ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12 ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

• ნუგზარი ნუცუბიძე

შავი ფორმა რომ ამდენი დამხმარე არ გამოჩნდეს

• გიორგი777

ბოისამ სიბოლური დატვირთვა აქვსო, პირველი თამაში შავიფერით რომჩავატარეთო რადგან პირველი თამაშიო საქართველოს ნაკრებმა შავიფერის ფორმით ითამაშაო

• dato

სამი კაცი მოიგებს ? ეგ არ ხდება .

• რა მაფიაა?

კიდევ და კიდევ ერთხელ, საკალათბურთო სკოლებში, ნაკრებში და ყველგან, დღეში 500 საჯარიმო ტყორცნა შეასრულებინეთ ყველას... დამუშავებულ კომბინაციებს მაინც ვერ აკეთებენ და საჯარიმოებს მაინც აღარ ააცილებენ

• გია

ამას თამაში არ ჰქვია, ამას წვალება ჰქვია, ორიოდე კაცის ინდივიდუალური სიძლიერით და მთელი გუნდის თავდადებით გავათანაბრეთ და წინ გავედით ცოტა ხნით, ეს იყო მაქსიმუმი. რასაც ვუყურე ბულგარეთია ჩვენზე სუსტი, დანარჩენთან შანსი არ გვაქვს სამწუხაროდ

• გუსანი

რატომ დაცენზურეთ ჩემი კომენტი? ამიხსენით ? სიმართლე მწარეა?

• გუჯი

ბევრი ტყორცნა იყო უზუსტო, 50%-იც რომ ჩავარდნილიყო ჩვენ გავიმარჯვებდით დიდი სხვაობით, ამიტომ ტყორცნები დასახვეწია სერიოზულად! პირველ არხს ვთხოვ რეპორტაჟის თანაწამყვანი არ იყოს გურასპაული, რადგან ძალიან გამაღიზიანებელია მისი კარნახი და მითითებები მოთამაშეების მისამართით, რეპლიკები და მოთამაშეების შექებები და ა.შ. საერთოდ ბევრს ლაპარაკობს, არ აცდის ლაპარაკს კომენტატორს, რაც მსმენელზე ცუდად მოქმედებს.

• გივი

აი სწორი შეფასება. 100%

• აბო

1-2 კაცის გარდა ყველანი არიან სამოყვარულო დონის კალათბრთელები. რატომ თხოვთ იმას რაც არ შეუძლიათ გააკეთონ? 10-დან 8-ს რო აგდებდნენ ნბა-ში იქნებოდნენ, ესპანეთში, ერაყში და ტუნისში კი არა. პროფესიონალიზმის დეფიციტია უკლებლივ ყველა სფეროში, მაღაზიის დამლაგებლიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული. მაგიტომაც ვართ ჭაობში და კიდევ დიდხანს ვიქნებით თუ ძირეელი რეფორმები არ გატარდება. ეს სპორტსაც ეხება.

• 1

რასაც ვერ დაუკარგავ, მონდომება იყო, მაგრამ არ იყო კლასი და გუნდურობა.

• ვალერი

ამდენი დაკარგვა ბურთის რა უბედურებაა? საშინელი დისციპლინის ბრალია ეს თამაში რომ წავაგეთ!! ბრძოლით კი იბრძოლეს არ უნდა დავუკარგოთ მაგრამ პასის გაცემის კულტურა იყო საშინელება

• გელა

არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს ჩასაფრებულის პოზიციიდან ვაკომენტარებ მაგრამ ჩვენ გუნდი არ გვყავს,,რომ არა ბითაძე და ბოლოს უკვე მამუ გუშინდელ თამაშს ისე მოგვიგებდნენ შანსიც არ გვექნებოდა,,რას გავს ეს არანაირი კომბინაცია არანაირი მონახაზი სამიანებს ესენი ვერ აგდებენ ორიანებზე თოკოს და შერმადინის იმედი მქონდა და ერთი დაიმტვრა მეორე კარიერის უცუდეს ფორმაშია,,პერიმეტრს ვერ კეტავენ და მოწინააგმდეგე სამიანებს ისე ისვრის და აგდებს ვითომც არაფერი დაჟე თავისუფალ სროლებსაც ვერ აგდებენ კალათში ესენი რა პროფესიონალები არიან??ბრძოლითაც თუ არ იბრძოლეს წავიდნენ მაშინ ნაკრებიდან საერთოდ,,ამხანაგურებიდანვე ჩანდა რო ჩვენი კალათბურთელები არ იყვნენ ფორმაში და ვერც გუნდურად ვაკეთებთ ვერაფერს და რამე გააკეთეს იმისთვის რო რამე შეეცვალაათ??თუ გააკეთეს და არ გამოუვიდათ მაშინ გადადგნენ მწვრთნელები ვინაიდან ესეთი ცუდი საქართველოს ნაკრები მე არ მახსენდება,,გოგა,,მამუ,,თოკო ალბათ შერმადინიც და კიდევ ერთი ორი კალათბურთელი დანარჩენი ყველა გასაყრელები არიან გუნდიდან,,კალათბურთელი რომელიც კალათში ბურთს ვერ აგდებს იმას რა უნდა ნაკრებში??თუ შეუძლიათ და ვერ აკეთებენ რამეს მაშინ მწვრთნელის ბრალია და თუ არ შეუძლიათ მაშინ რატო არიან ნაკრებში??

ბიჭოოოო!!! ამ დონეზე როდესაც სერიოზული წარმატების მიღწევა გინდა ოცდამეერთე საუკუნეში პერიმეტრიდან სტაბილურად მსროლელი უნდა გყავდეს1-2 და კვარტალში ერთხელ რომ ჩააგდეს დუდა მაგის იმედზე არ უნდა იყო!!! ამხანაგურები რომ წაასხეს ზედიზედ რაოოო? ზუროსი თამაშს მალავსო? ჰოოო მაგრად დამალა ისე დამალა რომ თვითონაც ვეღარ იპოვა!!! სანამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ვისწვლით არაფერი გვეშველება!!!

• ბეგო

საშინელი თამაში იყო, მაგრამ შანსი ჯერ არ დაუკარგავთ,ამიტომ ჯერ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს...და ერთი უმორჩილესი თხოვნა მექნება ბიჭებთან მასე ცუდად და საშინლად არ ითამაშოთ.....

• ლონდონიდან

ენბეადან მწვრთნელი,წლების პრობლემაა,საქართველოს ნორმალური ჩემპიონატი,წლების პრობლემაა,მეტი ნიჭიერი ქართველი,ჩრდილოეთ ამერიკის სტუდენტურ ჩემპიონატებში,პარალელურად მათი კოლეჯებში სწავლით იუესეუში ...

• აევკლ

ბიჭები საწყენია ეს მარცხი. ბოლოსდაბოლოს ყველა უძლიერესი კალათბურთელები ხართ და ბევრი გინახიათ ბევრი გიკეთებიათ. რამეს ვითხოვთ ისეთს ? რაც გიკეთებიათ ის აკეთეთ ტო. ყველას და ყველაფერს ეშველა რა დააშავა საქართველომ? მეტი მონდომება და მეტი მიდგომა.

• ლაშა

იგივეს ვტკეპნით, იგივე სტილი, მცირე სათადარიგო სკამი და იმის შიში, რომ თუ ვინმე გამოგვაკლდა დაგვერხევა. ერთიდაიგივე მეორდება... დიდი კონკურენცია და დონის ამაღლებაა საჭირო ეროვნულ ჩემპიონატში.

• დიმა

შენგელიას ყოფნისასაც ვერ მივაღწევდით სერიოზულ შედეგს. პრობლემა უფრო სერიოზულია, გადახედეთ ასაკობრივ ნაკრებებს, თუ პერსპექტივას დაინახავთ? ბითაძის არყოფნისას ბულგარეთთან მოგებაც სანატრელი გვექნება.

• ტარიელი

მართალია, ბურჯანაძემ და მე დავამატებდი ცინცაძემ წააგეს ეს თამაში.

• irakli81

ორი ვერსია მაქვს. ჩვენი ფედერაცია შავ გაგებას აწვება, ან კიდევ, შავად, რომ გვაქვს საქმე, იმის სიმბოლოა.

• კუ კობსონი

tu arc moxval :))))))

• gori

საერთოდ არ გამოცხადდნენ შემდეგ თამაშზე აჯობებს. ვითომ კალათბურთელები ჰქვიათ და ფარი მათთვის სხვა პლანეტაა. ამდენი წელი რომ ვარჯიშობთ, ფარში ჩაგდება ვერ ისწავლე?????

• kaxa

კალათბურთზე წასვლა კი არა, გამორიცხულია თამაშებს ვუყურო. კალათბურთელი როცა ვერცერთი დისტანციიდან ფარში ბურთს ვერ აგდებს - უბრალოდ სასააცილოა...........

• ჯანაშია ვაგნერი.

ესენი კალათბურთს ვერ თამაშობენ.ყველა ამათი თამაში არის ჯახირი და წვალება.სამქულიანებში ნოლები.დაცვაში ნოლები.საჯარიმოებში ნოლები და მეტი კალათბურთი სხვა რამე კი არ არის.

• dinamo

რა წაიღეთ ტვინი ამ კრიტიკით რა, რას ფილოსოფოსობთ მშვენიერი თამაში იყო დაძაბული, საინტერესო, ემოციებით სავსე. გეყოთ ეგ ჭკუა დარიგებები უბრალოდ უყურეთ და დატკბით თამაშებით. დააფასეთ ჩვენი ნაკრებიც და მოწინააღმდეგეც

• Jora

უსირცხვილოები ხართ, მე თქვენ აღარ გიგულშემატკივრებთ!

• ქომაგი

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის! წავაგებთ ესპანეთთანაც, მოვუგებთ თურქეთს, მონტენეგროს და თუ საჭირო და აუცილებელი იყო ბულგარეთსაც და მერვედფინალში ბოსნიას დავეჯახებით და გავივლით მასაც!

• geo

ბურჯანაძემ წააგო ეს თამაში

• geo

საქართველოში კალათბურთი დღეს ძაან ცუდ დღეშია ერთადერთი ნათელი წერტილი მამუკელაშვილი რომელიც სხვა ქვეყანაში აღიზარდა სამწუხაროდ ესაა ჩვენი დღევანდელი რეალობა

• მწრთვნელი

დროა ზუროსს დავემშვიდობოთ! ახალი მწვრთნელია საჭირო ახალი შეხედულებებით, თორემ ასე დავრჩებით პერსპექტიულად ამ სპორტის სახეობაშიც! როცა მიდიოდა უნდა გაგვეშვა შეცდომა იყო მისი დარჩენა და თვითონაც იცოდა ეგ!

• geo

ახლა რაღა უნდა ვთქვათ სახლში ევროპის ფინალური ტურნირი ბელგიასთან და ასეთი მარცხიიიიი?

• დააT

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე აბსოლიტურად მოუმზადებელი შეხვდა,რა დაემართა ამ გუნდს ბოლო სამ თვეში? ფიზიკურად სუსტები ყველა წაქცევაზე ილეწებიან, სამქულიანებში სუსტები, ფარზე მოხსნაში სუსტები. შერმადინი ძალიან ცუდ ფორმაშია სანაძე და ბურჯანაძე კარგ ფორმაში ბოლოს როდის იყვნენ? ანდრონიკაშვილი გაუბედავი მშიშარა, ესპანეთთან თამაშის მერე ამას არ ველოდი. მაკფადენმა მხოლოდ მეორე ტაიმში გაიღვიძა ბითაძემ მესამე პერიოდში რომ აიწყვიტა მაშინ დაასვენა ზუროსმა. თუ ბითაძის ტრამვა სერიოზულია მე აღარ მივალ დარჩენილ თამაშებზე, მე შუშის სპორტსმენებს არ ვგულშემატკივრობროგორც ჩანს შენგელიას კუნთები დეკორაციაა.

• გიორგი

წაგების მიზეზები : წნეხი. შერმადინის უმოქმედობა. ანდრონიკაშვილის დონის მოყვარულის ყოლა ნაკრებში. თოკოს არ ყოლა. ცინცაძის ასაკი. ბურჯანაძე, სანაძის ნდობა. ბითაძის ყოლა უმოქმედოდ ამერიკაში. მამუკელაშვილის არასაკმარისი გამოცდილება. არაგუნდურობა, მწვრთელის ბრალია რომ პერიმეტრზე ვერ ათამაშებენ კომბინაციებს.

• დავითი

და ვინ მიეწვიათ,გვყავს ვინმე უფრო ძლიერი?

• გიორგი777

ამდენ შეცდომას რიმდაუშვებს ნაკრები ბუნებრივია წააგებს.ბილოს რომ ჩაეგდო 2 ვე საჯარიმო ბურჯანაძეს მოგებული თამაში იყი და აღარც ოერტაიმი იქნებოდა.

• ნოდო

ჯერ კიდე კოკოშკოვის დროს მახსოვს ტაბუ სპორტის სასახლეში რო ვხდებოდით ნელგიიდან გვიგდებდა ლამის სამიანებს 10-15 წლის წინ

• ზაზა

ეხლაუყურებ გედმანია საფრანგეთის თამაშს სულ ოთხი თეტრი მოთამაშე არის ორივე გუნდში იქნებ ჩვენც ავიყვანოთ კიდევ ორი სამი ზანგი მივცეთ მოქალაქეობა და ვათამაშოთ

• Maxo

შეიძლება დღეს თამაში ისე არ წაუვიდათ ჩვენს ბიჭებს, როგორც ყველას გვინდოდა. თუმცა, რასაც ვერ დავუკარგავთ (და არ უნდა დავუკარგოთ!) ეს არის ბრძოლისუნარიანობა, ბოლომდე ნამდვილი ბრძოლა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში 10 ქულას რომ ვაგებდით, ბევრს გვჯეროდა, რომ თამაშს შემოატრიალებდნენ? მე პირადად მიჭირდა ამის დაჯერება, უნდა ვაღიარო. დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, ნამდვილი ვაჟკაცები არიან. დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას მომდევნო თამაშებისათვის.

• aleko

ესე იცის ძმაკაცობით ნაკრებში მოხვედრამ შენ რა გონია ბურჯანაძე მართლა კალადბურთელია? უბრალოდ ფაჩულიას ნათესავია და მაგიტომ ათამაშებენ ცინცაძე იმის ძმაკაცია პრეზიდენტის და ტითქმის მთელი ნაკრები ესეეა ერთი როის გამოკლებით

• Nukri

ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ, დაგვღუპა ამ სამიანება, ამხანაგურებიდან დაწყებული დღევანდელი მატჩით დამთავრებული, ყველა მატჩი წავაგეთ სამქულიანების უფრო მეტი არაზუსტი ტყორცნით, მაკფადენს ზოგჯერ წაუვა, ზოგჯერ არა და მაგის იმედად ყოფნა ძნელია, სამომავლოდ მოსაძებნია უფრო მაღალი კლასის ამერიკელი

• Lindbergh

მართალია და თუკი მაგ. რაგბში უკვე 18 წლიდან ვახერხებთ ბავშვების ნორმალურ გუნდებში და ნორმალურ ჩემპიონატებში გაყვანას, ამ კალათბურთს რა დაემართა, რატო ვერ ვზრდით ბავშვებს? საბაზისო უნარები ადრეულ ასაკში ვითარდება. ვიღა დაგაცდის თანამედროვე კალათბურთში ერთი საათი დამიზნებას, მასეთ ბურთებსაც რო ვერ აგდებენ ეგ კიდე სხვა უბედურებაა.

• იბერია

ამხანაგურებში რომ გვათრიეს (2 თამაშს უნგრეთი რო მოგიგებს თრევაა და მეტი არაფერი) მაშინ უნდა თქმულიყო სათქმელი...აბა ვიპოვეთ დამალული? შორს გავფრინდებითთქო რო ვწერდი ჰეითერი მეძახეთ და ა ბატონო. დავწერე კიდეც რა დაიმალა ამხანაგურებშითქო ისევ ისე. ისევ გვბომბავენ სამიანებიდან, ისევ უაზროდ გაწელილი მდორე შეტევები, ისევ ბოლო წამზე უაზროდ გადაგდებული ბურთები, სკამი ისევ ნული, მსროლელები ნული, შეიცვალა რამე? შორს ფრენას გისურვებთ გაშლილი ფრთებით

• Archili

შავი ფორმა რატომ და საიდან??? რასთანაა კავშირში? გთხოვთ ვინმემ თუ იცით ან იქნებ კავშირმა აგვისტოს სადმე როდესმე გვქონდა???

• თემო

მთელი სერიოზულობით გეკითხებით აქ კომენტარების ავტორებს- ზუროსს რომ აბრალებთ წაგებას,არ დაფიქრებულხართ,რა რესურსი და არჩევანი აქვს დღეს მას? ვინმე თამაშობს ჯორდანის დონეზე და არ მიყავს ნაკრებში? ეროვნული ჩემპიონატი თუ გიყურებიათ? ვინ წაიყვანოს? ორ კვირაში, შეკრებაზე, როგორ ასწავლოს სამქულიანების სროლა? ცოტა დაფიქრდით. საერთოდ საქართველოში სპორტი რა დონეზეა?გვყავს კი იმდენად ერუდირებული მწვრთნელები, რომ ახალგაზრდა თაობა გაზარდონ? ეს არა მარტო კალათბურთს ეხება, იგივეა თითქმის ყველა სახეობაში.ახალგაზრდობას კი უნდა რომ სპორტს გაყვეს? ეს ხომ რთული და ხშირად დაუფასებელი გზაა.უველაფერი უნდა მოიკლო, უნდა ცხოვრების უდიდესი ნაწილი მას დაუთმო და შედეგად...? ქვეყანაში სადაც ლავას ოღლი და შაქრო მალადოი უფრო პოპულარულები და ფინანსურად უფრო მძიმეწონოსანი არიან ვიდრე სპორტსმენი თუ მეცნიერი,რას ელით? ზუროსი დაალაგებს ამას ყველაფერს?

• კახა ქ.

ორ რაღაცას ავღნიშნავ--- უკვე ფართან თითქმის მოხსნილ ბურთს რომ დაკარგავ და სამქულიანების ჩამგდები რომ არ გყავს,უკვე ზედმეტია იქ რამეზე ლაპარაკი.გვარები მე არ ვიცი ბელგიელების და თითქმის ყველა აგდებდა 3 ქულიანს.რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი

• Joseph

თანამედტოვე კალათბურთი ათლეტიზმის, სისწრაფისა და სამქულიანის გარეშე არ არსებობს. სამი საშუალო დონის მოთამაშე დაგვრჩა შენგელიას ტრავმის შემდეგ - მაკფადენი, ბითაძე და მამუ. სამი კაცით ესეც კაი შედეგია, როცა უმეტესობას უჭირს საჯარიმოს და თავისუფალი სროლის ჩაგდება. ეს ყველაფერი იქით იყოს და რატო ვერ ვზრდით კალათბურთელებს? რატომ არ აქვთ საბაზისო უნარები თუნდაც ნაკრების მოთამაშეებს?

• ლომი

ამათ თამაშს WNBA თამაშის ყურება ჯობია. სროლა არ იციან, მოძრაობა არ აქვთ და კომბინაციას ვერ აკეთებენ.

• რა მაფიაა

სტეფ კარი მარტო ნიჭიერი კიარაა, რობოტივით ყველა ბურთი ნასროლი აქვს და კიდე ისვრის ისვრის ისვრის ისვრის და კიდევ ისვრის... ვარჯიშობს ვარჯიშობს ვარჯიშობს ვარჯიშობს და კიდე ვარჯიშობს... ცენტრიდან და გასახდელიდან ჩაგდებას არ გთხოვთ არავინ, საჯარიმოები რაღა გახდა :-/

• Soso

ეს არი უღბლობა მთელი ზაფხული თოკოზე იყო აწყობილი გუნდი თავისი კომბინაციებით მერე გოგაზე გადაეწყვნენ ნახეს თავისი თამაში როცა ყველაზე საჭირო იყო მაშინ დაიმტვრა ასე არ ხდება გადალაგდე უცებ ძირითადი ღერძი რომ იკარგება გაგვწირა იღბალმა არავიზე გული არ მწყდება მადლობა ბიჭებო შემდეგ თამაშზეც ვითნები დაგიჭერთ მხარს ამ შემადგენლობით უკვე თავზევით ძალა არ არი

• Just Supporter

შენგელიას დაკარგვა ჩვენთვის განაჩენია, სამწუხაროდ.. იგივეა, რომ სლოვენიამ დონჩიჩი დაკარგოს, ან საბერძნეთმა იანისი... ბითაძემაც თუ ვერ გააგრძელა ტურნირი, მანდ ხომ საერთოდ აზრი ეკარგება ყვალეფერს... თუ შეძლებს თამაშს, რაღაც შანსი არის, რომ ბულგარეთს და მონტენეგროს მოვუგოთ და გავძვრეთ ჯგუფიდან. ევროპის ჩემპიონატის დონის კალათბურთელები გვყავს მხოლოდ გოგა, სანდრი და ტედი. აქტიური როტაციისთვის კარგ ფორმაში მყოფი შერმადინი და ცინცაძე გამოდგებოდა, მაგრამ მიმდინარე მდგომარეობით მაგათი მაქსიმუმი 12-18 წუთია. ბურჯანაძე დიდ დროს ვერ ქაჩავს, მაქსიმუმ 10-12 წუთიანი როტაციის კაცია, სანაძეზე იგივე ითქმის, რატისთვის - ჯერ ადრეა ასეთი დონის ტურნირი, სხვებზე საერთოდ არ არის საუბარი.. თუ არ გამოჩნდა მაღალი დონის კიდევ 3-4 კალათბურთელი, ვიქნებით მაჩანჩალა გუნდი, რომელიც ზოგჯერ გავა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს..

• რა მაფიაა

მეც ზუსტად იგივე შეგრძნება გამიჩნდა... არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ღმერთთან, მარა სულ მისი,დახმარების იმედად რო ვართ, იქნებ ჩვენც გავანძრიოთ ხელი... ამდენი ბავშვური შეცდომა არ შეიძლება... საჯარიმოები რაღა გახდა, თვეზე მეტია შეკრებაა, მთელი ცხოვრენაა ვარჯიშობთ, რობოტებივით უნდა ისროდნენ საჯარიმოებს ყველანი... არ შეიძლება ასე

• კახა ქ.

ორ რაღაცას ავღნიშნავ--- უკვე ფართან თითქმის მოხსნილ ბურთს რომ დაკარგავ და სამქულიანების ჩამგდები რომ არ გყავს,უკვე ზედმეტია იქ რამეზე ლაპარაკი.გვარები მე არ ვიცი ბელგიელების და თითქმის ყველა აგდებდა 3 ქულიანს.რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი

• სოსო

რა თქმა უნდა იბრძოლეს ბოლომდე და ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ბრძოლის უნარი არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. პირველ რიგში ზუსტი სროლის, განსაკუთრებით 3 ქულიანების საშინლად საგანგაშო დაბალი მაჩვენებელია და რა წარმატებაზე ლაპარაკი საერთოდ???.... იქნებ 2 კარგ მსროლელის ნატურალიზება მოვახდინოთ? ან ესენი როგორმე გადავამზადოთ? რა ვიცი.... ყველა ხედავს, რომ ამ კომპონენტში საშინელი მდგომარეობააა.ფარზე მოხსნაში როგორც ვყოჩაღობდით მაგის ნახევარი რომ ზუსტი სროლები გვქონოდა თავისუფლად მოვიგებდით ამ თამაშს

• WTF

სამწუხაროდ ქართული კალათბურთი ღრმა კრიზისშია, ორ კაცზე ჩამოკიდებული ნაკრები ლოგიკურ შედეგებს აჩვენებს.

• მ.მ

ალბათ იმიტომ რო ბელგიაში ეკლესიებში დისკოტეკებია გახსნილი და ნამუსზე შეგდებაა ერთგვარი.

• Paata

როდესაც უკრაინასთან წავაგეთ მანდ ვიფიქრე რომ, ეს არის ძალიან ცუდის ნიშანი. არა დაცვა, არა 3ქულიანი პერიმეტრის გადაკეტვა, არა კომბინაციური თამაში, არა მეტოქის კალათში 3 ქულიანების ზუსტი ტყორცნა, არა საჯარიმოების გამოყენება! არ გეცნობათ რომ, ეს ყველაფერი წელს საქართველოს ნაკრების შვოდივე ამხანაგურ თამასში და პლუს ჰოლანდიასთან ერთნაირად გამოჩნდა? ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების თაობის დასასრული. შერმადინი დაბერდა, შენგელიას პრონციპში დაღმასვლის პერიოდი ეწყება, მაკფადენი ნუ ყველაზე უკლასო უცხოელია ვისაც კი უთამაშია ერთი სამიანი თუ წაუვიდა ეგაა. სანაძე კატასტროფა, ცინცაძე პენსიაზეა დიდი ხანია და გვრჩება მამუკელაშვილი, ბითაძე რომლებიც ამ ყველაფრის ყურებით ასევე მომენტებში ბანძდებიან იმიტომ რომ, წართველებს ძალიან სამწუხარო მენტალური პრობლემები გვაქვს თუ რამე ისე არ წავიდა ეგრევე ვირევით და უსუსურ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ. დღე რაც ვუყურე ეს არის სამარცხვინო თამაში ესე ეზოს გუნდები თამაშობენ

• რრრ

ეს შავი ფორმა, რომელი ქურდის საპატივცემულოდ ჩააცვეს გუნდს? დდ ვაი თქვენს პატრონს.

• ჟორა გაბრიჭიძე

ამ თამაშით დამთავრდა ყველა ჩვენი პრეტენზია ამ ევროპაზე, ახლა დანარჩენი თამაშები მსოფლიო შესარჩევისთვის კარგად მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ფიასკოში არანაირი ბრალი მწვრთნელს არ მიუძღვის. ზუროსი ვერ ასწავლის ნაკრების წევრებს ფარში ბურთის სროლას, ეს არაა მისი საქმე. გახსოვთ ალბათ მსოფლიო შესარჩევზე უკრაინასთან 23 სამქულიანიდან მხოლოდ 4 რომ ჩააგდეს და საჯარიმოების შედეგიანობა რაღაც 40% რომ იყო. ჰოდა აქიდანაა ჩვენი შედეგი.

ადრეც მითქვამს და იგივე აზრზე ვარ - როგორც ფეხბურთში ვერ მოიგებ, თუ კარში დარტყმა არ იცი, ანალოგიურია კალათბურთშიც. სროლა არ ვიცით და რატომ გვგონია, რომ ვინმე ესვრის თავის ფარში ჩვენს მაგივრად? დავანებოთ თავი დაცვას, კაცის დატოვებას, ბევრ ჯარიმას, პერიმეტრიდან ვერ ვესვრით, საჯარიმოებს ვაფუჭებთ და მეტი რაღაა კალათბურთი??? ოვერტაიმამდე ბურჯანაძემ რაც გააფუჭა, იქ მორჩა თამაში. მთელი 3 მეოთხედი პირწმინდად ვაგებდით, 4:0-ის მერე სულ მდევრის როლში ვიყავით და მარტო მეოთხე მეოთხედში ბოლოს გავედით წინ. ლოგიკურად იმათ უფრო ეკუთვნოდათ, მაგრამ ჩვენ ამდენი მარცხი აღარ გვეყო? ესპანეთთან და მონტენეგროსთან კოშმარი გველის, ბულგარეთთან აგერ თურქეთს გაუჭირდა.. პლეი ოფს ვინ ჩივის, ნეტავ ერთი თამაში მაინც მოვიგოთ

• მადრიდისტი

სამწუხაროდ რეალურად რომ შევხედოთ ევრობასკეტი ფაფუ ჩვენთვის უკვე!

• zura222

სამქულიანების წესი რომ გააუქმონ ჩვენ ალბათ მსოფლიოში ხუთეულში ვიქნებით ! რაც თავი მახსოვს და რა თამაშებიც წავაგეთ ყველა სამქულიანების გამო წავაგეთ @

• მეიცა

ბელგიის ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებთან მშიშარა კალათბურთის თამაში ,5 წელი ამას ველოდით?

• ჟორა

მშვიდობით ევრობასკეტ-22-ო

• მ.კ.

ბრძოლისთვის მადლობა მარა კალათბურთი ამათ დღეს არ უთამაშიათ, ესაა სიმართლე, დამსახურებულად მოგვხვდა, და ისე ბოლო 15 წელია პერიმეტრი რომ ვერ მოვაგვარეთ მაგის ამბები როგორ იქნება ნეტა ?

• zura222

ზუროსი უნდა წავიდეს უნდა მოშორდეეს ! არაფერი მწვრთნელი ეგ არაა ასეთ თამაშში შეიძლებოდა შერმადინის სკამზე დასმა ? ან ხედავ ხო რომ პერიმეტრიდან გვბომბავენ და მაინც ჯიუტად სამ მაღალს და ორ მოძრავს ტოვებ მოედანზე და ის მაღლები ვერ ასწრებენ პერიმეტრის ჩაკეტვას და მერე ისევ უკან სამწამიანში დაბრუნებას @ შეცვალე რა და ერთი მოძრავი მცველი მაინც გამოიყვანე მძიმეს მაგივრად @ წუთშესვენების დროული აღება მაგან არ იცის და ყველა"სიკეთესთან" ერთად თავისი წიოკით ხტუნაობით და თმების გლეჯით თამაში არ გავა რომ გადამწყვეტ მომენტში ტექნიკური არ დაიმსახუროს და ამას პლიუს მისი ამ საქციელით ნერვიულობა მოთამაშეევზეც გადააქვს @ ან ფეხნატკენი ბითაძის მოედამზე დაბრუნება შეიძლებოდა ? იქვე რომ იგივე ფეხზე ტრავმა რომ მიიღო და ვაი თუ უფრო გაურთულდეს @@

• KOSTAKURTA

რაღაცაში ხომ უნდა ჯობდე მეტოქეს?....რაღაცაში!!!

• ზურა

შერმადინი დიდი ძალაა, მაგრამ მარტო მის არ ყოფნას ნუ დავაბრალებთ. რომ ვამბობდი 7 ამხანაგურის წაგება ცუდიათქო, ეს ამხანაგურია, აცადეთ, კომბინაციებს ხაზავენ. ფაქტი სახეზეა, რომ მაღალ დონისთვის გუნდი მზად არ არის. დაუმატეთ ბითაძის ტრავმა, რაღა დავრჩით?! ეხლა ცოტა დავმშვიდდი, თორე მეგონა ინფარქტი მხევდა. აი ძააან მინდა გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ ბოდიში, მე ამის ყურება არ შემიძლია. სანდრო და ყველა ახალგაზრდა იმედია მაქსიმალურად გამოიყენებთ ყველა თამაშს, საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენისთვის!!!

• f

ბელგიელებსაც სთხოვდა , ააცილეთო და ტედ , ტედო გაიძახოდა.

• ასად

მთავრობის ხალხი რო გამოჩნდა ერთ კადრში, მანდ მივხვდი, რომ წავაგევდით

• გიორგი

შერმადინი,სანაძე ბურჯანაძე,ცინცაძე!!თქვენი გამოცდილების იმედი მქონდა რომ გვერდში ამოუდგებოდით გამოუცდელ ბითაძეს და მამუკელაშვილს და თქვენ რა გააკეთედ? შორიდან უყურებდით გოგას და სანდროს რომლებიც პირველად თამაშობდნენ ევრობასკეტზე!!!!ძალიან შემეცოდნენ მხარს არავინ უმაგრებდათ,მადლობა გოგა და სანდრო!!!

• სოსო

როგორ ვუსაყვედურო ბიჭებს?თავდაუზოგავად იბრძოლეს,მაგრამ მაინც მგონია,რომ გუნდი გადამწვარია.ასეთი რანგის ტურნირზე,სახლში თამაში,ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა გამოდგა და ბიჭებმა სიმსუბუქე დაკარგეს.იბრძვიან,თავს აკლავენ,მაგრამ გამარჯვებისათვის მზად არ არიან.ისედაც დაულაგებელი გვქონდა თამაში და შენგელიას ტრავმამ,კიდევ უფრო აგვირია ისედაც დაულაგებელი სისტემა.სწორედ ეს მგონია, ამდენი შეცდომის მიზეზი.დღეს გოგაც დაგვემტვრა,თუმცა იმედი მაქვს,მოასწრებს ტრავმის მოშუშებას და ბოლოსკენ დახმარებას.მეტოქე წვივის უკანა ნაწილზე დაეცა და სავარაუდოდ,ქუსლთან მყესები უნდა სტკენოდა.უკვე მიჩვეული ვარ,მაგრამ მსაჯებმაც მაგრად იმუშავეს,ჩვენს წინააღმდეგ.საკმაოდ ხშირად ჩანდა დარღვევები,რომელსაც მსაჯები ატარებდნენ და თითქმის მუდამ ჩვენ წინააღმდეგ.ვარი ტყუილად ჰქონდათ.მომდევნო თამაშები,კიდევ უფრო მძიმე გველოდება და იმედია შესძლებენ,უფრო მეტად შეკვრას.დღეს იმდენი და ისეთი შეცდომები დავუშვით,არავის რომ არ ეპატიება.

• შენა დაა..

ეგ ყველაფერი ყველაფერი და შერმადინი სად გაქრა?...

• ბექა

მადლობა გოგას და სანდროს რაცი ითამაშეთ იმისთვის!!

• თემური

გუნდს ყავდეს ბითაძე და მამუკელაშვილი და აგებდე ბელგიასთან???

• რეზო

ისწავლეთ სწორი სახელების დარქმევა. სამწუხარო მარცხი კი არა , სირცხვილი და უსუსურობა ქვია ამას. კალათბურთელი ბურთს ფარში რო ვერ აგდებს( ვერცერთი ვერცერთი პოზიციიდან) სალაპარაკოც არაფერია

• vvvvv

მადლობა ბიჭებს რაც შეეძლოთ გააკეთეს არ დამიწყოთ კრიტიკა და საქართველოს სიყვარულში შეჯიბრება ეს თამაში სამოყვარულო გუნდის თამაშს გავდა ამდენი შეცდომა ამდენი საჯარიმოს გაფუჭება არ შეიძლება და ბოლოს ბელგიას რო ვერ მოუგებ ამბიცია არ უნდა გვქონდეს რაიმე წარმატებაზე ვიცი რომ კრიტიკა ადვილია და არც მინდა ვინმე ვაკრიტიკო უბრალოდ ეს რეალობაა

• rembo

სანაძეს და ბურჯანაძეს რა უნდათ ნაკრებშიიიიიიიიიიიიიიიიი

• Irakli

ზუროსმა წააგო ეს თამაში, ბურჯანაძემ ყველაფერი ააცილა რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, დაცვაშიც მას ჩაეძინა ბოლო სამქულიანისას, რატომ ენდო ამდენი ხანი?

• თემო

დავიწყოთ გინება? რაში იღებენ ამხელა ფულს

• მოქალაქე

ბითაძე ყინულები უნდა დაიდოს დღეს დიდი ხანი და მერე ძველი მეთოდი ხალხური კაკალი დანაყილი ვაშლის ძმარში არეული სქელი სითხის მაგვარი დაიდოს...დილას კარგად იქნება და მერე ბერულავას მიმართოს შემდეგ თამაშზე ხოდზე იქნება...გადაეცით

• ეეე

კარგით რა შენგელიაც უაზროდ თავად აილეწა და ეს ბითაძეც, კლასი უნდა ქონდეს მარტო ჟილკა არ კმარა.

• გიორგი

კიდევ ერთი სამი მაღალი დონის კალათბურთელი გვჭირდება.

• რუსთავი

არვიცი, შეიძლება ვცდები მაგრამ,მგონია რომ მწვრთნელის გამოცვლის დროა, ახალი სისხლი და იდეები სჭირდება ნაკრებს. არსებული რესურსის მიუხედავად მაინც კარგად იბრძოლეს ყოჩაღ და ბიჭებს მადლობა. PS. კომენტატორებს ვინმემ უთხრას იქნებ ყოველ წამს ღაღადი ღმერთო გვიშველე, ღმერთო დაგვიფარე არ არის ლამაზი, რატომ გვაქვს ქართველებს ეს ცუდი ჩვევა რომ ვავალდებულებთ ღმერთს მარტო ჩვენ დაგვიფაროს. იმდენად ხშირად ახსენებდნენ ყურადღება მიმექცა ძქლაუნებურად.

• გიორგი

ბელგიასროგორ ვერ უნდა მოუგო! უსუსტესი გუნდია ადრე უფრო ძლიერი რომ იყო ვაფარჩაკებდით სულ.

• 912

ან პერიმეტრის გადაკწტვა ისწავლეთ ან ისისწავლეთ როგორ ისროლოთ პერიმეტრიდან კარგით რა

• გიორგი

შერმადინი გაიღვიძე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• ბბ

ეს კალათბურთი არ იყო რაც მაგათ ითამაშეს, ასეთ შეცდომებს და ასეთ იოლ ბურტებს რომ ვერ ჩააგდებ რატო უნდა მოგვეგო

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

ევრობასკეტი 2017: ბელგიამ და ხორვატიამ მოგებით დაიწყეს

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია