ევროთასის (EuroCup) მე-5 ტურში მარკის რიდის „ბაჰჩეშეჰირმა“ საკუთარ მოედანზე ბერძნულ „პაოკ-ს“ უმასპინძლა და დრამატულ ორთაბრძოლაში, 84:81 სძლია მეტოქეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი სტამბოლური კლუბის შემადგენლობაში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

რიდმა შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. პარკეტზე გატარებულ 26 წუთსა და 56 წამში მან საკუთარ გუნდს 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში 17 ქულა მეორე საუკეთესო შედეგი გახლდათ მალაკაი ფლინის შემდეგ, რომელმაც 28 ქულა მიითვალა. სტუმართა შემადგენლობაში კი 30 ქულით ჯედი ოსმანი გამოირჩა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბაჰჩეშეჰირს“ 4 მოგება და 1 მარცხი აქვს, რითაც D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, თურქული კლუბი გერმანულ „ულმს“ ესტუმრება. მანამდე მარკის რიდის გუნდს ადგილობრივ ჩემპიონატში ელის მატჩი, სადაც 5-0 ბალანსით ერთპიროვნულად ლიდერობს.

აღსანიშნავია 31 წლის ქართველი ლეგიონერის ბრწყინვალე ფორმა - მარკის რიდს ევროთასზე საშუალოდ 17.3 ქულა აქვს, რაც ტურნირის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

GBF.GE

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე