საქართველოს 2 ასაკობრივ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს სუპერლიგის კლუბ “ქუთაისი 2010”-ის თავკაცი კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო 18-წლამდელებს გურჯაანის “დელტას” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ძიძიგური გაუძღვება.

საკლუბოსთან ერთად ორივე მწვრთნელს აქვს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილება. 2018 წლიდან მოყოლებული, ძიძიგური 20-წლამდელთა ნაკრებში სერბი სპეციალისტის, მილოშ გლიგორიევიჩის ასისტენტი იყო, ხოლო ტუღუში 2016 წელს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა. ამასთან ერთად, კოტეს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წლიდან ტუღუში ეროვნულ გუნდში იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო, ხოლო სერბი სპეციალისტის წასვლის შემდეგ ის 2017 წლამდე ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.

“რამდენიმე დღეში დაიწყება შესარჩევი კემპები, რომლებშიც ყველა იმ შესაბამისი ასაკის კალათბურთელს ვნახავთ, რომელსაც თუნდაც მცირე პერსპექტივა გააჩნია. ეს პროცესი გაზაფხულამდე გასტანს, რის შემდეგაც შევარჩევთ 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებს და გენერალურ შეკრებას დავიწყებთ” – განაცხადა კოტე ტუღუშმა.

ანალოგიურად, რამდენიმე დღეში დაიწყება 18-წლამდელი მოთამაშეების შერჩევა, რომლის ფარგლებშიც, ირაკლი ძიძიგურის განცხადებით 60-ზე მეტ კანდიდატზე მოხდება დაკვირვება. დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის ის გაფართოებული შემადგენლობები იქნება ცნობილი, რომლებიდანაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის 18 და 20 წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობები დაკომპლექტება.

18-წლამდელთა ნაკრებს 2023 წლის 21-30 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში მოუწევს ფიბა-ს B დივიზიონში ასპარეზობა, ხოლო 20-წლამდელები საკონტინენტო ტურნირზე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ითამაშებენ.

GBF.GE

ტტტ
უსტიაშვილმა ხომ დაბრდღვნა ყველაფერი და ეხლა ესენი დაბრდღვნიან.
მომო
გადაეცით მყავს 2005 წელს დაბადებული ბავშვი 207სმ სიმაღლის.მაგათი აზრით ითვლება თუ არა პერსპექტიულად?
მოქალაქე
ხოდა მიტო მივიღეთ შედეგი....სანამ ფულიანი და ძმაკაცების და მამების შვილებს არ მოეშვებით და არ დაუძახებთ პერსპექტიულ ბავშვებს მანამდე სულ ჭაობში ვიქნებით.ერთს დავწერ 15 წლის ბავშვი თამაშობს ა ლიგაზე თვრამეტებში და რეიტინგით ქულებით 17 ადგილზეა. მაინტერესებს ეს ბავშვი 18 ბის გაფართოებულში ხომ უნდა იყოს 16 ბზე რომ არაფერი ვთქვათ 192სმ სიმაღლეში.გაახილეთ თვალები ვაა...თუ პერსპექტიული ბავშვებით არ დაიწყეთ შეკრება არაფერი გვეშველება დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი
მოქალაქე
ხოდა მიტო მივიღეთ შედეგი....სანამ ფულიანი და ძმაკაცების და მამების შვილებს არ მოეშვებით და არ დაუძახებთ პერსპექტიულ ბავშვებს მანამდე სულ ჭაობში ვიქნებით.ერთს დავწერ 15 წლის ბავშვი თამაშობს ა ლიგაზე თვრამეტებში და რეიტინგით ქულებით 17 ადგილზეა. მაინტერესებს ეს ბავშვი 18 ბის გაფართოებულში ხომ უნდა იყოს 16 ბზე რომ არაფერი ვთქვათ 192სმ სიმაღლეში.გაახილეთ თვალები ვაა...თუ პერსპექტიული ბავშვებით არ დაიწყეთ შეკრება არაფერი გვეშველება დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
ირაოლა: 90 წუთი სათამაშოდ ძალა არ გვყოფნის
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა ფიბა-სგან FECC-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს