"სოჭის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ Sportbox-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციალი შეაფასა.

- როგორია ცხოვრებაში ხვიჩა?

- მახსოვს, როდესაც პირველად მივესალმე, მეგონა, რუსული იცოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა - არა. ვუთხარი: "როგორაა საქმეები?". როდესაც მიპასუხა, მივხვდი, რომ რუსულად ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდით.

ცხოვრებაში ჩვენ განსაკუთრებულად ახლო მეგობრები არ ვართ. ნაცნობები ვართ, ერთმანეთს დაბადების დღეებს ვულოცავთ, თუმცა ისე არაა, რომ მე მას ან მან მე მკითხოს, როგორაა საქმეები. როგორც შევატყვე, ცხოვრებაში ჩვეულებრივი, მშვიდი ბიჭია. გავიგე, საქართველოში, მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს. სოფელში თავის სახლთან ყოველთვის ბავშვები ელოდებიან, რომლებთანაც სურათებს იღებს, როდესაც საქმეებზე ქალაქში მიდის. ის უბრალო ბიჭია.

- ერთმანეთი მატჩისას გაიცანით?

- დიახ. "რუბინის" წინააღმდეგ "ტამბოვისა" და "ახმატის" შემადგენლობაში ვითამაშე. მოედანზე ხშირად შევხვედრივართ.

- გოლებს არ ულოცავ?

- ასე მგონია, ხვიჩასთვის გოლების მილოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მას ხომ მთელი მსოფლიო უგზავნის შეტყობინებებს. ტიტულები ან დაბადების დღე უნდა მიულოცო.

- შეგეძლო წარმოგედგინა, რომ იტალიაში ასეთი წარმატებული დებიუტი ექნებოდა?

- დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, რბილად რომ ვთქვა, ცოტა შოკში ვიყავი. თან მაშინ შეცვლაზე შემოვიდა და პირველივე წუთიდან არ უთამაშია.

- კვარაცხელიასთვის "ნაპოლი" ზღვარია?

- სრულიადაც არა. შეუძლია თავისი კვალი არა მარტო "ნაპოლიში", არამედ მთელ მსოფლიო ფეხბურთში დატოვოს.

ნიკა
ცხოვრებაში კომენტარი არ დამიტოვია აქ და ეხლა გამიჩნდა სურვილი. შენ რომ გიორგი მელქაძე ხარ გვარად და სახელად და იცი, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიაა, რატომ უნდა მიესალმო რუსულად? ან რატომ უნდა უთხრა как дело? რა ახსნა აქვს ამას? წარმოიდგინეთ ხვიჩა რომ რეალში ან ესპანეთის ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდში თამაშობდეს, როგორ წარმოგიდგენიათ მამარდა და ხვიჩა ესპანურად მიესალმებოდნენ ერთმანეთს ან სხვა ენაზე….
ზვიადი
მოღალატეები და მავნებლები ცხვირ წინ გყავთ ნაცების სახით და ბუზს ვერ უფრენთ ...თუ გიორგი შორსაა და მოსულა ზურგს უკან ჭორაობა ?.
vova
მართლაც .. კვარაცხელიები წალენჯიხის სიმაყეები არიან .
vinme
გასაგებია რომ არ აინტერესებს, პრინციპშ ის ხომ ქართველიც არა არის სადაც დაიბადა იქაურია, მარა შენ აინტერესებ შენ ქვეყანას ?
მეგრელი
კვირას სოფელში არის უკვე ეკლესია, მეორე კვარაცხელიას აშენებული. გამგები გაიგებს

შეიგნეთ ადამიანებო ეს რუსეთში დაბადებული ქართველების უმეტესობა პირველ რიგში არის რუსი. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. ნუ ითხოვთ მათგან რამეს დაიკიდეთ იმიტომ რომ მათაც საქართველო დიდად არ აინტერესებთ
კოკა
გიორგი მელქაძეს არ ვიცავ და არც ჩემი დასაცავი აქვს რამე მაგრამ არა მგონია აქ კლავიატურშიკები უფრო მეტი ქართველები იყოთ თქვენ ოღონდ სხვისკენ გაიშვიროთ ხელი და საკუთარ ტალახს არც იმჩნევთ .
კახა ქ.
მაინც იქაყრია რა.ჯერ ქართულად მისალმებოდი შე ოჯახ აშენებულო,თუ რუსული როგორ იცოდა გაინტერესებდა.ეს ისე,ჩემთვის გავიფიქრე.წარმატებები ორივეს,ერთ საქმეს ემსახურებით-მის აღმატებულება ფეხბურთს.
დავით 67
შენთვის არ მოუცია ინტერვიუ,
შოთა
ცუდი ამ ბიჭს არაფერი უთქვამს,პირიქით მხოლოდ დადებითი ისაუბრა, თუ საქართველოში არ ცხოვრობს და არ შრომობს მხოლოდ ამის გამო ნუ გარიყავთ ქართველობიდან. ხვიჩას წარმატება მასაც , ისე მაგრად ახარებს როგორც ჩვენ , ყველას. გაგიმარჯოთ ბიჭებო.
NESTA:)
რასკოშნი ჟორჟ:))) ზედმეტ სახელია ამის!
Givi
Me rogorc vici mamamisi samtredielia sufta qartveli da qartulad saubrobs, ertxel utqvams mindoda saqartveloshi etamasha magram tviton sxvanairad gadawkvitao.
ბათუმელი ექსპერტი
"ონ ჟე პრაკტიჩესკიი რუსსკი, ეტოტ მელაკდზე!
beqa
ქართული თუ იცოდი რუსულად რატო მიმართე ?
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ