ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიასთან გამართავს. ნორდები იქამდე, 25 მარტს, მალაგაში ესპანეთს დაუპირისპირდებიან და მომავალი შეხვედრისთვის მარბელაში ემზადებიან.

ორშაბათს ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა პირველი ვარჯიში ჩაატარა და მისმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სოლბაკენის თქმით, მიზნად ევროპირველობაზე გასვლა აქვთ დასახული, ზეწოლას განიცდიან, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ "ფურია როხასთან" დომინანტები იქნებიან, ბურთს ერლინ ჰოლანი და მარტინ ედეგორი იმდენჯერ ვერ მიიღებენ, როგორც კლუბში და ამ ფუფუნებას მოკლებული იქნებიან.

"ჰოლანი და ედეგორი მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეულები არიან. ადრე ასეთი ლიდერები ბევრი არ გვყავდა. თუმცა მხოლოდ მათი იმედი არ მაქვს, მთელი გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ერთდროულად ორ მატჩზე ვფიქრობთ. ბათუმში ჩასასვლელად ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწევს და აღდგენისთვის ორიოდ დღე გვექნება. ორი მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ საქართველოსთან სამი ქულის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთთან. ეს ჩვენთვის საკვანძო თამაშია. ამოცანაა: ფრე მალაგაში და მოგება ბათუმში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივესთან ვა-ბანკზე წავალთ.

ჰოლანი მაგარ სეზონს ატარებს, ნაკრებშიც მის მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს, სოლიდური იყო, ბოლო 8 მატჩში 9 თუ 10 გოლი გაიტანა", - განაცხადა სოლბაკენმა.

ზაზა
და ვის გეპარებათ ეჭვი რომ ჩვენი ბიჭები თავს დადებენ რომ ქვეყანა გაახარონ?მე დარწმუნებით გეტყვით ეს ასე იქნება!სხვანაირათ ვერც მოიქცევიან,იმიტომ რომ ძალიან ჯიგრიანი და მოტივირებულები არიან უკლებლივ ყველანი!შეხედეთ სახეებზე მათ და მიხვდებით!!!
თორელი
ალბათ დედამიწაზე არ არსებობს ქართველზე გულმავიწყი და ტრაბახა ერი, ასევე ტრიპაჩობისკენ უსაშველოდ მიდრეკილი. სულ ცოტა 7-8 შესარჩევ ციკლს ჩაუვლია ჩემს წინ და ყოველთვის გადაჭარბებული და გაზვიადებული მოლოდინებით გაჟღენთილები ვიყავით, სადღაც ევროპის ჭ ლიგაში ქართველი გაიფაფხურებდა და მორჩა ჯიბეში გვედო საგზური. მადლობა ღმერთს ამ შესარჩევის წინ ზომიერი ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს კვარას და მამარდას წყალობით, ასევე კიდევ არის გუნდში ორი სამი ფეხბურთელი , რომელთაც მოედანზე განსხვავების შექმა შეუძლიათ, ამას პლიუს თავდადება და თავგანწირვა და შეიძლება ნანატრი შედეგიც დადგეს, მაგრამ წინასწარ ნუ ვიქმნით ამ წყალწყალა და ბრტყელ-ბრტყელ ილუზიებს , რომ თითქოს ჯგუფში ფავორიტები ვართ და მსგავსი ზღაპრები, თუ ბიჭები ყოველ თამაშს ისე მიუდგებიან , როგორც უკანასკნელს და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ აი მერე მოვა შედეგი. სხვა დანარჩენი საუბარი ბაქი-ბუქი და ნაცარქექიაობაა.
თორელი
მეგობარო ფუჭი ოპტიმიზმი და მკვეხარა ქოთნობა არ ვარგა, ჩემზე დიდი ქომაგი არ ყავს ჩვენს ბიჭებს , მაგრამ კვარას, მამარდას და ჩაკვეს გარდა საშუალოზე დაბალი კლასის მოთამაშეები გვყავს(რამდენიმეს შეუძლია თამაშიდან, თამაშამდე, გახდეს მაღალი კლასის ფეხბურთელი). სხვა საქმეა გუნდური სულისკვეთება და საკუთარი ქვეყნის გულისთვის თავდადება, თუ ამ კომპონენტებში ბიჭები თავგანწირულები იქნებიან და მოედანზე თითო გოჯისთვის იბრძოლებენ, მაშინ შედეგი ნამდვილად მოვა. ასე რომ მეტი სიდინჯით და ნაკლები ტრიპაჩით უფრო მოვა შედეგი ვიდრე პირიქით.
ნერაძური
ბანანი საღოლ:)
ზაზა
ჩვენმა ბიჭებმა უნდა გაგვახარონ ბოლო ბოლო,დადგა ამის დროც!საქართველო ერთ ერთი ფავორიტია ჯგუფის!გამოკვეთილი ფავორიტი არც ესპანეთია,შანსები მათთან თანაბარია,სახლში ყველასთან შევძლებთ მოგებას,ყველასთან უნდა ვითამაშოთ პირველ ნომრათ,ამის ფუფუნებას გვაძლევენ ჩვენი თავდამსხმელები: კვარა და მიქაუტაძე,დავითაშვილი და ბუდუ,ესეთი ბიჭები ბევრს არა ჰყავთ,არ ვიცი ამას თუ წაიკითხავენ,მაგრამ სწორედ ამათ უნდა გაიტანონ,იმიტომ რომ ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა,ამ ბიჭებისა ყველა გუნდის მცველებს უნდა ეშინოდეთ,მათ შეუძლიათ,ვიმეორებ:მათ ეს შეუძლიათ,რომ არ შეეძლოთ არც დავწერდი,ახლა ჯერი მათზეა,ნორვეგიას გახევენ!მერე,მერე კი ყველაფერი დალაგდება, კალაპოტში ჩადგება და ყველა ერთად ვისიამოვნებთ მათი წარმატებებით,მთავარია შეტევით ვითამაშოთ პირველივე წუთებიდან ბოლომდე!!!
ლაშა
მარადიშვილი მას საერთოდ ამოაგდებს ძირითადიდან
გოგა
ვინც წინასწარ დაიწყო ჩვრნთან 3 ქულაზე საუბარი, კი დავტოვეთ მერე უქულოდ:)
Მეზღვაური
კიტეიშვილზე მინდა დავწერო რაღაც: რამდენი წელია გვესმის,რომ ნიჭიერია,კარგი მოედნის ხედვით,რომ გადავა ტოპ ლიგაში.წლები გადის,მაგრამ ტოპ ლიგა არ ჩანს...27 წელი უსრულდება კიტეს,აღარაა პატარა ბიჭი.მიზეზი რომ ისევ შტურმშია არის ტრავმებისკენ მიდრეკილება! წლევანდელი და შარშანდელი სეზონები ლამის გამოტოვა დაზიანებების გამო.ევროპა ლიგაზეც ვერ წარმოაჩინა თავი ტრავმების გამო,თან ზედიზედ 2 სეზონი...ზალსბურგიც კი არ ყიდულობს მას,რადგან ყველამ იცის მისი ქრონიკული ტრავმები და იკავებენ თავს ტრანსფერებისგან.ძაან კაი ბიჭია კიტე და გული მწყდება მასზე,მარა არამგონია ტოპ ლიგაში მოხვდეს,ტრავმების გამო თორე კლასით ისეთი ნახევარმცველები არიან ტოპლიგებში რომ კიტე ჯიბეში ჩაისვამს მათ.
ჰაჰა
ფრე არა მგონია ცუდი შედეგი იყოს. ავხსნი. ჩემი აზრით წელს ახალგაზრდებმა უნდა მოუმატონ. თუნდაც ახალგაზრდულ ტურნირში მონაწილეობის ხარჯზე, კვარას და მამარდას მაგალითზე. ანუ ვფიქრობ, თუ პირველ სამ შეხვედრას ნაკლები დანაკარგით გავივლით (3 თამაშში 5 ქულა დიდებული იქნება. თან გაითვალისწინეთ 2 თამაში ზაფხულშია, როცა ტრადიციულად ცუდად ვთამაშობთ.) შემოდგომაზე ძლიერი ფინიშის მოლოდინი მაქვს. სამი თამაში სახლში, ორი გასვლა-მინიმუმ 9 ქულა გაასწორებს.) 14 ქულა, თუ შოტლანდიაც და ქეცბაც ივაჟკაცებენ ნორვეგიასთან შეიძლება გამსვლელი იყოს.
Baduri
სანიოლი კი არა ევროპაზე თუ გავედით ხვიჩა გაგვიყვანს
mmm
ქართული სისხლი გიჩქეფს თუ შოტლანდიური? :)
ლშა
პესიმისტო PK
რობი
შენ სად ბანაობ ძმა?შოტლანდიელი ხარ?
რობი
ორივეს წააგებენ...იქ რთულად,ჩვენ კიდე მგონია რომ მარტივად მოვიგებთ. 2 ან 3 0ს
ირაკლი ვარძიელი
სანიოლმა საქართველო თუ ევროპაზე გაიყვანა, დიდი შანსი აქვს საფრანგეთის მესაჭეობას გამოჰკრას ხელი. ერთი ამათ მოუგეთ და მართლა საღოლ თქვენ, გველნაკბენივით მახსოვს მაგათი 1:4 დინამოზე
ლაშა
აი შენ თუ ვერ მოიგე, შენი ...!
Gia
Pirveli goli tu gautanet mougebt.
ჩვენი ჯგუფის
საბოლოო ცხრილი ასეთი იქნება: 1)შოტლანდია 16ქულა;2)ნორვეგია 16ქულა;3)ესპანეთი 15ქულა;4)საქართველო 6ქულა;5)კვიპროსი 4ქულა.ჩვენ ავიღებთ,თითო ქულას,შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან,ოთხ ქულას კვიპროსთან და ნულს ესპანეთთან.
ჩვენი ჯგუფის
საბოლოო ცხრილი ასეთი იქნება: 1)შოტლანდია 16ქულა;2)ნორვეგია 16ქულა;3)ესპანეთი 15ქულა;4)საქართველო 6ქულა;5)კვიპროსი 4ქულა.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]
სოლბაკენი: საქართველოს ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია
ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ნორვეგიელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის თავისი შვილი გამოიძახა - მეტოქის შემადგენლობა ცნობილია
კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სოლბაკენმა განმარტა, რატომ არ იძახებს ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
სოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ
ნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ჯგუფში ყველა ნაკრების დამარცხება შეუძლია
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება