"ფეისბუქგვერდი" Football's Greatest-ი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან ფრაგმენტს გვთავაზობს:

"ავსტრალია 14 წლის ასაკში ორი ოცნებით დავტოვე: მეთამაშა სერია A-ში და მეტარებინა ,,აძურის" ფორმა. ჩემი გული გამალებით სცემდა, როცა ჩეზარე მალდინიმ, ჩემმა მეორე მამამ, ნაკრებში 21 წლისა მიხმო, სააბაზანოში შევდიოდი და ვტიროდი სიხარულისა და ბედნიერებისგან. საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის პატივი - ჩემთვის ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. მზად ვიყავი ნაკრებისთვის სისხლი დამეღვარა. თითოეული მატჩის მერე გასახდელში ფიზიკურად განადგურებული ვბრუნდებოდი, სხვაგვარად არასდროს მითამაშია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, თავს კოვერჩიანოზე ფეხის შედგმის უფლებასაც კი არ მივცემდი.

რა ვიგრძენი, როცა კანავარომ მსოფლიო თასი თავს ზემოთ აღმართა? განადგურებული ვიყავი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ 9 გოლი გავიტანე მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიისთვის, ამ წყეულმა ტრავმამ კი ოცნება წამართვა. ცხადია, ამასთან ერთად უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ამ ბიჭების, ჩემი თაობის ჩემპიონობით! ერთ-ერთი უდიადესი იტალიური საფეხბურთო თაობის დამსახურებული წარმატებით, რომელმაც 2006 წელს იმარჯვა და რომ არა ერთი ბნელი პერსონაჟი, იქნებ 2002-შიც მიგვეღწია მწვერვალისთვის. მანამდე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიც მოვიგეთ.

ცხადია, იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას".

წყარო: Football's Greatest

იო
ლაციოში იყო ყველაზე მაგარი
რეზი
ეგეთი მაგარი ცენტრფორვარდი მე არავინ არ ვიცი. გოლეადორი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავის იტალიური ქარიზმით. ბობოოო!!!
ლაშა
როგორც ფეხბურთთან, ისე ქალებთან ნამდვილი ბომბდამშენი (მისი ზედმეტსახელი) იყო, მაგრამ მე თუ მეტყვი ვიერი ზოგჯერ ვირი უფრო იყო!...
ლაშა
გულწრფელად რობი ბაჯოს შემდეგ ვინც მომწონდა როგორც გოლეადორი კრისტიან ვიერი იყო!
სხვა ბიჭი
ჩემი საყვრელი ფეხბურთელი ბობო ვიერი
Charley
ალბათ ერთერთი ყველაზე დაუფასებელი ცხრიანი ახლო წარსულიდან.
L.J .
Evro2000is win yvelaze magar pomashi iyo,2006shi travmac rom ara isedac didi shansi iyo ver moxvedriliyo siashi
L.J .
Bobo magari iyo tavis droze
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ვიერი: ვიცი, რომ ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს
"ნაპოლიდან" ყველაზე დიდ რეგრესს ეს ფეხბურთელი განიცდის, იტანჯება..." - ვიერიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
ვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა
ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია