
ლა ლიგის მე-9 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ელჩესთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.
25-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის მცველ ბიგასს ხელი უნებურად თავში ჩაარტყა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, პენალტით კი სტუმრები მილიამ დააწინაურა. თან, გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო. ტაიმის დასასრულს კავანიმ დუბლი შეასრულა და „ღამურები“ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში მილიამ ისევ დალაშქრა ქართველის კარი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
„ვალენსია“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 18 ოქტომბერს გასვლაზე „სევილიას“ შეხვდება.
ვალენსია. „მესტალია“. 41 805 მაყურებელი
ვალენსია - ელჩე 2:2
გოლები: 0:1 მილია (29, პენ), 1:1 კავანი (41, პენ), 2:1 კავანი (45+7), 2:2 მილია (65)

რატომ ვერ გადავიდა მამარდაშვილი "აიაქსში" ზაფხულის ბოლო დღეებში - ჩაშლილი ტრანსფერის უცნობი დეტალები