ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია. პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

გიორგი
მართლია სპალეტი. ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს. ვარსკვლავმაც გუნდზე უნდა ითამაშოს.
გიორგი
ხვიჩა ჯერ არ არის ვარსკვლავი. ხვიჩასგან ვარსკვლავს ძერწავს სპალეტი. აცალეთ ამ ადამიანებს.
გიორგი
სპალეტი ხვიჩას ყველაზე დიდი ქომაგია. ხვიჩა კი არადა და მასზე ბევრად უფროსი და ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანი დაუღუპავს ზედმეტ ქებას. ხვიჩა იზრდბა და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ფიქრობდეს. ასე მგონია, რომ ხვიჩა სწორედ ამას აკეთებს. ცოტა ხნით თავი დაანებეთ, რაა.
ჟორა
ბატონებო, როცა სპალეტის ყველა ხვიჩაზე ეკითხება, ამით ეუბნებიან, რომ შენ მწვრთნელად არ ვარგიხარ, შენი გუნდი ხვიჩას გარეშე არაფერია, ანუ ერთი ფეხბურთელის გუნდი გყავსო, ეს კი მწვრთნელის უდიდესი შეურაცხყოფა რომაა ამას რატომ არ უწევთ ანგარიშს? სწორედ ამისთვის ღიზიანდება სპალეტი და არა ის შურს, რომ ხვიჩა ვარსკვლავი რომაა.
ვაჟა მასწავლებელი
გამოჩნდა, რომ სპალეტი ბოღმა ყოფილა - თავისივე გუნდის ფეხბურთელების ქებას ვერ იტანს. ამ ქებით თავისი დამსახურების დაკნინება ხდება მაგისი აზრით!
ჟორა გაბრიჭიძე
გიშინდელ თამაშზე შეეტყო, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხვიჩას ნაპოლისათვის, რომ არა ის გამოგონილი პენალტი, თამაში ფრედ დამთავრდებოდა. გარდა ამისა შევამჩნიე, რომ, რადგან ხვიჩას ყველა ბურთის მიღება საჯარიმოში შეჭრა კარში დარტყმისკენაა მიმართული, სხვებიც ამას ცდილობენ და უაზრო ბურთის გათამაშებას და უკან ბურთის მიწოდებას, იშვიათად თუ აკეთებენ.
gaiget
სპალეტი მაინც მართალია, არანაირ შემთხვევაში არ არის ლამაზი. იმას არ ნიშნავს რომ ხვიჩაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ სხებზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და უნდა მიიღონ ის დაფასება რაც ეკუთვნით. რაც ავიწყდება ყველას და არ არის სწორი და ლამაზი ეგ. მითუმეტეს როცა არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიც ოსიმენი და ანგისა. თორემ მაგაზე არ არი ლაპარაკი, მთელმა მსოფლიომ ხვიჩაზე რომ ილაპარაკოს მაინც არ უნდა ქონდეს მაგაზე პრეტენზია არავის ნაპოლიში , იმიტომ რომ ჯერ მარტო ვარჯიშებზე ვერ ვაჩერებთო ისეთ რაღაცეებს აკეთებსო კაპიტანმა დი ლორენცომ თქვა და ოსიმენიც მაგას იძახის. ხვიჩა თქვენ ვარჯიშებზე არ გინახავთო რა შეუძლიაო ჯერ კიდევ აზრზე არა ხართო, ფაქტია ეს სიტყვები ოსიმენმა თქვა არარეალური ფეხბურთელი ხარო ესეც უთხრა. ესეიგი ვარჯიშებზე ყველას უმტკიცებს გუნდში და ხვიჩა თი ყველაზე პოპულარული იქნება რა პრეტენზიები უნდა ქონდეთ. მაგის მიუხედავად არ არის ლამაზი სხვა ფეხბურთელების დაკიდება ხალხის მხრიდან და ეგრე არ იქნება საჩემპიონო გარემო და სულისკვეთება
gio
გუშინდელმა თამაშმა აჩვენ არომ ნაპოლი საშუალო დონის გუნდია და არც ისე გრძელი სკამი აქვს პროფესიონალი ფეხბურთელების როგორც სპალეტი გვაჩვენევბს. ხვიჩა სხვა დონისაა და არავის არ გამოუვა მისი შეჩერება. ის უფროი ადრე მოხვდება მსოფლიო დონის კლუბში ვიდრე ჩვენ გვგონია
gio
ხვიცა დიდ ფეხბურთეკტან ერთად დიდი ადამიანია, ვერავინ ვერაფერს დააკლებს, ის უკვე ვარსკვლავია
ჰე
ანუ მწვრთნელის შექება-არშექებაზე ყოფილა დამოკიდებული ფეხბურთელის კარიერა?!...სპალეტის მიდგომა იდეალურია, კოლექტიურობა არ გამორიცხავს ვარსკვლავობას, თორემ აგერ მბაპემ ყველას თავზე გადაუარა, თავში რომ აუვარდა მწვრთნელის აღუ აღუს ძახილით...და თუ ასეთ მიდგომას არ მოიწონებენ ფეხბურთელები და სხვა გუნდებში გაიქცევიან, იქ ხო რას ამბობ, სულ ქება დიდებაში იქნებიან
ჯელა
ნაპოლი არაა ხვიჩას დონის....ხვიჩა ზამთარშივე წადი რეალში და ეგრევე ოქროს ბურთს ჩაგახუტებენ.... სპალეტი რეგვენი,როგორ თუ შეცვალა ან არ ათამაშა ხვიჩა.... ბიჯო აზრზე ხართ ზოგზოგიერთები რას ბოდიალობთ?.კლუბმა,მწვრთნელმა და ქალაქმა შვილივით მიიღო ხვიჩულა,ეფერება და ვარსკვლავობას პირდება და .....წავიდეს ჰააა.წავიდეს და დაიკიდოს ის სიკეთე რაც გაუკეთეს.სად იყო ძმაო რეალი.რატო არ წაიყვანა.ან ლივერპული ან სხვა ვინმე.მოიცა რააა.გაყიდვაში და დაუფასებლიბაში მაგრები ვართ
ქ. გ.
GeoTeam-ის Instagram-ი ნახეთ. ივან (მამუკა) ჯუღაევის სურათი არის გამოქვეყნებული. ნეაპოლში ჩავიდა. გუშინწინ აქ დავწერე: ჯუღელს აწყობს, რომ წელიწადში ორჯერ გაყიდოს 100 მილიონად და თავისი პროცენტი აიღოს.
აბო
მართლაც და ძალიან საინტერესოა, რრატომ დაარყტა პენალტი ლოზანომ. როცა ოსიმნმა მოიპოვა და თანაც ბომბარდირობას აწვება. კიდევ ერთხელ ვრწმუმდები, რომ სპალეტის არ უნდა რომ ხვიჩა იყოს გამორჩეული, იგივე ოსიმენიც. არაფერი გამოუვა. ან იქნებიან ვარსკვლავები, ან უბრალოდ გადავლენ სხვა გუნდებში. როგორ შეიძლება გაღიზიანებდეს შეკითხვები იმ მოთამაშეზე. რომელსაც ლომის წილი მიუძღვის შენი გუნდის წარმატებაში. ვირო მადლი მ^^^^^^, მაგაზეა ნათქვამი.
ლაშა
ამ სეზონზე ნაპოლს შეუძლია სკუდეტო მოიგოს და ლიგაზეც შორს წავიდეს. სპალეტიც ფიქრობს სავარაუდოდ, რომ წელს მისი გუნდი უტიტულოდ არ დარჩება ყველეფერზე ეტყობა, რომ არ უნდა ეს წარმატება რომელიმე ერთ ფეხბურთელს მიეწეროს. თუ ტიტულს მოიპოვებენ ეს უნდა იყოს სპალეტის როგორც გროსმაისტერი მწრთვნელის დამსახურება. სპალეტიმ ეს ჯერ არ მოპოვებული ტიტული საკუთარ დამსახურებად რო წარმოაჩინოს ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელი უშლის ხელს, ხვიჩა და ოსიმენი. ეს განაპირობებს ხვიჩას მუდმივ კრიტიკას, ოსიმენის კრიტიკას ატალანტასთან მოგებული მაჩის შემდეგ სადაც ფაქტიურად ოსიმენმა მოიგო თამაში მაგფამ სპალეტიმ მეტი უნდა გაეკეთებინაო :) ასევე დღევანდელ თამაშში ოსიმენს რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის იბრძვის არ არტყმევინებს საკუთარ მოპოვებულ პენალტს. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდრს და ეს კარგი გუნდი წელს უტიტულოდ დარჩეს. პ.ს. რაც დავწერე ჩემი აზრია, არ მაქვს პრეტენზია ფეხბურთის დიდ მცოდნეობაზე და თხოვნა მექნება სპალეტით მოხიბლული ხალხი ნუ შეესევით :)
აბო
კარგად ვერ გავიგე, რუსმა კონენტატორმა აგენტისა და ხვიჩას საიდუმლო შეხვედრა ახსენა, სურათიც დვვსო რომლიღაც საიტზე. ცნობილი აგენტია. ნუთუ მართლა მიდის მოლაპარაკება? მგონია. ლივერპულს კიდევ ერთხელ აწყევლინებს თავს თებერვალში უკვე რეალის მაისურით. არ არის ნაპოლი ხვიჩას დონის გუნდი, დღესაც გამონდა ემპოლისთან როგორ ცოდვილობდნენ ხვიჩჩას გარეშე. აი რეალში ნაღდად დაგლიჯავს და იფრენს. ყველა შემთხვევაში წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს.
თუ გინდა ნუ გამოაქვეყნებთ
ძვირფასო რედაქცია! ძალიან გთხოვთ დადოთ ინტერვიუ იმ პრაფესორ ქალ ჟურნალისტთან. აქვე, სტატიის სათაურის შაბლონსაც გაწვდით: "ვინ არის ის მორიდებული ქალი და რატომ არ აწუხებს უფრო მეტად სპალეტის ბაზაზე, სახლთან და სუპერმარკეტში? "როგორ, როდის, რომელ წელს და სად იყო მთელი ეს წლები სპალეტის მწვალებელი და "გამპოსლიკებელი" ჟურნალქალი? და ა.შ ეტც და სხვა კიდევ. ეგ სარკაზმი ალალად დაიმსახურა. ყოველ პრესკონფერენციაზე მაზოლები ამოუყვანა კაცს ყურებში. როგორც კი მაგ ქალს ახსენებენ სტატიაში, წაკითხვის სურვილს მიკარგავს საერთოდ@
Ggg
Vetanxmebi am kacs, xvichas gareshe napoli sachempiono gundi araa, tu realurad shevafasebt atalantastan yaraulis tofivit gauvardat, dghes empolistan ra tamashi iyo 50 wuti karshi ver daartyes, faqti ertia spaletis aqamde didi araferi mougia, xvicha liverpultan gaiyvana tuara gadauara liverpulma, kidev erti 20 wuti rom qonodat amotenidnen napolis. Mec ar momwons xvichaze sul agdebit rom laparakobs spaleti, an es qali jurnalisti sad naxet inteviu chartet vighac kaci usvams shekitxvas.
zura222
!! ვიცით უკვე რომ ნაცი ხარ და ნუ იცავ იმ თქვენ დაქოქილ ქალს @@@
pica
სპალეტი და ნაპოლი ურევენ,უფასო პიცას ვერ მიიღებს ზოგიერთი ემიგრანტი.დროზე ათამაშეთ მეგა ვარსკვლავი
კახა ქ.
მოკლედ სანამ ამ სპალეტის და ხვიჩას არ გადაკიდებენ ერთმანეთს, გინდა ჩვენი გინდა იტალიელები, მანამ არ მოისვენებენ.კიდევ კარგი ხვიჩა სხვა ადამიანია და იმის იმედი მაქვს.ვცდილობ არ წავიკითხოო რასაც წერენო,ერთხელ თქვა.ამ ქართველ ჟურნალისტებს კიდევ,ლიშბი ხვიჩაზე დაასმევინე კითხვა და მეტი არ უნდათ არაფერი.არავინ არ იცნობდა ამათ,იტალიაში რომ არიან და ეხლა ხვიჩას წყალობით ასე თუ ისე ......მოკლედ მოასვენეთ რა ეს ბიჭი
ლექსო
ბრავოო სპალეტიიიიი!
ლექსო
შესანიშნავი გუნდია,კვარაც ბრწყინავს-ბრავოო შპალერი!
მოსეხონელი
მეტი უკეთესი რას ნიშნავს ლიგაე ჯგუფიდან პირვდლი ადგილით გავიდა და სერია აში დაუმარცხებელია
რა მაფიაა?
სანამ ხვიჩა იქით გაიხედება პაპა კარლო იქ აღარ იქნება... რეალს უნდა სრულიად მზა პროდუქტი, ან ისეთი თვითონ რო ეყიდა 10-20 მილიონად ხვიჩა მაგალითად... აზარი, ბეილი, ისკო, ასენსიო რავი სკამს ხეხავენ შემდგარი ვარსკვლავები და მე არ ვურჩევდი საკმაოდ რამდენიმე წელი, ან იქნებ 5-10 წელიც, რეალში გადასვლას... რეალში უნდა გადავიდეს უკვე რონალდოსავით, ბერნაბეუ რო გაივსება პრეზენტაციაზე და სეზონში 20 გოლს და 30 ასისტს რო გააკეთებს, ლიგაც მოგებული რო ექნება და იქნებ ოქროს ბურთიც... მართალია ყველა ვინც ამბობს რო გავეშვათ ცოტა ხანი ამ ბიჭს, ვუგულშემატკივროთ რა მომავალი თვითონ გადაწყვიტოს... მე ერთი ჯუღელის მეშინია, ამხელა კუშიანი მოთამაშე არ ყოლია ჯერ და არ გაღორდეს და ფულის გულისთვის უცებვე არ გადაიყვანოს სადმე ((
ჯელა
ბიჯოოო,გაანებეთ ამ ბიჭს თავი რა.რა მარადონას,რის მესიის.იმათ ეპოქა შექმნეს.აცადეთ რა მშვიდად ცხოვრება.თამაშობს თავისთვის,თავის მუღამისთვის.რონალდინიო წავიდა და ფეხბურთმა ღიმილი დაკარგა.აგე მოვიდა ბიჭი რომელსაც იგივე შეუძლია.აცადეთ რააა შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზაა და კაცს ნუ აძახებთ ყოველ წამს.აცადეთ შექმნას რაღაც და გაიხაროს და გაგვახაროს

რა ქალბატონი, იტალიელმა კაცმა ჟურნალისტმა დაუსვა ის შეკითხვა კვარაზე, რაზეც სპალეტიმ ცოტა აგრესიულად უპასუხა. საიდან მოიტანეთ ეს ქალბატონი, ადრე იყო ერთი გოგო პრესკონფერენციაზე ქართველი და იმის მერე აღარ ყოფლა არავინ ქართველებიდან. აქ კომენტარებში რასაც წაიკითხავთ ყველაფრის კი ნუ გჯერათ :)) ერთმა დაწერა რაღაც ყურმოკრულად და აყვა ყველა
მამუკა
მაგიტომ გაუმარჯოს ანჩელოტის, სხვა დონის მწვრთნელია.სულ ბენზემას ქებაშია, ერთი ნეტავ დაუძახოს რეალმა ხვიჩას და დროზე გაასწროს მანდაურობას, არასდროს არავის არ ზღუდავს ინდივიდუალიზმში პაპა კარლო
wtf
გასაგებია რომ ის ქალბატონი გულშემატკივრობს ხვიჩას, როგორც ჩვენ ყველანი და მის მიერ მოწოდებულ სიახლეებსაც ვაფასებ, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყოველ ჯერზე სპალეტი აიძულო რომ ხვიჩაზე ილაპარაკოს. მითუმეტეს იმ თამაშის შემდეგ რომელშიც არ მიუღია მონაწილეობა. სხვა საკითხია სპალეტის დიპლომატიის ნაკლებობა.
gio
რომ შეეშვან ამ სპალეტის და კვარას არ შეიძლება, კარგი მწვრთნელია, კარგი შეკრული გუნდია, მარტო კვარა ხომ არ არის, ვერ ხედავთ ოსიმენი რა მაგრად თამაშობს. მიდიან წინ სკუდეტოსკენ. მაგრამ არ ეშვებიან რა
ნინონანო
ჯობს,ის ვიღაც ქალი პროვოკატორი გავაჩეროთ, რომელიც იძულებულს ხდის სპალეტის,ასე როყიოდ ილაპარაკოს კვარაზეც... ძნელია მისი გამტყუნება,როდესაც ზედმეტად უკირკიტებს არაპროფესიონალები- როდის და ვის ათამაშებს. სპალეტის მიზანია მოგება და ამას აღწევს კიდეც. კვარაცხლიას მძიმე კვირა ჰქონდა,ტრამვირებულიც არის... ასეთ მოთამაშეს ვერავინ დაჩაგრავს და დამალავს უმიზეზოდ. ფანების კუმირია ბოლოს და ბოლოს. გამოხტება ეს ქალი და ატლიკინებს ენას!
ქიტესა
ადვილი სათქმელია გაატაროს, რამდენჯერ ? ეს ქალბატონი ყველა პრეს-კონფერენციას ესწრება.
ტაბალი
ხვიჩა, სხვაგან უნდა გადავიდეს. იმის მაგივრად, რომ სპალეტი ფეხბურთელებს ხვიჩასთვის დროული პასის მიცემას სთხოვდეს, პირიქით იქცევა. ნაპოლის ფეხბურთელთა უმრავლესობა ხვიჩას მხოლოდ მაშინ აძლევენ პასს, როცა სხვა ვარიანტი უბრალოდ არა აქვთ. არადა გუნდმა კვარაზე რომ ითამაშოს,შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.
ეეე
მართალია ეს კაცი ის გოგო რაღაც უაზრობებს ეკითხება გაატაროს ხვიჩას რას ერჩის, რომ კბენს.
otar
სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს! ბოლოს და ბოლოს ამ გინდში მარადონა თამაშობდა და ასეთ გუნდში უნდა აფასებდნენ ინდივიდუალისტებს,მესმის გუნდურობა და საერთო მიზანი,მარა ყველა დიდ გუნდში არის ხოლმე ის ვარსკვლავი რომელიც ადგას თავზე საახალწლო ნაძვის ხესავით.დიდ მწვრთნელობას მხოლოდ და მხოლოდ ეს აკლია სპალეტისთვის,რომ მოუძებნოს ადგილი და შეეგუოს ინდივიდუალისტებს.
დიდგორელი
გენაცვალე ჯიგარში! ყველაფერი მართალია რაც თქვა!
აბო
მართლა პროფსორია ეს დალოცვილი. თითქოს ჩემს გულში იჯდაო. ჩემი აზრით. სპალეტის სულ ფეხებზე კიდია რამდენს გაიტანს ხვიჩა და რა სტატისტიკა ექნება. ეს ჩვენ გვაღელვებს და ხვიჩას. სპალეტისთვის მთავარია ნაპოლიმ გაიტანოს და გაიმარჯვოს. ეს პირდაპირ აისახება მის კარირრაზე და გასამრჯელოზე. დანარჩენი მაგისთვის სულ ერთია. მუშაობს გუნდური პრინციპით და მორჩა.
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა "გალათასარაიში" - ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა
ნაპოლიმ სერია B-ს "კატანძაროს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ნაპოლიმ" 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა
არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა