16 იანვარ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

წლის პირველ სხდომაზე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

2023-27 წლების სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. სფფ-ში პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან კობიაშვილი 29 სუბიექტმა წარადგინა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სხდომის დასრულების შემდეგ როგორც მოახლოებული საარჩევნო ყრილობის, ისე წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება.

რამდენიმე თვის წინ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა, სტრატეგია და სწორედ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელებს ფეხბურთის ფედერაცია და პირადად მე ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენი მიზანი ყოველთვის იქნება უკეთესი ხვალინდელი დღე, რასაც ყოველდღიურად ვადასტურებთ ჩვენი მუშაობით. შესაბამისად, ასე გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანი წელი გველის, რადგან მარტის ბოლო იწყება ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გველოდება, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ამავდროულად, ეს არის დიდი მონაპოვარი, რასაც სტადიონების და ზოგადად ინფრასტრუქტურის კუთხით მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, უფრო და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შევქმნათ, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვთა ფეხბურთის, ისე საკლუბო დონეზე ჩვენი ფეხბურთის წინსვლას“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო "რადისონში", 12:00 საათზე გაიმართება.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ახალი ფორმატი. 2023 წელს, გათამაშებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - მოქმედი ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ახალი ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში "დინამო თბილისი" გორის "დილას" დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" - "დინამო ბათუმს". ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერთასი ზაფხულში, ევროტურნირების მზადების ფარგლებში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე გაიმართება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „წელს სუპერთასის ფორმატი განსხვავებული იქნება. ოთხივე გუნდი, რომლებიც ამ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, ევროტურნირებზე იასპარეზებს და მათთვის ძალიან კარგი იქნება ამ შეხვედრების ჩატარება ევროტურნირების დაწყებამდე".

ამასთან, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების და მონიტორინგის სამსახურმა აღმასკომს კლუბების ლიცენზირების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

2023 წლის ეროვნული ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, ქალთა ლიგა 1-ის და ქალთა ლიგა 2-ის კლუბები/გუნდები.

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, პრო საკლუბო ლიცენზია მიიღო 15-მა კლუბმა, "ა" საკლუბო ლიცენზია მიიღო 18-მა კლუბმა, "ბ" საკლუბო ლიცენზია მიიღო 7-მა კლუბმა, ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო ლიცენზიის მაძიებელმა ყველა კლუბმა/გუნდმა (10).

ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო "ბ" საკლუბო ლიცენზიაზე უარი ეთქვათ შემდეგ კლუბებს:

ზუგდიდის „დინამოს“ - კლუბმა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სფფ-ის კლუბების სააპელაციო ორგანოში, თუმცა ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო, აპელაციის ორგანომ საჩივარი არ განიხილა. ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში კლუბს არ მიუმართავს სფფ-ის წესდებით განსაზღვრული არბიტრაჟისთვის და ძალაში დარჩა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება. ასევე „შევარდენი 1906-ს“, „თბილისი სითის“, აღნიშნულ კლუბებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.

GFF.GE

Geo
სუპერთასზე მსგავსი პრაქტიკა არსებობს სადმე , ვთქვათ ამ შემთხვევაში გორის დილამ მოიგო სუპერ თასი შემდეგ , გორს კი არაფერს ვერჩი უბრალოდ მაინტერესებს მესამე ადგილოსანი იგებს სუპერ თასს ჩემპიონი და თასის მფლობელი რჩებიან სუპერ თასის გარეშე , რავი ცოტა ალოგიკურად მიმაჩნია . წარმატება ყველა ქართულ კლუბს და ნაკრებს რათქმაუნდა .
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ვინ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი? - ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა