ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მატჩის დღე! ქუთაისელთა ტრიუმფი თუ "ლოკომოტივი 2"-ის სასწაული

მატჩის დღე! ქუთაისელთა ტრიუმფი თუ "ლოკომოტივი 2"-ის სასწაული

თასის და ევროსაგზურისთვის

საქართველოს ჩემპიონის ვინაობა დეკემბრის დასაწყისში გაირკვა, დღეს საღამოს კი "ბათუმი არენაზე" დავით ყიფიანის თასის მფლობელიც გახდება ცნობილი: ქუთაისის "ტორპედო“ სათასო სეზონის მთავარ სენსაციას - "ლოკომოტივი 2“-ს დაუპირისპირდება და თასთან ერთად, კონფერენსლიგის საგზურის მოპოვებასაც შეეცდება.

კატარში მიმდინარე მსოფლიო თასზე 9 დეკემბრამდე შესვენებაა და ოთხშაბათი სწორედ რომ ზედგამოჭრილი დროა ქართულ ფეხბურთში დასაბრუნებლად. მით უმეტეს, რომ აჭარის მთავარი ქალაქი კარგი ამინდით და მოლოდინით ხვდება საქართველოს თასის გადამწყვეტ მატჩს. მართალია, "ლოკომოტივის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შედარებით, "ტორპედოს“ ბევრად გამოცდილი გუნდი ჰყავს და მატჩის ფავორიტადაც მიიჩნევა, მაგრამ მაინც დაძაბულ და საინტერესო თამაშს ველით. ლიგა 4-ის ბინადარმა "ლოკომოტივი 2“-მა დავით ყიფიანის თასის გათამაშებიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოთიშა ეროვნული ლიგის სამი გუნდი ("სამგურალი“, "თელავი“,"საბურთალო“), თანაც, თელაველ და თბილისელ უმაღლესლიგელებს თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა, რაც იმაზეც მიანიშნებს, რომ ახალგაზრდული ასაკის მუხედავად, ლაშა ჭაღიაშვილის შეგირდები ფიზიკური/მენტალური სიმტკიცის ნაკლებობას არ უჩივიან.

ქუთაისის "ტორპედომ“ მეხუთე ადგილზე დაასრულა წლევანდელი სეზონი, რომელშიც, კახა ჩხეტიანის გუნდი ერთ-ერთი გამორჩეული იყო როგორც შემადგენლობით, ისე - ცალკეულ მატჩებში ნაჩვენები მაღალი ხარისხის თამაშით. დღევანდელი მატჩი "ტორპედოსთვის“ ევროთასზე მოხვედრის ბოლო შანსია და დავით ყიფიანის თასთან ერთად, ქუთაისური კლუბის მოტივაციას ეს ფაქტორიც აორმაგებს. ვიმეორებ - "ტორპედო“ თასის ფინალის ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა, ერთი მატჩის მოგება (ან/და - თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიყვანა მაინც!) ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდს შეუძლია. მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიური წნეხი "ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებს მეტოქეზე ნაკლებად შეაწუხებთ, მოტივაციის ნაკლებობას კი არც თბილისური კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეები უჩივიან. მეტიც, "ლოკომოტივის“ მეორე გუნდს აქვს უნიკალური შანსი, გახდეს პირველი ქართული გუნდი მეოთხე ლიგიდან (მომავალი სეზონიდან, ლაშა ჭაღიაშვილის შეგირდები ლიგა 3-ში ითამაშებენ), რომელიც დავით ყიფიანის თასის მფლობელი გახდა და ევროთასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს დღევანდელი ფინალი, "ლოკომოტივის“ ახალგაზრდა მოთამაშეებმა უკვე მიიქციეს ყურადღება (რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, თუმცა, გვარების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ). საქართველოს თასზე მათი წარმატებული თამაში კი ორმაგად გასაკვირი და დასაფასებელია იმ ფონზე, რომ თბილისის "ლოკომოტივის“ პირველმა გუნდმა სეზონი 8 ქულით (!) და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილით დაასრულა და ეროვნული ლიგიდან დაქვეითდა.

თასის ფინალის მონაწილე კლუბებმა ბათუმის სტადიონის საფარი გუშინ საღამოს მოსინჯეს. გუნდების მატჩისწინა ვარჯიშზე განსაკუთრებული არაფერი შეგვინიშნავს იმის გარდა, რომ ვარჯიშის ბოლოს კახა ჩხეტიანმა შეგირდები კარგა ხანს ავარჯიშა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთებისთვის ბრძოლაში და უნდა ვივარაუდოთ, რომ "ლოკომოტივის“ "გასაჩერებლად“, იმერული კლუბის ფეხბურთელებისგან არაერთ მაღალ ჩაწოდებას ვნახავთ. მით უმეტეს, რომ "ტორპედოს“ შემტევებს შორის, ეროვნული ლიგის ლამის ყველაზე ტანმაღალი ფორვარდიც არის.

"ბათუმი არენას“ ბალახის საფარი, ტრადიციულად, საუცხოო მდგომარეობაშია (საქართველოს თასის ფინალზე ჟურნალისტები საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გავემგზავრეთ), ბათუმში ამინდიც საუცხოოა და წინასამატჩო მოლოდინიც. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ დღეს გასამართი ფინალის წინ საინფორმაციო კამპანია, ფაქტობრივად, არ გვინახავს და მატჩის აფიშებს ვერც ბათუმის ქუჩებში წავაწყდით. ასე რომ, თუ ბათუმში (ან მიმდებარე ქალაქებში) ხართ, აუცილებლად ესტუმრეთ ულამაზეს "ბათუმი არენას“ - უნიკალურ მიღწევას თუ არა, დაძაბულ თამაშს (იმედია!) მაინც ნახავთ.

თასის ფინალი 19:00 დაიწყება. იქამდე კი გაეცანით ფინალისტების წარმომადგენელთა კომენტარებს:

გია მანჯგალაძე (ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველი): დიახ, ფინალში გამარჯვება, „ტორპედოს“ მოუტანს ევროსარბიელის საგზურს, სადაც დაბრუნებასაც ასე ელის ქუთაისელი ქომაგი. გეთანხმებით, რომ ერთი შეხედვით, ლიგა-4-ის გუნდთან მოგება რთული არ უნდა იყოს, მაგრამ... მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ ასეთი მიდგომა იქცეს პრობლემად... ცხადია, ვაანალიზებთ ამ ყველაფერს. ვაცნობიერებთ, რომ დღეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია - საქართველოს თასის ფინალი, სადაც ევროთასის საგზურის ბედიც წყდება. ჩვენი მოწინააღმდეგე ლიგა-4-ის გუნდია, მაგრამ ფინალამდე "შემთხვევით“ მისვლა წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ფინალამდე "ლოკომოტივი 2“-მა უმაღლესი ლიგის სამი გუნდი გამოთიშა თასის გათამაშებას. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად ჩანს. ამიტომ, ზერელედ ნამდვილად არ ვუდგებით მომავალ მატჩს, ვიცით, რომ თამაშის გამარჯვებამდე მისაყვანად, უნდა ვიყოთ მეტად მონდომებული და მობილიზებული. "ფურცელზე“ ფავორიტად დასახელება არაფერს ნიშნავს - მთავარია, მოედანზე ვიყოთ ფავორიტები, იქ გავამართლოთ ჩვენი სტატუსი, მოედანზე გადავიტანოთ მწვრთნელის დავალებები... გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი კი "ბათუმი არენაზე“ გამოჩნდება. რაც მთავარია, ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშე მწყობრშია და სრული მობილიზებით ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის.

- და როგორც ყოველთვის, ქუთაისელი ქომაგის მხარდაჭერისაც გეიმედებათ...

- რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის! გულშემატკივრები მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ გვერდით არიან, ყველგან თან დაგვყვებიან და ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროსაც ტრიბუნებიდან გაგვამხნევებენ. დიდი მადლობა ქუთაისელ ქომაგებს ასეთი მხარდაჭერისთვის. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავით ყიფიანის თასი მოვიპოვოთ და სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ.

ლაშა ჭაღიაშვილი („ლოკომოტივი 2“-ის მთავარი მწვრთნელი):

- ფინალის წინ ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივირებული და კონცენტრირებული ხვდებიან დღევანდელ მატჩს. თასის ფინალია და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია. არიან თუ არა ამ გუნდში ქართული ფეხბურთისთვის საინტერესო მოთამაშები? ჩვენმა ბიჭებმა დავით ყიფიანის თასის ყველა ეტაპზე დაამტკიცეს, რომ ყურადღებას იმსახურებენ, რომ პერსპექტიული მოთამაშეები არიან. თასის გათამაშებიდან ეროვნული ლიგის სამი კლუბი გამოვთიშეთ. თანაც, ვერავინ იტყვის, რომ გაგვიმართლა და ეს შემთხვევითი გამარჯვებები იყო. ამ ბიჭებმა ლიგა 4-ის გათამაშებაც მოიგეს და ლიგა 3-ში დაწინაურდნენ.

...ვფიქრობ, რომ ამ მოთამაშეებს აქვთ დიდი რესურსი, წარმატებით ითამაშონ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც და უფრო მაღალ დონეზეც - მათ შორის, ასაკობრივ ნაკრებებში. რაც შეეხება მეტოქეს, „ტორპედო“ ძალიან ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ქუთაისური კლუბი ბოლო სეზონშიც გამორჩეული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ წინასამატჩო მოცემულობაა, დანარჩენს თამაში გვაჩვენებს. პლუსები ჩვენც გვაქვს და შევეცდებით, გამოვიყენოთ.

„ტორპედო“- "ლოკომოტივი 2“-ის შეხვედრას ალეკო"აფციაური განსჯის. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით სანოძე იქნება. ფინალურ შეხვედრაზე სამსაჯო ბირგადის შემადგენლობაში VAR-ის ჯგუფი იმუშავებს: ვიდეომსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება, ხოლო ვიდეომსაჯის ასისტენტი - ჯენერი ხორავა.

თასის ფინალურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

რატი შელეგია, Sportall.ge-სთვის“, ბათუმიდან

• Fyore

ჩვენ გვაქვს ერთი მოტივი ... ლოკომოტივი.

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...

2 ნოემბერს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

თასის ფინალი: "ტორპედო" - "ლოკომოტივი 2" [LIVE]

"ტორპედომ" "ლოკომოტივი 2" დაამარცხა და საქართველოს თასი მეხუთედ მოიპოვა [VIDEO]