ჩვენ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება ნელი დოროყაშვილი ფიქრობს, რომ ყველა იტყუება სასამართლოში, - ასე უპასუხა ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა, შარლოტა ელენა ფონდერლინდემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნელი დოროყაშვილი მას ადანაშაულებს ცრუ ჩვენების მიცემასა და იმაში, რომ ავჭალის ეპიზოდში ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

"მე სასამართლოში ხელი მოვაწერე, რომ ვიტყოდი მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ჩვენ ამ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება ის ფიქრობს რომ ყველა იტყუება სასამართლოში",- განაცხადა შარლოტა ელენამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახის წევრები ყველაზე კეთილი ადამიანები არიან, შესაბამისად, უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს მათთვის რაიმე მსგავსის გაკეთება შეუძლია.

"ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ და ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს შეუძლია რაიმე მსგავსის გაკეთება მათთვის".

ცნობისთვის, ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

ამასთან, დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლთან ინციდენტი მოხდა, ეს შარლოტას არ დაუნახავს, ვინაიდან იქ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

წყარო: Ambebi

გიორგი
ისე რაც ამ ნელის ამ საიტზე ლანძღავთ,კარგი განსაწმენდელი მოუწყვეთ,მაგრამ არ გეშინიათ ეს სიტყვები უკან ბუმერანგივით რომ მოგიბრუნდეთ?!დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას!!!!!!

როგორ ფიქრობ შენი საკითხავია მისი ცხოვრების სტილი, ან დამფინანსებელი?
ბექას
ვინ და ნიკოლოზი
ქ. გ.
ლადო: "შენღა აკლდი ამათ არეულ დარეულ ურთიერთობებს" ლადოს: ბასილაშვილის ურთიერთობები ჭინკა დურაკაშვილთან დიდი ხანია დამთავრდა.
ლადო
შენღა აკლდი ამათ არეულ დარეულ ურთიერთობებს რაა!!!
ბექა
გოგონი,შენ ლაქშერულ ცხოვრებას ვინ აფინანსებს?!კარგ კურორტებზე რომ ისვენებ??
ქ. გ.`
ვინც ჭინკა დურაკაშვილს ამართლებს, იმან მოიყვანოს ასეთი ცოლი, და მერე მიხვდება, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა.
გაგა
ბასილას,გოგოების ჩხუბსაც ვნახავთ ამ სასამართლოზე?!
გიორგი
ნელი გჯობია!
ირაკლი
დავიჯერო ამ გოგოს არ უნდა ნიკას ფულები?!
წარმატებები ნიკას!
ამ გოგოზეა "აცრილი და გაგიჟებული" ეს ალქაჯი ნელი! ვერ იტანს ნიკას სხვა გოგო, რომ უყვარს და არა გიჟი ნელი! ნიკა, გისურვებ მალე დამთავრებულიყოს ეს დოროყვას "სასამართლოები" და განთავისუფლებულიყავი სამუდამოდ ამ გადარეულისგან!
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრიმიტოსის" ფეხბურთელია
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
"თუ რაიმე დასჭირდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით" - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე?
"ნელი ჩემთვის როგორც შვილი, ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
"ამის შემდეგ დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს" - ბასილაშვილის ადვოკატი ამტიცებს, რომ ნეკამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა
"მეოცნებე ბიჭი და გოგო შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი" - ნეკა დოროყაშვილი
"ბავშვზე იძალადეს! ხუთი წლის ბავშვი აიძულეს, რომ..." - ბასილაშვილის მამა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
"მე ნამდვილად ვერ შევარჩევდი ვიღაცის მეჯვარეს" - ნეკა დოროყაშვილი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ