ორი წლის წინ (18 დეკემბერს), კატარის 2022 წლის მუნდიალი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ ამბავს მიეძღვნა...

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველთვის ემოციებისგან დაცლილები ვართ და მცირე პერიოდი მოწყენილობაც კი ისადგურებს. ახლა ყველაფერს ისიც ემატება, რომ კატარის მუნდიალზე ბევრი ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც მომდევნო ჩემპიონატებზე ვეღარ ვიხილავთ და ის გვაფიქრებს, ვნახავთ კი მათ ღირსეულ შემცვლელებს, ამ ტაქტიკურ ჭიდილსა და პრაგმატიზმზე გადართულ თანამედროვე ფეხბურთში? დასასრული ისეთი იყო, როგორიც ამ სევდის საბაბს შეშვენის - ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა...

მსოფლიო ფეხბურთს არაერთი დიდი მოთამაშე ახსოვს და მათი გარკვეული დახარისხება იქნებ კარგი საქმე არც იყოს. ზოგიერთი ნაკლებად ტიტულოვანია, ვიღაც არასათანადოდ დაფასებული, თუმცა ვერ გავექცევით იმას, რომ საერთო შეთანხმებაც არსებობს. აქამდე ასეთი ორზეა - პელე და მარადონა. სიტუაცია მესამის დასახელებას მოითხოვს, თორემ ეს შეუძლებელია თვითმიზანი იყოს. ვინ არ მოუაზრებიათ მანდ - იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო, ბრაზილიელი თუ პორტუგალიელი რონალდო, თუმცა ყველაზე დიდი შანსი ყოველთვის მაინც ლიონელ მესის ჰქონდა. არგენტინელი "ათიანი" მთელი კარიერის განმავლობაში სხვა პლანეტაზეა. შესაძლოა, გაცვეთილი ფრაზაა, თუმცა ის გენიოსია, რომელსაც შეუძლია ისეთი რამ მოიფიქროს, უსწრაფესი გადაწყვეტილება მიიღოს და შეასრულოს, რომლის გააზრება ჩვეულებრივი ადამიანისთვის რთულია და ვერც ერთი მწვრთნელიც მოიძებნება, რომელმაც შეიძლება ეს "ტვინში ჩაგიდოს". რა აკლდა მესის იქამდე, რომ პელესა და მარადონას გვერდით თამამად მოეხსენიებინათ? - მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა. საკლუბო დონეზე, მან "ბარსელონას" ისტორიას ახალი სიცოცხლე შთაბერა - ჩემპიონთა ლიგაზე მისი უპირობო ლიდერობით სამჯერ გაიმარჯვა, მადრიდის "რეალთან" შთამბეჭდავი შედეგები დააფიქსირა, გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა საოცარ ნიშნულზე აიყვანა. რაც შეეხება სანაკრებო ამბებს, კოპა ამერიკა კი მოიგო, თუმცა მთავარი მიზანი ახლა კატარში შეასრულა.

მესი მსოფლიო ჩემპიონობის გარეშეც გენიოსია, ამ ტიტულის შემდეგაც იქნება ბევრი საუბარი იმაზე, არის თუ არა თუნდაც თავის თანამედროვე კრიშტიანო რონალდოზე მეტი ან კილიან მბაპე უფრო დიდი ხომ არ გახდება, თუმცა ყველაზე დიდები რაღაც ზებუნებრივი ენერგიით დაჯილდოებულნი არიან, რაც მესის შემთხვევაში, ობიექტურად ყველაზე მეტი დოზითაა.

ლიონელ მესი კატარში იმაზე ემოციური იყო, ვიდრე გვინახავს. არადა, ის ამ სიდიადის მიუხედავად, მუდამ თავმდაბალია, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც აფასებენ. არავის უნახავს ლეოს სკანდალები, არც პაპარაცების ობიექტი ყოფილა. მესის ძალიან აქტიური გულშემატკივარი მეუღლე ჰყავს, რომელიც მის ყოველ მატჩს ესწრება, 3 შვილი; არგენტინელთა "ათიანის" ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იძებნება, თუ რამდენად დიდ დროს უთმობს ოჯახს, შვილებს, მათი ინტერესების გათვალისწინებას...

მესის გაჩემპიონებას "ბარსელონამ" განსაკუთრებული პოსტები მიუძღვნა. ის მათი სიმბოლოა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერას ახლა სხვაგან აგრძელებს. ვისი ბრალიც უნდა იყოს ეს ამბავი, არასასიამოვნოა. მესის თითქოს მხოლოდ ორ გუნდში უნდა ეთამაშა, "ბარსელონა" მისთვის მეორე სამშობლო იყო, სადაც ყველაფერი გააკეთეს, ლეოს საკუთარი უნარები სრულად გამოემჟღავნებინა...

მესი ძალიან მებრძოლ და ძლიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ნაკრებში რჩება. მან შესაძლო წასვლა მოტივაციისთვის გამოიყენა, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონის რანგში თამაში მისთვის სხვა პატივია. აქამდეც, რამდენჯერმე განაწყენდა, უფრო საკუთარ თავს გაუბრაზდა, წავიდა, საბოლოოდ კი დიდებული სანაკრებო პერიოდი დაუდგა, რასაც საკლუბოზე ვერ ვიტყვით.

შევხვდებით 2026 წელს, იმედია, საქართველოს ნაკრებთან ერთად!

Maradona
მე ფეხბურთის თამაში ორმა დიდმა გენიოსმა იოჰან კრუიფმა და დავით ყიფიანმა შემაყვარა. დიეგო მარადონამ ეს სიყვარული საერთოდ მეცხრე ცაზე აიყვანა და ფაქტიურად მექსიკის მთელი ჩემპიონატი სულ ფეხზე დამდგარი მაყურებინა, რადგან ისეთ სიგიჟეებს აკეთებდა, რომ დიდი აღტაცების გამო სკამზე ვეღარ ვჯდებოდი! ლეო მესიმ და ასევე გაუჩომ კი საერთოდ ფეხბურთი სხვა - მესამე განზომილებაში გადაიყვანა. ეს განზომილება კი პირადად ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე კარგი და საუკეთესოა! მე დღესაც აქ ვარ და მსოფლიო ფეხბურთში ეს საუკეთესო ხუთეულიც, ჩემს გულსა და გონებაში მუდამ საუკეთესოდ დარჩება...
Maradona
მე ფეხბურთის თამაში ორმა დიდმა გენიოსმა იოჰან კრუიფმა და დავით ყიფიანმა შემაყვარა. დიეგო მარადონამ ეს სიყვარული საერთოდ მეცხრე ცაზე აიყვანა და ფაქტიურად მექსიკის მთელი ჩემპიონატი სულ ფეხზე დამდგარი მაყურებინა, რადგან ისეთ სიგიჟეებს აკეთებდა, რომ დიდი აღტაცების გამო სკამზე ვეღარ ვჯდებოდი! ლეო მესიმ და ასევე გაუჩომ კი საერთოდ ფეხბურთი სხვა - მესამე განზომილებაში გადაიყვანა. ეს განზომილება კი პირადად ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე კარგი და საუკეთესოა! მე დღესაც აქ ვარ და მსოფლიო ფეხბურთში ეს საუკეთესო ხუთეულიც, ჩემს გულსა და გონებაში მუდამ საუკეთესოდ დარჩება...
Guriec
ლეო შენ ბურთით ხელში დაბადებულო! მაგარი ხარ ბაბუ და არ უნდა არსებობდეს კოღხვები პელეს და მარადონას გვერდით მესა.ე ვინ უნდა იყოს, რა ბევრი ბაზარი უნდა, რომ ეს ლეოა! ის ხომ თვითნაბადი ბრილიკია, ალმასი მოკლედ და კონკრეტულად! მიდი ლეო, მეცხრე ოქროს ბურთიც ამოიდე იღლიაში და იქედან მეათემდეც აღარაფერი რჩება! მიაწე ძველო, შენ ხომ შეგიძლია!
გია
მესიმ შემაყვარა ფეხბურთი!ის ჩემთვის ნომერი პირველია!
Lasha
Meskhi
ასეა!
ლეო მესი! ყველას მირჩევნია, თავისი განუმეორებელი თამაშით და ამ თამაშს ქვია ფეხბურთის ზეიმი და საფეხბურთო შოუ! ამით ყველაფერია ნათქვამი!
baggio
მესი უძლიერესია, მაგრამ თავად ფეხბურთი ვერანაირად ვერაა
არტ
დაგუგლე ძმაო მესის 20 საუკეთესო გოლი, მერე ასისტი და მერე დრიბლინგი. მერე იგივე გააკეთე მარადონაზე. და დაინახავ რომ მესი ჯობია და საგრძნობლადაც.
Bs
რონალდინიო გაგიგიათ? ზესტაფონის მარგვეთში თამაწჰშობდა კოკაიას დროს, ალბათ მაგ დროს ჩვენ ჩემპიონატს არ უყურებდით და მაგიტომ გამოგრჩათ
GEO
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ვინ რამდენი ტიტული მოიგო და ვინ ვის გვერდზე თამაშობდა, მე ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებდი ბურთის ორი ჯადოქარიდან მარადონა და რონალდინიოსგან. რომ შევადაროთ მარადონასა და მესის დრიბლინგები, ხომ ორივე ძალიან მაგარია, მაგრამ მარადონა თავისი ჰაბიტუსით ბურთთან უფრო ლამაზი და ეფექტური მეჩვენება, ვიდრე მესი. რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურად და თავისებურად აღიქვავს ფეხბურთის სილამაზეს, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია
გელა
მესი, პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ის თავადაა ფეხბურთი...
კახელი პაპა
მარადონა მაინც მეტია მარადონამ ნაპოლიც თვითონ შექმნა და ნაკრებიც. ორივეგან ნოლიდან დაიწყო მესის ბარსელონაშიც ძლიერი ხალხი ყავდა და ნაკრებშიც. მარადონა კი ერთი იყო, ერთი.... და ნაპოლის რის მოგებაც შეიძლებოდა ყველაფერი მოაგებინა
სტალინი
ოლეგ ბლოხინი არ დაგავიწყდეთ
skaro
დი სტეფანომ, ეუსებიომ, ბეკენბაუერმა მაიერმა მიულერმა რუმენიგემ, ბრაიტნერმა, კიგანმა, კემპესმა, არდილესმა, ზიკომ, ფალკაომ სოკრატესმა ნეესკესმა, რესენბრიგმა კროლმა და სხვებმა რა დააშავეს
ბურთი
ვერის რონალდო ვერ ის რონალდო, ნომერი ერთ ლეონელ მესიიიი !
მერაბ გ.
ჩემი აზრით ყველა დროის 4 საუკეთესო ფეხბურთელია: პელე, კრუიფი, მარადონა, მესი /ქრონოლოგიურად/ შემდეგი ხუთეულია - ზიდანი, გარინჩა, რონალდუ, ვან ბასტენი, რონალდო; შემდეგ - ბესტი, პლატინი, ყიფიანი, ინიესტა
ლაშა-ს
არა ბიჭო,ხახოლი!(((
თემო
მესი რომ დიდი ფეხბურთელი, სპორტსმენი და ადამიანია,ამაზე კამათი კი არ ღირს. ცალკე მინდა ავღნიშნო, რომ კატარის ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდა კიდევ იმით, რომ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ სპორტული ფორმის მწვერვალზე.ყველგან ეროვნული ჩემპიონატების შუაგულში ფეხბურთელები მრავალგზის უკეთესად გამოიყურებოდნენ ვიდრე ტრადიციულად ზაფხულში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატების დროს, როცა ეროვნულ ლიგებში სეზონი დამთავრებული არის და ფეხბურთელები გადაღლილები არიან
ოთარი
ბატონო ზურაბ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს. რათქმაუნდა ძნელია დიდების გვერდით დიდად გამოჩნდე და პელემ ეს შეძლო, მაგრამ ორ მომენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას 1. 1962 წლის ჩემპიონატი გარინჩამ მოიგო (ასეა აღიარებული თორემ მე პირადად კრუიფის თამაშიც არ მინახავს) 2. მესის გვერდით თქვენი დასახელებული ხუთეულიდან ერთი მაინც რომ ყოლოდა გვერდით, ეჭვი მაქვს არც ფრანგებს დაადგებოდათ კარგი დღე და არც 2014 წლის ფინალს წააგებდნენ. იგივე შეიძლება ითქვას მარადონაზე და 1990 წლის ფინალზე. ზოგადად კი მგონია, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ეს დიდებული ფეხბურთელები ერთმანეთს ვადაროთ. ვიყოთ კმაყოფილი იმითი, რომ მათი თამაში ზოგმა ტელევიზორით და უფრო ბედნიერებმა ცოცხლად ნახეს.
ზურა
პელეზე ისეთ სისულელეს ამბობ, დავადაც კი არ ღირს
levani
კვარაცხელია არ მოგაწყენთ!
ადამიანი
დიახ ბატონო და მით უფრო დასაფასებელია საშუალო რანგის თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიოს მოგება :)
თემო
დავით 67-ო გვესმის, რომ ვერ იტან ლეო მესის, მაგრამ ასე გაბოროტებაც უკვე ნამეტანია.
Georgian
https://m.youtube.com/watch?v=ZRsfsJNvApQ Es link Naxet da sheedaret mere is qartvelebi argentinelebs, vinc sakutari eri mter-rusebs dautmet da dges Argentinas dascinit
ქართველი
პატივისცემა პელესაც და მარადონასაც მაგრამ მორჩა. მესიმ ფეხბურთი დახურა. აი კინო რო მორჩები და სუბტიტრები რო ამოდის ბოლოს ისეთი მომენტია. ფეხბურთს 1 ღმერთი ყავს და ეს არის მესი. მერვე ოქროს ბურთსაც მოიგებს და მორჩება ამით ეს დაუჯერებელი 17 წლიანი თავგადასავალი. გუშინ ყველა კითხვის დასმას აზრი დაეკარგა.
კიეზა
მესი რომ გენიოსია..ორი აზრი არ არსებობს..მარადონა ომის დროს არ თამაშიბდა და რათქმაუნდა არის უამრავი თამაში..მასავით ქარიზმა და ლამაზად თამაში..მხოლოდ გაუჩო თუ მივა..ზოგადად კი მარადონა..მესი და გაუჩო არიან..პელეც მაგარი იყო მაგრამ საგრძნობლად დაბალი დონე იყო 70 იანებში..დანარჩენი კი ბატონო ათეულში ზიზუც..კიჭაც და კრიშტიანუ
ჯონი ტაპია
თამაშის სტილი არ უნდა დაგეწერა.
Lasha
Aregentineli xar?
Gia
Mesi maradonaze titulovania da riti iyo Maradona meti? Aset asakshi msoflios ro moigeb da aseti aqtiuri iqneb ar vici eg vinmem shedzlos.
ზურა
საინფორმაციო უზრუნველყოფა (ვიდეომასალა) - ერთერთი უმთავრესი ფაქტორი ფეხბურთელის შეფასებაში, შეუძლებელია ამით მოხდეს პელეს და თანამედროვე ფეხბურთელების დონის შედარება. მარადონა რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მენოტის ჰკითხეს - არის თუ არა უკვე მარადონა პელეზე დიდი. მენოტი - პელეს დონის რომ გახდეს, ჯერ 1000 გოლი უნდა გაიტანოსო. ცოტა პერიფრაზირებას თუ მოვახდენ - პელე სამგზის მსოფლიო ჩემპიონია და 1970 წ ნაკრებშიც წარმოუდგენლად დიდი ფეხბურთელების ფონზეც კი (გერსონი, ტოსტაო, რიველინო, კლოდოალდო, ჟაირზინიო) დიადი იყო. მესი უდიდესია, მაგრამ ერთგზისაა და დღევანდელი არგენტინის ნაკრების ვერცერთი სხვა ფეხბურთელი ზემოთჩამოთვლილ ბრაზილიელებთან ახლოსაც ვერ მივა
დავით 67
გაჩუმდი მაინც. ეს ისეთია სპილო რომ შეადარო თაგვს წონაში. აქ ფეხბურთელზეა ლაპარაკი, თორემ დიმიტრი გელოვანზე კი არა. რა შუაშია აქ მეოჯახეობა. ან თუნდაც გადასახადების დამალვა. პელეს სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიო. მესი მის გვერდით უნდა დააყენო ? თუ მაგ ლოგიკით ხელმძღვანელობ? შენი არ ვიცი და აქ ერთი მეკამათებოდა მე იმ წელს დავიბადე როცა მარადონა ჩემპიონი გახდაო და არ მინახავს მისი თამაშებიო,მაგრამ მესი სჯობიაო)) ინტერნეტში უამრავი ვიდეო მარადონაზე და ნახვაც არ უნდა ზოგს
Irakli
რა თქმა უნდა მესის სრულფასოვნად შეუძლია პელეს და მარადონას გვერდით დგომა. აქ ორი აზრი არ არსებობს. სხვა საკითხია მესი თუ მარადონა, და ჩემი მოკრძალებული აზრით მესი, რატომ? იმიტომ რომ: 1. თუ ტიტულებით ვიმსჯელებთ მესის ერთადერთი მოსფლიო ჩემპიონობით ჩამოუვარდებოდა მარადონას და ახლა ესეც არ არის. საკლუბო ტიტულებით კი მარადონა ახლოს ვერ მივა მესისთან; 2. მესის კარიერის ხანგრძლივობა, გოლები, თამაშის სტილი,მე ვფიქრობ შესამჩნევად აღემატება მარადონისას; 3. ფეხბურთი პირველ რიგში მაინც სპორტია, და როგორც სამაგალითო სპორცმენი, მისაბაძი მაგალითი ახალი თაობისათვის მარადონა მესისთან ახლოსაც ვერ მოვა; 4. მესი - თავმდაბალი ადამიანი, კარგი მეოჯახე, არასდროს გახვეულა სკანდალებში, ღირესეულად იღებდა დამარცხებასად და გამარჯვებასაც, რისგანაც სამწუხაროდ მარადონა მეტისმეტად შორს იყო. კიდევ შეიძლება გაგრძლება, ხოდა რა თქმა უნდა მესი!
tngh
ფეხბურთის მეფე იყო, არის და იქნება მისი უდიდესობულება, განუმეორებელი პელე!!! ვულოცავ არგენტინას ჩემპიონობას!!!
გია
სიმართლე გითხრათ მეც არგენტინის და ჩემი საყვარელი ფეხბურთელის მესის ქომაგობით, ისე ვარ დაცლილი ემოციებისგან, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზზე თუ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა. გუშინ სულ დამამშვიდებელი წამლებით ვუყურებდი ფინალს (გადარეულ ფანებს რა დაგვამშვიდებს?) და არ მეგონა ბოლო წუთებზე თუ გადავრჩებოდი ისე მიცემდა გული. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფრი მშვიდობით დამთავრდა!
მესისა და კვარაცხელიას დაპირისპირების დიდი შანსი - რა გველის ივნისში
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარში ჩატარდეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
ლორია: ყოველთვის ჩემი ნაკრების გვერდით ვიქნები. მადლობა, საქართველოს!
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
მარადონას კარიერის საუკეთესო მომენტები [PHOTO]
მესიმ და სუარესმა საკუთარი კლუბი დაარსეს
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
მარადონას და მესის ერთნაირი გოლები - რომელი სჯობს? [VIDEO]
კვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
[VIDEO] მესის დუბლი და 2 საგოლე პასი "კოლუმბუსთან"
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 2 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
მარადონას გუნდზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე მესის - მარკო ვან ბასტენი