აჩი არველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" იყო სტუმრად. საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლაზე.

ბათუმის "დინამოზე"

ბათუმის "დინამო" ძალიან კარგად თამაშობს და შარშანაც ღირსეულად იასპარეზა, გასულ სეზონში 3 წრე გაიარა არც ისე მარტივ მეტოქეებთან. წელსაც ყველანი ვთვლიდით, რომ ვაისის გუნდი ძალიან უხერხული მეტოქე იქნებოდა. ვფიქრობ, "დინამომ" "სლოვანს" აჯობა და გული დამწყდა ასეთი თამაშის ფონზე, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. შეტევაშიც და დაცვაშიც ბათუმელები უკეთ გამოიყურებოდნენ. არა მგონია, ეს წაგება გამოუცდელობის ბრალი ყოფილიყო. რაც შეეხება კუთხურის ეპიზოდს, მსგავსი ფაქტი შეგვიძლია "ბარსელონასა" და "ლივერპულის" დაპირისპირებიდან გავიხსენოთ. ესპანურ კლუბს გამოცდილებას ვერ დავუწუნებთ, მაგრამ მოხდა.

თბილისის "დინამოს" მარცხზე

მიზეზის გამონახვა ძალიან მიჭირს. პირველ თამაშში 3 გოლის გაშვება, ალბათ, მეკარესა და დაცვას უნდა დავაბრალოთ. მიუღებელია, სახლში ასეთი სუსტი გუნდისგან გაუშვა ამდენი გოლი. ადრე შეიძლებოდა მეთქვა, რომ მენეჯმენტში პრობლემები არსებობდა, თუმცა წელს ძალიან იმედიანად ვიყავი. პირველ რიგში, კახა ცხადაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გამო. ვიცი მისი უნარები, სამწვრთნელო ხარისხი და გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველოდი. საბოლოო ჯამში, არასტაბილური თამაშისა და შედეგების გამო კახა წავიდა გუნდიდან. ჭიაბრიშვილზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, ვიცით მისი გამოცდილება, საფეხბურთო გემოვნება და სამწვრთნელო თვისებები. გასაგებია, რომ ახლახან ჩაიბარა კლუბი, თუმცა "პაიდესთან" მარცხის გამო, ალბათ, უმწვრთნელოდაც და მწვრთნელითაც ყველა ერთად დამნაშავენი არიან. ვფიქრობ, საჭიროა ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა, რადგან თბილისის "დინამოა", რომელსაც ყველანაირი პირობა გააჩნია, რომ უკეთესი ლეგიონერები ჰყავდეს. ასევე მიმაჩნია, რომ "დინამოში" საუკეთესო ქართველები უნდა თამაშობდნენ.

"საბურთალოს" გამარჯვებაზე

ვუყურე მათ თამაშს და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მთელი მატჩის განმავლობაში "საბურთალო" აქტიურობდა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, ჩემპიონატში და პირველ თამაშში ნაჩვენები თამაშის შემდეგ რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ. ვულოცავ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ საინტერესო ორშეხვედრიან დაპირისპირებას ვიხილავთ.

ზურიკო დავითაშვილზე

გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, რომლებიც ზურიკოს გააჩნია, უნდა აღინიშნოს ფიზიკური მომზადებაც. 104-ე წუთზე მსგავსი გოლის გატანა არ არის მარტივი. ურთულესია, დატოვო საქართველო, შემდეგ უკან დაბრუნდე და იგივე მოტივაცია შეინარჩუნო. "ბათუმმა" ზურიკოსაც და ხვიჩასაც ეს განწყობა შეუნარჩუნა.

გიორგი ჩაკვეტაძეზე

მას ისეთი ტრავმები აქვს გამოვლილი, ჩემზე კარგად არავინ იცის გიორგის მდგომარეობა. თვითონაც, ალბათ, უკმაყოფილოა, რადგან ეს ის გიორგი არ არის, რომელიც გვინდა, რომ იყოს. ვფიქრობ, თუ ჯანმრთელი იქნება და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებს, სასურველ ფორმას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგის მატჩებს 21 ივლისს გამართავენ. თბილისური კლუბი ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება, ბათუმელები კი პოზნანის "ლეხს" ესტუმრებიან.

tngh
ზოგიერტები დღესაც ვერ ფარავენ თავის ბოღმას ძმები არველაძეების მიმართ. არადა ფეხბურთში სამივე შესანიშნავად ერკვევა და სწორ კომენტარებს აკეთებენ!!!
ლევანი
შენ ვიღაცა ხარ ნაცი ხარ და ქართველების და საქართველოს წარმატება გულზე ეკლად გესობა, ვინ რა დაღუპა? დღეს რომ გამართულია ქართული სპორტი როდის ყოფილა? თქვენი გამოსწორება არ იქნება თქვე სამშბლოს მოძულეებო.
სინო
როგორ არ ერქვათ - ერევნის "სპარტაკი", ნალჩიკის "სპარტაკი", ორჯონიკიძის "სპარტაკი", მახაჩყალის "დინამო" და კიდევ რამდენიც გინდა
tngh
ვეთანხმები არჩილ არველაძეს!!!
zaza
დათო ხარ თუ ვიღაცა,ჯერ ქართულად გამართულად წერა ისწავლე და მერე აფრქვიე ეს შენი სისულელეები.არველადზეები DDDD
ABCABC
კარგი რა ბათუმი თამაშობს მარტო ისიც რავიცი კაი რა, შეხედეთ სომხეთს, და ნახავთ ვინ მოიხოდა მართლა.
mesi
კველგან რატო ეტენებიან ეს არვაზეები...უტო რო ცჰარტო ესენი გაიცჰიტებიან...
თენგო
წამოსულია შედეგი უკვე, ვერ ხედავთ კაცო? ვისაც არ უნდა ვერ დაინახავს ასეთი თაობა, ასეთი ნაკრები არ გვყოლია. გუნდებიც რომ წამოიწიენ და სხვა ფეხბურთს თამაშობენ ამას უარყოფთ? ამართლებს კობიაშვილის პოლიტიკა, უდავოდ

გეთანხმებით. რამდენი დისლაიკი აქვს, რომ ჰკითხო უმრავლესობას, საბჭოთა კავშირი და რუსეთი არუნდათ და პროტესტიც არ უჩნდებათ, სსრკ გადმონაშთი სახელები რომ ჰქვიათ გუნდებს :)) ქუთაისი, ბათუმი, თბილისი და ასე შემდეგ, რომ ერქვას გუნებს არ შეიძლება? რა დინამო და ტორპედო...
ტტტ-ს
რაც არ იცის იმას როგორ აგიხსნით იგი? რაც მთავარია ხომ დააბრეხვა ლოზუნგი "არველაძეებმა დაღუპესო"..:)))
სოსო
ვინ დაღუპა რა დაღუპა სულ გადაირია ეს ხალხი კარგის მეტი არაფელი გაუკეთებიათ რაც კობიაშვილის დროს გაკეთდა ვინ გააკეთა ამდენი რამდენი მოედანი აშენდა რეგიონებში იცით საერთოდ აწი უნდა დაიწყოს იმ თაობის წამოსვნა რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხდება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის პრობლემების მეტი რა არი მაგრამ შედარებითია ყველაფერი, რაც შეეხება დინამო ტორპეტო ლოკომოტივი ეს სახელები წარმატებული ისტორიაა ჩვენი ფეხბურთის აღარავის ქვიაო სამეზობლოშიო და არც ერქვათ როგორ გადაარქმევდენ ორი წარმადებული დინამო იყო საბჭოთა კავშირში ერთმა უეფას თასი მოიგო მეორემ ჩემპიონთა თასი არცერთ რუსულ გუნდს არ ღირსებია მერე მოიგეს ფულით რომ დაიწყო ყიდვა პუტინმა, მოკლედ ფეხბურთი უნდა გიყვარდეს არ უნდა იყო პოლიტიკით ანგაჯირებული
dato
არველაზეებმა დაგუპესო ფეხბურტი ვაი და უი ტქვენ ვინც იზახიტ მაგას ფეგბურტი დაგუპეს მუჯირმა კობიასვილმა მაგიტნაირებმა მარა მალე მოევლებატ მაგატ..................
Vasili
არველაძეებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი რას ნიშნავს? ანუ ჩემპიონთა ლიგებს ვიგებდით და სულ ევროპა მსოფლიოს ვთამაშობდით და როგორც კი გამოჩნდნენ ნაკრებში ესენი, და მერე ფედერაციაში დაიწყო შოთიმ (რეზიმ) მუშაობა, აი მის მერე ჩამოინგრა ყველაფერი??? / აჩის ტრამვიანია იყო და ნაადრევად დაასრულა კარიერა, შოთის რაც შეეძლო ითამაშა, მეტი შეეძლო როგორც სხვა დანარჩენს მაგრამ ვერ გაიზრეს რა იყო ნაკრები! რეზის მილიონერი არ არის რომ ფედერაციაში მისულს საოცარი ინფრასტრუქტურული პროექტები გაეხორციელებინა ქვეყანაში, რადგან თვითონ ქვეყანაში ბნელოდა! ისე მაგასაც შეეძლო ელემენტარული შტატებით და ახლობლებით არ გადარტენა ეს ფედერაცია .// / ეს იყო და ეს./. და რა შუაშია აქ დაღუპვაა? საერთოდ რატო გიპასუხე? :D:D:D
ბარსელონას დინამო
ვეთანხმები კომენტარს, მაგრამ გული მწყრება, რომ ამდენი არ ეთანხმება. როცა უმეტესობა მოიწონებს ასეთ კომენტარს, ესე იგი საშველიც ახლოს იქნება. მანამდე კი მოგვიწევს ვიაროთ ბათუმის ახალ, თანამედროვე სტადიონზე და ვიყვიროთ: დი ნა მო! დი ნა მო! _ ძველებურად, საბჭოურად...
სინო
მართალია. თუნდაც ჩვენს მეზობლებს შევხედოთ: არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც ჩრდილოეთ კავკასიაში აღარ არის არც ერთი "სპარტაკი", "დინამო", "ლოკომოტივი" ან "ტორპედო". მარტო ჩვენს ფეხბურთშია "სავეტსკი საიუზი". ქართველების შექმნილ ცხინვალის გუნდს "სპარტაკი" ჰქვია, ოსებისას - ცხინვალის "ლიახვი". მოგწონთ ესა?
სინო
მართალია. თუნდაც ჩვენს მეზობლებს შევხედოთ: არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც ჩრდილოეთ კავკასიაში აღარ არის არც ერთი "სპარტაკი", "დინამო", "ლოკომოტივი" ან "ტორპედო". მარტო ჩვენს ფეხბურთშია "სავეტსკი საიუზი". ქართველების შექმნილ ცხინვალის გუნდს "სპარტაკი" ჰქვია, ოსებისას - ცხინვალის "ლიახვი". მოგწონთ ესა?
მამუკა
შინ ევროპისკენ კი არა და ქართულად წერა არ იცის უმეტესობამ, რაც შეეხება ფეხბურთს სანამ საერთო დონე არ აიწევს არაფერი გვეშველება, ერთ სეზონიანი გუნდებით შორს ვერ წავალთ
aspindzeli-svani
რობი-ცამდე-მარტალი--ხარ,მაგრამ-ხომ-ხედავ-ჩემს-გარდა-ყველა-წინააღმდეგია-ამის,რადგან-მე-აღარ-ვარტ-ჰომოსოვეტკიუსი-და-ეგენი-ჯერ-კიდევ-კობზონისა-და-ბრეჟნევის-გამოსვლებს-უსმინენ-პარტიის-XXVI-ყრილობაზე...
არვისპირელი
ფეხბურთს თამაშობენ თავით...
მარტენსი
გორს თუ დილა ქვია ხო მოხვდა ჯგუფში
რობი
სანამ ქართულ ფეხბურთში იმეფებს საბჭოთა მენტალიტეტი და სანამ კლუბებს ექრქმევა ბოლშევიკების მიერ გამოგონილი სახელები(ტორპედო, ლოკომოტივი,დინამო კიდევ სავა ასეტ ნაირი გულის ამრევი სახელები) ქართულ ფეხბურთს არაფელი ეშველება, ხვიჩა ზურიკო, აზარა და მამარდასნაირი ბიჭები ათ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება! საჭიროა ძირეული რეფორმები ქრთულ ფეხბურთში ისეთი როგორც დანიასა და ნორვეგიაში ხორციელდება!
დავით
ფიფიას ნამუსი რო ქონდეს აქამდე წავიდოდა ბევრი მაქ სათქმელი და და ერთს ვიტყვი ვაი ჩვენ სუყველას
ტტტ
იქნებს აგვიხსნათ პატივცემულო, რითი და როგორ დაღუპეს.
მენტალისტი
საზოგადოება როგორი დაბოღმილია და დასტრესილია. აგერ ერთი ქარულის გაკვეთილებს ათარებს კომენტარებში და თვითონსახელი ლათინურად უწერია. მეორე არველაძეები მოაშორეთო და დარწმუნებული ვარ ქვა ქვაზე არ ექნება ქვეყნისთვის დადებული, ფეხბურთის ცოდნაზე ზო საუბარიც ზედმეთია, ამრველაძეებმა კიდე საქართველო მსოფლიოს გააცნეს
mesi
ეს არველაზეები მოასჰორეტ პეხბურტს ამ ზმებმა დაგუპეს ქარტული პეხბურტი
status quo
ეს გიორგი კი არა,ის გიორგი.ქართული ისწავლეთ.
maqsimum
ბრატ ბატუმაც გაასხა
o o n
კობიასვილს როდის გაამსერებენ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
რომელ ადგილზეა ხვიჩა - Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცას" ვერ მოუგო - ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია - საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება
მოლაპარაკებები დაიწყო, დავითაშვილი "ბენფიკას" უახლოვდება - ტრანსფერის შემთხვევაში, ზურიკოს მწვრთნელი მარკო სილვა იქნება
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში ვერ გადავიდა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!