"ნაპოლის" მწვრთნელად რუდი გარსიას დანიშვნა სრული მოულოდნელობა იყო. გუშინ დილით "ეკიპმა" დიდის ამბით გვაუწყა, რომ ნეაპოლურ გუნდს პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი კრისტოფ გალტიე ჩაუდგებოდა სათავეში და დეტალებიც გაახმაურა. ფრანგულმა გამოცემამ წერილი პირველ გვერდზე დიდი სურათით გამოაქვეყნა, რომელზეც გალტიე "ნაპოლის" ემბლემის ფონზე იყო გამოსახული. იმავეს ირწმუნებოდა "გაძეტა დელო სპორტი". "რეპუბლიკა" კი წერდა, რომ გალტიეს დანიშვნას ოფიციალურად რამდენიმე საათში გამოაცხადებდნენ.

და რამდენიმე საათში "ნაპოლის" დამრიგებლად 59 წლის რუდი გარსია მოგვევლინა. ამ ამბავმა იტალიაში ბევრი გააკვირვა და დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ Calciomercato-სთან სიტუაცია განმარტა. მისი თქმით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს თავიდან არჩევანი ლუის ენრიკეზე ჰქონდა გაკეთებული, სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო და ორი ბონუსი შესთავაზა, რაც მისგან წარმოუდგენელი გულუხვობა გახლდათ, მაგრამ ესპანელმა უარით გაისტუმრა. ამის შემდეგ აურელიო გალტიეს დაუკავშირდა და თითქმის მოელაპარაკა. "პარი სენ ჟერმენის" თავკაცის ხელფასი 4.5 მილიონი უნდა ყოფილიყო (პლუს, ბონუსი). თუმცა, საბოლოოდ, დე ლაურენტისმა არჩევანი იმ სპეციალისტზე გააკეთა, რომელიც უფრო დაბალ ანაზღაურებაზე დათანხმდა - რუდი გარსიას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და გასამრჯელოდ 2.7 მილიონი დაუნიშნა - პლუს, ბონუსს წარმატების მიღწევის შემთხვევაში მიიღებს. ის სამუშაოს 1-ელი ივლისიდან შეუდგება. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლიში" თავის სამწვრთნელო შტაბს მიიყვანს. მასთან ერთად იქნება სტეფან ჟობერი, რომელთან ერთადაც "მარსელსა" და "ალ ნასრში" მუშაობდა.

პედულა დასკვნის სახით აცხადებს, რომ დე ლაურენტისის მხრიდან ძალიან ბევრ შეუსაბამობას ვხვდებით, რამეთუ ვერ უფრთხილდება თავის "ძვირფას სათამაშოს" და შეიძლება გატეხოს კიდეც, რომელიც მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლის წასვლისთანავე დაშლას დაიწყებს.

გახარებულმა რუდი გარსიამ "ტვიტერზე" მოკლე პოსტი გამოაქვეყნა: "რაოდენ სასიამოვნოა "ნაპოლის" პროექტთან დაკავშირება და იტალიაში დაბრუნება. ახლა მოტივირებული და ამბიციით სავსე ვარ, როგორც არასდროს, რათა იტალიის ჩემპიონის ფერების მაღლა ტარება გავაგრძელო".

ფრანგი 2013-16 წლებში "რომას" ედგა სათავეში, ბოლოს კი "ალ ნასრიდამ" აპრილში რონალდოს "რჩევით" დაითხოვეს.

zurabi
რაც გეზარებოდეს ის გეძალებოდესო ....მე კვარას ბედი მაფიქრებს თორემ ნაპოლი.....
Gia
Laurentesi gadayveba am ambavs. Juntiloc gaeqca, osimeni garsias daujerebs? Wuwuraqi kacis saqmea es.kvara da kimi roar moeyvana Juntiloc otxeuli sanatreli eqneboda
g
ჯიბრილ სისე ეყოლება თანაშემწედ
გოგი
და რონალდო რა შუაშია?...
Gia
Kvara tavs ushvele. Es napolis ngrevis dasawyisia
დათა თუთაშხია
ნაპოლი ჩემპიონობის შემდეგ მალევე დაენარცხება მიწაზე, ამის ნიშნები სეზონის ბოლოსაც კი იყო, ამიტომ გამოსაცვლელი მწვრთნელი ჭირდებოდა დე ლაურენტისს და შესაბამისად ყველაზე იაფიანი ვარიანტიც აირჩია. არ ეტყობა ამ კლუბს დიდი გუნდის მშენებლობის არაფერი, ერთი სეზონი მოიგეს და ამითაც კმაყოფილები არიან, როგორც ჩანს.
მიხო
ნაპოლი პირველ ადგილს დიდი ხნით დაემშვიდობება
მწვრთნელი
მაგარი კრიჟანია აურელიო! კაპიკს ვერ გააგდებინებ! იეფად ჩაიგდო და გაუფორმა! ხვიჩასაც არ უხდის ნორმალურად! კაცმა ამდენი გააკეთა ერთ სეზონში!
სიმართლე
გალტიეს ბევრად ჯობია, როგორც მწვრთნელიც. გალტიე არაა მწვრთნელი ფიზკულტურის მასწავლებელიაო ეკაფებოდნენ ფეხბურთელები
ოთო
არა მგონია ამან გაამართლოს
ზურა
დე ლაურენტისი მე მგონი იმის დამტკიცებას აპირებს, რომ თვითონ არის მთავარი და შეუცვლელი, მოთამაშეებს, მწვრთნელებს კი ნებისმიერ დროს იშოვის. გონია შარშან როგორც გაუმართლა კიმის და კვარაცხელიას ყიდვით სულ ეგრე იაფად გამოძვრება?! მოკლედ მე მგონი არ ღირს მაგ კაცთან დიდხანს დარჩენა. ახალი სეზონი ბევრ რამეს გამოაჩენს.
ოთო
არა მგონია ამან გაამართლოს
ტოტტი
გალტიეს კიდე ეს ჯობდა . შემტევი ფეხბურთი უყვარს გარსიას
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
პსჟ-ის მწვრთნელი გალტიე დააკავეს
"კონტემ "ნაპოლიში" ეს შეცვალა... კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ..." - Arenapoli "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელზე
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
მესის ყოფილი მწვრთნელი გალტიე: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდოა
ოსიმენმა დე ლაურენტისს "ნაპოლის" მწვრთნელად გალტიეს დანიშვნა არ ურჩია
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ნაპოლის" მწვრთნელად პაულო სოუზას დანიშვნაც გამოირიცხა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
"მილანი" ორ ტრანსფერს სწორედ ბოლო საათში განახორციელებს
მხარეები შეთანხმდნენ - მალე "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
გალტიე მალე კატარულ კლუბს ჩაუდგება სათავეში
ხვიჩამ ინსინიე უნდა ჩაანაცვლოს - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესაძლო სატრანსფერო ფასს ასახელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს