ძიუდო ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არა მხოლოდ საჭიდაო, არამედ ზოგადად, სპორტის სახეობაა. ჩვენი ძიუდოისტებიც წარმატებულები არიან და გამარჯვებებით გვანებივრებენ. შედეგი თითოეულ ტურნირზე მნიშვნელოვანია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი ისაა, სადაც მოლოდინები და სურვილები განსაკუთრებით მძაფრია. ლაშა გუჯეჯიანის გუნდში ახლაც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი და (4) მედლების რაოდენობით (თუმცა, ხარისხი გავაუარესეთ) შარშანდელი შედეგი გავიმეორეთ, მაგრამ ჩვენ მეტის რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს, შესაბამისად, ჯანსაღი კრიტიკა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია - უპირველესად, სამწვრთნელო შტაბისა და თავად მოჭიდავეების, შემდეგ კი ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების მხრიდან...

ნებისმიერი ტურნირის დროს, როცა შემადგენლობის დასახელება მწვრთნელის პრეროგატივაა და შედეგი არ ამართლებს, დგება საკითხი, რამდენად სწორად იყო მონაწილეები შერჩეული. ზუსტად არავინ იცის, რა როგორ აჯობებდა, თუმცა იოლია იმის თქმა, თუ რა არ გამოვიდა. ბოლო პერიოდში სულ მიდიოდა მსჯელობა, მთავარ მწვრთნელს მტკივნეული და რადიკალური ცვლილებების განხორციელება არ გაძნელებოდა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და მომდევნო ოლიმპიადის (2024 წელს, პარიზში) ციკლში ამის გაკეთება აუცილებლობა გახდება, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ პროცესი ერთგვარად შენელდა.

რა თქმა უნდა, რთულია, როცა ტიტულოვან თუ გამოცდილ მოჭიდავეებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღება გიწევს, თუმცა მარტივად შეგვიძლია დავთვალოთ, რომ ახლანდელი მედლების უმეტესობა ახალ თაობას ეკუთვნის - ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ბრინჯაო გურამ თუშიშვილმაც მოიპოვა). ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრები მთლიანად საკმაოდ პროგრესული ახალგაზრდებით დავაკომპლექტოთ, უბრალოდ, კონკრეტული ტურნირის წინ, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ შესაბამისი სპორტული ფორმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

რა ვნახეთ ყველაზე კარგი? - გაცილებით დაღვინებული და დინჯი ტატო გრიგალაშვილი (-81), რომელიც შესაძლოა, იდეალურ ფორმაში სულაც არ იყო, თუმცა ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს საუკეთესოს ტიტული იმის ხარჯზე დაამატა, რომ თავისივე შეცდომები ბოლომდე გაიაზრა. ტატომ მომდევნო ოლიმპიადაზე ის უნდა აინაზღაუროს, რაც წინაზე დააკლდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლოს...

რა იყო სამწუხარო? - შესაძლოა, ზოგჯერ მსაჯების ორმაგ სტანდარტზე მივუთითოთ, მაგრამ ძალიან დასანანი იყო, რაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს (-90) შეემთხვა და მეტოქესთან, რომელთანაც ოლიმპიადაზე გამარჯვება აკრძალული ილეთის გამო ჰქონდა მოპოვებული, ახლა მსგავსი მიზეზით თავად დამარცხდა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე მოსაზრებას წააწყდებოდით, თითქოს, ბექაურმა შესაბამისი მონდომება დააკლო, რაც ასე ნამდვილად არაა - ტრავმის შემდეგ, ის სრული მონდომებით ცდილობდა, ჩვეული ფორმა აღედგინა.

რამ დაგვაფიქრა? - დიდი პოტენციალის მიუხედავად, ილია სულამანიძე (-100) მის სრულად გამოვლენას ვერ ახერხებს, თუმცა ეს ის უნდა იყოს, რაც გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად მოვა. მთავარია, მანაც ბევრი იმუშაოს და თანაგუნდელების კარგი მაგალითები გაიაზროს.

ოლიმპიადამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ლაშა გუჯეჯიანი და მისი სამწვრთნელო შტაბი მზად უნდა იყოს, როგორც გარკვეული მიდგომების, დამოკიდებულებისა და შინაარსის ცვლილებებისთვის, ასევე, საკადრო საკითხების უფრო მეტი მუშაობით გადაწყვეტისთვის. გუჯეჯიანს ნამდვილად შეუძლია, კვლავ ის მუხტი, ერთსულოვნება და წარმატებები გვქონდეს, რაც ჩვენს ძიუდოისტებში ასეა გამჯდარი. არავინ ამბობს, რომ სამწვრთნელო შტაბში ინდივიდუალური ცვლილებებია საჭირო, თუმცა იმისთვის რომ არსებულზე მეტს მიაღწიო, დღევანდელ მდგომარეობაში სიახლეებია შესატანი.

კახაბერი
გაცილებით მკაცრი კრიტიკაა საჭირო! ძიუდოდ ლიდერი ვართო და თითქმის ყოველ ტურნირზე 1 ოქროთ ჯერდებიან (?!), თან რომ თავს იქებენ ?! გაცილებით პასუხისმგებლობით უნდა ავარჯიშონ ბიჭები, ფიზიკურად, ტექნიკურად, გამძლეობისათვის, ილეთების ფართო არსენალით, რაც გუჯეჯიანს შეუძლია (!),ყოველი ლიდერი მეტოქე, განსაკუთრებით იაპონელების ჭიდაობის ვიდეო ჩანაწერებს უნდა უყურებდნენ -სუსტი მხარეები მოძებნონ და .. . მოკლედ პროფესიული მიდგომაა საჭირო, მარტო ნიჭი და შემართება არ არის საკმარისო, ს ა ჭ ი რ ო ა ყოველმხრივი მომზადებაა ,რაც ა რ არის და ამიტომ 1 ოქროს ამარა ვრჩებით. ხო, ბიჭები ყველა ლიდერია და მინიმუმ 3 ოქრო უნდა ჩამოქონდეთ ყოველ მსოფლიო, თუ ოლიმპიური ტურნირებიდან- გაცილებით სწორი, ყოველმხრივი მომზადება რომ ქონდეთ!!!
კაკო ხარ თუ კაკაო
აბა რას ამბობ, შენ ამ ძველგაზრდების იმედზე ხარ 2024 წლის ოლიმპიადისათვის? გამოიყვანეთ ნიჭიერი ახალგახრდები, რა არ არიან, თუ მათაც ხელისწამკვრელი პატრონი სჭირდებათ? ვერ ხედავთ, რომ ნაკრებში კონკურენცია არ იგრძნობა და ახალბედებს ნაკრებში არ აკარებენ? დიახაც, რომ შესაცვლელია ნაკრების მთელი მწვრთნელთა შემადგენლობა!!!
კაკაო
მოიცა მოიცა ესენი რომ წავიდნენ 70%ვინ უნდა მოვიდეს მერე ერი აუცილებლად ის უნდა წავიდეს ვინც ჩემი მთელი ცხოვრება ვგულშემატკივრობ რას იზამ ძმაო მატარებელი მიდის არ ჩერდება და არს დაგელოდება შენ იმდენს მიაღწიე ჩემო ძმაო ერთი სახელმწიფომ შეიძლება იმდენი მედალი ვერ მოუტანოს თავის ქვეყანას.ყველას დიდი მადლობა მინდა მოვუხადო გენაცვალედ გულში მაგრები ხართ ღმერთმა ხელი მოგიმართოდ სუყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას მისი მადლი და კალთა გფარავდეთ
თემური
ქართული ძიუდო სამწუხაროდ ერთ ადგილზეა გაყინული და საერთოდ აღარ ვითარდება..
jordan beli
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო. შედეგი თუ გვინდა 70% უნდა წავიდეს ნაკრებიდან.მწვრთნელებიდან დაწყებული.რაღაც რო ვერ არი ნაკრებში ბევრი შეამჩნევდით.მე ვიღაც ვიღაცეებს უკვე ვეღარ ვხედავ ნაკრების გარშემო და ეს ცუდად მენიშნა
ბეჟან
ღვინიაშვილი უეჭველი ჩემპიონი გახდებოდა. ახლა კარგ ფორმაშია.
კ ო მ ბ ლ ე
ფული არ ეყოთ, ან მაგრად გაძღნენ და... დაიკიდეს ფეხებზე. აბა ღაბაბები შეუმოწმეთ, ვის რამდენით აქვს გაზრდილი?
მიმინო
არ ეტყობათ რეგულარული ვარჯიში და დონის მატება.რაც იციან იმას არ აუმჯობესებენ.ფსიქოლოგიურად მიუმზადებლებია---სანებლიძე,მაისურაძე.ეტყობა რეჟიმსაც არღვევენ.სამწუხაროა-- ეტყობა მთავარი მწვრთნელი ვერ სთხოვს საჭირო დონეზე
გოჩა
ნაციონალი ხვიჩას აშენდეს ცოტა უცნაურია
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა, ვარლამს უნდა დათანხმებოდნენ ოლიმპიადის შემდეგ რომ წავიდა. ევროპის ჩაგდების შემდეგ მსოფლიოზე აღარ უნდა დაეყენებიათ. ჩხვიმიანი ის აღარ არის, რომ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტოს და აღარც ცდილობს ამას, ამიტომ თუ ცივი შხაპი არ გადაასხით (ანუ არ უნდა დაგეყენებიათ მსოფლიოზე), ვეტერანების მსოფლიოსაც ვეღარ მოიგებს. თუშიშვილი ძალიან ცოტა ტურნირს ჭიდაობს და შედეგიც სახეზეა, ამიტომ გაორება სწორედ აქ უნდა გაკეთებულიყო. დამაფიქრებელია შავდათუშვილის ჭიდაობა, ილეთის გაკეთების გარეშე ჩაამთავრა ჩემპიონატი. ერთი სიტყვით ძველი დამსახურებისათვის ყველას მადლობა, მაგრამ ძიუდო საქართველოში უნდა წინ წავიდეს და ამისთვის ახალი სისხლია საჭირო, თუნდაც 66 კგ. ავიღოთ.
პატრიოტი
სანამ სპორტში პოლიტიკოსობას არ შევეშვებით, არაფერი გამოვა, მწვრთნელებად დამნაშავეები გვყავს, პარლამენტში ძველი სპორტსმენები, მეშინია ხვიჩაც არ გახვიონ პოლიტიკაში, ერთი დიდი ნათელი წერტილი დაგვრჩა ქართველებს და იმით ვხარობთ ამ გაუხარელ ყოფაში, მადლობა ხვიჩა, ნურავის აყვები, იშრომე შენი სამშობლოსთვის, შენი მშობლებისთვის, შენი სიყვარულისთვის, შენ კი ყველა ჩვენგანის სიამაყე და სიხარული ხარ
მათე
ვეთანხმები სტატიის ავტორს. დიდი დამსახურების და პატივისცემის მიუხედავად, დროა ლიპარტელიანმა. თუშიშვილმა, ჩხვიმიანმა…ასპარეზი ახალგაზრდა თაობას დაუთმონ. მადლობა ბიჭებს!!
თეიმურაზ პ
გააჩნია, მოლოდინი, გეგმა და რესურსი რა გაქვს, თორემ ოქრო როცა გაქვს, უკვე კარგია
გიორგი ესართია
დედის გინებას ელოდით, ალბათ. რაღაც აბსურდული კრიტიკა არაა, უფრო კონკრეტული და ობიექტური - მე ასე დავინახე
tngh
1 ოქრო და 3 ბრინჯაო არადამაკმაყოფილებელი შედეგია??? ოდნავ ნორმალური მსაჯობა, რომ ყოფილიყო, სულ ცოტა 2 ოქრო და ვერცხლიც გვექნებოდა. უზბეკებზე გამარჯვება აკრძალული გვქონდა... მსაჯებისგან.
მწვრთვნელი
ჩხვიმიანი და ლიპარტელიანი ბოლომდე არ არიან ფორმაში 1-2 შეხვედრა შეიძლება მოიგო ასეთი ფორმით და არა მთელი ტურნირი! ღვინიაშვილმა სასწრაფოდ უნდა გადაინაცვლოს 100 - ში და გაზარდოს კონკურენცია! მე მგონია კონკურენციის მხრივ მძიმე წონა უფრო კარგად გამოიყურება! 66-73-ში გვიჭირს კონკურენციის მხრივ! თუშიშვილის ოლიმპიადაც უნდა მოეგო და დღეს მსოფლიოც, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩქარობს ზოგიერთ შეხვედრებში, რითიც იხეირეს კრპალეკმა ოლიმპიადაზე და გრანდამ მსოფლიოზე, თორემ აგერ ვნახეთ რა ფორმაშია კრპალეკიც და გრანდაც! ორთავე დაცვას ჭიდაობდა თავიდან ბოლომდე!
მთ
და ეს სტატიაა კრიტიკული?
kako
ტუსჰისჰვილმა პირცმიდატ ცააგო ერმანელ პრეისტან,ჯერ სუპტა იპონი არ ცჰაუტვალეს გერმანელს მერე ვაზარი.ასე რომ მსაჯებს სჰეესჰვიტ და ტქვენ სჰეცდომებზე ილაპარაკეტ.ტატოს გარდა არცეტის გახცენება არ მინდა,გული მიკვდება ვინებტან ცააგეს.
მამუკა
კარგია, ძიუდოზეც რომ წერთ, თანაც, კომპეტენტურად. კვარას ვენაცვალეთ, მარა გთხოვთ, სულ მასზე ნუ დაწერთ
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ლაშა გუჯეჯიანი გამორჩეულ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს - თეა წულუკიანი
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"ვაიმე, ღმერთო, ვაიმეე"- ლაშა ბექაურის ემოციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
ძიუდოისტები 2022 წლის პირველი გრან პრისთვის ემზადებიან
ბექაური თბილისის გრანდ სლემზე აღარ იასპარეზებს - განახლებული შემადგენლობა
ბექაურს თბილისის გრანდ-სლემზე ვიხილავთ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
ტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის