ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

"ინგლისში აუცილებლად დავბრუნდები!" - მითხრა შოთა არველაძემ, როცა "ჰალში" გატარებულ პერიოდზე ლაპარაკი დავასრულეთ. ქართველმა მწვრთნელმა რვა თვე იმუშავა ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბში, მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტის შემდეგ, აგვისტოში თვის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს, თუმცა... "ჰალი" უკვე წარსულია, ახალი კლუბი კი ჯერ არ აურჩევია. "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოთას ინგლისურ გამოცდილებაზე, საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ველაპარაკეთ:

- შოთა, ინგლისიდან ერთი თვის წინ წამოხვედი, ჯერ ისევ დასვენების, გასული თვეების გაანალიზების პროცესში იქნები. არის ახალი შემოთავაზებები?

- დაღლილი არა ვარ! პირიქით, ძალიან ენერგიული, მონდომებული ვიყავი - აგვისტოს ბოლოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს, ორ კვირაში კი... "ჰალიდან" წამოსვლა მომიხდა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. რაც შეეხება შემოთავაზებებს, იყო სატელეფონო ზარებიც, კითხვებიც, დავინტერესდებოდი თუ არა ამა თუ იმ ვარიანტით; რაღაცები პრესაშიც დაიწერა, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ინგლისიდან წამოვედი.

- კვიპროსის "ომონიას" ინტერესი რეალური იყო?

- "ომონიამ" მწვრთნელი დაითხოვა და დამირეკეს, დაინტერესდები თუ არაო. სულ ეს იყო.

- სეზონის დაწყებამდე "ჰალი" საბა ლობჟანიძისა და ირაკლი აზაროვის გადაბირებას ცდილობდა. ტრანსფერების ჩაშლის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავიზო პრობლემები იყო?

- აზაროვს ბრიტანეთის სამუშაო ვიზისთვის აუცილებელი ქულების რაოდენობა არ ეყო. რაც შეეხება ლობჟანიძეს, გვინდოდა მისი შეძენა, მაგრამ იმხელა ხელფასს ვერ მივცემდით, რამხელასაც თურქეთში იღებდა. ლაპარაკი იყო მიქაუტაძის გადაბირებაზეც, მაგრამ ამასობაში თურქეთის ნაკრების გარემარბი დოგუკან სინიკი შევიძინეთ, კიდევ ვიღაცები მოვიდნენ, წავიდნენ და საბოლოოდ, მიქაუტაძის საკითხი მეორე პლანზე გადავიდა.

- რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვახსენეთ, კვარაცხელიაზეც გკითხავ: ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ შენი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ ითამაშა. "გლაზგოელები" და "ამსტერდამელები" გელაპარაკნენ ამ თემაზე?

- დიახ, ორივე ქვეყნიდან. ნიდერლანდებიდან უფრო მეტი, რადგან, თავის დროზე, სწორედ "აიაქსს" შევთავაზე ხვიჩას ყიდვა. თვითონაც ჰქონდათ ინფორმაცია და მითხრეს კიდეც, 15 მილიონი ბევრია, ამჟამად კვარაცხელიას ფასი დაახლოებით 9-12 მილიონიაო. სხვათა შორის, მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემაც იგივე თქვა. მეტიც, სიმეონემ პირდაპირ დამისახელა კლუბები: "ნაპოლი", "ლაციო", "ფიორენტინა", "ლევერკუზენი", კიდევ ერთი გერმანული კლუბი - ამ ეტაპზე ამ გუნდებზეა ლაპარაკი და მათ მეც შემიძლია დავეხმაროო. როგორც ჩანს, აქვს კავშირები და მისი ვაჟიც იმიტომ წავიდა ნეაპოლში. რასაც ვარაუდობდნენ, ხვიჩა სწორედ იმ ფასად და იმ კლუბში გადავიდა. არადა, როცა ფასი დასახელდა, საქართველოში ძალიან გაბრაზდნენ, 50 მილიონი რატომ არ ღირსო! 50 ახლა ღირს! ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ყველგან შეიძლება ფეხბურთის თამაში, მათ შორის, საქართველოს პირველობაზეც. სულ ვამბობ ხოლმე მათ გასაგონად, ვინც გაიძახის, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა და ყველას შეუძლია 30 ბურთის გატანა. ხომ დაბალი დონეა? მიდით და გაიტანეთ! ხვიჩა ჩამოვიდა საქართველოში, ითამაშა კიდეც და ხალხიც მიიყვანა სტადიონზე: გორში, ქუთაისში, თბილისში დაახლოებით 70 000 მაყურებელი. არ ვამბობ, რომ თუ მთელი ცხოვრება თვეში 500 ლარად საქართველოს პირველობაზე არ თამაშობ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს! მაგრამ აქაც შეიძლება ითამაშო, თავი ისახელო და ძლიერ ჩემპიონატში წახვიდე. მამარდაშვილი "ლოკომოტივიდან" წავიდა ისე, რომ მგონი, არც იყო საქართველოში საუკეთესო მეკარე. ახლა? ახლა 100 მილიონი ღირს. მეტი რა მაგალითი უნდათ?! გიო ქინქლაძე "სიტიში" საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა!

- კვარაცხელიას დავუბრუნდეთ: შენ, საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიან თავდამსხმელს, ხვიჩას რა თვისებები მოგწონს?

- ყველაფერი აქვს: ტექნიკა, სისწრაფე, პასი, ორიენტაცია ბურთით თუ უბურთოდ... ძალიან სწორად თამაშობს! უბრალოდ და სწორად თამაში ყველაზე რთულია. ამავე დროს, სულ კარისკენ იწევს. განივად, "შემოვლითი გზებით" კი არა, პირდაპირ კარისკენ! მგონი, დანა არ ჭრის კარაქს ისე, როგორც ხვიჩა ჭრის გზას მეტოქის კარისკენ. "გვერდზე გამსვლელი" შემტევებისგან ამით გამოირჩევა, ამიტომაც აქვს ასეთი სტატისტიკა და გამოხმაურება. თუ რამე მესმის – ფეხბურთია და ასეთი რაღაც არ გამომრჩება. თამაშის დროსაც იშვიათად თუ ვეხებოდი ბურთს ზედმეტად და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის ფეხში მაგრად არც ჩაურტყამთ - მაშინაც კი, როცა ცუდად ვთამაშობდი.

ხვიჩა ბუნებრივად თამაშობს სწორად და არა იმიტომ, რომ სპალეტი სთხოვს ან უკრძალავს რამეს. თანაც, ჯანი და სისწრაფე გენით მოჰყვება - მამამისიც ასეთი ჯანიანი და სწრაფი იყო. მე რომ ეგეთი ჯანიანი და სწრაფი ვყოფილიყავი... ცალკე თემაა ხვიჩას შეუპოვარი და უშიშარი ხასიათი: დიახ, "თავხედი" უნდა იყო მოედანზე - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი.

განაგრძეთ კითხვა

• შოთა დობო

კაცი ამბობს ჩემზე მაგარიაო და რაღას თხოვთ ვერ გავიგე. მაგისთანა ჯანი და სისწრაფე რომ მქონოდა ვადშე დავგლეჯდიო მეტი რა თქვას არ შეიძლება წარსულის გაბაიბურება. ყველა ქართველ ლეგენდებს ბოდიში მოუხადე როცა ვთვი დაჟე 1 წელზე მეტი ხნის წინ ასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი არა მარტო საქართველოს მთელ აღმოსავლეთ ევროპას არ ყოლია მეთქი

• გუჯა

თითქმის ათი გოლი უკვე გაიტანა შოთი ათ თამაშში და მეოცესაც გაიტანს და კიდევ 50 მილიონი კი არ ღირს, უკვე ას მილიონზე საუბარი ჯიგარო და შენ არ გსმენია ეს? ფაქტია, რომ რაც არ უნდა იწრიალოთ, კვარამ ამ ორი თვის თამაშით დაჩრდილა თქვენი კარიერა, ასე რომ მოგწონდათ თავი აიაქსით და რეინჯერსით.

• დაგენაცვლე

ფეხბურთის თამაში და ექსპერტობა კი არა აგერ ვკითხულობ და შენაარსის გამოტანაც არ გეხერხებათ წაკითხულიდან თუ ნათქვამიდან ვხედავ :)))

• დღეს ყველა ანგელოზია

წარსულზე გვიყვარს ქართველებს საუბარი, მაგრამ არა ცუდზე. იქნებ გინდაც ბატონმა არველაძეებმა წარსული საკუთარი საქციელები გაიხსენონ თანაგუნდელების მიმართ. ვთქვათ: აგინებდნენ დედას თუ არა ქართველ თანაგუნდელებს, როდესაც პასს არ მისცემდნენ მაშინ როდესაც მათ სურდათ და ა.შ. მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტავ მაინტერესებს მათი აზრი თუ არა. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ წარსულში მჩაგვრელები არ უნდა აკეთებდნენ დღევანდელ ყოჩაღ და ლაღ ქართველ ფეხბურთელებზე კომენტარს.

• კაპიტან გარდენბურგი

არც წავიკითხავ ამას, მარა ჩემი მოკრძალებული სურვილი იქნებოდა ხვიჩას შეეშვან. ეს ხალხი, ვინც სულ წაგებებთან და მამაძაღლობასთანაა დაკავშირებული ქართულ ფეხბურთში (არაფერი პირადული, კარგი იუმორი აქვთ, ნიჭიერი და კარგი ჯიგრული ოჯახია და დიდი სიმპატია პირადად ცხოვრებაში, პატივისცემა აიაქსში თამაშის და ასე.შ დროს) რატომ ცდილობენ ამ ხვიჩაზე საუბარს სულ? დაანებეთ რა თავი, მადლობა ღმერთა თქცენ არ გგავთ ეს ბიჭი. შოთას თუ რამე კარგი უნდოდა ამ თაობისთვის შანსი ჰქონდა და არ გამოიყენა, ხვიჩა კონტრშეტევუს ფეხბურთელიაო და არ ღირს მაგდენიო ხო იყო? ეხლა რა ლოგიკითაა ეს კარგი მწვრთნელი? მწვრთნელი ისაა, როცა სანამ სხვა აღიარებს და გაუკვალავს ვინმეს გზას, თვითონ რომ მიხვდება ვინ ვინაა. ამიტომ აზრზე არაა ეს მწვრთნელობის. და შოთის სროს ჩვები ნაკრები იყო ზუსტადაც რომ ხელწამოსაკრავი, უთავმოყვარეო გუნდი, რომელმაც ყველაფსრი წააგო რისი წაგებაც შეეძლო. წავიდა დისლაიქები :) პ.ს. კი, ქინქის საყურებლად ღირდა იმ პერიოდის საქარღველოს ნაკრები, მარა არ არის ეს იმის მიზეზი რომ იფილოსოფოსონ ახალი თაოვის ფეხბურთელებზე, აზრზე არ ხართ, აზრზე მეგობრებო.

• რონი

ჰალში რატო უნდა გადასულიყო ან რა ესაქმებოდა ჰალში? და თავი შეეწირა შოთას კარიერისთვის? ეგრეა ბიძიკო კაი ფეხბურთელი რო გინდა ლობჟანიძისნაირი უნდა გასცე კიდეც წესიერი ხელფასი... ჩამოიყვანეთ თურქი იაფად და კი გდია ჰალი გადავარდნზონაში....

• Ზაზა

შოთა... აიაქსის ფეხბურთელებს შენ არ ურჩიე ხისტად "ეთამაშად" კვარას წინააღმდეგ?!

• Gigi

ამის პროფესორობა არ გაიშვა. ეგ არ იძახდა კონტრშეტევის ფეხბურთელიაო და დე ბურმა და სიმიონემ მითხრაო (უთხრა ~თუ არა ეგეც საკითხავია) 15 მილიონი არ ღირსო...თურმე ღირდა და უფრო მეტიც ღირდა ხომ მთელი საფეხბურთო სამყარო ამას ამბობს. ახლა თვითონაც შეცვალა ,,ფირფიტა"

• გუჯა

მართალია, მაგრამ ერთი შესწორებით 80 პროცენტი არ იყო. ეს სექტის წარმომადგენლები მოსახლეობის დაახლოებით 15÷20 პროცენტი არიან, მაგრამ სოც ქსელებში და თავიანთ ტელევიზიებში ძალიან აქტიურობენ და ამიტომაც ჩანან ბევრნი.

• რა მაფიაა?

გამგები იმასაც გაიგებდა რომ ის დრო ზუსტი მომენტი იყო უკეთეს გუნდში წასულიყო და არა ჰალში და ამიტომ არ წავიდოდა და არა იმიტომ რომ რუსეთი უყვარს... რუსეთში თამაში რო აღარ უნდოდა, წინა ზამთარში არშემდგარი ტრანსფერის გამო მოწყენილი კვარაც საკმარისია...

• ACHI

კარგის მთქმელს კარგი გამგონე უნდაო თუ გაგიგია შენ დზმაო

• ქომაგი

აბსოლუტური სიმართლეა, ამპარტავნობა არის მომაკვდინებელი ცოდვა. გამგებმა გაიგოს.

კვარას რომ ურთულესი პერიოდი ედგა ომის დაწყების დროს, როცა ვერ წამოვიდა იმ დღესვე რუსეთიდან, როცა ფიფას კანონს ელოდა რათა კანონიერად დაეღწია თავი და პრობლემები არ შექმნოდა, როცა მთელი ერის 80% ზედ უვლიდა, თინა კანდელაკის სხეულზე მის სახეს აკერებდა, ამცირებდა და ათრევდა მთელს სოც. ქსელში, კაცები აგინებდნენ, ქალები წყევლიდნენ, ზუსტად მაშინ ბატონმა შოთიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა და ტაიმ აუტის ეთერში განაცხადა, რომ ჩემთან ჰალ სიტიში წავიყვანდი მარა არ წამოვაო, ხალხმა ისე გაიგო, რომ იმდენად უყვარს რუსეთი, ინგლისში არ გადავაო. ამის მერე გაასმაგდა ხვიჩაზე შეტევა. ქეცბაიას გარდა მისი გამამხნევებელი არავინ არაფერი თქვა. აქ რომ ახლა სამ ჟურნალისტს გაიგდებენ და ლანძღავენ ძაან მეცინება, ერაძეს და ვირაც ორ გოგოს რომ აგინებენ, ვითომ მარტო ისინი აკრიტიკებდნენ კვარას, არადა სოც. ქსელებში რომ შევიდოდი 100 დან 90 კომენტარი კვარას გინება და დამცირება იყო. შოთის ძალიან ვაფასებ, უბრალოდ იმ პერიოდში ძალიან გავბრაზდი. კვარამ რომ თავისით გადალახა ეს ყველაფერი, ნაპოლიში გადავიდა და მთელმა მსოფლიომ მასზე ლაპარაკი დაიწყო, მერე მისი ქება-დიდება დიდი ვერაფერი საქციელია. როცა უჭირდა სპორტსმენს და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და კარიერა დანგრევის წინაშე იდგა, მაშინ თუ არ დაუჭირე მხარი როცა კარგად ექნება ყველაფერი მერე აღტაცებას რაუნდა :))

• mokled da konkretulad

რავიცი სჰენ არ იკავი პროგნოზებს რომ აკეტებდი ,,ამ სეზონსჰი 10 გოლი ტუ გაიტან კარგიაოოო,,ეხლა სხვანაირად ცჰიკცჰიკებ,სჰური სჰური და ამპარტავნობა მომაკვდინებელი ცოდვაააა.

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"ეს ტყლაპია, ეს ჩურჩხელა, გილოცავთ ახალ წელს" - ხვიჩა თანაგუნდელებს უმასპინძლდება და ქართულს ასწავლის [VIDEO]

"ხვიჩა წავა, ახლა თუ არა, ერთი წლის შემდეგ" - ფედელე "ნაპოლის" პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

კარლსონი - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოტენციური შემცვლელის შეძენას ცდილობს

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება