სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

სოსო
ამ საიტზეც დაიწერა,გიჟივით ვარჯიშობსო და საცივის ჭამა,ვარჯიშში ეთვლება?ბიჭს ხერხემლის ტრავმა ჰქონდა,სანამ ბოლომდე არ განიკურნებოდა,მისი დატვირთვა არც შეიძლება.რაც ვარჯიში დაიწყო,ბუნებრივია რომ ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო.სათამაშო პრაქტიკა აკლია,თანაც საწყის წუთებში,სამჯერ ისე ზეუხეშად ეთამაშნენ და მილანში დაბადებულ გაზრდილმა მსაჯმა გაუტარა,რომ მეგონა,შესაცვლელი გახდებოდა.სამი მცველი მასზე ეკიდა,მაგრამ ნახევარდაცვის ცენტრიც ჩავარდნილი იყო და მარჯვენა ფლანგიც არ აქტიურობდა.სწორედ მათ უნდა ეაქტიურათ და გამოეყენებინათ შედარებით მეტი თავისუფალი სივრცე.ნაპოლი ვერ მოძრაობდა,ცენტრიც წააგეს და არც ოლივერა ეხმარებოდა ხვიჩას სივრცის გათავისუფლებაში.ხვიჩა ორ-სამჯერ შემოვიდა ცენტრისაკენ და ყოველ შემოსვლაზე,მისმარჯვენა ფეხთან რომ აღმოჩნდებოდა ბურთი,მასზე უკვე მცველი იყო გამოსული და დარტყმის არეს უბლოკავდა.დასარტყმელ პოზიციაში კი,არავინ ეხსნებოდა.ინტერი ფიზიკურად სასწაულად იყო მომზადებული და უმოძრაო ნაპოლი,გადაყლაპა.მსაჯს რომ წესიერად ემსაჯა,სულ ცოტა ორჯერ გააყვითლებდა ხვიჩას მცველებს და მასაც გაუადვილდებოდა თამაში,მაგრამ მსაჯმა ყველაფრის ნება მისცა ინტერს და როცა ყველა და ყველაფერი შენ წინააღმდეგაა,ფორმაში ჯერ არ შესული ხვიჩა,ვერაფერს იზავდა.ელემენტარულია,როცა სამი კაცი ერთ კაცზეა მიმაგრებული და გუნდი ამას ვერ იყენებს,ეს იმ ერთი კაცის კი არა,დანარჩენი გუნდის ბრალია.
სოსო
რატომ ასოცირდება ბრბოსთან?!სწორედ ეს არის ბრბო!
zura222
ანუ გამოძვრნენ ნაც ვირტხები სოროებიდან ?? გადავხედე კომენტარებს და ვიფიქრე რომ სადღაც სომხურან ან რუსულ საიტზე მოვხვდი @ იმდენი ბოღმიანი და ნიშნისმოგებითი კომენტარია--"აი ხომ ვამბობდი ხვიჩა არაფერი ფეხბურთელი არააო" ასეთ სტილაში @ ერთმა ნაც ვირთხამ ისიც კი დაწერა ხვიჩამ მარტო ერთი ფინტი იცისო და თურმე სწორად დაახატა იმაზე იმ ავადმყოფმა ანანიამ @@ და იმ ნაგვის ბოღმიან იდიოტობას 8 (!!!) მოწონება აქვს @@ არა რაა სანამ სოროსის და ნაც ვირთხები არ გადაშენდებიან საქარტველოს გახარება არ უწერია @@
zura222
ჩვენ შორის ტროლი ვინცაა ეტყობა ზედ შე ნაც ვირთხა სახელის დაწერისაც გეშინია@
გეგი
100%!!!
L.J .
Vigac autsaidertan ro ase iumedod waegot kidev gavigebdi amat gaborotebul komentarebs,magram gundma waago intertan stumrad da daiwyo egreve amati xalisi....
zura222-s
აი გამოხტა კიდევ ერთი დაქირავებული ტროლი..ასე გააგრძელე
გიორგიპირველი
გერმანელი კომენტატორი ერთგან აქებს კვარაცხელიას, კარში დარტყმის მომენტში კი ამბობს, რომ აშკარაა, რომ მას ფორმაში შესვლა სჭირდება და პირველი ტაიმის შემდეგ დაეტყო, რომ საკუთარ თამაშს იპოვის - კარგი პასი გააკეთა, ახლა კი კარში დაარტყაო. ვიცით, რა დონეზე შეუძლია მას თამაშიო. გერმანელ კომენტატორს რომ ბევრ აქ დამკომენტარებელზე უკეთ ესმის ფეხბურთი, ეგ არაა გასაკვირი. გასაკვირი უფრო ისაა, საიდან ჩნდება ამდენი დაბოღმილი და ენაბოროტი ადამიანი. სად არინ ხოლმე გატვრენილები? რუსთაველის არ იყოს, "ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა" - ერთი სული აქვთ, ვიღაცას ფეხი დაუცდეს. არადა, რა ფეხის დაცდენაა ეს? - ყველამ ვიცით, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ნებისმიერ გუნდსა და ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, მით უმეტეს, ტრამვის შემდეგ. ისიც ვიცით, რომ გუნდი სეზონში ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ცუდია, ცუდი, რომ ამდენი გამოროტებული და ხელმოცარულია ჩვენს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, ამ ბოღმიანი კომენტარების ავტორების დიდ ნაწილს თამაშისთვისაც არ უყურებია. დამშვიდდით, ხალხო, დამშვიდდით - კვარაცხელია აუცილებლად შევა ფორმაში, ნაპოლი გახდება თუ არა ჩემპიონი, ეგეც არავინ იცის - ეგეთი ადვილი არაა იტალიის ჩემპიონობა. მთავარია, მაგარი გუნდია და აუცილებლად ათამაშდება ისევ გუნდიც და ხვიჩაც. ამ თითებბოროტა ხალხი ისევ დარჩებით უსაქმოდ :-)
zura222
ფეხბურთის პროფესორებო ხვიჩას რომ ეტაკეთ საერთოდ გაგებაში არ ხართ ფეხბურთის ტაქტიკის და სათამაშო სქემის @ ამ თამაშმა მე გამახსება ის ავადმოსაგონარი ფინალი მაკედონიასთან ! ზუსტად იგივე სტილში ითამაშა გუშინ ინტერმა როგორც მაკედონიამ მაშინ ანუ აქტიური ყრუ დაცვა--ფაქტიურად როცა ნაპოლის თავის მოედანზე ჰქონდა ბურთი ინტერი თამაშობდა 5-5 და უფრო ხშირად 4-6 ტაქტიკით ანუ მუდმივად ყავდა 5 და 6 ფეხბურთელი მეტოქის ნახევარზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ ნაპოლის ფეხბურთელებს და საკუთარ მახევარზე ხვიჩას და ოსიმენის წინააღმდეგ 4-5 ფეხბურთელს ტოვებდნენ (ჯერ პოლიტანო და მერე ლოზანო ტყუილად იდგნენ თავის ფლანგზე და იმათ ისეთ ყურადღებასარც აქცევდნენ მცველები) და ნაპოლის დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ ამოჰქონდა ელემენტარულად @ და ამ სიტუაციაში ვერ გამოიძებნა 1-2 ფეხბურთელი რომელიც ბურთს გადაიტანდნენ მეტოქის მოედანზე და პასს მისცემდნენ გარღვევაზე ხვიჩას ან ოსიმენს @ და როცა ნაპოლი ძლივს გადადიოდა შეტევაში ინტერის 5-5 სტილი უცბად იცვლებოდა 9-1 ად ! ინტერელებს ფაქტიურად ყველა კუთხე და კუნჭური გადაკეტილი ქონდათ მოედნის ყველა მონაკვეთზე ქმნიდნენ უპირატესობებს და ეს მაგათი უმაგრესი ფიზმომზადების ბრალია ამას პლიუს ლამის ყველა მაღალი ბურთი მოიგეს და ყველა ორთაბრძოლა და ნაპოლიმ ეს თამაში 0-4 ან 0-5 რომ არ წააგო ჯურ ლუკაკუს და ჯეკოს უნდა უთხრან მადლობა და მერე იმას რომ ინტერი საკუთარ მორდანზე აქტიური დაცვის სტილს თამაშობდა და მეტოქის კარს ისე ხშირად არ უტევდა ! ეს თამაში ინძაგიმ მოუგო სპალეტის! სპალეტის ან სათადარიგო გეგმა არ ქონდა (როგორც იმ ფინალში ვაისს) ან ბრინჯივით დაიბნა და ვერ შეცვალა სტილი და სამაგიეროდ მოძებნა მთავარი დამნაშავე--ხვიჩა და შეცვალა @ ისე უნდა ითქვას რომ ელმასმა რამოდენიმე მომენტში ძალიან მაგრა ითამაშა! არაა ეგ კაცი სკამზე დასასმელი ! უმაგრესი ფეხბურთელია და დროა სპალეტიმ იფიქროს პოლიტანოს და ლოსანოს მაგივრად დააყენოს მარჯვნივ(მითუმეტეს უთამაშია ხშირად ელმასს მარჯვნივ) ელმასი მარჯვნივ და ხვიჩა მარცხნივ მგონი მაგრა გაამართლებს იმიტომ რომ ორივეს შეუძლია ფლანგების შეცვლა და ხშირად რომ შეცვლიან ფლანგებს ამით მეტოქეს გეგმებს აურევენ ! ან ზელინსკის ნაცვლად დაყენება სცადოს ცენტრში ან ანგისას ! ელმასი ამ ორივეზე ნაკლებად არ ითამაშებს მე ასე მგონია
L.J .
Ra xdeba??ram gagaborotad ase???cudi tamashi qonda mtel gunds da ara xvichas, rac ar unda gagikvirdet,chveulebrivi adamianebi arian da matac aaqvt kargi da cudi dgeebi!!!gvedshi daudeqit bichs an saertod nu wert aset sashinel komentarebs!!!
აეა
ნაპოლის სირცხვილი
I
ამქვეყანას არასოდეს ეშველება ასეთი შურიანი ხალხით,აგერ აჰაა ნათელი მაგალითი და სიმართლე იმისა თუ რატომაა ქვეყანა წუმპეში.იმიტომ რომ ასეთი ღრძო,შურიანი, ბოღმიანი ადამიანებითაა სავსე და მაგიტომ არ უწერია სიკეთე ძალიან დიდი ხანი.
las-ს
რა საცოდავი ხარ გვერდიდან შეგახედა ნეტავ შენ თავისთვის,არაფერი გეშველებათ არა რაა.

რას ბლატაობენ ესენი? დაავიწყდათ, ავტობუსი რომ ჩააყენეს მთელი თამაში, თან სან-სიროზე?
ვანი
ქართველებმა რომ ყველაფერი გადამეტებული ვიცით ფაქტია კვარასგან უკვე ვითხოვთ გახდეს მესი მე კი უფრო მთლიანად გუნდი მაფიქრებს რადგან თუ ჩავარდნა დაეწყო კვარას ნაპოლის თრევა გაუჭირდება ნეტა ვცდებოდე მაგრამ მგონია რომ ნაპოლიმ რესურსი ამოწურა .
ბადრი
თავიდანვე ეტყობოდა, რომ მსაჯი ინტერის მხარეს იყო, 15-20 წუთის ფარგლებში რომ გაეყვითლებინა თუნდაც ერთი მოთამაშე, ასეთი ხისტი თამაში არ წავიდოდა და ასეთი თავდაჯერებულებიც ვერ იქნებოდნენ მილანელები.
289
კვარაზე მეტი ან კარგი რომელი იყო რომელმაც თავი გამოიჩინა და მერე ილაპარაკეთ ზოგ-ზოგიერთებმა ვინ რა გააკეთა შეტევაში ოსიმენი ანგისა ზელინსკი პოლიტანო ლოზანო და ასე შემდეგ
ბათკა
ნაპოლი შეიძლება გახდეს ჩემპიონი რაც ძალიან გვინდა მაგრამ უეჭველი გახდებაო საიდან იძახით. ოსიმენი რო ოსიმენია ეგეც ბოლოს მოიხოდა ცოტა და დანარჩენი ტოპ ი რომელია? ლობოტკა ზელინსკი და ანგისა? შარშან რო მეტქვა ეგენი ტოპები არიანო გაგეცინებოდათ. არ ყავს ნაპოლის რეალურად საჩემპიონო გუნდი. ერთადერთი კვარა თუ მართლა აღმოჩნდება სასწაული ის მოაგებინებს. კვარას კიდე იმხელა პასუხისმგებლობა დააკისრა საქართველომ რო აწი ან უეჭველი უნდა აჯობოს მესის თუ არადა ფარჩაკიაო ყველა იტყვის.არ აცადეს კაცს საქმის კეთება ეხლა აკიდეს პასუხიამგებლობა რომელიც მაშინ უნდა აეღო როცა გვეცოდინებოდა რო კვარა მართლა სასწაულია
alex
აუუუ ეს სალხი მაჩვენა მოედანზე , მაინტერესებს რას იზავდნენ.... ბიჭოოოოო ჯერ თქვენი გაგორებული ბურთი გვაძჩვენეთ და მერე წერეთ სისულელეები.... ან არ გცხვენიათ?! ან არ არ დაიღალეთ? რა უბედურება გვჭირს ქართველებს.... აცადეთ ბიჭს ფეხბურთის თამაში რა......
Rt
საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს ინტერი და ფიორენტინა ჯარიმების ხარჯზე და რთულია ვინმეს გაცდე მთლიანად ნაპოლის არ წაუვიდა თამაში კვარა კი მარტო ვერ მოიგებს ესეთ თამაშებს და რა ქნას მომდევნოზე გაიბრწყინებს და აგერ ნახავთ...
კაპიტან გარდენბურგი
ეს ფეხბურთია მათემატიკა კი არა, სულ პატარა ყურის ქავილმა შეიძლება ამოგაგდოს თამაშიდან და ამ კაცს ტაც გუშინ ურტყეს და პასუხისმვებლობა აჰკიდეს, რატომ თხოვთ სასწაულება სულ? საერთოდ არანაირი პრობლემა არაა გუშინდელი თამაში, არაფერი არ გაუფუჭებია, ავტო გოლი გაიტანა თუ რა? რაზე აკრიტიკებთ? მიდი ხვიჩა დაიკიდე ეს უაზრო კომენტარები, მარა ერთში მართალია ზოგს ვეთანხმები, ეს პაგრიარქის საქვეყნო მილოცვები, ეროვნული გმირის ტვირთის ძალაუნებური აკიდება და ნახევარი საქართველოს მასპინძლობა ნაპოლიში უშედეგოდ არ ჩაივლის, უამრავ ტვირთსაც ნიშნავს ძალაუნებურად, ის სიხალისე და თავმდაბლობა, სიმსუბუქე ხელოვნურად არ იქცეს. თავი აარიდე როგორმე ამ გავლენებს, ამ არველაძეებს, ქართულ გადაცემებს, უთავმოყვარეო მედროვეებს, სტუმრებს და ასე.შ ყველასთვის ვერ იქნები შენ ერთდროულად ყველაფერი. შენი ხელფასის ზრდაზე რომ სხვა ნერვიულობს და მერე რომ გაკრიტიკებენ, გაგიჟდები კაცი, არ უსმინო არავის, მთავარია იცოდე, რომ ყველას გვესმის ვისაც უნდა გაგება, რომ უკვე მაგარი ხარ და დიდი მომავალი გაქვს, თუ საკუთარ თავს უერთგულე. წარმატებები
დავით67-ს
კლავიატურის ვირტუოზი ხარ..

კარგი სახელი უწოდეთ. მე ხავსმოდებულ ნაფტალინიანებს ვეძახ. დიდი ხანი რომ ელოდნენ ამ წაგებას და ობი მოეკიდათ ტვინებზე
კაპიტან გარდენბურგი
100%
gogi
რა გჭირთ ხალხო რა კომენტარებია? ერთ დღეს აღმერთებთ და მეორე დღეს ერთი წაგების გამო მიწაში დებთ? არც გუნდი და არც ხვიჩა არაა ფორმაში ფაქტია, მაგრამ ესაა საკმაირისი მიზეზი ასეთი აგრესიისთვის? იტალიაა, ურთულესი ჩემპიონატია, ატლეტური, ხშირად უხეში თამაშია - მიჩვევა უნდა ამ ყველაფერს მათ შორის ფსიქოლოგიურად. პირიქით გამხნევება უნდა ხვიჩას და არა შაურმებზე ლაპარაკი. მის შეყვარებულზე ასეთი საუბრები კიდე საერთოდ სამარცხვინოა....
oto
ესმით მერე მაგდენი? რას იჭიმები ორიოდე თამაშის მერე და რონალდოობ?
გოგია
ე.ი. გავერთე კომენტარებზე. რამდენის მადლი მოისხეს ხვიჩამ და ნაპოლიმ ამ წაგებით. :)) როგორც ნეხვის ხოჭოები გამოძვრებიან ფუნადან კმაყოფილები და გამაძღარები, ისე გამოეფინენ შეუმდგარი პიროვნებები და ხვიჩას აკრიტიკებენ გახარებულები. :)
las
ეგ იცის ამ პოლიტ ნაგვებზე აყოლამ. თავგზა აუბნიეს. პატრიარქის მილოცვები, ტაძარში მოლოცვები და ინტერნეტში გამოდებები. ჩემი რჩევაა. დაანებე თავი ქართულ სივრცეს საერთოდ. ჩამოდი მარტო ნაკრების თამაშებზე და ისიც კონტაქტი არავისთან. ამათ მარტო თავისი პიარისთვის ჭირდები , შენ სულ ფეხებზე კიდიხარ
გია
კვარა მალე იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე იყო, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებს ვერც გუნდი და ვერცერთი ფეხბურთელი. კვარა ნამდვილი გულშემატკივარი შენს გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც, რადგან ჩვენ ერთი თამაშით არ ვსაზღვრავთ შენს ნიჭს და შრომისმოყვარეობას, შენ აუცილებლად ითამაშებ დიდ ფეხბურთს.
100%
თამაში წააგო სპალეტიმ. მოიგო ინძაგიმ და მსაჯმა. ველოდები ჩვენი ბრილიანტის გაბრწყინებას.
რა მაფიაა?
რა შუაშია გართობა, უგადატვირთულესი გრაფიკის მერე ტრავმა ქონდა ბიჭს და ვარჯიში კიარა სირბილიც არ შეიძლებოდა, რაც ნებართვა მისცეს იმის მერე ვარჯიშობს. აცადეთ, ჯერ რამოდენიმე კვირაა ვარჯიშობს
Me ar var Roboti
ფეხბურთის გაგებაში თუ იყოთ რა.. ხანდახან მგონია რომ ესეთი უტვინო/უცოდინარი ვერ იქნება ამდენი ქართველი ქომაგი მარა ჰა. გუნდმა ვერ ითამშა, კვარას აშკარად ეტყობა მონდომება, ფორმაში მალე შევა. ორჯერ ისე მწარედ ჩაარტყეს გული გამისკდა, მეორეჯერ საერთოდ ჯარიმა არ დანიშნეს. თუ ოდნავ მაინც გესმის ფეხბურთი ნახავდი კაცი რომ მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგი დაითვირთა და კვარა დაცვას ხშირად ეხმარებოდა. მოკლოდ აზრი არ აქვს ამის წერას მაინც იგივე საოცრებებს დაწერთ. კვარა იმეფებს ორ სამ თამაშში მთავრია უ ტ რ ა მ ვ ო ბ ა! კვარა წინ!
ჯუჯი
ხვიჩას წინააღმდეგ კარგი დაცვა და მობილიზებული გუნდი იყო.ბურთს ვერ ღებულობდა ისე აჯდნენ ფეხებზე.ამ დროს მარჯვენა ფლანგი უფრო გახსნილი იყო და იქედან უნდა ემოქმედათ.სპალეტის მგონი ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა,მაგრამ მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა თუ არ ათამაშეს. არა უშავს. ხვიჩას ორი თვეა ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.კიდევ კარგად გამოიყურებოდა დაძაბული მატჩის ფონზე.
ბაჩი
სწორი სახელი კი შეგირჩევია შენთვის ;)
დავით 67
აქ რომ კომენტარები წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერჩიკები არათუ ფეხბურთის აზრზე არ არიან, საერთოდ ფეხბურთიც არ უთამაშიათ. ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა. ამ ეგრეთწოდებულ კრიტიკოსებს უხარიათ როდესაც ხვიჩას თამაში არ გამოუვა. თვითონ სულ ჭამა და ხეთქვაზე ფიქრობენ და ასე ჰგონიათ რომ ხვიჩაც ასე იქცევა.ზოგმა საცოლეც დაუწუნა,რა დროს ცოლიაო. ვინ გეკითხებათ, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს,ერთ ორჯერ ისე მწარედ ჩაარტყეს ფეხებში რომ თუ ადგებოდა არ მეგონა, ვფიქრობ ცოტა შიშმაც იმოქმედა თამაშის ხარისხზეც. ეს მსაჯი სუფთა იდიოტი იყო გაფრთხილებაც არ მისცა მჩეხავებს. ბევრ მსაჯზე კატარში ჩატარებულმა ჩემპიონატმა იმოქმედა, მანდ ხომ ყვითელი ბარათები ჩაკერებული ჰქონდათ შორტებში! არაუშავს რომ წააგეს, შემდეგ თამაშზე უფრო მობილიზირებული გამოვლენ. წაუგებლად 2004 ში თუ 2005ში არსენალმა ჩაატარა ჩემპიონატი წაუგებლად. მეტი შემთხვევა არ მახსოვს. ასე რომ ზოგიერთის გულის გასახეთქად ხვიჩა ისევ ათამაშდება და გაგამწარებთ! ხო კიდევ ვიღაცას ისიც მოეწონა აქ პრეზერვატივზე რომ მისი ფოტო დაახატეს, ვიღაც უჯიშოებმა, შეიძინეთ და თავზე ჩამოიცვით
Skeleton
მადლობა გამოხმაურებისთვის . თქვენნაირი ადამიანები მიხარია. უბრალოდ ვუყურებ კომენტარებს და თვალებს ვერ ვუჯერებ. ეს ის ხალხია აქ ერის გადამრჩენელს და ღმერთის გამოგზავნილს რომ ეძახდა კვარაცხელიას. არასოდეს მსგავსი პათეტიკური ტერმინებით არ მომიხსენიებია არავინ, საკუთარ თავს არ უნდა აკადრო პირველ რიგში ეგეთი სიყალბე. რეალურად იგივე ხალხი ახლა რას აკეთებს? ბოლო დონის სიტყვებით ლანძღავს, თან რის გამო? პირველი თამაში წააგო გუნდმა სერია ა ში. ამიტომაც არ მჯერა მე ამათი გულშემატკივრობის და ამიტომაც ვერიდები ფანატიკოსებთან დიალოგში შესვლას. იმდენი ბინძური კომენტარი წერია, უბრლოდ სანთლით საძებნია ადეკვატური გულშემატკივარი. უკვე ყველა ამათნაირი მგონია. ნეტა რაში ჭირდება ხვიჩას აწი ამათი გულშემატკივრობა. იმსახურებდეს მაინც იმას, რასაც ახლა უკეთებენ. ყველაფერი ფეხქვეშ გათელეს, ამათ ვინმე უყვართ საერთოდ? მის პირადზე ჭორაობენ, მის ნიჭზე და პროფესიონალიზმე ქილიკობენ, ამცირებენ, ლანძღავენ... ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს და ზეპირად ვიცი მომავალში რა მოხდება. პირველივე გოლზე იგივე ხალხი აყვირდება აქ და ისევ უფლის გამოგზავნილის ძახილს დაუწყებენ. ასე იტრიალებს დაუსრულებლად... გულისამრევია
ავჭალიდან
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”

უკვე სიძულვილით და ღვარძლით სავსე კომენტარს უწერ და აწი ვის რაში ჭირდება შენი გულშემატკივარობა და გოლების დროს ღრიალი. ეგ ხართ ზუსტად ქართველები. არც გულშემატკივრობა იცით და არც მხარდაჭერა

ერთი წაგებული თამაშით ეგ დასკვნა გამოიტანე? ერთი სული გქონდა წაეგო და გელანძღა ხო? სხვა გუნდები არ აგებენ? ყველა თამაშში ყველა ფეხბურთელი მაგარ ფორმაშია? ამის მერე შენი გულშეატკივრობა ვის რაში ჭირსება. ბოღმაა ვერ იკავებთ , წაგების დროს მხარს არ უჭერთ, ვის რაში ჭირდებით საერთოდ. მოგების მერე აქ რომ შემოვალ ისევ აყიჟინებული რომ დამხვდებით ამას ეძახით გულშეატკივრობას? არ შემიძლია ეს პრიმიტიული მიდგომები

მშრალი გავიდა კაცი მოედნიდან, არც კი გაოფლიანებულა. თითქოს ძალით არ უტევდა. რა დროს ცოლია შე კაი კაცო, დაგვისკდა გულები. არც ისეთი ტრავმა გქონია ესე რომ გეთამაშა ეხლა. სადაა მოგების ჟინი, სხვა ქვეყანაში ხომ არ დატოვე, დაანებე ყველას თავი გთხოვთ
რეალისტი კი არა ლიბერალისტი ხარ!!!
sosi
დაღუპავს ის ვიღაცა უეჭველი.ვარჯიში და დასვენება წინსვლისვლისთვის აუცილებელი,ეტყობა ამის საშუალებას არ აძლევს.გართობა და მოგზაურობა დღის წესრიგი კვარაცხელიასი
შენ საქართველო გიყურებს მუდამ
ამას ჯობდა დანა გამოგესვა ყველა შენი გულშემატკივრისთვის. ბევრი გართობა მავნეა ძმაო, თან როცა 3 მილიონი კაცი შენ თამაშს ელოდება საათობრივად. მგონი ყველაზე მთავარი - სისწრაფე დამონდომება დაკარგე და იმედია დროებით
რეალისტი
ხვიჩა არა კვახი ერთი ფინტი იცის მარტო,სწორ ადგილას დაახატა ანანია გაჩეჩილაძემ!!
სიმართლე
ესე იცის ბევრმა გართობამ და მოგზაურობებმა და კიდევ ცოლი მინდა გრამიტონმა. სისწრაფე სადღა დაკარგე შე კაი კაცო, რაკეტასავით იყავი. დაანებე ყველას და ყველაფერს თავი და რისთვისაც ხარ დაბადებული ის საქმე გააგრძელე. მთელ ქვეყანას გულები აქვს დასიებული. ბეემვეს რომ იყიდიან ზოგიერთი ფეხბურთელები და მერე ამით რომ ამთავრებენ კარიერას მაგათ ნუ დაემსგავსები. ფაქტიურად ერის სიამაყე ხარ და სად გააქრე ან ჟილკა და ან სისწრაფე ჯიგარო?

ჩვეულებრივი ბრბოა კომენტარებს გადახედე! ამათი მხარდაჭერა ვის რაში ჭირდება. ბიჭს ერთ წაგებულ თამაშზე გადაუარეს. უბრალოდ ნახე რეებს წერენ

ასეთ სისულელეებს საიდან იგონებთ. კუნთის მასა აქვს მომატებული, რა საცივი. ამ ერთ და იგივე კომენტარებს აკოპირებთ სადმედან თუ ყველა ერთნაირად რობოტებივით აზროვნებთ?
Skeleton- ს გულშემატკივარი
როგორც კოკისპირულ წვიმაში მზის გამონათებას,ისე ველოდებოდი თქვენს კომენტარს:) იხარეთ!!! მე როგორც ძალიან ოპტიმისტი ადამიანი,ვიმედოვნებ რომ ნამდვილი გულშემატკივრები უფრო მეტნი ვართ!!! რათქმაუნდა ვეთანხმები თქვენს შეფასებას 100 % ით!!!
ZAZA
ნუ შეჭამთ ეხლა მაგ ბიჭს. იტალიაში თამაშობენ მსოფლიოში უძლიერეს დაცვას. კარგია რო მანდ არი. ისწავლის როგკრ გაუმკლავდეს. ნაკრებში რო ჩამოვა გაუადვილდება სხვებთან. ყველა თამაშს ერთ დინეზე ვერ ითამაშებს კიდე. არაა ადვილი. კიდე ისა რო მართლა არი ფორმაში შესასვლელი. ვაცადოთ . რა ყველაფერი ერთბაშად გვინდა
ეს რა უბედურება დაგვეცა თავზე
ესე როგორ გათიშა ინძაგიმ, რომ თამაშის დილიხორი დაუკარგა ხვიჩას და არც ცდილობდა მგონი არაფერს. ქვეყანა შენ შემოგცქერის კაი კაცო და ნუ ჩაუმწარებ ყველაფერს. ესე მგონია ფეხბურთის გარდა ყველაფერზე ხარ გადართული, დაანებე ყველაფერს თავი, მთელი ერი შენ შემოგყურებს, რა დროს საცოლეებია, არსად არავინ გაგექცევა, სიყვარულიდა სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ყოველთვის და წყალში ნუ ჩაყრი რა დიდი შრომით მოიპოვე. თავი უნდა გადადო ბოლომდე
ეჰჰ
რამდენი შურიანი ნაბიცვარი ხართ და მაგიტომაცაა ჩვენი ქვეყანა რომ აშენებულია და ყვავის.

სუნი დააყენეს კომენტარებში. ხვიჩა იმედია ამ ნაგვით გონებას არ დაიბინძურებ. მხოლოდ იმათთვის ითამაშე ვინც მხარს გიჭერს და ეგ ნაგავი თავისით გაქრება!!
mmm
თითქოს სისწრაფეც დაკარგა, არ მოუხდა დასვენება, მგონი წონაც აკრიფა, არ უნდა დაესვენა ამდენი. იმედი მაქვს მალე ჩადგება ფორმაში. ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. ჯილკაც დაკარგა. რა დროს ცოლი იყო ეხლა.............

წამოყო თავი კიდევ ერთმა ხავსმოდებულმა ნაფტალინიანმა. საკუთარი წარუმატებლობის და უბედური ცხოვრების შვებას გრძნობთ ალბათ და იმიტომ მოგედოთ მალამოსავით ნაპოლის პირველი წაგება :დ ყველა თავის სიმცირეს როგორ ამჟღავნებს
irakli81
ჩემი აზრით ნაპოლის ქულაზე უნდა ეთამაშა, დაცვიდან კონტრშეტევებზე. სპალეტიმ არა სწორი ტაქტიკა აირჩია,ბურთის ფლობას და პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა. იმდენი მომენტი შეუქმნა ინტერმა, შეეძლო დიდი ანგარიშითაც მოგება. ამ შეხვედრაში ნაპოლი არ ჰგავდა საჩემპიონო გუნდს, იმედია შემდეგ თამაშებზე მოუმატებენ. რაც შეეხება კვარას, რაღაც შებოჭილი მეჩვენება, არ ვიცი ფსიქოლოგიური ზეწოლის ბარალია თუ ჯერ ფორმაში ვერ შევიდა.
Charley
დედა უტირა ნაპოლის მსოფლიოს პაუზამ, დაშლილია გუნდი ბოლომდე, მთელია თამაშია ორ მეტრში ვერ აძლევენ ერთმანეთს პასებს და უმარტივეს ბურთებს ვერ იჩერებენ, ეს კი ამ გაწელილი პაუზის ბრალია, ბარელამ ჩაყლაპა ფორმაში არ მყოფი ლობოტკა-ანგისა-ზელინსკის ცენტრი ტიპები არ ჩამოსულან საერთოდ მგონი შესვენებიდან, კვარა კიდე ფორმაში რომ არაა ამხანაგურებში ეტყობოდა ეს იყო ყველაზე სუსტი მატჩი რაც ნაპოლშია დაჟე ამხანაგურებიანად, ფიზიკურად შდაბეჭდილება დამრჩა ძალიან ცუდად შეხვდა ჩემპიონატის განახლებას დღეს სისწრაფეებში თვალშისაცემად ჰქონდა მოკლებული რაც ცდღევანდელი ჩავარდნილი მატჩი ამის უმთავრესი ბრალიცაა პლიუს ცენტრში შესვლა და იქედან გამწვავება ნულთან ახლოს იყო. შებოჭილია და უნდა გაიხსნას პირველ რიგში ფსიგოლოგიურად დღეს პლიუს სპალეტის პირწმინდათ მოუგო ინძაგიმ დუელი, იმედია ნაპოლის ფორმის აღგდგენა მეორე ადგილზე გადასვლიდან არ მოუწევს თორემ გუნდი ისეთ უსასტიკეს ფორმაში განსაკ: ფეხბურთის ფუნდამენტური პოზიცია ცენტრ: ნახევარდაცვა და ცენტრ: დაცვა რომ ამ ფორმით ათეულის ნებისმიერ გუნდთან სამი ქულის აღება უდიდესი ძალისხმევით მოუწევთ. არცშეიძლება ამ ფორის განიავება თორემ ჩანს მილანი და ინტერი კარგ ფორმაში შეხვდენ და ამათი გაჩერება ძალიან რთული იქნება.
Skeleton
წაგებული თამაშის მერე როგორ გახდება ყველა ეგრევე პროფესორი. ტრავმის მერე რომ ფეხბურთელი ფორმაში არ იყოს ეგ რატომ არის ამხელა პანიკის ასატეხი? ორჯერ უმძიმეს ტრავმას გადაურჩა დღეს, მაგრამ რათქმაუნდა ეგ არ გაინტერესებთ. ანგარიშს და სტატისტიკას უყურებთ ზეპირად და გოლი თუ არაა მორჩა მისი კარიერა :D ეგეთი კომენტარებიც წავიკითხე რავი... ოსიმენმა საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ვერც ანგისამ ითამაშა, ზელინსკიც საშინელ ფორმაშია. აქ ეგრევე კვარას უნდა დაეტაკონ და რა ბოღმაც აქვთ დაგროვილი მასზე გადმოანთხიონ. ეგ წესია აქაური :))) ვამბობდი თავიდანვე, ექნება უგოლო სერიაც, წაებული თამაშებიც, ცუდი ფორმაც და მერე გამოჩნდება რა გულშემატკივრობაც იცითთქო, და ისე აგიხდათ ყველაფერი. როცა ასე უხეშად ეთამაშებიან და ჩეხავენ, არც გოლი მინდა და არც ასისტი, მთავარია ტრავმა არ მიიღოს. ალბათ არ ნახეთ პირველ ტაიმში რასაც უშვებოდნენ. ან ნახეთ და რათქმაუნდა გკიდიათ. მან პირველივე სეზონში ისეთი ხარისხი დადო, რასაც არავინ მოელოდა. მისი დამსახურებაა პირველ ადგილზე რომ არის გუნდი და 5 ქულით უსწრებს დანარჩენებს. თუ არ გულშემატკივრობთ, ჩასაფრებული მაინც ნუ ღლიცინებთ აქ, უბრალოდ საკუთარ უვიცობას ამჟღავნებთ ამით და მეტს ვერაფერს. მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და ვინც მიყვარდა ბავშვობიდანვე ყველას მთელი გულით და ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, შედეგების მიუხედავად. არ შემიძლია ეს დაუდგენელი, გაუგებარი ხალხი. მოგების დროს რომ ღრიალებენ და წაგების დროს იგინებიან. ეს უდიდესი სიყალბეა! ჩემთვის ეს ხალხი ასოცირდება ბრბოსთან და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მარტო აგრესიული, შეუმდგარი მასის საყვარელი სპორტი არაა ფეხბურთი. ჩემნაირებისაც არის, ვინც საყვარელ გუნდს თუ სპორტსმენს, ყველაფრის მიუხედავად მხარს უჭერს. ვინც ბევრს ყვირის, ის უფრო მეტად ჩანს მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მარტო მაგათია ფეხბურთი.

ესეთი უჯიგრო ხვიჩას თამაში მე არ მახსოვს, რა დაემართა , წონაში ხომ არ მოიმატა ახალ წელს ?????????
gulshematkivari0703
მემგონი ხვიჩას მოწინააღდეგე ფეხბურთელებს დავალებული აქვთ მწვრთნელისგან,რომ თავიდანვე ურტყან ფეხებში. ჩემი აზრით ამის მერე ხვიჩას ტრამვის მიღების შიში უჩნდება და ორთაბრძოლებში სუსტად გამოიყურება. დღეს არცერთ ნაპოლის ფეხბურთელს კარგად არ უთამაშია. ვფიქრობ მომდევნო რამოდენიმე თამაშსაც არასტაბილურად ითამაშებენ. პ.ს. ასე თუ ისე,ნაპოლი ნებისმიერ ვარიანტში ჩემპიონი გახდება.
kaxa
შესვლებს არ აკეთებდა , თითქოს შეზღუდული აქვს უფლებები. როცა ცადა გაამწვავა კიდევაც. რაღაც მონდომება აკლდა. ეტყობა ბევრი საცივი და ჩურჩხელა ჭამა, შენელებული კადრივით იყო. იმედი მაქვს ძალას არ დაიშურებს ხვიჩა და ერს გულს არ ჩაუკლავს. ერთი იმედი ეგ ჰყავს ქვეყანას. მიდი კვარა ძველებურად შეუბერე დრიბლინგები, მარტო უკან პასი შენი საქმე არ არის
არტ
არაფერი საპანიკო არ მომხდარა. ზოგს ავიწყდება რომ ეს ხვიჩას პირველი სეზონია ამ დონეზე. ზოგჯერ ექნება ასეთი თამაშებიც. ბევრი რამ აქვს სასწავლი. და ისწავლის კიდეც. ყველაფერი გამოცდილებაა, დიდი ნიჭის პატრონია და ჭკვიანი ბიჭია , ასე რომ ყველაფერი წინ აქვს რომ ნამდვილად დიდი ფეხბურთი ითამაშოს. აცალეთ და ნუ ვიცით ქართველებმა ჯერ ცაში ასვლა და მერე მიწაზე დამარცხება. ნაბიჯ ნაბიჯ უნდა იაროს და გულშემატკივრებმაც უნდა ხელი შევუწყოთ - არ არის საჭირო ისტერიკაში ჩავარდნა და ნაადრევი , გადაჭარბებული მოლოდინებით ბიჭის დამძიმება. წარმატებები კვარას!.
ჯანი ინფანტინო
სანამ კვარაცხელია გართობით დროისტარებით და ქეიფით იქნება გართული მსგავსი შედეგები ექნება სულ..ვარჯიშისთვის სად ცალია საფრანგეთში უნდა ატაროს ვიღაც გოგო და გაერთოს.შედეგმაც არ დააყოვნა საშინელება იყო დღეს.სრულ გაურკვევლობაში იყო
Messi
Shen is ara xar kaco, adre rom mekared tamashobdi ert-ert gundshi da megrelebma bevri egretsodebuli burtebi gtenes mundshi.
zaza
კვარაა ვერაა სათანადო ფორმაში, ამასთან რომ ამბობენ კვარამ ძალიან სუსტად ითამაშაო ეს ვისი დამსახურება იყო? უმგარესი დაცვა ითამაშა დღეს ინტერმა, რამდენჯერაც აჩქარდა კვარა გაგრძელება არ იყო ფაქტიურად წინ და იძულებული იყო უკან მიეცა პასი. მთლიანად ინტერმა მაგრად იმუშავა დაცვაში და ესაა მთავარი მიზეზი რის გამოც კვარამ ვერაფერი გააკეთა. ინტერი ის გუნდია ისე ცნობისთვის ბარსა რომ ჩატოვა ჯგუფში და შემადგნელობა ძალიან მაგარი ჰყავს. ანგისა და ზელენსკიმ ღირებული საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. შეტევა სუსტი იყო ძალიან. ადრე თუ გვიან წააგებდა ნაპოლი, ეხლა მთავარი სწორი დასკვნები გამოიტანონ ამ თამაშიდან! ორ ეპიზოდში კვარამ კარგად ითამაშა მაგრამ ბევრ ეპიზოდში ვერა!
gori
სიმულაციებს უნდა დაანებოს თავი. გასაგებია ურტყავენ ფეხებში მაგრამ ზედმეტად აფორმებს. ამ თამაშში თითქოს მონდომება აკლდა და შეშინებული თამაშობდა. ამოსაქაჩი აქვს მაგარი. თავის თავზე როგორც იცის უნდა იმუშავოს მაგრად. ჯილკა აკლდა ჟილკააააააააააა
მამუკა
სამარგალოს მეთაურობით მთელი საქართველოდან თბილი მოკითხვა ყველა ბოღმიანს.... სულ ხუთსართულიანიებით! DDDD
დათო
ეს წაგება ნაპოლის ისე სჭირდებოდა როგორც არგენტინას საუდის არაბეთთან, განახლება და და ახალი მუხტია საჭირო, ეგ არაფერი სხვებიც დაკარგავენ ქულებს აგერ ლაციომაც წააგო, ვერც ატალანტამ მოიგო, იუვესაც ყარაულის თოფივით გაუვარდა, ხვიჩას კიდევ როცა საჭიროა პასს არ აძლევენ, არაფერია ხვიჩა ყველა გგულშემატკივრობთ... მალე ძველ ხვიჩას ვიხილავთ.
უვიცი
პირველი წრის ორივე საოცრება ჩემთვის ნაპოლიში: კვარა და ზამბო ანგისა, ორივე იყო უსუსტესი დღეს და ძირითადად მაგ ორი კაცის ცუდი თამაში იყო რამაც ინტერის უპირატესობა განაპირობა
უვიცი
თამაში ვის არ წაუგია, მთავარია სწორი დასკვნები დროულად, აქ ერთი პრობლემაა, ადამიანი რაც უფრო სწრაფად აყავთ ზემოთ, ისევე სწრაფად დაანარცხებენ ძირს,ეგაა საშიში, ზედმეტად დიდი მოლოდინების შექმნა, ზედმეტად დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ ჯობია ნელნელა ეტაპობრივად ზრდა და მოზომილი დამოკიდებულება და თავის დამკვიდრება ამის ფონზე, მეტად ჯობია ჩემი აზრით. თამაშები ჩაუგდიათ კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დადიოდნენ ნახევარი სეზონები, მაგრამ იმათ აცლიდნენ და ელოდებოდნენ, ხვიჩას და ქართველს ვინ აცლის მაგდენს...
bejo
ინტერი ყოველთვის ასეთი ყასბებით დაკომპლექტებული გუნდია ... კვარა წარმატებები დარწმუნებული ვარ ყველაფერს შეძლებ რასაც მოინდომებ ... ❤️
კვარავაჯო
ნახუი სკამზე, ელმასი შამააგდე სპალეტ
დათო
ნაპოლი ძალიან ცუდ ფორმაშია, ინტერის ყველა შეტევა ნაპოლის მცველების შეცდომა იყო, ბურთი ვერ ამოიტანეს, ანგისა რას თამაშობს თვითონ არ იცის, ცენტრი დაკარგეს. ეს ინძაგი მოურინიოს ასლია უკეთესი ფეხბურთელებით, მსაჯი ინტერს რომ ეხმარებოდა მემგონი მარტო მე არ დამინახავს, ხვიჩაც ბოლომდე ვერაა თავის ფორმაში, მაგრამ როგორც სეზონის დასაწყისში აქაც პასს არ აძლევენ როცა სჭიროა, სპალეტის ის მაკვირვებს რომ ხვიჩა შეცვალა, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია. ეს პოლიტანო საერთოდ გუნდიდან გასაგდებია ხელების შლის მეტს არაფერს აკეთებს. ვნახოთ ნაპოლი რას იზამს, ფაქტი ერთია ხვიჩას უკეთეს კოლექტივში გადასვლას ვუსურვებ სადაც გუნდელები უფრო დააფასებენ.

ჩაესვენა ამის მზე, დედაააა სამარგალოს ვაი ვიშს აწი რა გაუძლეეეებს:)))))))
ბაჩი
კაი რა თუ ძმა ხარ,ერთი თამაში რომელ გრანდს არ წაუგია სეზონზე?...
MARGALONA
არაუშავს,მთელი სეზონი წინ არის. იმდენი რამე დაგიწერიათ აქ ერთი შენგელიასაც დაუთმეთ ყურადღება,ორი საგოლე გადაცემა გააკეთა ელადაში...
უვიცი
სპალეტის მგონი დაემართა უს რისიც მეშინოდა, კვარას ხიბლში ჩავარდა. არადა სეზონის სტარტზე მისი მოზომილი დამოკიდებულება ბევრად მომწონდა, ახალგაზრდა ფეხბურთელის ზრდას უფრო ადგება მსგავსი დამოკიდებულება, უნდა შეეცვალა მანამ სანამ უკმაყოფილობის საბაბი დარჩებოდა ფეხბურთელს და რწმენას დაკარგავს თავის თავისას
უვიცი
ასე ძალიან გაუჭირდება კვარას... გუნდში არ იყო, ცალკე ის და ცალკე ნაპოლის სხვა ფეხბურთელები. არ ვიცი ეს მწვრთნელის დავალება იყო შესაძლოა, მაგრამ ასე ცალკე სიარული არ მგონია სწორი იყოს...
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
ბოსნიისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება აღარ შედგება
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ნაპოლის" ზაფხულში გუნდის ფორვარდი გამოემშვიდობება
კონტეს სეზონის ბოლოს პრობლემები მოეძალა - "ნაპოლი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა?
ნუთუ დე ლაურენტისი ასეთი გულუხვი გახდა? - ყველაფერი დე ბრუინისთვის!
"გპირდებით, მალე ამ თასს "ბარსელონაში" ჩამოვიტან!" - იამალი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ანტი-რეკორდი დაამყარა
ედინ ჯეკო: იმედია, "ნაპოლი" ცოტას მოუკლებს
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს
"შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრო" - ჰენრიხ მხითარიანი
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
Opta: ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტის შანსები გაიზარდა
ახალი ფავორიტი... მაკტომინეი ნეაპოლში სიგიჟემდე შეუყვარდათ - რა ტატუ გაიკეთა და დაიწერა "პარტენოპეის" ფანმა შოტლანდიელის საპატივსაცემოდ
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
"ინტერს" ჯეკო აღარ სჭირდება - ბოსნიელი ახალ ტანდემს ეწირება
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
ჯეკომ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მამარდაშვილის "ვალენსია" "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერით ძლიერდება