იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ სეზონზე Il Mattino-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

"სპალეტის მუშაობა თავიდანვე დადებითად შევაფასეთ. მე ლუჩანოს მეგობარი ვარ და მასზე საუბარი ადვილია. როდესაც მოისურვებს, "ბობო ტვ-ზე" ველი. ყველა მოუსმენს. "ნაპოლიმ" წარმოუდგენლად ითამაშა, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად მოიგო სკუდეტო. შოუ მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, მათი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხარო იყო. მიუხედავად ამისა, 10 ქულიდან "სუფთა" 10-ს დავუწერ. ზოგიერთ მატჩში იდეალურები იყვნენ. შესანიშნავი 10 თვე ჰქონდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ივლისში საკვანძო ფეხბურთელებს დაემშვიდობნენ და გუნდი დაიშალა.

ვინ განმაცვიფრა ყველაზე მეტად? "კვარამ". ის 2020 წლის შემდეგ აქ საუკეთესო ფეხბურთელია. გოლებითა და საგოლე გადაცემებით ასეთ გადამწყვეტი მნიშვნელობის მოთამაშეს იტალიაში არავინ ელოდა. მასთან ერთად კიმმაც გამაოცა.

უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად კლუბში ლუჩანო სპალეტისა და კრისტიან ჯუნტოლის დარჩენაა საჭირო. სკუდეტოს მოსაპოვებლად და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აუცილებელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების შენარჩუნება, აგრეთვე ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება.

პირველ რიგში ოსიმენი უნდა დარჩეს, მაგრამ თუ სხვაგან გადასვლა სურს, უნდა წავიდეს. ის ბევრს მუშაობს, გუნდზე თამაშობს, ამ სეზონში ძალიან გაუმჯობესდა.

"ნაპოლი" უკვე რამდენიმე წელია ჩემპიონობიოსთვის იბრძვის და წელს მიზანსაც მიაღწია. ახლა ყველაფერი პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე იქნება დამოკიდებული: გააგრძელებს საფეხბურთო სამყაროს განცვიფრებას თუ დანებდება. მთავარია ეს ერთჯერადი გამარჯვება არ იყოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე ერთფეროვანი გახდება".

სოსო
რეალს ვინისიუსი,როდრიგო და ბენზემა ჰყავს.მხოლოდ ერთ მათგანზე დაცვის კონცენტრირება,მეტოქისათვის კატასტროფის ტოლფასია,მით უფრო,როცა გუნდს მოდრიჩის ჰყავს,ბრწყონვალე შორეული პასებით.სწორედ ეს აძლევს რეალს,გადამწყვეტ მატჩებში,გამარჯვების საშუალებას.ასევე იყო ნაპოლიც ჩემპიონატის პირველ ნაწილში,როცა ფლანგების სწრაფი ცვლა,მეტოქეს,გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა.მეორე ნახევარში კი,ეს მოიშალა და ნაპოლიც მოწყვლადი გახდა.დაგროვილმა დაღლილობამ და ტრავმებმა,ქულებში შექმნილმა უდიდესმა უპირატესობამ და ამის გამო,მოტივაციის შემცირებამ,ნაპოლის საშუალება აღარ მისცა,ძველებურ დონეზე ჩაემთავრებინა სეზონი. ნაპოლი დიდი გუნდი არ არის და დიდი ეჭვი მაქვს,ფეხბურთელების დიდი ნაწილი,გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრებიც კი,გამარჯვებით ტკბობას მიეცემიან.თბილისის დინამო,პირველად რომ გახდა ჩემპიონი,მთელი ზამთარი,გუნდი,ქალაქ ქალაქ ატარეს და მთელი საქართველო მოატარეს,შედეგად,1965 წლის სეზონში,დინამომ ვეღარაფერს მიაღწია.არადა შემადგენლობა,ბრწყინვალე ჰყავდა!80-იანების დინამოს,უკვე ჰქონდა შესაფერისი პროფესიონალიზმი,მაგრამ სკამი ჰქონდათ მოკლე,ხოლო ჯერ ყიფიანის წასვლამ და შემდეგ დარასელიას ტრაგიკულმა სიკვდილმა,გუნდს შემდგომი განვითარების საშუალება მოუსპო.შემცვლელი ახალგაზრდები,ჯერ არ იყვნენ მზად,მათ შესაცვლელად და უღელში შებმულებმა,ასეთი ტვირთის ზიდვა და თან განვითარება,ვეღარ შესძლეს.მერე კი,თანდათან ყველაფერი მოიშალა და ბოლოსაკენ,უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეც კი,გაუჩნდა დინამოს.ყველა ქართული გუნდი,დინამოზე(საქართველოს ნაკრებზე) კი აღარ მუშაობდა,არამედ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას გამოეკიდა და ახალგაზრდების დაწინაურებაზე კი არა,დინამოდან გაშვებული ფეხბურთელების საშუალებით, მაღალი ადგილებისათვის ბრძოლაში ჩაება.ჰოდა შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.სრულიად საპირისპიროდ წარიმართა პროცესები,ქართულ კალათბურთში.იქ დინამო ფლაგმანი იყო,შევსებას კი,თბილისის ბურევესტნიკიდან იღებდა,სადაც დინამოსთვის ოსტატდებოდნენ,ახალგაზრდა კალათბურთელები.დინამომ ბურევესტნიკის მთელი ბირთვი,თავისთან წაიყვანა.შედეგად კი,ბურევესტნიკს ხერხემალი გადაემტვრა და ფეხზე წამოდგომა ვეღარ შესძლო.დინამომაც დაკარგა მათგან შევსების მიღების საშუალება და ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა,რომ იძულებული იყო, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად,სხვა რესპუბლიკებიდან მოეყვანა კალათბურთელები.გეხსომებათ ალბათ აქამდე შემორჩენილი ფრთიანი გამოთქმა,ქართველი კალათბურთელების ხუთეული,მილოვიდოვი,ბოროდაჩევი,ოპოშნიანი,კაპუსტინი...მეხუთე, ქართველი იყო,ვინ,უბრალოდ აღარ მახსოვს. პ.ს.რაზე ვლაპარაკობდი და სად წამიღო, თხრობამ!მწერლებისა აღარ მიკვირს,წერას რომ დავიწყებ,ბოლოს სად მიმიყვანს,თვითონაც არ ვიციო,მაგრამ გადავიკითხე და რაც დავწერე,არც ეს მომეჩვენა უინტერესოდ.ამიტომ აღარ წავშალე და მთლიანს გთავაზობთ.
Mazzola
გეთანხმები მეგობარო! მხოლოდ ანგისსა გამოგრჩა. ამ უფანტაზიო ნახევარდაცვიდან მხოლოდ მას აქვს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა! თუ ნაპოლიმ სპალეტი და ჯენტილო შეინარჩუნა, მომავალ სეზონში ახალ შუახაზს ვიხილავთ, მაგრამ ანგისსა დარჩება, პერსპექტიულია!
1
გუნდმა მოუკლო კი არა დაიგდეს უკვე სკუდეტო და მორჩა ექსპერიმენტები წავიდა. გუნდი გასაფილტრია და გადასარჩევი ვინ უნდა დარჩეს ვინ უნდა წავიდეს, ეს სეზონის ბოლომდე უნდა მოესწროს და დარჩენილ მატჩებს მაგაში იყენებს სპალეტი. შემდეგი სეზონისთვის დალაგება და მომავლის გუნდის შენება ეხლა იწყება
Charley
გუნდმაც მოუკლო და ხვიჩამაც, რაც აისახა შედეგებზე,რომელმა უფრო ეგაა საკითხავი, ალბათ უფრო გუნდმა. ნაპოლი თამაშობს პირველ ნომრად, მაგრამ ვერ პოულობს სივრცეს, ასევე ხვიჩაც, მაგრამ ხვიჩას მდგომარეობა გასაგებია, 2-3 კაცი უდგას ხოლმე. ამას ვერ იყენებს ნაპოლი სხვა ზონაში და ვერ ქმნის სივრცეს. ეს ტაქტიკური პრობლემაა გუნდის პირველ რიგში, მერე ინდივიდუალური სხვა ფეზბურთელების. არ ვარ იმედიანად მომავალ სეზონის მიმართ, 4 ეულისთვის მებრძოლი გუნდი იქნება ნაპოლი. წელს მოულოდნელობია ეფექტმა კაი სამსახური გაუწია ნაპოლის და პლიუს ყველამ ფორმის პიკო დადო, ესეთი რაღაც ზედიზედ მოხდეს რთულია. აი, ის კლასი, არ აქვს შემადგენლობას, ალბათ კვარა, ოსიმენი, კიმინჯე არის ის კატეგორია რომ ხარისხის დაგდებას ნაკლრბად ივარაუდებ, პირიქით მომატებას ელოდები. დი ლორენცოც მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მაქსიმუმ გრანდის როტაციაში გაექაჩა. დალშე რავი, ცენტრი და ფლანგები საშუალოზე დაბალი დონის არის. ცენტრში ფლანგების შესვლა, უპიტატესობის შექმნა, მერე თამაშის გაშლა, ვაბშე არ გამოსდით. როცა ვეღირსებით ხვიჩას გრანდში, იქ ვნახავთ რამდენად სახიფათო იქნება. როცა ეგრე 3 კაცი ვერ დაუდგება, რადგან ცენტრშიც საშიში ხალხი იქნება და მეორე ფლანგზე. პლიუს დაცვის ფლანგებიც შემტევები იქნება.
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ვიერი: ვიცი, რომ ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ნაპოლიდან" ყველაზე დიდ რეგრესს ეს ფეხბურთელი განიცდის, იტანჯება..." - ვიერიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას" - ფრაგმენტი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში