მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში ინგლისისა და აშშ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.

მოიგერიეს რა ინგლისელთა სასტარტო შეტევები, ამერიკელები თავად გადავიდნენ იერიშებზე, მაკენიმ ვერ უწია მიზანს, პულიშიჩმა კი ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს ბრიტანელებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ მაუნტის გატანა მეკარე ტერნერმა არ დაანება. მეორე ტაიმში აშშ უპირატესობას დაეუფლა, მოკლე პერიოდში ხუთი კუთხური ჩააწოდა, თუმცა ხიფათის შექმნა ვერ შეძლო. შემდეგ თამაში გათანაბრდა, მომენტები საერთოდ არ იქმნებოდა და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი ინგლისია, 3 ქულით მეორე ადგილზე ირანია, 2 ქულით მესამეზე აშშ, მეოთხეზე კი ერთქულიანი უელსი.

ბოლო ტური 29 ნოემბერს ჩატარდება: ირანი აშშ-ს, ხოლო უელსი ინგლისს დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. „ალ ბაითი“. 68 463 მაყურებელი

ინგლისი - აშშ 0:0

ვაი ჩვენი ცოდვა?
აბა ერთი ინგლისელებს, ცისარტყელას სამკლავურები გაეკეთებინათ? ნახავდით მერე რა "მაგარ ფეხბურთს" ითამაშებდნენ?
ზურა
არ ვარ ინგლისის გულშემატკივარი და საშინელ ფეხბურთს ათამაშებს საუთგეთი, მაგრამ რას აშავებს მიდის როგორც თვითონ აწყობს. იტალია მთელი ცხოვრება ანგარიშზე და გათვლებზე ორიენტირებული თამაშებით ხდება ჩემპიონი და ეს რატო გაოცებთ ინგლისისგან ან სად ჩანს რომ სუსტია?! აწყობდა ესეთი მშვიდი ფრე და მიიღო, უელსი გაიქაჩება და მიიღებს გოლებს. ჩვენთვის საშინელებაა უბრალოდ ამის ყურება
ნიკო
და ფლეიოფში როგორ გაგყავს რო ატაკოს უელსმა?!ბურთებია თუ ურთიერთშეხვედრები?!კარგი იქნებოდა ლუზერები ჩარჩნენ ჯგუფში...თუ არადა გაუკეთებენ პლეიოფში უკან ნაქებ დოღლიგას:):):)ინგლისი და ფეხბურთი იგივეა სად ერეკლე სად ჩემი ...
ჟორა გაბრიჭიძე
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არცერთს არ უნდოდა მოგება.
ქართველი
საუთგეითი არის ფეხბურთის მკვლელი. ჯერ ერთი ტრენტი გყავს და ტრიპიერს ათამაშებ უკვე მანდ ჩანს რო რაღაც ვერგაქ წესრიგში. მერე მეორე ვინ მაუნტები უყენია, ფოდენი იმენა დაბმული პიტბულივითარი ოღონდ აუშვი. არაუშავს კარგ ჩიტს დაიჭერს ამ მსოფლიოზე საუთგეიტი. პლეიოფში ეგრევე რო მოისვრიან სახლში
არტ
ამერიკას ფრე აწყობდა. მთავარი თამაში მაონც ირანთან ექვს და ინგლისთან რომ არ გარისკავდა ცხადი იყო. ინგლისსაც აწყობდა ფრე . უელსი მათთვის მომგები არაა და გასულები არიან ფაქტიურად.რისკი აირიდეს და ძალებიც დაზოგეს. ზუსტად ასევე ითამაშებებენ უელსთანაც. ხოდა მივიღეთ ეს უსახურობა ფეხბურთის მაგივრად. ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ხოლმე ერთი-ორი ეგეთი თამაში.
გენა
რა გაყიდული. რეებს იგონებთ. მოეშვით შეთქმულების თეორიებს
G.LA
როდის გინახიათ ლაღად მოთამაშე ინგლისი? სულ ესე წვალობენ და აწვალებენ მაყორებელსაც. წინა თამაში თვითონვე იყვნენ გაკვირვებული. რაც ყოველთვის იყო ისეთი იყო ინგლისი. რა გაყიდვაზე ლაპარაკობთ ვის რაში სჭირდებოდა 1 ქულა?
ელგუჯა
ძმებმა ძმურად "გაიყვეს", ფეხბურთის სამშობლოში ფეხბურთს კლავენ.
მამუკა
როგორ მინდა ერთი უელსმა მოუგოს ინგლისს და იქით კიდევ ფრე არ დამთავრდეს, ჩარჩნენ ჯგუფში
მაროკო
საუთგეიტის ბრალი მგონია სტერლინგი მაუნტი და საკა შეცვლაზეც კი არ უნდა შეიყვანოს. ფოდენს რომ არ ათამაშებ და ტრენტ არნოლდს რომლებიც ყველა თამაშს თამაშობენ ძირითადში კლუბებში რაშფორდს. ასე მგონია სათამაშო ფორმის მიხედვით კი არ აყენებს სასტავს ბინც ევასება იმათ ათამაშებს.ან სად იპოვეს ეს საუთგეიტი ამდენ მწვრთნელებში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა კიდევ ჰარი კეინმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო Lgpt სამკლაური რომ ვერ გაიკეთა( სირიკოლაა).
მმმ
ყოველი მეორე თამაში გაყიდულია, რაც დღეს ინგლისმა გააკეთა ესაა მაყურებლების დაცინვა, რა ქნა არგენტინამ, გერმანიამ, ახლა არ დამიწყოთ ბურთი მრგალია და სისულელეები, იმედია ბრაზილიაც არ აყვება, ვანგაალის მწვრთნელობა არ გაიშვას მოურინიოა კუბში აყვანილი. ფეხბურთს აზიზღებენ ხალხს. ერთი მალე მორჩეს ხვიჩას თამაში მთელ მსოფლიო ჩემპიონატს მირჩევნია...
ა
ამაზე მეტად რანაირად უნდა გაყიდონ თამაში არ მესმის მთელი მეორე ტაიმი ორივე გუნდი იდგა ამერიკა კიდე ხო ინგლისი რას აკეთებდა მერე რა რო ფრე აწყობდა ამდენი ხალხი მოდის შენ საგულშემატკივროდ ესე როგორ უნდა იდგე მოედანზე ტიპებს სირბილი არ უნდოდათ
მამუკა
ვერანაიად ვერ დავიჯერებ, რომ ინგლისს ამაზე უკეთ თამაში არ შეეძლო, აშკარად ჩანდა რომ ფრეზე თამაშობდნებ, ბოლო ჯარიმის დროს ლუკ შოუმ ჯერ ბურთი შეგნებულად შორს გადააგდო ჯარიმის ადგილიდან, შემდეგ ნელი ნაბიჯით მივიდა, აიღო და მითითებულ ადგილას დადო, ბოლო წუთებზე გუნდს რომელსაც მოგება უნდა ასე არ თამაშობს, დარწმუნებული ვარ სერიოზული ფსონები იქნებოდა დადებული ინგლისის მოგებაზე
ფიფა
მაგარი საცოდავი გუნდია ინგლისი ერთი თამაში გაუვარდება ხოლმე და ფავორიტად შერაცხავენ. არადა რაც რესურსები აქვს მართლა ფავორიტი უნდა იყოს, ან მწვრთნელი აჩმახებს და გუნდს ვერ აყენებს. მოკლედ ინგლისის დედაც...
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნაკრები მუნდიალზე გავიდა - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორია გადაიწერება
ფარერების ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ამერიკელთა ზღაპრული გოლი - ნიდერლანდებმა აშშ დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი
უესტონ მაკენის უპატივცემულო საქციელი
"უნამუსო! მშიშარა! ვერაგი ანგლოსაქსები!" - უტკინი ინგლისისა და აშშ-ის მატჩმა აღაშფოთა
ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ