ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია.

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

• გია-ს!

შევჩენკო გაგიგია?

• xmali

ამან დაასახელა კალაძე ისტორიაში საუკეთესოდ? ისტორიაში საუკეთესო ქართველები - პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ყიფიანი, დარასელია, ქინქლაძე, შოთა და ა.შ. არიან, გამოცდილ ხალხს კი შევეკითხოთ ჩივაძე სჯობდა თუ კალაძე?

• ddd

თქვა ადამიანმა რომელსაც ფეხბურთი არ გამოუვიდა და სპარტაკს დაყვება იქით აქეთ. რუსული ჩემპიონატის იქით ვერსად გაიხედა. პირიქით უფრო დიდ კლუბში და უფრო ძლიერ მწვრთნელთან უდა გადავიდეს რომ შესაბამისი სათამაშო სქემის ნაწილი გახდეს. დარჩენა უნდა იმ მოთამაშეებს რომელიც ადაპტაციას ვერ გადიან პირველ წელს გუნდში

• მერაბი

ჯანოს რომ სცოდნოდა,რა ქარიშხალსაც სთესდა,სიტყვას არ დასძრავდა კალაძეზე:) ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ ჯანოს,კარგ პიროვნებასა და,სამწუხაროდ,ბოლომდე გაუხსნელ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს.

• სანდრო

kaladze rogorc pexburteli tavisi shromit miagwia umagles mwevervalebs da es aris pakti, da naceskta amas ver gaekcevit versad, mogwont tu ar mogwont es!!! exla adekit da haershi gaikvanzet tu gindat:)), rogorc meri da politikosi es ukve sxva temaa da ak amaze ar visaubreb!!

• ჟორა გაბრიჭიძე

ტიტულის მოპოვება ფეხბურთში პირობითია. ქართულ ფეხბურთს ბევრი დიდი მცველი ყავდა, მათ შორის კახა ალბათ ხუთეულში შევიდოდა. ხურცილავა უდავოდ პირველია, რადგან წლების განმავლობაში საბჭოთა შოვინისტური ნაკრების კაპიტანი იყო და ორი თავით მაღლა არ იდგე დანარჩენებზე, გამორიცხულია. რეზომ, რომელმაც ირლანდიაში ჯორჯ ბესტს ფეხი არ გაანძრევია და ამხელა ფეხბურთელმა მოსკოვში თამაშზე უარი განაცხადა, იქ სადაც ძოძუაშვილია მე არაფერი მესაქმებაო, ერთად-ერთი შემთხვევაა ალბათ ფეხბურთის ისტორიაში.

• მამუკა

კალაძეს მართლაც დიდებული კარიერა ჰქონდა, რასაც თავის შრომის ხარჯზე მიაღწია, ჯანოს უბრალოდ შეფასება შეეშალა, ტიტულოვანი კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო არა, ვისი თამაშიც მინახავს ყიფიანი ნომერ პირველია, ქინქლაძეს თავისუფლად შეეძლო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამხდარიყო მაგრამ.........

• ლევანი

მოკლედ, ერთი სიტყვის ჩაგდება გყოფნით და დაჭამეთ ერთმანეთი, ამდენი შეურაცყოფა, რა მგარი სირცხვილია, დაფიქრებულხართ? ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, რა უფრო უხარია ამ ხალხს, ქართველი კაცის წარმატება, თუ პირიქით? დიახ ბატონებო კალაძე იყო, ერთ-ერთი უძლიერესი მცველი, მსოფლიოში, და არა მარტო საქართველოში. მე ნანახი მაქვს, როგორ არ გაანძრევინა ფეხი: ზეედორფს(17 წლის ასაკში), ზიდანს, ფიგუს ... თუმცა ქართველებს სხვა ბევრი მაგარი მცველები გვყვავდნენ:ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩივაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, შელია... მოკლედ საუკეთესო მათგან რომელი იყო, არ ვიცი. არც აქვს მნიშვნელობა, ყველა ჩემები არიან და იმიტომ. დიდება საქართველოს!!!

• Givi

Gemovnebaze ar daobeno me piradad qinqladzeze umagres veravis vitkvi,axla kvara gvkavs,chems wina taobebs kifianze da shengelia abodebdat,ufro dzvelebs mesxze da metrevelze,ase rom bednieri eri vart amxriv,me tu mkitxavt titulebi da xalxis sixaruli sxvadasxva ram aris tu orive iqneba xom umagresi kidev, imedia kvaras ertic bevri eqneba da meorec...

• ქომაგი

კალაძე არ არის ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. მაგრამ ის უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა და საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულოვანიცაა. ვინც ასე არ ფიქრობთ - ფიქრის უნარი საერთოდ არ გაქვთ.

• goga

ორჯერ ევროპის უმაღლესი ტროფეი მოიგო და მილანში 9 წელი გათამაშონ მე მგონია ბერლისკონი მოისყიდა კალაძის ოჯახმა .

• dato

ეჰ კიდე კაი ხანს არაფერი გვეშველება ადამიანმა მილანის ვარსკვლავურ შმადგენლობაში 9 წელი გაატარა და თურმე არაფერი ორჯერ ლიგის მოგება ნუ კარგით ...მე პირადად კვარას ვუსურვებ ჯერ ლიგა მოიგოს ორჯერ და მერე დანარჩენზე ვილაპარაკოთ .

• L.J .

Kacma naxevari cxovreba spartakshi gaatara,megobrebi ro yavs ra gasakviria,andaza kargia magram ;)))

• G.LA

როცა მსოფლიომ შერაცხა ეგ ორდა და შენ პიროვნულად აღიქვამ მეგობარს მაგათში, შენც მასეთივე გამოდიხარ მათი მხარდაჭერით. ეს სოსოები და ძმანი მისნი იქ რომ უმღერიან იგივეა ჯანოც. უბრალოდ მღერა არ იცის რომ უნღეროს და ფეხბურთისთვის დაბერდა, თორემ ისევ სპარტაკში იჯაჯგურრბდა. რაც შეეხება არჩევანს, ქართველ ხალხს ჯანოს და არავისი დასაყვედრი სრაფერი აქვს, ყველა თავისთვის აკეთებს არჩევანს და ნუ გადაგვაყოლეთ არ მყავდა ეგეც მოდრიჩი, შუშის ბიჭი იყო და დარჩა ეტყობა.

• L.J -ს

მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ.

• Zola72

საიტი შეგეშალა, გადადი რა ამბები ჯიზე, ან რა თქვა ასეთი ამ ბიჭმა რო გაიგიჟეთ თავი, კალაძეზე მეტი ტიტული აქვს მოგებული ქართველებიდან ვინმეს? ტიტულოვანზე თქვა და არა საუკეთესოზე, ან ერთ ქალაქში თუ იყვნენ და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა მოღალატეა?

• L.J .

Patrioti xar imena patrioti:)))jano sad wava eg sheni saqme araa da sul patara iyo rodesac daamtkica saqartvelos siyvaruli...shen midi were da megobrebtan chasvla aykrdzale exla;)

• ადამიანი

100%

• ზურა

ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები იყვნენ, თუ მარტო ტიტულს ავიღებთ საზომად, ევროპის ჩემპიონები - მესხი (გადმწყვეტი საგოლე პასი ფინალში), მეტრეველი (გოლი ფინალში), ჩოხელი. ევროპის ვიცე ჩემპიონები იყვნენ - მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, სულაქველიძე, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი - გელა კეტაშვილი. ვეროპის თასის გამარჯვებული კი 1981 წლის თბილისის დინამოს მთელი შემადგფენლობა

• G.LA

ტიტულები არ ნიშნავს საუკეთესო ფეხბურთელობას. კახა ძლიერი ფეხბურთელი იყო მაგრამ ის საუკეთესო არც მილანში იყო იმ დროს და არც საქართველოს ნაკრებში, აღარ ვლაპარამკობ ვისაც ჩემი თვალით უყურე ყიფიანს, გუცაევს, ჩივაძეს, შენგელიას. შოთას რითი ჯობდა ან ქეცბაიას? ძველ ლეგენდებზე ძოძუაშვილ, ხურცილავა, პაიჭაძე, ღოღობერიძე, მესხი, მეტრეველი და სხვებზე აღარ ვლაპარაკობ. საერთოდ ასეთი აღიარება ხალხისაგან მოდის და არა ანანიძისაგან. ჯანო ჟიქიას გარეშე ცხოვრება არ წარმოგიდგენია, აქ ვერავინ ნახე მენტალურად შენნაირი რომ მანდ გაიქეცი რუსების სანახავად თანაც ასეთ დროში? რა გეშველებათ ამდენს რუსეთი რომ დამარცხდება?

• ეგრევე დავიჯერეთ

აქ კალაძე და იქ კიდევ კავაზაშილი, ხო ჯანო?))))

• ზაზა

კაი რა ჯანო კალაძე იყო ერთი ჩვეულებრივი მცველი იმ დროს მილანი იყო მაგარი და სწორედ მაგიტომ აქვს ამდენი ტიტული ისე კი შენ არ გაგიგია მესხი მეტრეველი ყიფიანი ამის მერე არველაძე ქინქლაძე ახლა კი ხვიჩა რომელიც ინდივიდუალურად ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში თანაც მთელი იტალია და საქართველო სულმოუთქმელად ელოდება ყოველ მის თამაშს რომ საფეხბურთო სპექტაკლი იხილოს?

• goga

არ მგონია ეს ეთვა, დღევანდელ ჟურნალისტებს ვერ ენდობი, მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს საფეხბურთო ტიტულებთან და ახალი თაობის რუსი პრესის მსახურის პირად აზრთან, რომელიც ქართული ფეხბურთის წარსულზე გაგებაში არ არის. ხოლო თუ მართლა თქვა, მაშინ ჯანოს შევახსენებ - 1972წ. ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების დაცვის ხაზს - ძოძუაშვილი, ხურცილავა, ბეკემბაუერი, ბრაიტნერი.

• ომი

ომი გინდათ? აცალეთ ჯანოს მშვიდობის მტრედობა. ჩანგრეული ხიდების აღდგენითაა დაკავებული.))))))))))) აბაშიძე-კარასინის ფორმატს აგრძელებს)))))))))

• ქართველი

კალაძე შეიძლება არარის ყველადროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ აი აქ ვინც წერთ ორი ავტოგოლით შევა ისტორიაშიო და ასე შემდეგ ძაან უხერხულია. ლიგის თასი რო აწია და საქართველოს დროშა აფრიალა მაგაზე რასიტყვით? პოლიტიკა გვერძე გადადეთ და ისე შეაფასეთ. არავის კალაძეზე მეტი არ მიუღწევია და სამწუხაროა მილანში უფრო რო აფასებენ როგორც ფეხბურთელს ვიდრე ჩვენთან

• რუსეთს რაააა?

ბატონო ალექსანდრე, გარწმუნებთ, ქალაქის მერი ჩივაძე რომ იყოს, აუცილებლად დაასახელებდა საუკეთესო ფეხბურთელად))))

• საუკეთესი იყო იური გაგარინი, იმის მოსვლამდე(მოფრენამდე) იხაროს საქართველომ ))))))

ესენი ასი წელი არ შეეშვებიან ჯიქიებს და ძიუბებს, 10 ანწუხელიძეც რომ ყავდეთ მაგალითად. მე სულაც არ მიკვირს ამდენი რუსის შემოსვლა. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, ამათ რა ეშველებათ.......

• გიო

კალაძის საფეხბურთო სტილი შეიძლება ბევრისთვის რ იყო მოსაწონი მაგრამ უდიდესი ფეხბურთელი რომ იყო რად უნდა ლაპარაკი, ვისაც ეჭვი გეპარებათ ალბათ არ გახსოვთ მისი თამაში, პირველად რომ ლიგა მოიგო მილანში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი, მის ფრთაზე ფიგუს და ბექჰემს ფეხი არ გაანძრევინა, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ეგენი იყვნენ, კიდევ უამრავი რამის გახსენება შეიძლება, რაც შეეხება იმ ორ გოლს, რამდენი არ გაატანინა მეტოქეს ისიც გავიხსენოთ.

• კალაძეო?

სად კალაძე და სად ჩივაძე, ცა და დედამიწა. კალაძე იყო სწორხაზოვანი უძლიერესი ფლანგის მცველი, აი საშა ჩივაძე კი ნამდვილი პროფესორი იყო, მრავალმხრივი ფეხბურთელი. ხურცილავა არ დაგავიწყდეთ. კალაძე საუკეთესო კი არაა, უბრალოდ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. ხურცილავას და ჩივაძის სამშობლოში სასაცილოა კალაძის საუკეთესოებაზე ლაპარაკი.

• Skeleton

თქვენი აზრით რატომ არის დაბალ დონეზე ქართული ფეხბურთი? ხალხი იმიტომ არ დადის სტადიონებზე, რომ ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ და შოუს ვერ ქმნიან თუ ფეხბურთელები იმიტომ არ ინდომებენ, რომ ხალხი არ დადის და ვისთვის ითამაშონ? სულ მაწუხებს ეგ კითხვა და ორივე პასუხზე მიფიქრია. მე რომ ფეხბურთელი ვიყო, რა მოტივაცია მექნებოდა ცარიელ სტადიონზე, სადაც ვნება, ემოცია, ყველაფერი ერთად უნდა ჩავდო, ვისთვის დავდო ეგ ემოცია, თუ არავის ვაინტერესებ და საპასუხო ემოციას არავინ მომცემს? და ასევე გულშეატკივრიდ პოზიციიდანაც ვფიქრობ, რისთვის წავიდე თამაშზე, თუ ემოცია, ვნება, ლამაზი თამაში არ იქნება. არ მირჩევნია ტელევიზორში რომელიმე ტოპ გუნდი ავირჩიო და იმის გულშემატკივარი გავხდე? ასეთი მიდგომა თუ გვექნა ხო სულ აღარავის მოუნდება თამაში და დამღუპველი იქნება. შევთანხმდეთ, რომ მარტო ერთი ხვიჩა გაზაფხულს ვერ მოიყვანს ამ ქვეყანაში.

• ბონდო

რა ქნას? ეტყობა ჯანო სამშენებლო ბიზნესში გადაეშვა და თქვენ ხო არ მოაგებინებთ ტენდერს?))))

• გიოს

ტიტულები რა მარტომ მოიგო აბა გაიხსენე ვის გვერდით თამაშობდა

• პაპა ირაკლა

ჯიგარი ხარ გრიშა პაპა. ))))

• კარგით რა

რა სასიამოვნოდ ჟღერს, მოსკოვის სპარტაკს ეწვია, სპორტ-ესპრესს მისცა ინტერვიუ, კრემლშიც რო დაეპატიჟათ ალბათ იქაც მივიდოდა. კარგი რა ჯანო, დაარქვი მტერს მტერი და მოეშვი ორმაგ თამაშს. საუკეთესო ფეხბურთელი ბევრი გვყავდა, შენ რომ გინდა კალაძე იყოს, ეგრე არაა. გუცაევის თამაშებზე როგორც ზეიმზე ისე დადიოდა ხალხი, შოთას გოლები აიაქსში და რეინჯერსში, მესხზე, მაჩაიძეზე და მეტრეველზე აღარაფერს ვამბობ.

• ალექსანდრე

რას არ გაიგებ, კალაძე თურმე მარტო საუკეთესო მერი კი არა, საუკეთესო ფეხბურთელიც ყოფილა))) კაი რა ჯანო, ჩივაძის ან ყიფიანის თამაში არ გინახავს?

• გიო

გეთანხმები მარა ტიტულებით თუ ავწონით კალაძე არამარტო საქართველოში არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ტიტულოვანია

• გრიშა პაპა

სასაცილოა როცა საუბრობენ კალაძეზე როგორც საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზე,თქვე დალოცვილებო ძველი დინამოს ფეხბურთი თუ არ გინახავთ ინტერნეტში მაინც მოძებნეთ თამაშები ქართველების მონაწილეობით,ერთი ჩვეულებრივი დამცველი იყო და ისტორიაში შევიდა როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საკუთარ კარში ერთ თამაშში ორი გოლის გამტანი და მორჩა,ვისაც მართლა გონია საუკეთესო თამაშის გაგებაში არაა.

• ზურა

ჯანოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტულის კალაძისთვის მინიჭება არასწორია, მაშინ როდესაც გვყავდა მსოფლიო დონის ლეგენდები - პაიჭაძე, ღოღობერიძე, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ყიფიანი, გუცაევი, მანუჩარ მაჩაიძე, ჩივაძე, რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო

• ოცნების ქალაქიდან

შენც გეპატიჯებოდა რომა და ბავარია, მარა სპარტაკის და როსტოვის ერთგული იყავი..

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ

"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა

მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"ყველაფერი ამერიკამ დაიწყო, პუტინს ყოველთვის კარგი უნდოდა" - ბრაზილიელის სკანდალური განცხადება