2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ამაღელვებლად დასრულდა. არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა. ლიონელ სკალონის გუნდმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 დაამარცხა. "ალბისელესტეს" ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის დიდი გზა გაიარეს.

გთავაზობთ 5 ახალ ტენდენციას, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დამკვიდრდა:

1) ყველაზე მეტი სენსაცია 64 წლის განმავლობაში - აუტსაიდერთა ტურნირი

მუნდიალი ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურიდან ხმაურიანად დაიწყო. აწ უკვე ჩემპიონი არგენტინის ნაკრები, ყველასთვის მოულოდნელად, საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია მაროკოს ნაკრების წარმატებაც, ვალიდ რეგრაგის გუნდმა მერვედფინალში ჯერ ესპანეთი, შემდეგ კი პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა; ასევე - მესამე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში, რომელიც საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვდა და ევროპას და ამერიკას არ წარმოადგენს.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ხორვატიის ნაკრებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ზლატკო დალიჩის გუნდმა გასულ მუნდიალზე ფინალში გასვლა მოახერხა, მათგან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსგავს შედეგს არავინ ელოდა. ხორვატებმა მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები დაამარცხეს და ნეიმარის ბოლო მუნდიალიც იმედგაცრუებით აღსავსე გამოდგა.

ექსპერტთა მტკიცებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე 15 მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

2) ნაკლები დარტყმა, მეტი გოლი

წლევანდელ ტურნირზე მოთამაშეებმა კარისკენ მხოლოდ 1485-ჯერ დაარტყეს, რაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კატარში გამართულ მატჩებში ფეხბურთელები კარისკენ საშუალოდ 22.8-ჯერ ურტყამდნენ.

ამის მიუხედავად, 2022 წლის მუნდიალი 172 გატანილი გოლით ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გამოდგა. სტატისტიკურად, საჯარიმოს შიგნიდან უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე წინა ოთხ ტურნირზე.

3) ყველაზე მეტი ნაჩვენები ბარათი 2010 წლის მუნდიალის შემდეგ

კატარის მუნდიალი ამ მხრივაც გამორჩეული გამოდგა, 227 ყვითელი ბარათი, რაც ყველაზე მეტია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. რაც შეეხება წითელ ბარათს, აქ ტენდენცია არ დარღვეულა, 4 წითელი ბარათი, იმდენივე, რამდენიც რუსეთში გამართულ მუნდიალზე.

გაიზარდა სათამაშო დროც, მატჩების მიმდინარეობისას მსაჯების მიერ დამატებული წუთები გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი სანახავი იყო. ფეხბურთელები საშუალოდ 6 წუთით უფრო მეტს თამაშობდნენ, ვიდრე 2018 წლის მუნდიალზე.

4) ახალგაზრდა ფეხბურთელები მუნდიალზე

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უამრავი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე ვიხილეთ - 19 წლის ჯუდ ბელინგემი, ამავე ასაკის ჯამალ მუსიალა და 19 წლის გავი, ინგლისის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები იყვნენ.

5) ასაკოვანი ვარსკვლავები

კატარის მუნდიალი განსაკუთრებული მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით არ ყოფილა. 35 წლის ლიონელ მესი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. "ლა პულგამ" "ალბისელესტეს" ულიდერა და ნანატრი ტიტულიც მოიპოვა; ხორვატიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, 37 წლის ლუკა მოდრიჩი გუნდის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. ჯამში ამ ორმა ფეხბურთელმა კატარის მუნდიალზე ვეტერან ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 7 მატჩი გამართა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
FIFA-მ დაადასტურა - 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
მესის სახლთან ათასობით არგენტინელი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]