკლდა შეთამაშება, ნაკრებში არ იყო დისიპლინა.ორ კატეგორიად იყო გაყოფილი ნაკრები. ერთი კატეგორია ზემოდან დაჰყურებდა მეორეს და შედეგიც შესაბამისი იყო. საუკეთესო ბომბარდირს 26 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი რაც წელიწადში 2 გოლია. ეს არის ძალიან საშინელი შედეგი. დღევანდელი ნაკრები უძლიერესია ნაკრების ისტორიაში. ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს სდებს მოედანზე, მეგობრული და მებრძოლი სული ტრიალებს გუნდში. ბიჭები ერთნაირიი მონდომებით მოდიან ყველა თამაშზე გიბლარტარი იქნება თუ ესპანეთი ყველა შემართებით თამაშობს და შწდეგიც სახეზეა. ეს გუნდი უფრო წინ წავა და მაღალ მწვერვალს დაიპყრობს!
ჰაინკესი
მართლა რამდენი შურიანია ამ დალიცვილ საქართველოში, შოთი რო გადაიყვანს ჰალს პრემიიერლიგაში მერე ნახეთ ამ ბოღმიანების გულზე გახეთქვა*
L.J .
Ar vicbob da shurze verapers ge tyvi,magram unichoo??es ukve sadizmia :)
დავით
არ ვიცი ვინ რას გერჩით მარა თქვენი პლიადა ყველაზე ძლიერი იყო ვისურვებდი იგივეს ახალ ნაკრებში
მეგი
უცებ კარგად ვერ გავიგე რას წერდით და ავიფოფრე ქორივით, რას ქვია მატყუარები მეთქი.საოცარი ბიჭები არიან,მოედანზეც და ცხოვრებაში ხომ უფრო უკეთესი.ბატონი კიჭა როგორ მიყვარს,ჩემი ლექტორი იყო ანატომიას გვიკითხავდა,ასეთივე პოზიტიური და კეთილი პიროვნება.რასაც ხედავდნენ ოჯახში სიყვარულს და პატივისცემას,ის შეითვისეს შვილებმა.
გიორგი
კი აჩი ჯობდა შოთის რეზოს კი რა უნდოდა ნაკრებშ არ ვიცი
mesi
სამივე ზმები ხარტ სჰურიანები,და უნიცჰოები.

აჩი ძმებში ყველაზე მაგარი იყო, რომ არა ტრავმა გაცილებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა
სოსო
რეზი ნაკლებად,მაგრამ შენ და შოთი,პათოლოგიური მატყუარები იყავით.უამრავი ფეხბურთელი მინახია თქვენგან მოტყუებულ-გამწარებული.-საფეხბურთო მოედანზე.ძალიან მიყვარხართ ბიჭებო და ვინც რა უნდა ილაპარაკოს,ამ სიყვარულს და პატივისცემას,ჩრდილი ვერ მიადგება.ყოველთვის წარმატებას გისურვებთ.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შოთა არ ვარ, აჩი ვარ" - თურქ ჟურნალისტს ძმები არველაძეები ერთმანეთში აერია [VIDEO]
"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ᓥᓐᓠᓗუᓚᓘ ᓤეᓮᓑუᓠᓗიᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓐᓓᓔᓜᓘᓚᓘ ᓓᓐᓜᓐᓨᓐუᓚᓘ ᓐᓠᓐᓕᓘᓡ ᓨეᓠᓩეᓑᓐ!"
"კვარაცხელია 120კმ/სთ სიჩქარით დარბის; სანიოლი გვეუბნება, შეუტიეთო!" - ინტერვიუ გურამ კაშიასთან
"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა
ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნება, თუ ყველას ერთად პირდაპირ ეთერს დაგვითმობენ
ანდრეა პირლო აჩი არველაძის გუნდის მწვრთნელი გახდება და ვატო არველაძეს დამოძღვრავს