სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. ტოსკანელის თქმით, მისი მოთამაშეები შედეგის გამო იმედგაცრუებულები არიან.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ქომაგებს სიხარული ვერ მივანიჭეთ. "სალერნიტანა" მთელი მატჩის განმავლობაში თავს კარგად იცავდა, ამიტომ გოლების გატანა გაგვიჭირდა. ჩვენს გულშემატკივრებს ოცნებას აუცილებლად ავუხდენთ, ჩავთვალოთ, რომ ზეიმი გავახანგრძლივეთ.

მოგება არ დაგვიმსახურებია, ამიტომ ფრე სამართლიანი შედეგია. არის თუ არა ოჩოა დიდებული მეკარე? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ. ჩემი ყველა მოთამაშე უკეთესია, ვიდრე მექსიკელი.

დარწმუნებული ვარ, "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება ყველას გაუხარდება, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს. ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთისთვის თამაშობენ. ვფიქრობ, ერთიანობა ნებისმიერ სფეროში უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 4 მაისს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

გივი
როდის გაგლანძღე? სისულელეებს და აბდაუბდებს წერ. ეს ლანძღვაა? და თუ ეს ასე არ არის მითხარი ხვიჩას უ მ რ ა ვ ლ ე ს ო ბ ა აკრიტიკებს ან თუნდაც ცუდს წერს? ასე არ წერ თუ მე მეჩვენება? ხალხი მის გამო საქართველოდან ჩადის ნეაპოლში მისი თამაშის სანახავად!რაც შეეხება ჩემს ჰეითერობას ეს უფრო იმას ჰგავს ოცნება თუ არ მოგწონს ე,ი მიშისტი ხარ. სხვანაირად ტვინი არ უმუშავებთ და რა გინდა რომ ქნა. მე პირად ხვიჩას თამაში ყოველთვის მომწონს. გოლს გაიტანს თუ არა. დავამატებ კიდევ, დამნაშავეს ერთიო და დამბრალებელს..... შენ დაამთავრე
Skeleton
გივი შენ ამდენ ხალხში მარტო ჩემს კომენტარს დასდევ? საკუთარ თავს თუ ცნობ ჩემს ნაწერში რავქნა აბა, ვერაფრით დაგამშვიდებ. კვარას ჰეითერებს კი სულ გაგამწარებთ. იმიტომ რომ კრიტიკას ცოდნა სჭირდება, აქ კი უვიცები ილანძღებიან. კიდე მეტს დავწერ სიმართლეს, რომ მეტად გაბრაზდეთ და უაზროდ და უარგუმენტოდ არ ილანძღოთ. წარმატებები გივი! :)
გივი
ვაა.კიდევ ერთიდაიგივე!ე.ი შენი გაგებით უმრავლესობას უხარია როცა ხვიჩა გოლს ვერ გაიტანს??? საიდან მოგდის ასეთი სისულელეები თავში. გამოდის რომ მარტო შენ ყოფილხარ ( კიდევ რამდენიმე) ხვიჩას გულშემატკივარი. რა აბდაუბდა დაწერე თუ ხვდები
დავითი
თასს სეზონის დამთავრების შემდეგ მისცემენ და არა 4ში. ესეთი წესია
Spain
ანუ ეგ წესი მართლა შემოიღეს? კარგით რაა. ახლა ნერვიულობით უნდა მოვკვდე ;(
Qartuli jari
კვარა არის ადამიანი და შემდეგ ფეხბურთელი გენაცვალე მაგარი კაცი ხარ უდინესთან გნახავ თასით ხელში წარმატებები სულ და ბევრი ტიტული კარიერაში საქართველოს სახე ხარ ხარ და გეტარებიოს ღირსეულად როგორ ეხლა ატარებ.
Givia
ბურთების შეფარდება ითვლება მაგდროს ვის უფრო უკეთესი ბალანსი აქ მთელ ჩემპიონატში. ამ მხრივაც ნაპოლი ძაან უსწრებს ლაციოს. ფაქტობრივად ჩემპიონია
გოგა
ახალი წესი შემოიღეს, ამ ორ გუნდ შორის გაიმარტება ერთი თამაში საჩემპიონო
ზოლა
შემადგენლობის შენარჩუნება უნდა ლაურენტისს მინ 1 წლით და მაგას ცოტა თანხა არ დაჭირდება, არ გამიკვირდება უდინეზესთან საერთოდ რომ წააგონ, მაინც ჩემპიონები არიან უეჭველი.
gio
გატანილ-გაშვებული ბურთები ითვლება. ნაპოლის აქვს +46 ლაციოს +26 ანუ ბოლო 6 ტურში ნაპოლიმ ყველა მატჩი დიდი ანგარიშით უნდა წააგოს და ლაციომ ყველა მატჩი დიდი ანგარიშით მოიგოს. თუ თანაბარი ბურთები დაჯდა მაშინ ინიშნება გადათამაშება
რა მაფიაა?
აქ სტატიაში ეწერა რო დამატებითი მატჩი იქნება საჭიროო, ზოგო ვერსიით ბურთების სხვაობა გადაწყვეტს, მარა ნებისმიერ შემთხვევაში თეორიაშიც წარმოუდგენელია ეგ ამბავი... ადვილი კალენდრაი კიარ აქვს დარჩენილი ნაპოლის, ამ ფორმის გათვალისწინებით, მარა ასე ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვოს ნამეტანია ))
Guja
ბურთების შეფარდება ვისაც უკეთესი აქვს
დავით 67
არადა ჩავარდნა არა აქვს. მთელი მონდომებით თამაშობს.უბრალოდ ბოლო თამაშებში იღბალი არ სწყალობს.
Skeleton
უკვე სასაცილო ხდება ამ სრულიად უვიცი ადამიანების არაადეკვატური აზრები, ყოველი თამაშის მერე, როცა კვარა გოლს ვერ იტანს.. ბედნიერების ღრიანცელი რომ გადაუვლის უმავლესობას და აბა რა გეგონათ ძმაო, ხო ვამბობდი და ეგეთებს რომ იწყებენ. კვარამადიდებლებს ეძახიან ვინც კვარას გულშემატკივრობს და საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ კვარას, უფრო სწორად თავიანთ თავებს. თან იმით იმშვიდებენ თავიანთ ეგოებს, რომ ამით კვარას ვეხმარებითო და კრიტიკა უფრო განავითარებსო, ვითომ იცოდნენ რას ნიშნავს ნამდვილი კრიტიკა და ვითომ კრიტიკას ცოდნა და სფეროში გარკვევა არ ჭირდებოდეს. რასაც ეგენი აკეთებენ, ტიპიური უსაქმურობის პიკია, სრული სიმახინჯე. კვარამ თვითონ კი არ იცის, როცა შეცდომას დაუშვებს ან კი არ ჰყავს მაგის შემხსენებელი ვინმე. ვის რაში ჭირდებით, რატომ იხდით, ან თქვენი ვითომ გულშეატკივრობა რაში ჭირდება ხვიჩას, როცა გოლებს გაიტანს და ნანატრ ტიტულს მოაგებინებს გუნდს. ალბათ აგრესიაც ზუსტად იმიტომ გაქვთ, არაფერს რომ არ წარმოადგენთ. მართლა ვინც გულშეატკივარია, ის სხვანაირად უდგება მოვლენებს და ნერვიულობაც უწევს და სიხარულიც. ჩასაფრებული კი არ არის. ძალიან დაბალი დონეა გულშეატკივრობის აქ. ფსკერი ნამდვილი. არც გვყოლია ხვიჩასნაირი ვარსკვლავი და ვერ გავიგეთ როგორ მოვექცეთ, გადავყლაპოთ, დავგლიჯოთ, ღმერთის გამოგზავნილი ვეძახოთ თუ ვაგინოთ. ესაა რეალურად ამათი გულშეატკივრობის სახე. იმედია ვინმე არ დამიწერს გეჩვენება ვითომ კვარას აჰეითებენო.
კაპიტან გარდენბურგი
ეგრეა კი გეთანხმები
Spain
იუვენტუსმა ფრე ითამაშა და თეორიული შანსიც დაკარგა ნაპოლისთან დაწევის. ახლა ნაპოლის აქვს 79 ქულა. ლაციოს 18 ქულით ნაკლები. წინ 6 ტურია. ყველა შეხვედრა რომ წააგოს ნაპოლიმ და ყველა მოიგოს ლაციომ, ექნებათ თანაბარი ქულები. ანუ ორივეს 79. ამ შემთხვევაში რახდება? ნაპოლის გასვლა 2:1 აქვს მოგებული ლაციოსთცის და ლაციოს 1:0. ვინმემ იცის რახდება ამ დროს?
ადამიანი
არ უნდა გადატანათ თამაში,ა რ ა .ეხლა რაღა აზრი აქვს

ვისაც კვარას ჩავარდნა ან უგოლო თამაშები გიხარიათ, მართლა მაინტერესებს, ამით რა გემატებათ თავად? რა ეგოს იკმაყოფოლებთ ასეთს
ჟორა
კვარა მოხეტიალე ფორვარდი უნდა იყოს, რომ ყველგან იყოს და მასზედ მეურვის მიჩენა გაჭირდეს.
კახა
მარჯვენა ფლანგზეც რომ ათამაშოს კვარა მგონი უკეთესიც დარჩეს თუნდაც ერთი ტაიმი
კახა
მარჯვენა ფლანგზეც რომ ათამაშოს კვარა მგონი უკეთესიც დარჩეს თუნდაც ერთი ტაიმი
ნინი
კვარა!!! დონჩიჩის მენტალობა გჭირდება
მალხაზ ჯობავა
მე ფიქრი და ოცნებაა, ნაპოლის ჩემპიონობა, მაინც კვარას გოლმა გადაწყვიტოს.
სიმართლე
დღევანდელმა შედეგმა დაამტკიცა,რომ ყველაფერს მართავს ფული ანუ ტოტალიზატორები და სულ ცალ ფეხზე კიდიათ ხსლხის ზეიმი
ირაკლი ქუთაისელი
ყვითელი ქონდა და ერთხელ წითელს კინაღამ გამოკრა ხელი
ლადო
ქართველი სპორტსმენების მთავარი ნაკლი!სტაბილურობა,მყარი ფსიქიკა,ცივსისხლიანობა გადამწყვეთ მომენტებში!!!!!!
გოგა
ოლოვეირა კარგად თამაშობდა და არ უნდა შეცვალა, თან დაცვის გაძლიერების საჭიროებავ არ იყო, ეს კვარა კი შეწიოს ხოლმე შუაში, გაუშვი ელმასი მარცხნივ და კვარა ათიანზე ათამაშე, იქნება და იქ უკეთესია, მითუმეტეს რიცა ასეთ დაცვით ფეხბურთს გეთამაშებიან,ერთი და იგივე ტაქტიკით მთელი სეზონი რავიცი...
ალექს
რა უნდა ელაპარაკოს კაცმა, მერამდენედ მოსდის ერთი და იგივე და ვერაფერს სწავლობს.. ჯანდაბას ყველაფერი და ბოლო წუთებზე დაცვის გაძლიერება თუ უნდოდა ფლანგის მცველი რატომ მოხსნა და ცენტრალური დააყენა, იმის მაგივრად რომ შემტევი მოეხსნა ან უბრალოდ არაფერი შეეცვალა საერთოდ. ოლივერას გასვლა, ფლანგის ჩავარდნა და გოლი ერთი იყო..
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]
საზონოვის 80 წუთი - "ტორინომ" და "სალერნიტანამ" ქულები გაიყვეს
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა
"ფროზინონემ" მოიგო - კვერნაძე ისევ არ ათამაშეს
ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა