საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს "ქუთაისი" და "კაკტუსი" შეხვდებიან. ქუთაისელები თასის მოქმედი მფლობელები არიან და ტიტულის დაცვა "კაკტუსთან" მოუწევთ.

თასის გათამაშებაში 8 გუნდი ასპარეზობდა. დებულების თანახმად, სუპერლიგის შედეგების მიხედვით, 8 მოწინავე გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა და პლეი-ოფის სისტემით ბრძოლა ტიტულისთვის დაიწყო. მეოთხედფინალები 14 და 15 თებერვალს გაიმართა და ნახევარფინალში "ქუთაისი" "დინამოს" დაუწყვილდა, ხოლო "რუსთავი" - "კაკტუსს".

ქუთაისელებმა "დინამოს" 73:53 მოუგეს, ხოლო "კაკტუსმა" რუსთავში მანპინძლებს 114:91 მოუგო და ფინალში გავიდა. "კაკტუსი" სუპერლიგაში 2016 წელს გადმოვიდა და შესაბამისად, თასის გათამაშებაში მეორედ მონაწილეობს. რაც შეეხებათ ქუთაისელებს, თასის მოქმედ მფლობელებს ეს ტიტული 2014 წელსაც აქვთ მოგებული.

"ქუთაისსა" და "კაკტუსს" შორის დაპირისპირება ხვალ, 3 მაისს, 16:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

არჩილ ჟღენტი, "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი: "ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. "ქუთაისი" ფავორიტია. მათ ჰყავთ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები, რომლებმაც იციან, ფინალი როგორ ითამაშონ, მაგრამ ჩვენ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, ჩვენგან არავინ ელოდა თასის ფინალში გასვლას, ისევე, როგორც რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილით დამთავრებას. შემადგენლობის მხრივ, ბრიჯმენმა დატოვა გუნდი და ის ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, თუმცა ვეცდებით, სხვანაირად შევავსოთ".

კოტე ტუღუში, "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: "მოგეხსენებათ, ქუთაისის გუნდი თასის მოქმედი მფლობელია და შესაბამისად, დიდი სურვილი გვაქვს, ეს ტიტული შევინარჩუნოთ. ჩვენი მეტოქე "კაკტუსი" ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად კარგად თამაშობს. ამიტომ მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. XXVIII ტური: "კაკტუსმა" "ქუთაისი" რუსთავში გაინაღდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს