ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

ქართულ კალათბურთს საამაყო წარსული აქვს და არაერთი წარმატება მოუპოვებია, თუმცა თანამედროვე ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ევროპის "ბ" დივიზიონიდან დაწინაურებასაც ვერ ვახერხებდით და ამისთვის ცოტა გვაკლდებოდა, ამას განვიცდიდით. გავიდა ხანი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აღვნიშნავთ. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს გაორებული გრძნობები დარჩა, რადგან ტურნირზე გასვლა ბოლო ტურში მარცხით შევძელით. პრობლემებზე, ხარვეზებსა და მომავლის გეგმებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება და საჭიროა, ზეიმს კი თავისი ადგილი აქვს. 26 თებერვალს ჩვენ ნამდვილად ისტორიული ფურცელი ჩავწერეთ!..

მატჩზე საუბარი ბოლოდან დავიწყოთ. ორივე მხარეს ფიზიკური დატვირთვა და ემოციური ფონი იყო, ამას ისიც დაემატა, რომ მათემატიკური გათვლებიც გახდა საჭირო. ამის გამო შეცდომებმა იმატა. ჯერ თორნიკე შენგელიამ, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და კაპიტანმა, მოწინააღმდეგეების მხრიდან აუცილებლად მოსალოდნელი დაჯარიმება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათში ვერცერთი ტყორცნა ვერ მოათავსა. შემდეგ ყველა იმაზე მსჯელობს, თუ მაკფადენმა ბურთი კალათისკენ რატომ ისროლა, როცა ფრესა და ოვერტაიმს ასეთი მარცხი გვერჩივნა, თუმცა რატომღაც არ აღნიშნავენ, რომ წინა შეტევაში ფარის წინ მარტოდ მდგომი ისლანდიელის მხრიდან ბურთის პერიმეტრზე გამოტანა გადამწყვეტი შეცდომა რომ იყო, რადგან სტუმრებს 2 ქულაც აკმაყოფილებდათ. რთულია, როცა ამხელა ემოციური ფონია, ყველაფერი ცივი გონებით გათვალო. ისლანდიელები იმდენად შეეჩვივნენ იმას, რომ კალათში სამქულიანებს თავისუფლად ათავსებდნენ, ბოლომდე გონებაში ჩაებეჭდათ, რომ მიზნისთვის ასე მიეღწიათ. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ ლეგიონს, მასთან მაინც უკეთესი კომუნიკაცია იყო საჭირო.

ვისაც ისლანდიასთან თამაშის მთელი რიგი კომპონენტები არ მოეწონა, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა და ამაზე სულ ვუთითებდით - ის, რომ მეტოქეები პერიმეტრიდან "გვბომბავენ", თავად კი სამქულიანების დაბალი რეალიზაცია გვაქვს; ის, რომ შეტევაში მეტი კომბინაცია გვჭირდება და მხოლოდ შენგელია-შერმადინის ინდივიდუალური გარჯის იმედად არ უნდა ვიყოთ... ამ პრობლემებით მოვუგეთ ესპანეთის ნაკრებს, ბოლოსკენ წავაგეთ იტალიასთან. თუ გნებავთ, უფრო შორს წავიდეთ და თაობათა სათანადო ცვლა რომ გვჭირდება, ამისთვის უკეთესი შიდა ჩემპიონატი რომ საჭიროა და ა.შ. მაგრამ მატჩის შემდეგ თავად მთავარმა მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, იმედია, ამ წარმატებას მეტი მოედანი და უკეთესი პირობები მოჰყვებაო. მსოფლიო ჩემპიონატზე არგასვლით ხარვეზებზე ვინმე უფრო მეტად დაფიქრდებოდა? ნაკლებად წარმოსადგენია.

გასაგებია, ყველა თანაბარ პირობებშია, თუმცა ფიბას უპრინციპობის პირობებში, ისედაც შეზღუდული რესურსების მქონე ნაკრები მოთამაშეების სრულად გამოყენებას ვერ ვახერხებთ (ბითაძე, მამუკელაშვილი). ის, რაც თორნიკე შენგელიამ გააკეთა, ოთხდღიან სანაკრებო ინტერვალს შორის კლუბში ითამაშა, თან ყველგან მაღალ დონეზე, ეს ადამიანურ შესაძლებლობებზე მაღლაა.

თავისი პრობლემები მთავარ მწვრთნელსაც აქვს, რომელმაც ეროვნული გუნდი ლამის კლუბს დაამსგავსა და არ ცდილობს, კონკურენცია მაქსიმალურად გაზარდოს და შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს. სხვა თუ არაფერი, ამით იქნებ მოულოდნელობის ეფექტი შეეტანა. მაგალითისთვის, მიხეილ ბერიშვილს ევრობარსკეტზე ცოტა დრო ეძლეოდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბევრი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა.

თუკი ევრობასკეტზე 2011 წლიდან მუდმივად ვმონაწილეობთ, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ევროპულ ნაკრებს შორის ვიქნებით. რუსეთის დისკვალიფიკაცია დაგვეხმარა, ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომლის გამოც ჯგუფში ნიდერლანდები გვყავდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მოვიგეთ, ბოლოს წავაგეთ კიდეც, მაგრამ 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ვიასპარეზებთ. ჩვენს ბიჭებს სურთ, წილისყრამ აშშ არგუნოს და მათთან ითამაშონ, ისე კი აზიურ და აფრიკულ ნაკრებებთან ჩვენი ამბიციები თამამად უნდა დავამტკიცოთ.

ამ წარმატებით არაფერი დასრულებულა, მხოლოდ იწყება!..

• გუსანი

ზეიმებს და ქეიფებს გადაყვა საქართველო, დღესაც აღმაშენებლის, თამარის, ერეკლეს და ა.შ . გამარჯვებებით ვზეიმობთ, და მერე რა? პრობლემა არ უნდა გადაიდოს. ის რომ მომავალი თაობა სუსტია და ამ რეალობას ვერ ვიაზრებთ!? ამაზე მუშაობა ხვალ და ზეგ დაიწყონ? დაგვიანებულია.. ყველა ასაკობრივ ნაკრებს ვადევნე თვალი და გული შემეკუმშა, ყველას და ყველაფერს რომ ვერ მოიგებ, ან რატომ?, გასაგებია, მტკივლეული ის არის რომ მსოფლიოზე გასვლა, მაგარი გამართლებით მოტივაციას გიზრდის და თამასის დაწევა უკვე აღარ გინდა, ამ დროს მოიხედავ და დაინახავ რომ რეალურად საზეიმო არაფერი გაქვს, იმიტომ რომ სხვა ყველაფერშიც ნეხვში ხარ და გული დაგწყდება, ბიჭებმა ( ერთეულებმა, ავად თუ კარგად ,კოჭლობით და შრომით თამასა აწეის, მაგრამ სტრუქტურა ჩასვრილია, წყვეტაა , ლიდერების წასვლის შემდეგ ევროპაზე მოხვერდაც საოცნებო იქნება, ჩევნი პრობლემა ისაა რომ სულ ერთეული გამონათებების ხარჯზე გვინდა წარმატებების მიღწევა, საზოგადოება , უმრავლესობა არ არის ერთიანი, არც იყო ისტორიულად, აქ გვაქვს ერს ბევრი სამუშაო ....

• არტ

საქართველოს ჩემპიონატზე ლაპარაკი არც არის- მანდ ვერავის იპოვიდა ეს გასაგებია. მაგრამ რატომ არც ერთხელ არ მიეცათ შანსი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდებს, ან ვილი ისიანს ან იგივე ფევაძეს, რომელიც რაც უცხოეთში გადავიდა სათამაშოდ აღარ გამოუძახებიათ?

• სტალინი

ლევან მოსეშვილის დროინდელი "დინამო"

• Dato

ნუთუ ლონდარიძეზე უკეთესი ქართველი კალათბურთელი არ არსებობს, 12 კაციანი განაცხადი რომ შეავსოს? რამდენი მატჩია წუთით არ შემოჰყავთ.

• გივი

ჯიგარი ხარ ოდალა მეგობარო. რას იზამ, ნიუანსებში მოვიკოჭლებთ ცოტა. არაუშავს, გამგები გაიგებს, რასაც შენ იძახი.

• სოსო

კაპიტანსა და ლიდერს შორის,დიდი განსხვავებაა და სულაც არ არის აუცილებელი,ეს ერთი და იგივე პიროვნება იყოს.არც ის არის აუცილებელი,საუკეთესო მოთამაშე იყოს.კაპიტანი მწვრთნელის დამხმარეა გუნდის მართვაში,მათთან ურთიერთობაში და ასევე გუნდს წარმოადგენს,მსაჯთან საუბარში.ლიდერი კი,გუნდის ემოციური მეთაურია.ლიდერად ვერავინ დაგნიშნავს,ლიდერად,გუნდმა უნდა მიგიღოს,შინაგანად გაღიაროს და შესაძლოა ერთდროულად,რამდენიმე ლიდერიც გყავდეს.ეს უკვე იდეალური შემთხვევაა და 81 წლის დინამო,ამის მაგალითია.თორნიკე,კაპიტანიც არის და ლიდერიც.როდესაც თამაში არ გამოდის,თანაგუნდელები,ბურთს,სწორედ თორნიკეს აწვდიან და ის ცდილობს რაიმეს შექმნას.კარგი ლიდერი,არასოდეს წყვეტს ბრძოლას და გუნდში ბოლომდე საბრძოლველად ამაღლებს განწყობას. უამრავჯერ გვინახავს,როცა ერთხელ შევარდები და ჩატენი,მეორედ სწრაფ შეტევაში ჩააგდებ,ეფექტურად,აახმაურებ დარბაზს,ააყვირებ,თანაგუნდელებსაც აანთებ,მეტოქესაც ცოტას დააბნევ და მორჩა,თითქმის წაგებას შეგუებული გუნდი,ისევ ფეხზე დგება და ხშირად,გამარჯვებასაც აღწევს.დიდი ოთარ ქორქიას შესახებ წაკითხული მახსენდება,თანაგუნდელებს რომ ამხნევებდა:მომეცით ბურთი,რამდენჯერაც მომაწვდით,იმდენჯერ ჩავაგდებო.გაჩეხილი ხელით თამაშობდა და მაინც გაამარჯვებინა გუნდს.ეს არის ლიდერი და ის,ცივი გონებით ვერ ითამაშებს.ცივი გონება.მწვრთნელს მოეთხოვება,თუმცა არაერთხელ მინახია,როცა მწვრთნელსაც შეგნებულად აუტეხია აყალ მაყალი,მიუღია ტექნიკური ჯარიმა,რა თქმა უნდა ამით ქულებშიც უზარალია,მაგრამ გუნდი გამოუღვიძებია და თამაშში გარდატეხა შეუტანია.ემოციების გარეშე,სპორტში წარმატებას ვერ მიაღწევ,რადგან აზარტი აძლევს ადამიანს,შეუძლებლის გაკეთების შესაძლებლობას.

• შაკ

ძალიან გაგვიმართლა რომ გავედით..ეს არაა პროფესიონალური კალათბურთი,ეს ქუჩის კალათბურთია რასაც ჩვენები თამაშობენ,ძაან დაბალი დონე სამწუხაროდ.

• გიორგი

სწორი შენიშვნებია. მოკლედ ვიტყვი, ქართული კალათბურთის მესვეურების მოწოლილ გრძნობეწბისგან ფორმაშეცვლილ სახეებს რომ ვხედავ სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ უკეთ შეესრულებინათ ახალგაზრდა თაობების დაოსტატებაში არც ევროპაზე და არც ეხლა ნაკრები ორი კაცის სათრევი არ იქნებოდა და ისლანდიასთან ქულები კაპკ კაპიკ სათველელი არ გვექნებოდა.

• Las

მთავარია გავედით. იმ ფონზე თუ რა სავალალო დღეშია ჩვენი კალათბურთი და საერთოდ ქვეყანა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიის 20% მოსახლეობა განახევრდა, არის უმძიმესი სოციალური ფონი. ამის კვალობაზე რაც გააკეთეს და შეძლეს მართლა მადლობის მეტი რა გვეთქმის. ჰოლანდია და ისლანდია ჩატოვეს სადაც საათივით არის აწყობილი ყველაფერი. საუვედურისთვის მართლა არ უნდა მოგიბრუნდეს ენა ამ ბიჭებზე

• არჩის

რა ლოგიკით გგონია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რომელიმე ჩემპიონატის ფავორიტი გამარკვიე მეც თუ კაცი ხარ,,შენ თუ გგონია რადგან ეროვნული ნაკრებიდან ემატება 8-10 ფეხბურთელი ახალგაზრდულს ეგ გვაქცევს ფავორიტად თან მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატის დონის ტურნირზე ძაან შემცდარხარ,,ერთი კვარა,,მამარდა და მიქაუტაძეზე შეიძლება დაამყარო ((რაგაც დონეზე ისიც))იმედი თორე დანარჩენები როგორი კლასის ფეხბურთელებიც არიან ეგეთებს საერთოდ არ იძახებენ ის ნაკრებები ვინც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად მოიაზრებიან,,ესპანეთს მაგალითად პედრი,,გავი,,ფატი ყავს ინგლისს საკა,,ფოდენი,,გრინვუდი,,გერმანიას მუსიალა,,ვირცი,,ჰავერციც დაჟე,,საფრანგეთს კამავინგა,,ჩუამენი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ჰაი კლასის ფეხბურთელი ყავს,,ეს მე ჩამოგითვალე უცებ რაც გამახსენდა და ეგეთები კიდევ ბლომად ყავს ყველა ფავორიტ ნაკრებს და შენ კიდე გოჩოლეიშვილით და აზაროვით გინდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის მოგებაა??საღოლ მაგარი ოპტიმისტი ყოფილხარ,,ბალელშიკობით რა თქმა უნდა ყველა უბალელშიკებთ ჩვენს ნაკრებს მაგრამ მიზანი ისეთი უნდა დავისახოთ რისი შესრულების შესაძლებლობაც გვაქვს საკადრო რესურსიდან გამომდინარე,,რო გიხარია ეროვნულიდან დაგვემატებიანო,,ვინ გვემატება გადახედე აბა!! 80-% სკამზე ზის კლუბებში და ცვერნა ზვეზდაში,,შახტარში,,და მეორე ლიგის გუნდებში რო ვერ გახდნენ ძირითადის ფეხბურთელები იმათ რა ჩემპიონატის ფავორიტობა შეუძლიათ გამაგებინე??ჩვენი ერთადერთი იმედი არის კვარა და იღბალი დანარჩენი რა გითხრა ისეთ დონეზეა ქართული ფეხბურთი ტირილი მოგინდება,,

• სოსო

ეგექტური და აგრესიული ჩატენვა,მუხტს აძლევს ჯერ დარბაზს,მერე კი თანაგუნდელებს და თრგუნავს მეტოქეს.არ ვიცი რას და სად უყურებთ,მაგრამ ნბას თამაშებში და საერთოდ ყველგან,დარბაზი აფეთქდება ხოლმე,გადატენვის დროს.არც მწვრთნელი მინახია,ამაზე საყვედური ეთქვას.ერთადერთი,ზაზა ფაჩულია იყო,ვინც არასოდეს ტენიდა და ბოლოს,სანაძლეოზე.,მანაც ორჯერ ჩატენა და გუნდის ერთერთ მწვრთნელს, გრძელი წვერის გაპარსვა მოუგო.

• qomagi

sakartvelos chempionatshi motamashe kalatburtelebi nakrebis donis samtuxarot ver arian,(sazodaoba mati kureba) me mgonia jobda mat nazvlad shevseba amerikasis kolejshi motamashe kartvelebisgagan migvego, bevri nichieri kalatburtelia ik, magaltad bezhanishvili da a.shemdeg.shesazlebelia tu ara fiba tesebit eg axalgazrda bichebi,rom nakrebshi gamovizaxot?

• odala

მესმის, რომ ისეთ კატეგორიებზე ვსაუბრობ, რაზეც თქვენთვის არასოდეს არავის უსაუბრია და ასე მარტივად ვერ გაიგებთ რას ვამბობ. ნახევარი ცხოვრება შტატებში მაქვს გატარებული, ნბა-ს გიჟი ვიყავი რომ ჩავედი და 5 თითივით ვიცი ბოლო 20 წლის ნბა. ბევრი რამ კომენტატორებისგან მაქვს გაგონილი, მაგრამ ამ ჩვენი კომენტატორებისგან ასეთ საკითხებზე ვერაფერს მოისმენთ. მაგათ 3 ქულა, რომელიც ჩვენი უპირატესობა იყო, ვერ მიუმატეს და გამოაკლეს. ამიტომ არის მაყურებელიც ბევრ რამეში გაუთვითცნობიერებელი. ხომ ყველაფერში აფანატებთ ამ ამერიკაზე, და გეუბნებით იქ როგორც არის. იმას კი არ ვამბობ თორნიკეს სარგებელი არა აქვს-მეთქი. ის საუკეთესოა გუნდში, მაგრამ საუკეთესო და ლიდერი ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ჩვენ გვყავს ევროპის დონეზე რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე, მაგრამ არა გვყავს ლიდერი, რომელიც გაჭირვების დროს თამაშს თავის თავზე აიღებს, დაამშვიდებს და ფონს გაგიყვანს. ლიდერი თავით არ ეჯახება კედელს და ფარებს არ გლეჯს. ლიდერი აზროვნებს. შენ თუ ემოციურად თამაშობ და კონტროლს კარგავ მომენტებში, სხვას მაგალითს ვერ მისცემ. ლიდერი მაგალითს აძლევს არა გაფრენის და ჩატენვის (რაც ყველას არ შეუძლია), არამედ გაწონასწორებულობის და სიმშვიდის რთულ მომენტებში. ეფექტური თამაშის დროც დგება ხან და ხან... მოკლედ, ძაან გამიგრძელდა...

• azri

გილოცავთ და ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ დღეს! 3-ები გასაგაებია, მაღალი ნაკრები გვყვავს და დაბლები უფრო მსროლელები და სწრაფები არიან და ასეთი გუნდები აღწევენ უპირატესობას შორიდან. მე რაც მიკვირს, არის მოხსნები. მოხსნებში უპირატესობა თამაშებს იგებს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოხსნა წავაგეთ გუშინ "დაბალ" ნაკრებთან. რა ხდება ამ ასპექტში? მთელი ჩვენი უპირატესობა მოწინააღმდეგესთან არის შენგელიას, შერმადინის და მკდაFენის ინდივიდუალური თამაში და კლასი. ასმ სამიდან ერთი თუ გვაკლია (ჩვენ ევროპულ ნაკრებში, ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე), მორჩა ფაქტიურად ჩვენი უპირატესობა.

• გოგა

ბიჭო რას ხაზავდნენ ისლანდიელები, მომეწონა მათი თამაში, მაგრამ იცოდნენ 4 ქულით უნდა მოეგოგ და ბოლოში იმათაც დაეწყოთ ნერბიულობა, 3 შეტევა გაფუჭეს და ვერცერთი ვერ ჩავაგდეთ ჩვენ საპასუხოდ, მოდით ვაღიაროთ საშვალოზე დაბალი კლასის გუნდმა გვაჯობა ყველაფერში, ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და იმედია მსოფლიოზე უკეთესი ნაკრები გვეყოლება, თორემ 3 კალათბურთელით ვერავის ვერ მოუგებთ, სათადარიგოები ქულებს ვერ იღებენ, სამიანებს ვერ ვისვრით, პერიმეტრს ვერ ვკეტავთ, იმედია მსოფლიოზე ყველაფერი უკეთ იქნება

• ჯიჯი

მადლობა ყველას ამ მიღწევისთვის. ლამის ინფაქტი მივიღე ისე ვინერვიულე, მაგრამ ეს მწვრთნელი კაი იქნება რომ შევცვალოთ. ერთიდაიგივე ტაქტიკა სულ ერთიდაიგივე. უბრალოდ ესე შეუძლებელია გაგრძელება.

• G.LA

მე ვიცი ერთი რამ. ისტორიას გამრჯვებულები წერენ. ამიტომაც გვაქვს ბევრს გაორებული გრძნობა და ვფიქრობ ასეთი წაგების შემდეგ ცოტა თავდაჭერილობა გვმართებდა აღნიშვნის დროს. გილოცავთ მსოფლიოს გასვლას. მადლობა ღვთისავარს კარგი სტატიისათვის. თუმცა ცოტა თავდაჭერილად, მაგრამ თუნდაც რბილი კრიტიკა აუცილებელი იყო.

• $-ს

სრული სიმართლეა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1 კვირიან, თუნდაც 1 თვიან შეკრებაზე კალათბურთელს ბურთის სროლას ვერ ასწავლის. ის მათგან არსებული პოტენციალით მაქსიმუმის მიღწევას ცდილობს. ჩემი აზრით, ზუროსმა მაქსიმუმს კი არა, მაქსიმუმის ორმაგ შედეგს მიაღწია, ანუ, შესაძლებლობები 200%-ით გამოიყენა. ვინც ვერ ხვდება, მსოფლიოზე გასვლა უდიდესი წარმადებაა

• მეორე გივი :)

არასწორი ის თქვა, რომ აბსოლუტურად საპირისპირო დასკვნებს აკეთებს ოდალა და საკუთარ კომენტარზე ლაიქების დასმა ვერ უშველის. სწორედ რომ ჩვენი მოთამაშეების მორალური განწყობის ასამაღლებელია მსგავსი ჩატენვები და დადებითად მოქმედებს გუნდზე. შოუზე მეტად, ამ ჩატენვის ფუნქციაა იმის ჩვენება, რომ მოწინააღმდეგე სუსტია (და ამიტომ გაუშვა ჩატენვა საკუთარ ფართან). გივის რაც შეეხება. მეც ამ ნიკით ვწერდი აქამდე კომენტარებს, მაგრამ იმდენად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს უკვე მერამდენედ, რომ შევიცვლი ნიკს. :))

• კოტე

სტატიის ავტორს რაღაცაში დავეთანხმები, მაგრამ იმაში რომ ზუროსმა ნაკრები კლუბს დაამსგავსა და ახალ კალათბურთელებს არ ცდის, სიმართლესთან ახლოსაც არ არის. მან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებზე და ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ჩემპიონატიდან 10 კალათბურთელი გამოსცადა, გაფართოებული სია კი 30 კაციანი იყო. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეებში სანაკრებო პერსპექტივის მქონეების მოძებნას ძალიან ცდილობენ, მაგრამ რაც არ არის, საიდან მოიყვან. საქართველოს ჩემპიონატში შესაძლოა, 30-35 ქულას აგროვებდეს(ეგეთიც არავინ არის), მაგრამ მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან 3-4 ქულის აღებაც ვერ შესძლოს. მიხეილ ბერიშვილს "ევრობასკეტზე" ზუსტად იმდენი დრო ეძლეოდა, რამდენიც საჭირო იყო. საქმე იმაშია, რომ ის შორიდან მაშინ ისვრის, როცა არავინ უფარებს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, სანამ მეტოქე მიხვდება, რომ მსროლელია და ახლოს ეთამაშება, ანუ, 2-3 სროლის შემდეგ ის უკვე ასე ვთაქვათ, "გაშიფრულია" და ქულებს ვეღარ აგროვებს. რეალურად, მაკფადენი ერთადერთია, ვინც თამაშიდან, მოძრაობისას და დაფარების მიუხედავად შორი მანძილიდან ისვრის და აგდებს. მოკლედ, საჭიროა ახალგაზრდული ჩემპიონატის დონის ამაღლება, მწვრთნელების უცხოეთში სასწავლოდ გაგზავნა, ადგილობრივი ჩემპიონატის გაძლიერება, თუმცა იმ თანხით, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, ის შედეგი, რაც მიღწეულია, მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ფანტასტიკის სფეროა.

• ჟუჟა

მართალი ხარ! ამხელა ამბავი მოხდა, მსოფლიოზე გავედით და დიდი არაფერი ხდებოდა ქუჩებშიც, უნივერსიტეტის ქუჩაზე დარბაზთან გადაღებულ კადრებს ატრიალებენ, როცა ბიჭები გამოვიდნენ და დახვდნენ გულშემატკივრები. ცხადია მეტად შეიძლებოდა სიხარულის გამოტახვაც, ბიჭების შრომის დაფასებაც, ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი უდიდესი სპორტული შედეგი დაიდო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა ზოგიერთებს ისე გამოულაყეს ტვინი, საკუთარი სამშობლოს წარმატების გაზიარება უჭირთ და უფრო სლავა უკრაინიზე არიან აქცენტირებული

• 123

ვაახ რა... არ შეგარგებენ სიხარულს... ერთი დღეც არ გასულა ჯერ...

• 123

ერთი-ორი დღე მაინც შეძლებოდა მოგვეცადა, გვაცალეთ გახარება გულშემატკივრებსაც და კალათბურთელებსაც. თორემ ჯანსაღი კრიტიკა უდავოდ საჭიროა

• simartle

გილოცავთ ყველაზე მნიშვნელოვან წაგებას რომელიც მოგებაზე მეტია:) ინდური ფილმის სათაური უნდა იყოს. ისლანდიაა ცოდო კარგად ითამაშეს, მოგვიგეს, მაგრამ ვერ გავიდნენ, არა და კალათბურთს ეგენი თამაშობენ. ჩვენები ზლოზინით უდგებიან ყველაფერს, თითქოს მოგებული თამაში ჰქონდათ და არსად ეჩქარებოდათ. ამ გამარჯვებამ ისიც დაფარა რომ გუნდის კაპიტანმა ბოლო ორი საჯარიმოდან ააცილა, რაც მიუღებელი უნდა იყოს. გაგვიმართლა და გავედით შემთხვევით. გუნდი აზრზე არ არის თამაშის არ მოძრაობენ პერიმეტრზე რომ გაიხსნან, სწრაფ კონტრშეტევის საშუალება რომ ეძლევათ უკან პასს იძლევიან. მაგ დონეზე ბურთის ტარება თუ არ იცის ზოიერთმა ნაკრებში რა უნდათ? ზუროსი იძახის თამაში არ გამოგვივიდაო და მოთამაშეებიც ამასვე გაიძახიან... როდის გამოუვიდათ? ევრო ბასკეთზე ბითაძეც იყო, მამუც და ვერაფერი ჰქნეს საკუთარ მოედანზე თან. ესენი უნდა გაყარო ამერიკაში და ქუჩის კალათბურთი ათამაშო პროჯექტებში რომ "ჟილკით" თამაში ისწავლონ. მინიმალისტური მიდგომით შორს ვერ გაფრინდებიან. კლათბურთს სჭირდება hustle - ანუ ენერგულილი ზედმეტად აქტიური მოქმედება ყველაფრის ფასად მიზნის მისაღწევად და არა - თამაში არ გამოგვივიდა მაგრამ გავედით... გაგვიმართლა... გილოცავთ გასვლას მსოფლიოზე. დიდი მიღწევაა მაგრამ, ყველას გვიხარია, მაგრამ იმედია რამენაერად მიხვდებიან რამდენად გაუმართლათ და უფრო მეტს იმუშავებენ სწორი თამაშის სასწავლად რაც ნაკრებში მოხვერდის შემდგომ არ უნდა ხდებოდეს...

• სოსო

ზუროსი,მაღალი დონის მწვრთნელია,მაგრამ მწვრთნელებსაც რაღაცა დროის შემდეგ,შეცვლა და ახალი კადრით ჩანაცვლება სჭირდება.ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანს ნაკრებს და მერე,იმსჯელებენ,მის წასვლა დარჩენაზე.თუმცა მაინც მგონია,რომ აღარ დარჩება.ახალ მწვრთნელს,ახალი იდეები მოაქვს,თუმცა ჩვენსავით შეზღუდული არჩევანის ქვეყანას,ბევრს ვერაფერს შეუცვლი.ახალი მწვრთნელი,ახალგაზრდა და ქართველი,ნაკრებში რომ დანიშნო,მას ახალგაზრდულში მაინც უნდა ჰქონდდეს ნაჩვენები,კარგი შედეგი.ლევან მაისაშვილი მაგალითად არ გამოდგება,რადგან ის,ძალიან დიდხანს იყო ნაკრებში მთავარ მწვრთნელების მოადგილე და ახაგაზრდებთანაც მუშაობდა.მან ძირფესვიანად იცოდა,ქართული რაგბის ყველა კუთხე კუნჭული და უცხოელი მწვრთნელებისაგანაც ხომ ბევრი ისწავლა,მაგრამ უცხოეთშიც ძალიან ბევრს დადიოდა,სასწავლებლად,ცნობილ სპეციალისტებთან.ქართულ კალათბურთში ასეთი გამოცდილების და ცოდნის მქონე სპეციალისტი,არა მგონია ვინმე გვყავდეს.ჩვენ ფედერაციაში,ისეთი ხალხი მუშაობს,თუ ვინმე,ასეთი გამოჩნდა,არ მჯერა,რომ მის გამოყენებაზე უკან დაიხიონ.დღეს,ზაზას აკადემიის და უცხოეთში პერსპქტიული ბიჭების უცხოურ კლუბებში გაშვების იმედად ვართ,თუმცა ეს,აშკარად არასაკმარისი მგონია.რამდენიმე აკადემიაა აუცილებელი,რომლებიც კონკურენციაში, უფრო მაღალი ხარისხის კურსდამთავრებულებს გამოუშვებს.ეგეც არ იყოს,ზაზას აკადემია,ჯერ იმდენი ხნისა არ არის,რომ მის კადრებს,სრულად მოვთხოვოთ,სრულყოფილი საბაზისო განათლება.ბავშვმა,5-6 წლისამ უნდა დაიწყოს ვარჯიში და 14-15 წლისა ხვდება,ასაკობრივი ნაკრებების სიაში.მგონი სწორედ ამითი გვჯობნიან ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები და ბალტიისპირეთი,რომ მათი ბავშვები,უკვე დაყენებული სროლებით და ტექნიკით მიდიან ასაკობრივ ნაკრებებში.მერე კი,უკვე ტაქტიკას და ფიზიკას იუმჯობესებენ.ისლანდიის მოსახლეობაც,სულ 365 ათასია,მაგრამ აგერ,ჩვენი დამარცხებაც შესძლეს,კარგი სროლების და ფიზიკის წყალობით.ჩვენზე მეტი მოვარჯიშე ჰყავთ კალათბურთში?მაგრამ ფეხბურთშიც რომ გავიდნენ,ევროპის ჩემპიონატზე?ესე იგი,კარგი ორგანიზაციის და ხარისხის ხარჯზე მიდიან, ჩვენზე წინ.

• კოტე

არ არის ასევე გამორიცხული, რომ ზაფხულში -20 გრადუსი იქნება ტემერატურა

• გივი

აბსოლუტურად მართალი ხარ მეგობარო. დისლაიქები რატო დაუწერეთ, რა თქვა არასწორი?

• ლუკაიე

კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი და არ ვარ ჩახედული….ჩემგან არ იქნება სწორი გავარჩიო რაღაც მომენტები მაგრამ ელემენტარულ დონეზე მესმის ეს სპორტის სახეობა ისევ და ისევ საქართველოს ნაკრების წყალობით…სადღაც 2007 წლიდან ვადებნებ თვალყირს და დღემდე არ მესმის რატომ ვართ ასეთი სუსტები 3 ქულიანებში??ნებისმიერი ჩვენზე დაბალი დონის გუნდი უკეთესად ისვრის და თუ ვაგებთ თამაშებს უმეტესწილად გამოუყენებელი სამქულინების ხარჯზე!და ჩვენ ფარში გამუდმებით ვიღებთ სამიანებს! ყველაზე გასაოცარია ნატურალიზირებული კალათბურთელიც რომ ვერ აგდებს სამიანებს….გუშინ მაკფადენი რომ ყოფილიყო უფრო ზუსტი პერიმეტრიდან ჩვენ მოვიგებდით ამ თამაშს უპრობლემოდ!ნებისმიერ შემთხვევაში გილოცავთ ყველას ამ წარმატებას!იმედია ამერიკა შეგვხვდება ჯგუფში

• გიზოგს

და ახალ რომელი წელია ხომ არ დაგავიწყდათ? შეეშვით ამ 1962 და 1981 წელს. მაგის მერე საშინელი ჩავარდნები გვქონდა კალათბურთშიც და ფეხბურთშიც. 80იანების დინამოს ხუთეული ეტყობა არ გახსოვთ :-)

• გიზოგ

0-ს გიწერ თქვენ ოდალა. რასაც თორნიკე აკეთებს, ეს დადებითად მოქმედებს გუნდზე და არა პირიქით.

• გიზოგ

ასეთი რამის კადრება უხერხულია. მაინც ვერ გავიგე რატო არ დატვირთა ბურჯანაძე.

• გიზოგ

გურულო, იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ უნდა ისიც გაითვალისწინო, ჩვენ ის რესპუბლიკა ვართ 1962-ში მადრიდის „რეალი“, რომ დავამარცხეთ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში. და ეს მაშინ, ჩვენი გუნდი გაკომპლექტებული იყო ადგილობრივი მოთამაშეებიღ და რეალს ნაყიდი ყავდა ევროვარსკვლავები. ასე, რომ ქართველი გულშემატკივრების პრეტენზიები უსაფუძვლო არ არის.

• odala

ერთი დაკვირვებაც ნბა-დან: მწვრთნელებს აგიჟებს როცა მოთამაშე ეფექტურ ჩატენვას ან ზოგადად 'შოუ ბოუთინგს' აკეთებს, როცა თამაშის ბედი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის. მიუღებელია ასეთი საქციელი არა თუ გამოცდილი, არამედ გამოუცდელი კალათბურთელისგანაც კი. ლიდერები და კაპიტნები მით უმეტეს ასეთ უაზრობას არასოდეს აკეთებენ, რათა გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგოს. ეს არის პროფესიონალიზმი. ახლა შევხედოთ შენგელიას, რომელიც ითვლება ლიდერად და კაპიტანია. გუშინ ფარს რომ დაეკიდა და მოგლეჯას უპირებდა ჩატენვისას, გახსოვთ რა ანგარიში იყო? მგონი გაათანაბრა მაგ ჩატენვით, წინაც კი არ ვიყავით. ლიდერები და კაპიტნები ასე ბავშვურად არ იქცევიან. ასეთი შემთხვევები ევროპაზეც ჰქონდა თორნიკეს. არა და კაპიტანი ახალბედა მოთამაშეებს უნდა აწყნარებდეს და ეუბნებოდეს, ჯერ ამის დრო არის, საქმე არ მოგვიმთავრებიაო. ლიდერიც კი არა ჰყავს ამ გუნდს. მე მგონია მწვრთნელი რომ არ იყოს მაღალი დონის, ჩვენ აქამდეც ვერ მოვიდოდით.

• გიზოგ

მეც გეთანხმდებით. მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ ქართველ მწვრთნელ-სპეციალისტებს. ამაში მაისაშვილმაც დაგვარწმუნა. ზუროსმა უკვე ამოწურა თავი, რაც ევრობასკეტზე დაგვემართა, აშკარად ეტყობა, მის მერე ის ჟინი აღარ აქვს. ვულოცავ ბიჭებს და მწვრთნელს დადებულ შედეგს.

გუშინ 3 კაცა ნაკრები გვყვავდა... ზუროსი სკამს ვერ დააგრძელებს, მოთამაშეების მაგივრად სროლებში ვერ ივარჯიშებს.

• რატი

ჯიგარი ხარ ზუსტი ნათქვამია დღევანედელით ვიხროთ და ხვალ შეეჭიდებიან მონავალს .

• გულშემატკივარი

ფაჩულიას აკადემია მაქსიმუმ 5 წელია რაც ფუნქციონირებს . 5 წელიწადში მთლიანი ნაკრები თუ არა ნახევარი მაინც იმ აკადემიის აღზრდილი იქნება ყველაფერს თავისი დრო აქვს

• ოცნების ქალაქიდან

შენგელია და შერმადინი მალე წავლენ ნაკრებიდან და შესარჩევში დავრჩებით ბექაურის და ჯინჭარაძის იმედად, კიდევაც გავვარდებით "ბ" ლიგაში ეგრევე!!!

• alexandre

ცალსახაა! ზუროსს უყვარს გუნდი,საქართველო,ძალიან განიცდის! თუმცა მე არანაკლებად! დავიჯერო,ამისთვის ჩემი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა შეიძლება?! ზუროსისხელში მსოფლიოზე პრიზიორი ვერ გავხდებით და ბარემ დაგვენიშნა ახალი მწვრთნელი! და სულ არ არის საჭირო უცხოელი. მე,როგორც კალათბურთის გულშემატკივარი 1965 წლიდან, მხარს ვუჭერ მანუჩარ მარკოიშვილს!

• გურულო

მთელი ერი ვართ ავად!სიხარულიც კი აღარ შეგვიძლია.ხომ შეძლება ერთი ორი დღე მაინც შევირგოთ,ყოველ დღე და ყველა სახეობა ხომ არ გადის მსოფლიო ჩემპიონატზე.მერე ცივ გონებაზე ვაკრიტიკოთ და ვაკრიტიკოთ,მწვრთნელი,ბიჭები,მთავრობა და ფედერაცია,ჩვენი უბედური ქვეყანა და მსოფლიო მასონები.რამდენი ქვეყნიდან,რამდენ მილიონიანი ერი ვერ თამაშობს მსოფლიოზე?გავედით?-გავედით. რა გინდათ აბა ყველას რომ ვუგებდეთ ყოველთვის,მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით.მადლობა ბიჭებს.გაიხარე საქართველო

• ქ. გ.

არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოგა და სანდრო გაცილებით უფრო კარგად ითამაშებენ, ვიდრე ამერიკაში თამაშობენ.

• აბდულაი

ქუჩის კალათბურთი თუ მოგვწონს მაშინ რატო ვიხდით ამხელა თანხას მწვრთნელთა შტაბზე.კოკოშკოვი ნბა ში წავიდა და ზიროსი ვერსად მიდის...ერთი წლის განმავლობაში რამდენი წაგება გვაქვს გადახედეთ და ვინ არის შუაში.კოკოშკოვმა თუ დაალაგა.ამან ქუჩური კალათბურთი დანერგა.თუ მოგწონთ ასე იყავით ზუროსი სულ იქნება ეტყობა

• არჩი

რამდენჯერმე დავწერე - ჟურნალისტი შესანიშნავად წერს. მართალია გუშინ წავაგეთ, თუმცა რეიკიავიკში ხომ მოვიგეთ! არავის აქვს ჩვენსავით მოკლე სკამი და ისლანდიაც არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა თამაშებში - ფეხბურთი და ხელბურთი გავიხსენოთ. თაობა არ მოდის და რა ქნას ზუროსმა. მადლობა ღმერთს, ფეხბურთში წამოვიდა კარგი თაობა, სამი სხვაგან გაზრდილი ქართველის (საზონოვის დედა ქართველია) გადმობირებაც მოვახერხეთ და ახალგაზრდული ნაკრების, რომელიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი მგონია, ათი ფეხბურთელი ეროვნულის წევრია. მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი - ლ.გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი (გაგნიძე არ არის და მაგასაც მალე დაუძახებენ ეროვნულში). იმედი მაქვს, კალათბურთშიც შეიცვლება სიტუაცია და მსოფლიო ჩემპიონატი ერთგვარი ბიძგი იქნება.

• პატრიოტი

ღვთისავარ, ყოჩაღ კალათბურთიც გესმის, მაგრამ რატომ არ თქვი, რომ კალათბურთს მეტი ყურადღება და პოპულარიზაცია სჭირდება, კალათბურთი და ფეხბურთი ჩვენი სპორტია, ჩვენი ახალგაზრდული გუნდები წარუმატებლად გამოდიან საერთაშორისო შეჯიბრებაბზე, სად არის ცვლა, ვინ უნდა შეცვალოს შერმადინი, შენგელია, ცინცაძე, რა უნდა პარლამენტში სანიკიძეს, კალათბურთის ახალ წესებზე მუშაობს? რამდენი კალათბურთელი, ან მომავალი კალათბურთელი გაიზარდა ფაჩულიას აკადემიაში?

• papais

გაგიმაჯოს ღმერთმა კარგო კაცო საღ აზროვნებაში. იმდენჯერ არ გაგვიმართლა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომ ეს თუნდაც "გამართლება" კანონზომიერიც კია. მოდი რა, შევძლოთ ზეიმი, ავღნიშნოთ, ბიჭები შევაგულიანოთ და დრიმ თიმი რომ არ არიან ეგ თვითონაც იციან, მწვრთნელმაც,ფედერაციამაც და გულშემატკივარმაც, მაგრამ გოგა და მამუკელა დაემატებიან და დავემსგავსებით რაღაცას. ის რაც ამ ბიჭებმა აჩვენეს და დადეს არის უდიდესი საქმე ქართული სპორტის ისტორიაში.

• სოსო

კარგი,სწორი სტატიაა!რაგბის ფედერაციამ შექმნა სისტემა,რომელშიც შეზღუდული კონტინგენტის ფონზე,კონკრეტულ პოზიციებზე,შესაბამისი მონაცემების ბიჭების მომზადებას და სანაკრებო დონეზე გაყვვანას უზრუნველჰყოფდნენ.თავიდან,ასაკობრივი ნაკრებებისათვის არჩევანს,80,ზოგჯერ კი უფრო ნაკლები სპორტსმენისგანაც კი აკეთებდნენ და სწორედ ამ მიდგომის გამოისობით,ვაღწევდით შედეგებს.დღეს გაცილებით მეტი ბავშვი ვარჯიშობს,რაგბიში და ასეთი მწირი არჩევანი აღარ გვაქვს,მაგრამ ეს მეთოდი უკვე გამოცდილია და კალათბურთშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.დღეს განსაკუთრებული გაჭირვება,უკანახაზელებზე და განსაკუთრებით გამთამაშებლებზე გვაქვს,სნაიპერული ტყორცნა კი,ყველას უნდა ესწავლებოდეს.დიდიან პატარიანად.საამისოდ,მწვრთნელების გადამზადებაც აუცილებელია.ერთი სიტყვით,მივიდნენ რაგბის ფედერაციაში და დარწმუნებული ვარ,არავინ დაზარდებათ,ყველანაირად დაეხმარებიან. დღეს კი,მთელ საკალათბურთო საქართველოს,ვულოცავ ნაკრების ამ,დღემდე მიუღწეველ შედეგს.ბიჭებს მადლობა,თავგანწირული ბრძოლისა და პატრიოტიზმისათვის.

• rable

გილოცავთ ყველას. დარწმუნებული ვარ თამაშის ხარისხით თითქმის ყველა გულშემატკივარი უკმაყოფილო ვართ და ეს მხოლოდ თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მღელვარების ბრალი ვერ იქნება. როგორც გუნდი ისლანდია უფრო დაბალანსებულია ჩვენზე და მეტად გაგვიმართლა, ფაქტიურად სამი კალათბურთელის კლასის ხარჯზე მოვიგეთ. დიდი მადლობა ცინცაძეს, სანაძეს, ჯინჭარაძეს ლონდარიძეს სხვა ახალი სახეები თუ არ გამოჩნდნენ სამომავლოდ ვეღარც ევროკაზე გვექნება პრეტენზია. ანდრონიკაშვილი მოუმატებს მჯერა, ბერიშვილს მეტი შეეძლო -"ჩაუვარდა" თამაში. სანდრო და ბითაძე კი გაგვაძლიერებენ მარა სათადარიგო მოთამაშეებით თითქმის ყველა გუნდთან ვაგებთ. წარმატება საქართველოს

• papai

ყველამ ვიცით რომ ამ თამაშით შორს ვერ წავალთ და რომ არა გამართლება სულაც სახლში დავრჩებოდით, მაგრამ მოდით დღევანდელით გავიხაროთ და ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ... მიღწევა კი მართლაც უდიდესია და მალე ფეხბურთშიც გვეზეიმოს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! - რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი...

დღეს - კალათბურთელები ესპანეთის წინააღმდეგ, კვარაცხელია - "ლაციოს"

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში

შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა

ისტორიული მატჩის დღე - საქართველო კაბო ვერდეს დასამარცხებლად!..

"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და "ვირტუსის" გამარჯვება ბერლინში