ყველასთვის კარგად ცნობილმა არჩილ არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

- რა თქმა უნდა, ყველა იმედიანად ვიყავით, როცა ის "ნაპოლიში" გადავიდა, მაგრამ გულწრფელად გვითხარით, ასეთ დასაწყისს თუ ელოდით?

- მეც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ხვიჩა კარგად ითამაშებდა, მაგრამ ჯერ სხვა რამე მინდა ვთქვა - მისი ასაკიდან და საფეხბურთო თვისებებიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანი იყო იტალიაში და, კერძოდ, "ნაპოლიში" გადასვლა. რაც შეეხება იმას, ველოდი თუ არა ასეთ დასაწყისს... გოლების რაოდენობას თუ გულისხმობთ, ეს ცოტა რთული წარმოსადგენი იყო.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პრესა და გულშემატკივარი ზომიერები იყვნენ მოლოდინებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვიჩას არ შევუქმნათ ზედმეტი წნეხი. პირველი სეზონია და არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სერია A-ს ბომბარდირი გახდება, "ოქროს ბურთს" მოიგებს და ასე შემდეგ. 8-10 გოლი სეზონში და ამასთან ერთად, 7-8 "ასისტი" დიდებული შედეგი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სადებიუტო სეზონზე გვაქვს საუბარი და ეს ხდება ევროპის ტოპჩემპიონატში. ასეთი სიძლიერის ტურნირში ხვიჩას ადრე არ უთამაშია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არ არის ცენტრფორვარდი, არ არის ერლინ ჰალანი. ქართულ ფეხბურთში რომ გადმოვიდეთ, ჩვენს ლეგენდებში, არ არის რამაზ შენგელია. ვოვა გუცაევი გოლებს კი აგდებდა, მაგრამ იმდენ გოლს ხომ არ ვითხოვდით მისგან, რამდენსაც შენგელიასგან?

ძალიან კარგია, რომ ხვიჩას აქვს გოლის შესანიშნავი ალღო, მაგრამ მისი ამპლუაც უნდა გავითვალისწინოთ. მოკლედ, თუ ის შედეგი დაიდება, რაც ვთქვი, იქნება ძალიან მაგარი და თუ მეტი გამოვა, ხომ თავისთავად - ამაზე კარგი რა იქნება?!

- როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, სულ გვეშინია, ზედმეტი წარმოდგენა არ შეიქმნას თავის თავზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, "თავში არ აუვარდეს". სასიამოვნოა, რომ ხვიჩას შემთხვევაში ამის ნიშნებიც კი არ გვაქვს...

- იცით, ვის უვარდება თავში? იმას, ვინც იმდენად მაგარი არ არის და ერთი რაღაც რომ გამოუვა. ხვიჩას შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ის მართლა ძალიან მაგარია!

- წეღან თქვით, ძალიან მინდოდა, კვარაცხელია სწორედ იტალიაში წასულიყო სათამაშოდო. რატომ ფიქრობდით ასე?

- იტალიაში "ნაპოლი" ერთ-ერთი წამყვანი გუნდია, შემტევი გუნდია და ბევრი უკნიდან ეთამაშება. ხვიჩას საშუალება ექნება ხშირად, რომ, როგორ ვიტყვით ხოლმე, ფეხში მიიღოს ბურთი.

- ფაქტია, მან უკვე მოიპოვა დიდი აღიარება...

- როცა კარგად თამაშობ, აღიარებაც მოდის. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ხვიჩას შეიძლება თამაში ჩაუვარდეს. ყველა მატჩს ერთ დონეზე მესიც კი ვერ ატარებდა და ატარებს.

- იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" პერსპექტივებს როგორ აფასებთ?

- კი, ამ დროისთვის ერთ-ერთი ლიდერია სერია A-ში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზაფხულს გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ჩემი აზრით, კარგი შედეგი იქნება. ისე კი, რა თქმა უნდა, ხვიჩას და "ნაპოლის" ჩემპიონობას ვუსურვებ.

განაგრძეთ კითხვა

ჯაბა
ავადმოყოფურისა რა გითხრა, მაგრამ გამაღიზიანებელი ნამდვილად არის, მაგ შედეგის დადებას ნახევარი სეზონიც არ დასჭირდება.
მინდია
შოთა და აჩი იყვნენ უდიდესი ტალანტები და დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთში თავისი კვალი დატოვეს, სამწუხაროდ აჩი ტრავმებმა დატანჯა, შოთამ კი ბევრს მიაღწია, ამას იმიტომ ვამბობ, რომ რადგან ხვიჩაა ახლა ჩვენი კერპი და იმედი, ეს სულაც არაა იმის მიზეზი, რომ ვლანძღოთ ვეტერანი ფეხბურთელები. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს რომელიც აღმავლობის გზაზეა!!!
papai
შენ ეტყობა ფეხბურთის ყურება ეხლა დაიწყე.. ის მაინც იცი შოთა სად თამაშობდა და რამდენი ქვეყნის ჩემპიონია? ტრაბზონსპორიდან დაწყებული და ალკმაარით დამთავრებული მისი გოლები ტურის საუკეთესოები ხდებოდა..
papai
კვარას თუ ფეხი დაუცდა არველაძეები იქნებიან ვინც პირველები დაიცავენ.. შენ და შენაირები კიდევ გადაუვლით, ასე რომ ცოტა თავაზიანობაც იქონიე
xpress
4 გოლი უკვე გატანილი აქვს პირველ 5 თამაშში წინ 33 ტურია. და ტიპი მხეცია თითო თამაშში 5 საგოლე მომენტს აკეთებს ან პოზიციაზე გადის, აქამდე ყველა მომენტი რომ გამოეყენებინა უკვე 10 ზე მეტი გოლი ექნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე იმის წაკითხვა რომ "სეზონში 8-10 გოლი კარგი შედეგი იქნებოდა" აშკარად ავადმყოფური და გამაღიზიანებელია
Dzia
zaza აი ზუსტად არველაძეზე დიდი ფეხბურთის თამაშს იწყებს ეხლა ის ვიზეც იძახის ეს ლობიო რომ დარჩენილ 33 ტურში(!) კიდე 4 გოლი უნდა გაიტანოსო
Cesar
პაპაი , ცოტა აზრზე მოდით შენ და არველაძეები რა.
სიმართლე
ყველა არველაძეს გატანილი გოლი ერთად რომშეკრიბო ხვიჩას პასთან ვერ მივა რაც ლივერპულთან გააკეთა..
mesi
ამ არველაზეებს რა ბოროტი გამომეტკველება ააქვტ
zaza
შენ ეტყობა არველაძეზე დიდი ფეხბურთი გაქვს ნათამაშევი „საინტერესო სტატისტიკა“ გაქვს.....

უეჭველი ამერიკის აგენტი იქნება ეს.
gogi
საღ აზრს ნუ დავკარგავთ და სწორად გავიგოთ რაც თქვა ამ კაცმა: 10 გოლიც რომ გაიტანოს უკვე მაგარი იქნებაო. მეტს გაიტანს? კიდე უკეთესი...არ შეიძლება ასეთი გაფეტიშება თორე ერთი ფეხი თუ დაუცდა მერე ნახეთ კრიტიკა. აგერაა კალათბურთელების მაგალითი თურქეთის შემდეგ და დღეს.
1964 ავთო
არჩილ არველაძე იცით რას ამბობს?!ხვიჩამ ხუთ თამაშში ოთხი გოლი რომ გაიტანა შემთხვევითობაა და დარჩენილ 33 თამაშში 4 ბურთს თუ გაიტანსო!!!
გიგი
გამარჯობათ, მჯერა შოთამ თავისი აზრი დააფიქსირა და არ დაუმოძღვრავს არავინ გინდა თუ არა ასე უნდა იყოსო. რათქმა ინდა ერთ დონეზე და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერავინ ჩაატარებს ყველა მატჩს ყველა ტურნირზე. რათქმა უნდა ხშირად გავიხარებთ და ასევე ხშირად გავბრაზდებით სხვადასხვა სპორცმენის თამაშზე მაგრამ, გამოხატვით ისე არ გამოვხატავთ როგორც მრავალი ვაი "ქომაგი" და ვაი "ადამიანი". ჩვენ ხშირად დავაფიქსირებთ შენიშვნებს და ჩვენს შეხედულებებს იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებიდანაც ჩვენს მოსაზრებებს გამღიზიანებლური ტონი არ ექნება და ყველა სპორცმენსა და გულშემატკივარს საშუალება ექნება მომავალში სარგებლობის მიზნით ჩვენი ჯანსაღი კრიტიკისგან ანალიზი გააკეთოს. მთავარია სხვადასხვა ჩავარდნილი მატჩის და მატჩისას დაშვებული შეცდომების გამო შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ადამიანებს რომლებიც ჩვენს გახარებას და ქვეყნის სიყვარულს უძღვნიან საკუთარ თავს. მე მქვია გიგი, თქვენ ყველას თქვენი სახელი, ერთად ვართ საქართველო. ხოდა გაუმარჯოს საქართველოს, მრავალჯერ გაიხაროს თავისი შვილების წარმატებით და გამარჯვებით. წარმატებები და გამარჯვებები ყველას თქვენ.
რობერტ კემბელი
ახლა რა ტემპიც აქვს, ამ ტემპით 20 გოლსაც გაიტანს, მაგრამ სეზონი გრძელია, იქ შეიძლება მცირე ტრავმებიც ქონდეს, ფიზიკურად გადაიღალოს ან გუნდს დაეწყოს ჩავარდნა. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს დაისვენებს და ამიტომ მგონია კარგი სეზონი ექნება
დიმო
რა 8 გოლი აჩი ძმა 4 გატანილი აქვს უკვე და 33 ტურია დარჩენილი. 15 გაიტანს!
პაპაი
აბსოლიტურად სწორი და საღი ხედვა აქვს აჩის.. ასე რომ წაკითხულის გააზრება უნდა შეგეძლოს
გიორგი
აქ ორი აზრი დაუპირისპირდა არველაძის კომენტარზე და მე მგონი სინამდვილეში ორივეს აქვს თავისი სიმართლე. მართალია იმაში არველაძე რომ ზედმეტმა წნეხმა ძალიან მაღალი მოლოდინების ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება შექმნას, თუმცა გააჩნია ფეხბურთელს, ზოგიექრთისთვის მყარი ფსიქიკით დამატებითი სტიმულიც შეიძლება გახდეს და ისაც მართალია,რომ პირველი სეზონი 8-10 გოლით და დაახლოებით მაგდენივე ასისტით მაგარი შედეგია, თუმცა ისევ გააჩნია ფეხბურთელს. მოკლედ, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ მიუხედავად საღი მოსაზრებებისა არელაძეს მაინც 'ეჭვიანი' დამოკიდებულებაც გაეპარა ხვიჩას ძალიან ძლიერი სტარტის მიმართ, რომელიც ყველას ჩრდილავს სადღეისოდ. თვითონაც აღნიშნა ძალიან მოულოდნელი იყოო. ფეხბურთელისთვის მეორეს მიმართ ეს ეჭვიანობა ბუნებრივია.
მამუკა
მთავარია ხვიჩა კომპლექსებისგან განთავისუფლდეს და 10-ს კი არა და 20-საც გაიტანს, ძალიან დაძაბული იყო ლივერპულთან და ეს გასაგებიცაა, ცივსისხლიანი რომ გახდება აი მერე წამოვა გოლების წვიმა
დავით
ალბათ გაუჭირდება, მაგრამ... უბედნიერესი ვიქნები თუ ასე მოხდა! :)
exspert
რავი შენმა ძმამ არვ გირს ამდენიო და სიმეონემ მიტხარაო და გუსჰინ მის ბიჩს ხო Aუსრულა ოცნება ახლა არუნდა ეხსპერტობა ქალებიც ხვდება რო ნიჩიერია
las
10 გოლს პირველივე წრეში დადებს
tngh
იქნებ ზოგიერთებმა წერა კითხვა და წაკითხული გაგება ისწავლონ??? მენოტაბას, რომ იბრალებენ... ვეთანხმები აჩის კეთილ სურვილებს ხვიჩაზე!!!
ისა ესა
ზუსტად...ანრი, დელ-პიერო, კასანო და კიდევ რავიცი აქებენ, ადიდებენ და ძმები არველაძეები ,,ზედმეტად" მოზომილები არიან.)))
dato
არველაძე კი არ თარსავს, სწორად აფასებს და წნეხისგან ათავისუფლებს... ნაპოლის სათამაშო დღეს ეგრევ გამოფენენ კითხვას რამდენ გოლს გაიტანს ხვიჩა? ჯერ მაგას ვინც აკეთებს ეგ არის უკვე დილეტანტი, არ იცის ფეხბურთი და მეორეც მაგით ფეხბურთელს წნეხში აქცევთ რადგან ვიღაც მართლა დაიჯერებს რომ ყველა თამში გოლი უნდა გაიტანოს... ამას დაუმატეთ ის რომ ხვიჩა ისეთ ქალაქში წავიდა რომ იქ მაცხოვრებლები ჩვენგან დიდად არ განსხვავდებიან მოლოდინებში, მანდ წასვლა ისედაც წნეხი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ხვიჩას ნერვიული სისტემა ძაან მაგარი აქვს თორემ მაგდენს ვერ გაუძლებდა, უკვე იქნებოდა ჩამოშლილი.
სოსო
ნებისმიერი ფეხბურთელისათვის,ეს მართლაც დიდებული სადებიუტო შედეგი იქნებოდა.აჩი ობიექტურად მსჯელობს.10 გოლი,სეზონში,იტალიის ჩემპიონატის ნებიმიერი თავდამსხმელისათვის კარგი შედეგი იქნებოდა და მხოლოდ რამდენიმე კაცი აჭარბებს ამ შედეგს.ეს მით უფრო ძნელია,ფლანგელი ფეხბურთელისათვის,თანაც სადებიუტო სეზონში.თუმცა ჩვენ ვუყურებთ ხვიჩას და ვხედავთ,რომ ის რიგით ნიჭიერზე უფრო მეტია და ამ შედეგს თუ გადააჭარბა,ცოტას თუ გაუკვირდება.15-18 შედეგიანი მოქმედება,მისი ზღვარი რომ არ არის,ბავშვისთვისაც ცხადია.რასაც გადაამეტებს,ეს მისი ბონუსი იქნება.ისიც ცხადია,რომ სპალეტი მას უფრთხილდება და დოზირებულად ტვირთავს.ამით ის,ტრავმებისაგან იცავს,ხვიჩას.
baggio
არა menotti რეალურად აფასებს
Cesar Menotti
ესეიგი " 8-10 გოლი სეზონში და ამასთან ერთად 7-8 "ასისტი" დიდებული შედეგი იქნებოდა " მაგის ნახევარი უკვე გაკეთებული აქვს და ჯერ სეზონი წესივრად დაწყებულიც არ არი. ცოტა ხო უნდა დაიანგარიშო, როგორ 10 ზე მეტი გოლი თუ ვერ გაიტანა(?) ესეიგი თარსავს იმენა რა
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა