ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

მარტში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

- პირველ რიგში, რაც შეეხება ხოჭოლავას საკითხს, საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, თუმცა კლუბის თხოვნას დათანხმდა და კვირას ითამაშა. სამწუხაროდ, დათას 6-8 კვირა გაუცდება. მას ნაკრების დახმარების სურვილი ჰქონდა, თუმცა ოპერაციის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო.

რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემს მოთამაშეებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, თუმცა თავად ვერაფერს ვცვლი. ზოგიერთი ფეხბურთელი ცოტას, ზოგი კი სულაც არ თამაშობს. ნორვეგიასთან ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა და თითოეულ პოზიციაზე ერთი მუდმივი პრაქტიკის მქონე მოთამაშე აუცილებელია. სამწუხაროა, მარცხენა ფლანგზე რა სიტუაციაცაა, არც წიტაიშვილსა და არც აზაროვს ბევრი დრო არ ეძლევათ. მომავალშიც თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მათი მოწვევისგან თავის შეკავება მომიწევს.

რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მას ბოლო დროს ბევრი გაუცდა და სიაში არაა.

ჩვენ არაერთეხლ ვესაუბრეთ საბა საზონოვს და მან საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი გამოთქვა. ჩემთვის ეს მთავარია, ახლა კი ვნახოთ, ის რამდენადაა მზად, ნორვეგიასთან პირველ ოფიციალურ შეხევდრაში ითამაშოს. საბას ვაკვირდები და მიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებს.

რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებაზე კომენტარი ადრე მე არ გამიკეთებია. ლუკა გაგნიძეც ძალიან ნიჭიერია და ჩემთვის მთავარია, ისინი ნაკრებს გამოადგნენ. ლუკა ახლა ამისთვის მზადაა. რაღაც მომენტში ფეხბურთისა და პოლიტიკის გამიჯვნა უნდა მოვახერხო და ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე ვიფიქრო.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს. გუნდში პატივისცემა და პოზიტიური გარემო უნდა იყოს და ამისთვის ყველა მუშაობდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებაზე არ ვფიქრობ, მომავალში კი არაფერს გამოვრიცხავ.

თუკი ნორვეგიის ნაკრებს შევხედავთ, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ამ დონის ნაკრებთან გვითამაშია და მოგვიგია. ახალი ციკლი იწყება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მინდა წინა ციკლში აკრეფილი კარგი ფორმა ასევე გავაგრძელოთ.

ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, რასაც სოციალურ ქსელებში ვაწყდებით. მე უცხოელი ვარ, თქვენმა ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო და ამით მადლობელი ვარ. სხვას ვერაფერს დავამატებ.

17 წლის გაბრიელ სიგუას ლეონ გორეცკას შევადარებდი. ის მთელ მოედანს ფარავს და ყველა კომპონენტში გამორჩეულია. მე ფეხბურთელებს იმის გამო არ ვიძახებ, გუნდთან ერთად სასტუმროში იყვნენ, თამაშის შანსი ყველას ექნება. ბოლო პერიოდში მისი თამაში მომეწონა და ბევრი ვიფიქრე, რამდენად იყო მზად, ნაკრებში გამომეძახებინა და ასე გადავწყვიტე.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუკი ნორვეგიას ერლინ ჰოლანი ჰყავს, ჩვენ - გურამ კაშია. ჩაკვეტაძე დიდი ხანია ნაკრებშია, მას რთულ პერიოდშიც ვიძახებდით, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ეგრძნო. მიხარია, რომ ის ახლა მუდმივად თამაშობს. იმედია, ნაკრებს დაეხმარება, თუმცა ვერ გეტყვით, სად, ამას მეტოქიდან გამომდინარე გადავწვეტთ. მთავარია, რომ ჯანმრთელია და ბევრს თამაშობს.

• გიორგი

ჰოლანდი, Håkand.

• Edinio

უაღრესად დიდი პატივისცემა ჰოლანდის მიმართ ჩემი მხრიდან უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავთ ნორვეგიელებს მისი სახით და მალე დაიპყრობს მწვერვალებს. ძაან მაგარია ეს 22 წლის ბიჭი მბამპესთან ერთად მსოფლიოში ჯერ მე ამ ეტაპზე სხვა არავინ მეგულება. ზოგადად ნორვეგიას ყოველთვის ჰყავდა ვარსკლავები წარსულშიც მაგრამ ჰოლანდი ძაან გიჟია. თვეზე მეტია ჩემთვის ვიძახდი ოღონდ ეს არ ჩამოვიდესთქო და ისე ამიხდა რომ არვიცი რა ვთქვა მიხარია. ჰოლანდს წარმატებები რათქმაუნდა მაგრამ 28 ში გვაცალოს არაუშავს. თორემ ამის გამჩერებელი 60 კაშია და მთელი სტადიონიც ვერ იქნებოდა. ეხლა მართლა გვაქვს შანსი მოგების და პირველ თამაშში 3 ქულა რამხელას ნიშნავს ეს ყველამ იცის. ასე რომ კაშიამ და სხვებმაც მიხედონ საქმეს ისე ესპანეთზე და შოტლანდიაზეც საშიში გუნდია ნორვეგია. აბა გამარჯვება ჩვენს ნაკრებს 28 ში. P.s ისე ეს მონღოლეთი და ჩინგიზ ხანის შთამომავლები სად ნახეს ამებმაც ვერ ვიგებ.

• 1111

თუ ძალიან მოინდომებენ და არ ჩამოეძინებათ ჰოლანს კი არა

• kicha

კაკაბა მარჯვნივ

• kicha

მამარდა კაშო კვირკველია კაკაბა საბა წიტა აბუ გაგნიძე ჩაკვე კვარა ჟორჟი

• ფეხბურთის გულშემატკივარი.

ჰალანდი საჯარიმოში ძლიერია. მისი დატოვება უყურადღებოდ, ერთი წამითაც არ შეიძლება. მაღალ ბურთებზე გამოსვლებით მამარდა, მაქსიმალურად უნდა გაირჯეს. მაღალ ბურთებზე ჰოლანდი, ძალიან საშიშია. ჩვენმა თავდასხმამ, გამუდმებით უნდა შეუტიოს, რომ ჰოლანდს ნაკლები სამუშაო მიეცეს. დაცვამ დარღვევების გარეშე, ჯარიმის ზღვარზე უნდა ეთამაშოს. ისე საერთო ჯამში, ჰოლანდის გარეშე გუნდი, დიდი არაფერია. ჰოლანდი, მეორე სტრელცოვია დაპატიმრებამდე.

• ბმბ

თქვენ ხომ მაგრად იგებთ რა ნათქვამს, ვაკოს ცოლისძმამ თუ ილაპარაკა, ვაკო არაფერ შუაშია? პირიქით, ეს უარესია, უბრალოდ მისი სათქმელი სხვისი პირით გადმოგვცა, რა არასრულწლოვანია თუ რა არის? ლოგიკა გაქვთ რა, ვაკო არაფერ შუაში არ ყოფილა?!

• ვილიმაც გაუბერა

რამდენი კაშია უნდა რომ გააჩერო ჰალანდი ვილიჯან? :)))))

ნორვეგიას რამეს მივუხერხებთ მაგრამ ამ მონღოლეთთან რისიციმედი გაქვთ? ისინი ცხენზეც უკეთ ზიან და მშვილდსაც უკეთ ისვრიან :-D

• ბ. მ

ალბათ ყველას ახსოვს, გაწბილებული შვედეთის ნაკრები და იბრა. ძლიერი მოთამაშე ნაკრებში, უეჭველ მოგებას არ ნიშნავს ბატონო სოლბაკინ

• დავით 67

გამეცინა უბრალოდ ჰალანდის წინააღმდეგ კაშია.

• Vasili

ნორვრგია ძლირია, ეგ ყველამ ვიცით მაგრამ, არც გვარდიოლა ყავთ მწვრთნელი და არც სიტია ნორვეგია! ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და სულ არ მაინტეტესებს ამ შემთხვევაში ჰალანდი

• ლაშას

კი არ "გაასხავს", არამედ "გააწუწებს"

• ადმინს

ჩოგბურთში ჩელენჯერზე თუნდაც კვალიპიკაციაში მემგონი ბევრი ჩოგბურთელი არ გვყავს ხოლმე,საბა ფურცელაძეზე დაწერეთ სტატია, 26 ეისი მოაწოდა !

• ლაშა

ჰალანი, ჰალანი... მოიცა ერთი, 28-ში უნდა ვიხარხარო ნორვეგია რომ გაასხავს კვატივით!

• aburjga

ერლინგ ჰალანდი

• ლაშა

დაცვაში საზანოვი ჩინებული ვარიანტია კობახიძის ნაცვლად, რომელსაც გამოცდილება აკლია!

• ზურაბ

• 1

მაგ სანიოლის იმედზე ნუ ხართ "უჭირს" მაგარი მაგას. ხვიჩა მიათრევს ნაკრებს და მერე სანიოლის გაპრავება მიდის

• რაბუ

ნოლანი

• nika

თვითონ ამბობს, ისე დამიძახეთ, როგორც მოგიხერხდებათო, არ მაღელვებსო. მაგრამ ქართულში ტრანსლიტერაციის წესებით ნორვეგიული aa იქნება „ო“, ხოლო nd იქნება „ნ“. ამიტომ Haaland უნდა იყოს ჰ'ო'ლა'ნ'ი

აბა ხვიჩას სახელი გვარი გაარკვიონ ეხლა იმათ

• 1

სწორი თარგმანი არის ჰოლანი. იწერება როგორც ჰაალანდი მაგრამ იკითხება როგორც ჰოლანი ნორვეგულად. მაგრამ ეხლა აქ ჰოლანი რომ თქვა მგონი ვერავინ გაიგებს ვიზეა ლაპარაკი სულ ჰაალანდს ეძახიან

• irakli81

ნორვეგიას თუ ჰოლანი ყავს, ჩვენ კაშია, არგენტინას თუ მესი ჰყავს, ჩვენ კვეკვესკირი, ფრანგებს თუ მბაპე ჰყავს, ჩვენ ბუდუ ზივზივაძე. :) ჩემი პატივისცემა სამივე ქართველს.

• L.J .

Naxe crvena zvezdas mimoxilva???ramdeni shecdoma daushva azarovma???iseti vegaraa datrgunuli chans amdeni skamze jdomit...arada mahari nichieri bichia,imedi maqvs zapxulshi gunds sheicvlis

• უვიცი

რა თქმაუნდა, ალბათ მამების ამბავია. ჩაკვეტაძის და ლოჩოშვილის მამები სავარაუდოდ არ არიან ყოფილი ფეხბურთელები

• L.J .

Ra ver gaige???vakos colis dzmis shesaxeb gsmenia rame???reebi ilaparaka???

• beqa

10-0 მოუგო სომხებს შარშან ჩაწოდებებს იყენებენ მაგრაად არეულ მდგომარეობას ესპანეთმა უნდა დაგვეხმაროს იქნებ გადაღალოს გუნდი

- We have an army - We have the Hulk ეგრე გამოუვიდა

• toti

ეხლა ჰოლანიო.. ვინმემ იცის ბოლობოლო რა გვარია ეს კაცი? ჰოლანდი ჰალანდი თუ ჰოლანი?:)

• Givi

Azarovi sul ver xvdeboda tavisi gundis ganacxadshi shemodgomaze da mainc idzaxebdnen da axla ragacas tamashobs mainc gushinac 90 wuti itamasha da axla daiwkes laparaki saocaria...da kidev tuki kiteishvili 15-20 mainc ver gaqachavda shecvlaze, mashin zivzivadzeze raga unda vtqvat faqtiurad 6 tvea ar utamashia...anu imis tqma minda rom kvelas pativiscemis miuxedavat vigaceebi uzomo pativiscemit sargeblobeb nakrebshi...

• ეგ არ უთქვამს

კარგ მთმქლს კარგი გამგები უნდა. რა შუაშია ამრევი. ყაზაიშვილი ხასიათით არც ჭანტურიაა და არც ოქრიაშვილი, რომ აურიოს. წყნარი ტიპია. ჰიდა ეგ არის მაგის პრობლემაც. იმდენად წყნარია რომ მისმა მიყვარემ (ცოლის ძმამ) მის მაგივრად გადაწყვიტა მისი ურთიერთობები დაელაგებინა ნაკრებში და იმ ხალხს ვისთანაც ვაკოს წლებია უთამაშია, დისკომფორტი შეუქმნა, შეურაცხყოფა მიაყენა. უნდა თუ არ უნდა, ვაკოს ბრალიცაა ეგ მისი არაფეხბურთელი ოჯახის წევრი რომ მის საფეზბურთო საქმეებში ერევა. ჰიდა ეგ თქვა სანიოლმა, პატივისცემის ზღვარი გადაილახაო.

• ჰაჰა

წარმატებები. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია 2 თავით გვჯობია, თუ გავერთიანდებით, თუ შევწყვეტთ ყოყლოჩინობას (რასაც ზოგიერთი ოპტიმიზმს ეძახის) და მატჩისთვის სერიოზულად, ჩუმად, საქმიანად მოვემზადებით, მაშინ იქნება წარმატება. პ.ს. რა თავი მახსოვს პირველი ევროპული თამაშებიდან დაწყებული (ჯერ კიდევ 70-ანი წლების დასაწყისში) და მერმეც დამოუკიდებლობის დროს, ყოველთვის ყოყლჩინობის, ტრაბახის და მეტოქის შეუფასებლობის შედეგად ვმარცხდებოდით. ხოლო, როცა წყნარად სერიოზულად ვემზადებოდით - სულ ვიგებდით.

• ფ

ანუ რაო, ყაზაიშვილზე ვერ გავიგე, სიტუაციის ამრევიაო ნაკრებშიო? ძალიან ცუდი, თუ ასეა. კორეაში კი არა კაცი ლამის ოქროს ბურთს ეთამაშება და როგორი უბრალოა, ეს რამ გააბლატავა, ვერ გავიგე?!

• გულშემატკივარი

წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

სომხეთი - საქართველო: ის რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ლუკა ზარანდია: ნაკრებში გამოძახება ჩემთვის გაათმაგებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა

საახალწლო რეფორმები ძიუდოში - დავით ქევხიშვილი ნოვაციებს აგრძელებს

მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

გიორგი ლორია გადაცემა "სპორტალში"

ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან