"რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ Agi-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ნაპოლისა" და "როსონერის" დაპირისპირებაზე ისაუბრა და ერთმანეთს ამ 2 გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეადარა.

"ვფიქრობ, ნახევარფინალში "მილანი" გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. "როსონერი" "ნაპოლისთან" (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

"მილანი" ისტორიულად ყოველთვის 4-მცველიანი სისტემით თამაშობდა. მაიკ მენიოს ძლიერი ხასიათი აქვს და უფრო რისკავს, ვიდრე ალექს მერეტი.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. "პარტენოპეისთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ლეაოს და "კვარას" შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს" - განაცხადა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

mamia
მაი ლეაუ დაბადებიდან მილანშია და ახლა დაიწყო თამაში ბოლო ორი სეზონია მანამდე იყო სწორხაზოვანი ფეხბურთელი. კვარაცხელია პირველ სეზონს ატარებს სერია აში და უკეთესი შედეგები აქვს უკვე
Zaza
Manamde ar agidga gverdebi
Skeleton
ისეთს არაფერს ვწერ, რაც სიმართლე არაა და ჩემი თვალით არ მინახავს. როგორც გინდათ ისე მიიღეთ... წარმატებები!
la masia
როცა ბრწყინავს ხვიჩას კი არა მეც შემეძლება გუნდელების აყოლიება, აი როდის და რამდენს ბრწყინავს ეგაა მთავარი :)
მილანისტა
პანუჩი საუბრობს საუკეთესო ფორმაში მყოფ ლეაოზე და ნაპოლისთან მატჩამდე ბოლო ორი თვე ეძინა, ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 პასი ქონდა გაკეთებული, მაშინ, როცა ხვიჩა შედევრებს ქმნიდა, ყველაფერში ჯობია ამ წელს ხვიჩა ლეაოს, პასი, გოლი, თვის საუკეთესო და საერთო შეფასებებშიც, ბერლუსკონიც კი, უპირატესობას ხვიჩას ანიჭებს, რადგან ლეაო ხან კვირობით იძინებს, მილანის ფანი ვარ, მაგრამ რეალობა ესაა, ვნახოთ რა იქნება ამ მატჩებში
zura
ყველას გვიყვარს ხვიჩა და ვამაყობთ ამ ბიჭით, მაგრამ რა კრიტიკასაც ვისმენთ იქნებ სწორია, არავინ მაგ კრიტიკას არ ეთანხმებით, ცოტა ობიექტურობა ხო არ გვაკლია, როგორ დავიჯერო რო ოსიმენის არ შურთ და შურთ მაინცდამაინც ხვიჩასი და მაგიტომ აიგნორებენ, იქნებ უფრო მეტად აგრესიული აქტიური და მომთხოვნი უნდა იყოს თანაგუნდელების მიმართ. მე რასაც ვუყურებ ისეთი ჟილკიანი არ არის მოედანზე, ბევრად პასიურია და არ არის ისეთი ინიციატივიანი როგორიც ადრე იყო, ცოტა ფანტაზია აკლია თითქოს და დაამუღამეს ხვიჩას სტილი, რავიცი ჩემი აზრია ეს.
qomagi
და იქნებ ხვიჩას თანაგუნდელები ვერ არიან მილანელებივით ამყოლები. მუდმივად იმის მტკიცებაში არიან, რომ ხვიჩას გარეშეც მაგრები გახლავან და რა გამოსდით, კი ვხედავთ ამ ბოლო დროს.
bejo
ანუ ლეოა როგორც მახსოვს მესამე მეოთხე სეზონია მილანშია , ხვიჩა გუშინ გადავიდა რა თქმა უნდა ლეაო უფრო გაშინაურებულია გუნდთან , ხვიჩა რომ ლეაოს წლოვანების იქნება დიდი ალბათობით შესადარებელიც აღარ გექნება დამსახურებულო პანუჩიიი !!!
deka22
პასს არ აძლევენ თანაგუნდელები, რა აყოლიებაზეა საუბარი
მარტოხელა მგელი!
როდესაც მინდორზე ოსიმენია ყველა ცდილობს რომ მასზე ითამაშოს, მილანთან და არა მარტო მასთან, ხვიჩა ფაქტიურად მარტო იბრძვის. სპალეტი ზიელინსკის უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მინდორზე ვიდრე ხვიჩას!
დინამოელი
კვარა როგორ აიყოლიებს მთელ გუნდს, როცა მარიო რუი ერთ პასში 500 ევროს ითხოვს?
გივი
სკელეტონ-ს! შენი კომენტარები იწყება და მთავრდება თუ როგორ ეჯავრებათ ხვიჩა ქართველებს. არადა არ არის ასე. ეხლა ერთი ორი ადამიანი თუ გამოერია შტერი, რა ვქნათ. ვინმე საჯარო პირი ან სპორტსმენი გინახავს რომ 100%-იანი სიყვარული ჰქონდეს?ამიტომაც გითხარი უბერავ მეთქი. ფეხბურთი არგესმის მეთქი ეგ არ მიგულისხმია
Skeleton
დიდი მადლობა ბატონო სოსო, მე თქვენს კომენტარებს ვკითხულობ სიამოვნებით!❤️ ბატონო გივი თუ რაიმეში არ მეთანხმებით არგუმენტები მოგეყვანათ ჯობდა :))
მიშა
ნაპოლი არ ითამაშებს პირველ ნომრად, როგორც ეს ნეაპოლში იყო. თუ მით უმეტეს, ოსიმენი თუ არ იქნება, წინდაუხედავად არ გაიქცევიან წინ და თავისუფალ სივრცეებს არ შეუქმნიან მილანს. ისე, ბუკმეკერები, ნაპოლის მოგებაზე უფრო ნაკლებ კოეფიციენტს იძლევიან, ვიდრე მასპინძლებზე. ეგეც თქვენი ფავორიტი მილანი.
კაი ერთი
ისიც არ იცი მხითარიანი სად თამაშოპს,,რომა რო გახდეს ჩემპიონი მერე შენ და მხითარიანს რაა რო??კვარა მთელ სასომხეთზე მაგარია არამც თუ ნაკრეპზე
მეგრელი
პირველი გოლი ბრალი დიასმა დაუხატა პასი, მეორე მართლაც მაგარი შეასრულა, მაგრამ მთელი სეზონი რო აიღო ხვიჩა ერთი თავით მაღლა დგას. ეს დებატები რომ მორზეს, ამიტომ ლიგაზე უნდა შეუსრულოს ხვიჩაიამ, იმედია ესეც მოხდება
პანუჩი
პანუჩი სანაია
სანდრო
რა მოწიე ასეთი ძმა:)) ჩვენც გაგვასინჯე:))
სოსო
ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ "სკელეტონის" კომენტარებს და გივის ვეთანხმები,რომ მართლაც მაგრად უბერავს.ძალიან მაგრად,ძალიან კარგად და ძალიან სწორადაც უბერავს!აზრიც უჭრის,კალამიც,ანალიზიც კარგი აქვს და წესიერიცაა.არც ქართული ენის გრამატიკასა და სიტყვათა მარაგში დაეწუნება რაიმე და არც ეროვნულობაში.მის კომენტარებში გამოსჭვივის,რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკისაა და არ ვიცი ვინ არის,მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი,ჟურნალისტის(არა მხოლოდ სპორტული) ამპლუაში.
ენისგასატეხი
პანუჩი, მოგხვდება პანუჩური პანჩური.
zura222
შე ..ეო შეეენ DD
ზაქრო
პანუჩიმ ნახოს სტატისტიკა, ხვიჩა ყველა პარამეტრით სჯობია ლეაოს (არა მხოლოდ გოლებითა და "ასისტებით"), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასების რაოდენობა და სიზუსტე. https://www.bbc.com/sport/football/italian-serie-a/top-scorers/assists
პატრიოტი
ლეაო რამდენი წელია იტალიაში თამაშობს, წელს კი მხოლოდ ნაპოლისთან გამოუვიდა, იმიტომ რომ დილორენცოს აყვანილი არ ჰყავდა და მსოფლიოში საუკეთესო შემტევი მცველი ეხმარებოდა, ამასთან ნაპოლის მოტივაცია აკლდა, თორემ ლეაო 2 თვე უგოლოდ იჯდა, დავიცადოთ და ვნახავთ ახლა რასაც ვხედავ ყოველდღიურად უმატებს, ახლა უკვე არის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებში და, იმედია, ავა მესხის, ყიფიანის დონემდე, ისინი საუკეთესოები 24-26 წლის ასაკში იყვნენ
სააკაძე
სამწუხაროდ სიმართლეა
vasa
ინტერშია მხითარიანი :(
დ
ვნახოთ, როგორ იჭიკჭიკებ 2 კვირაში, არაფრის მომცემი თამაში წააგო ნაპოლიმ, აი ახლა, როცა მთავარი თამაშები წინაა, ნაპოლი სულ სხვა ტაქტიკით ითამაშებს და სულ სხვა შემართებით, პიოლიმ ყველა კარტი გახსნა და სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მაგრადაც მიჰქარა. პ.ს. GLA-ს გადაეცით, სომხეთი უფრო ადრე დაიბრუნებს ყარაბახს (მეტი არაა ჩემი მტერი), ვიდრე მხითარიანი გახდება სერია A-ს ჩემპიონი.
გოგა
ლეაოს უსმენენ მანდ და ლიდერია გუნდის, ჩვენ ბიჭს არ უსმენენ ჯერ, მაგრამ მოუწევთ მოსმენა, ჯერ მაინც ენის ბარიერი პირველი სეზონი და ა.შ დანარჩენი ხო ვიცით რა მხეცისა მინდორზე ჩვენი ხვიჩა
გივი
მაგრად უბერავ ხომ იცი.
G.LA
ჩვენი მხიტარიან უფრო მაგარია ორივეზე. რომა ჩემპიონი გახდება ნაპოლის 25 ქულას ჩამოაკლებენ ოსიმენის ტრანსფერისათვის.
Skeleton
ლეაოს არ ვაკნინებ მაგრამ თუ რაიმეს თავი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ექნა და ასევე სერია ა ში, მინუს 20 ქულით რომ არის პირველ ადგილოსანზე უკან. კვარას პირველი სეზონია, თან სივრცეებში შეზღუდულია, და მაინც რამხელა გავლენა აქვს გუნდზე.. კვარას ჰეითერები იძახიან, ნაპოლი იმიტომ არის პირველ ადგილზე, რომ სხვა იტალიური გუნდები არიან ცუდ ფორმაშიო და მგონი ისტორიას არ ახსოვს ამდენი იტალიური გუნდი გასულიყოს მეოთხედფინალში და ასეთი ძლიერი ყოფილიყოს ჩემპიონატი. 5:1 ის მერე რაც ქართველმა იუვენტუსის ფანებმა კვარას აგინეს, მსგავსი არ მომსწრებია. მესმის, რომ ჩამორჩენილი ქვეყნები, სადაც ფეხბურთი განვითარებული არ არის, ირჩევენ უცხოურ გუნდებს და გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ ფეხბურთი უყვართ და თავიანთი ქვეყანა ვერ სთავაზობს სანახაობრივ თამაშებს მაგრამ რეალობას როგორ უნდა მოგწყვიტოს იუვენტუსის ან მილანის სიყვარულმა, რომ სხვისი ნიჭი და პროფესიონალიზმი ვერ დაინახო. არვიცი კვარას ამდენი ჰეითერი რატომ ჰყავს საქართველოში. აქ იფილტრება კომენტარები კიდე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ჩასაფრებული ჰყავს ირგვლივ. გუშინ არსენალი ლივერპულს თუ ვინმემ უყურა, როგორ უნდა დაგაბრმაოს სხვა გუნდის სიყვარულმა, რომ ფეხბურთის სილამაზე ვერ აღიქვა. ნაპოლი აიაქსს ვუყურებდი ჩანაწერს, 6:1 რომ მოუგო ნაპოლიმ, უბრალოდ დააკვირდით ფეხბურთის ზეიმია ნაპოლის მხრიდან, ეს ჩასაფრება და პატარა კაცის სინდრომი მითუმეტეს ქართველებმა როგორ არუნდა მოვიშალოთ. იმის აღიარება, რომ კვარამ შეცვალა ნაპოლი და ნაპოლის წარმატება კვარა+ოსიმენის დამსახურებაა და არა სხვა გუნდების ცუდი თამაშის, ამის თქმა კატასტროფა აღმოჩნდა ქართველისთვის. (ყველას არ ეხება). საქართველოს ჩემპიონატში თამაშისას როგორ იყვნენ ჩასაფრებული, თავი ვინმეზე მეტი რომ არ ჰგონია ამასო. :D
გიორგი
მიდი ჩვენო ოქრო კაცო გააჩუმე პანუჩისნაირი ბოროტები მაინტერესებს მაგათი სახეები 13 ში დილით მერე რას იტყვიან ბოდიში შეგვეშალაო თუ ვაი ეს რა დაგვემართაო
Charley
ლეაოს რაც სივრცეები ეძლევა იმდენი კვარას რო მიცეს მცველებმა (მუდამ სამი კაცი აკონტროლებს) ყილო ელ თამაშში ატალანტას გატანილ დონის გოლებს ყოველ მეორე მატჩში გაიტანდა. საპირისპიროდ კარგად დაინახეთ ნეაპოლში დილორენცომ სივრცეების ფეიერვერკი მოუწყო ლეაოს და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მაღალი კლასის ვინგერი გაიბრწყინებს.
სოსო
მილანში საერთოდ არ უთამაშია რომაში იყო ბოლოს რეალში
არტ
კარგით რა ხალხნო! პანუჩი მილანის ყოფილი ფეხბურთელია, გულით და სულით მილანს გულშემატკივრობს და რას იტყოდა აბა? მითუმეტეს თამაშის წინ, როდესაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს გამხნევება ჭირდებათ.
Irakli
არის ამაში რაციონალური მარცვალი, ნაპოლიში ყველა რაღაცის დამტკიცებას ცდილობს და კვარას აღიარება ლიდერად თითქოს განგებ არ უნდათ. მაგრამ კვარა რისი კვარაა თუ ყველას არ დაანახა რა შეუძლია!
რრრ
დარწმუნებული ვარ რაც მეტი ასეთი ჰეითერი გამოუჩნდება ხვიჩას მით უკეთეს თამაშს დადებს.
ბუჯანგა
პანუჩი მოგხდება პანჩური...პირველ თამაშში მოუწევს მილანელებს ზონების გახსნა და..ნახავ რას წარმოადგენს ხვიჩა როცა მის კრაიზე ნატისკი ნაკლებია...სივრცეები გაუტავისუფლდება...შეადარა ახლა სამ ფენაში დაცულ კვარას..უკონტროლო ლეაო...ყველა სივრცე გახსნილი რომ ელოდა წინ..იგულავა ტიპმა იმენნა ნაპოლის დაცვის უაზრო თამაშის გამო..
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
"კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან" - კასანომ გაკვირვება გამოხატა
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
კასანო: ლეაოს კვერცხები არ აქვს და ფალსიფიცირებული ფეხბურთელია
დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა
"მილანი" ტეოს გაშვებას დასთანხმდა - ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
"ჩელსი" ლეაოს შეძენას შეეცდება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
კრისტიან პანუჩი ალბანეთის ნაკრებს ჩაიბარებს
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
200 მილიონი ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ - "ალ-იტიფაქი" "მილანის" ვარსკვლავებს უმიზნებს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
შერკის გრანდების რიგი უდგას - მიქაუტაძის თანაგუნდელი ზაფხულში "ლიონს" დატოვებს
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
ტრანსფერ ONLINE: რანოკია "სამპდორიაში" ითამაშებს
"ჩელსი" მუდრიკის შემცვლელის 100 მილიონად შეძენას შეეცდება
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა