რაგბი ევროპის სუპერთასის ბოლოსწინა ტურში, "ჰითმა" "ბათუმს" თელ-ავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინ "შავ ლომსა" და "ჰითს" შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო.

მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და სტუმრების შეცდომებითაც უკეთ ისარგებლეს. მატჩის დებიუტში "ბათუმი" ფაზური შეტევებისგან კარგად იცავდა თავს, თუმცა მე-13 წუთზე მოკლე ფრთა დაუცველი დარჩა და მარჯვენა ალამთან გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 31-ე წუთზე "ჰითმა" ჯარიმაც გაიტანა, ამის შემდეგ "ბათუმმა" შეძლო მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება და მეტოქე 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

სტუმრებმა კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და ფეხით თამაშის შემდეგ მეტოქე წნეხში მოაქციეს, მერე კი 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტიეს. ამ კომპონენტში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე ორჯერ დააჯარიმეს, თუმცა მესამე ჯერზე თავად დაჯარიმდნენ და ტაიმი უქულოდ დათმეს – 0:10.

მეორე ტაიმიც ზღვისპირელთა ხელდახელ შეტევებით დაიწყო და ამას 45-ე წუთზე ჯარიმა მოყვა, რომელიც მამუკა ნინიძემ 3 ქულად აქცია. სამწუხაროდ, "ჰითმა" შეძლო თამაშის სასურველ რითმში დაბრუნება და საპასუხო ჯარიმა გაიტანა, 56-ე წუთზე კი მსაჯმა ბექა ურჯუკაშვილი გაასინბინა და თელ-ავიველებმა 1 წუთში ფეხით გადაკიდების შემდეგ ლამაზი ლელო გაიტანეს.

59-ე წუთზე არჩილ თურმანიძემ შერკინებიდან გაიტანა ბურთი და მოკლე ფრთაზე შეუტია, ოვალი ფეხით გადაიკიდა, თავად აიღო და ლელოთი სტუმრები თამაშში დააბრუნა, თუმცა განახლდა თუ არა შეხვედრა, "ჰითმა" სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა და საბოლოოდ 25:8 გაიმარჯვა.

Rugby.ge

რრრ
რას ვერ ვხვდები იცით, ამ იზრაელს რაგბის ნაკრები არ ყავს და ეს საკლუბო გუნდი რად უნდათ?D
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 32 წუთი - "ტორონტო" "მინესოტასთან" 2 ქულით დამარცხდა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
სუპერთასი | "ბათუმმა" "ვულვზს" სძლია და პლეი-ოფისკენ გაიწია
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში