ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

U21. 0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები ისევ ლიდერია [VIDEO]

U21. 0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები ისევ ლიდერია [VIDEO]

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 2:2.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ პორტუგალიასთან გასულ შეხვედრასთან განსხვავებით სასტარტოში პირველი ნაკრების ფეხბურთელები მამარდაშვილი, დავითაშვილი, ლ. გაგნიძე და აზაროვი დააყენა. უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა განაპირა მცველმა დე კუიპერმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ოპენდას დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, ცოტა ხანში იგივე ოპენდა საჯარიმოში გაგნიძესთან ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მერე რამაზანიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა და მალე მეორე გოლი გავუშვით - თავურით მამარდაშვილს რამაზანიმ გაუტანა. საქართველოს ნაკრები შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენებაზე სვანაძემ ხვადაგიანი, ლ. გაგნიძე და მოისწრაფიშვილი გოჩოლეიშვილით, ნ. გაგნიძითა და წიტაიშვილით შეცვალა და თამაშის სურათი შეიცვალა. წიტაიშვილმა ანგარიში შეამცირა. მორიგი იერიშისას დავითაშვილმა აზაროვი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და მის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ტრავმირებული ნ. გაგნიძის ნაცვლად 70-ე წუთზე მოედანზე გულიაშვილი შევიდა. სტუმრები სახიფათო შეტევებით გვპასუხობდნენ, დე კეტელერმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე კი აზაროვის პასით გულიაშვილმა თავით ანგარიში გაათანაბრა და ფრე - 2:2.

ჩვენს ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში პორტუგალია და ნიდერლანდები დაზავდნენ - 1:1. საქართველოს ნაკრები 4 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის.

27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 41 887 მაყურებელი

საქართველო - ბელგია 2:2

გოლები: 0:1 დე კუიპერი (15), 0:2 რამაზანი (38), 1:2 წიტაიშვილი (52), გულიაშვილი (87)

საქართველო: მამარდაშვილი, ხვადაგიანი (გოჩოლეიშვილი 46), კალანდაძე, გელაშვილი (ლომინაძე 81), საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (ნ. გაგნიძე 46, გულიაშვილი 70)), აზაროვი, მოისწრაფიშვილი (წიტაიშვილი 46), გაგუა

• იბერია

საოცრება ხდება ერთი ხელის გაწვდენაზეა ოლიმპიადა. ბიჭებზე ბევრი დაიწერა რაღ უნდა ითქვას მაქსიმუმს დებენ და მადლობის მეტი აღარაფერია სათქმელი მაგრამ იცი იცით ყველაზე მეტად ის მახარებს რომ ეს ბიჭები ხალხთან ახლოს არიან და ეს იგრძნობა. კარგია რომ წნეხს არ განიცდიან როდესაც გულშემატკუვარი შენს საქომაგოდ მოდის და წაგებას თუ ცუდ თანაშზ ბევრი ხალხის მოსკლას არ აბრალებ (გამგები გაიგებს.) და ერთიც, თითქმის 25 წელია ყველა სპორტის ყველა ნაკრების თამაშზე ვარ ნამყოფი და მე ასეთი გულშემატკუვრობა ძნელად თუ მახსენდება.ეს სერიოზული ფაქტორი იყო დღეს და მეოთხედფინალშიც ასე უნდა გავაგრძელოდ მაინც პატარა ბუჭები არიან და სტაიონს შეუძლია მოწინააღმდეგის გატეხვა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და აბა თქვრნ იცით ხალხო ყოჩაღ და შაბათს გაორმაგებული ენერგიით ოღონდ პ.ს. იმედია გადამყიდველები 12 000 ბილეთს არ შეიტენით. 90 იანებშიც იყვნენ გადამყიდველები მაგრამ თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ბულეთს თუ ვეღარ ყიდნენ ხალხს ჩუქნიდნენ და ლამის ივსებოდა სტადიონი. მესმის მიონებზეა საუბარი, მაგრამ თქვენც უნდა დადგეთ თქვენს სიმაღლეზეა ისტორია იწერება და იმიტომ.

• გიორგი

ნაკრებიც ეგრე იწყებს ხოლმე კვარამაც ეგრე დაიწყო მარა მალევე ყველა და ყველაფერი კარგავს მოტივაციას ქართულს ფეხბურთში

• suxumchanin

ეროვნულში მწვრთნელი თავისი სტაფით უნდა მოვიდეს, და მისი არჩევანი უნდა იყოს ვის ათამაშებს, ისე ჩანს რომ საერთოდ არაფერს ეკითხებიან, ან პირდაპირ მიუთითებენ ვინ ათამაშოს, საქართველო ვერ თამაშობს დაცვაში, ამიტომ სულ 4-4-2 ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, რამაც ვნახეთ-გაამართლა. ყველა ძლიერ გუნდში წყვიტავს მწვრთნელი, ყავს თავისი სტაფი, დამოუკიდებელია არჩევაში

• დავით 67

ვინც მოდის მწვრთნელად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დასაწყისი ყველას კარგი აქვს. ასეა კუპერიდან მოყოლებული. მერეა რომ გვერხევა. ასე რომ სვანაძე 2 მატჩის ჯამში 4 ქულის გამო ნაკრებში რომელ გენიოსს მოუვიდა თავში. კაცი სანამ ნაკრებს გაწვრთნის, ჯერ გუნდებში უნდა ჰქონდეს რამე წარმატებას მიღწეული. ეს ისეა ეხლა ქარხნის მუშა, უცბად დირექტორად რომ დანიშნო

• ცოტნე

კაცების კაცები ხართ !!!! მადლობა ემოციებისთვის!!!

• არტ

სანიოლს ჯობია თუნდაც იმიტომ, რომ შესვენებაზე გუნდის მოტივირება მოახერხა, არც პორტუგალიასთან და არც ბელგიასთან გუნდი შეშინებული არ გამოსულა პირველი ნაკრებიდან განსხვავებით რომელიც ასე იყო ნორვეგიასთანაც და შოტლანდიასთან ხომ საერთოდ. ამის გარდა სვანაძის ნაკრები ტაქტიკურად გაცილებით უფრო გამართულად თამაშობს , გუნდური მოძრაობაც უკეთესი აქვს ვიდრე სანიოლის გუნდს.

• უნივერსალი

ზღაპრული მოგება პორტუგალიასთან; ორი ტურის შემდეგ აუსაიდერი გუნდის ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერობა; 0:2-დან გადარჩენილი თამაში პირწმინდად წაგებული პირველი ტაიმის ფონზე; ორივე გატანილი გოლი შეცვლაზე შემოყვანილი ფეხბურთელების მხრიდან... ჩემპიონატის დაწყებამდე სვანაძეს რომ ლანძღავდით, ერთი ის სასტავი გამოდით, გამოდით და გამოიძრეთ!!! წინ საქართველო, ზღაპრის ბოლო კეთილია!

• ბებიკომ

სანიოლს რატომ ჯობია? პირველი ტაიმის შემადგენლობა, ტაქტიკა მაგის დამსახურება არ იყო?

• otari

აღსანიშნავია ის,რომ ამ ახალგაზრდება ასე თუ ისე როგორც იყო პირველი ნახევრის მერე ნულით ორიდაან აჩერნეს შეუდრეკელობა,წაებული თამაში,ვერავინ იფიქრებდა ქართული აი ხასიათიდან გამომდინარე თუ შეძლებდნენ ამდენს,არ დაყრიდნენ ფარხმალს და მომავალი თამაშისთვის არ იფიქრებდნენ,მაგრამ ეს საოცრება ქართულ ფეხბურტი ისვიატობა უკვე წაგებული მატჩიდან იგივე გამარჯვების მოპოვებას.,ყოჩარ ქართველებო,გენაცვალეთ

• ბეჟო

წიტაიშვილი უკლასნესია!

• რაბუ

ხალხის ბრალი ნამდვილად არაა, გუნდი რომ ევროტურნირებზე გამოდიხარ და სამარცხვინოდ ვარდები ნუ თხოვ გულშემატკივარს შემდეგ სტადიონზე მოსვლას. პაიდესთან, კლაკსვიკთან და რაღაც ჭ კლასთან

• სოსო

ძალიან მძიმე გრაფიკით თამაშობენ და მორიგეობით ასვენებენ ბიჭებს,წიტას კი,თითქოს რაღაც სტკიოდა.

• სოსო

პორტუგალიელები ვინმეს რაიმეს მისცემენ?შეაკვდებიან ბოლომდე!ჩვენზე ჯინიანები არიან.გამარჯვების შემთხვევაში,გასვლის შანსი აქვთ და ეს დამატებითი სტიმული იქნება.

• სოსო

ხვიჩამ ჯერ რუბინში,მერე ბათუმის დინამოში,მერე კი ნაპოლიში,ორი სრული სეზონი,დასვენების გარეშე ითამაშა და სეზონის ბოლოს,უკვე აშკარად შეეტყო გადაღლა.გადაღლილი სხეული,თითქოს ყველაფერს ძველებურად აკეთებს,მაგრამ მოძრაობის სიზუსტე,კოორდინაცია იკარგება და მისი სამთვიანი მშრალი სერია,პირველ რიგში ამის ბრალია.აქაც რომ ეთამაშა,ნაპოლიში უკვე მაშინ დაბრუნდებოდა,როცა ნაპოლის,ახალი სეზონისთვის მზადება,უკვე დაწყებული ექნება და ესე იგი,ზედიზედ მესამე სეზონის,შეუსვენებლად ჩატარება მოუწევდა.ასეთი გადატვირთვები,ბოლოს,სერიოზული ტრავმებით მთავრდება და ესეც გასათვალისწინებელია.ეს ხვიჩას სხეულის მდგომარეობის შესახებ და რაც შეეხება ნაკრების დახმარებას,რა თქმა უნდა ასეთიც კი,ის ჩვენს ნაკრებს გააძლიერებდა,მაგრამ შემადგენლობაში ვიღაცის ადგილი ხომ უნდა დაეკავებინა?ხომ ნახე,როგორი ბიჭები არიან გულიაშვილი,წიტაიშვილი თუ ნებისმიერი სხვა.მათ სჭირდებათ ევროპელი სკაუტების ყურადღების მიქცევა,სხვა ბიჭებთან ერთად.ამ ასაკობრივი ჩემპიონატების დანიშნულება,სწორედ ეს არის,რომ ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაში დაეხმაროს,მსოფლიოს კლუბებს.ხვიჩაც და მიქაუტაძეც,უკვე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები არიან და მთელი მსოფლიო იცნობს,ასე რომ მათ ნაკრებში თამაშს,მხოლოდ ზოგიერთი მათი თანაგუნდელის დაწინაურებაში ხელის შეშლა მოჰყვებოდა.თვითონ,ამ ტურნირში გამარჯვებას კი,ევროპაში დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ.მთავარია ტალანტებს პირველ ნაკრებში და ძლიერ კლუბებში დაწინაურების პერსპექტივა მისცეს.წიტაიშვილი,მსოფლიოს ჩემპიონია და ფინალში,გადამწყვეტი გოლის ავტორი,მაგრამ ვინმეს ახსოვს,ქართველების გარდა,რომ უკრაინა,მსოფლიოს ჩემპიონია?მთავარი,ის ფეხბურთელებია,ვინც ასეთ ჩემპიონატებში გამოჩნდებიან.წიტაიშვილს არ გაუმართლა,არ ვიცი მიზეზი,მაგრამ აქაც ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს,რომ ძალიან მაგარი ბიჭია და კარგ გუნდს იმსახურებს.იმედია ახლა მაინც დააფასებენ. იმედია გასაგებად ავხსენი.

• სოსო

მირო,რაც დაწერე,კარგია,მაგრამ პირველი წინადადება აღარ გააგრძელე ,არა და მთავარი სათქმელი,სწორედ მანდ გქონდა.რამდენი შეგვძლებია,როცა გუნდიც და გულშემატკივარიც ერთადაა!როცა საქართველო,ერთი მიზნითაა გაერთიანებული,ჩვენი შემჩერებელი,არავინაა!ერთად ვიყავით,ერთად ვიბრძოლეთ და ერთად მივაღწიეთ მიზანს!ღმერთმა და ჩვენმა შეგნებამ,სულ ასე გაერთიანებული გვამყოფოს!ჩვენ მხოლოდ ერთად დგომა გადაგვარჩენს!

• გიორგი

რომელია სუსტი, ინგლისი თუ გერმანია?

• არტ

მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის და სვანაძეს კარგი გუნდისათვის. სანიოლს ჯობია ულაპარაკოდ. საზონოვის გელაშვილის და მექვაბიშვილის ადგილი პირველ ნაკრებშია. წარმატებები!

• 123

ცოლის მოყვანა იჩქარა მაგის ბრალია.

• G.LA

ერთ ერთი მიზეზი ჩვენც ვართ ფეხბურთის დონე რომ ვერ იმატებს. ამ თამაშზე ამდენი მაყურებლის მხარდაჭერით ბიჭებს ძალა შევმატეთ და ბოლომდე თავგანწირვით ითამაშეს. ჩვენ ჩემპიომატზე რომ ასეთი დასწრება ან ამის მაგვარი დასწრება იყოს, აუვცილებლად დატყობოდა ფეხბურთის დონეს. მაგრამ მაყურენელი არ მიდის ამიტომ ცარელ ტრიბუნებისათვის ძნელია თავგანწირვა.

• დავითი

კვარა,თამაშებს ესწრება,ესეიგი თამაშის სურვილიც დიდი აქვს,მაგრამ პრობლემა ნაპოლშია. კოკა-კოლას სარეკლამო ბოთლზე გამოსახეს და ნაპოლიმ მაგაზე გაატრაკა,ჭყონიას ჯარიმები ახდევინეს და წარმოიდგინეთ თამაშსზე როგორ გაჭედავდნენ.. თუ ვინმეს ბრალია ეს,პირველ რიგში პირადი აგენტის ჯუღელის,რომელმაც ამდენი გააბედინა კლუბს !

• დავით 67

პირველი ტაიმის შემდეგ რა ლანძღვა გინება ასტეხეთ უტვინო ექსპერტებმა, სხვა თუ არაფერი პატარა ბიჭები არიან. რა ჭირი გეტაკათ? ხომ შეძლებიათ ბოლომდე ბრძოლა? ესე ძირითადი ნაკრები ვერ თამაშობს. მეც არ მოველოდი ასეთ წარმატებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყოჩაღ ჩვენს ახალგაზრდულს!

• zura222

ფრე კი არა წაგებაც გვაწყობს თუ პორტუგალია მოუგებს ბელგიას 4-4 ქულა გვექნება და ურთიერთშეხვედრის დადებითი ბალანსით მეორეზე გავალთ ! მაგრამ არავითარი წაგება ! პირველი ადგილით უნდა გავიდეთ მეოთხედფინალში რომ შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხდეს

• გიორგი

გილოცავთ ბრძოლით მოპოვებულ ფრეს.საზანოვს ფრთაზე რა უნდა, თანაც წინ წაწევა? მაგ ფრთიდან გაგვიტანეს თავური. წიტაიშვილს რას ერჩიან მწვრთნელები? ასეთი სასარგებლო ფეხბურთელი არცერთი არაა სანიოლის ასაკოვანი რჩეულებიდან.

• ირაკლი

მოკრძალებულ კითხვას ვსვამ, მართლა არ ვიცი და ამიტომ ვიკითხავ: კვარა რატომ ვერ თუ არ ეხმარება ნაკრებს, ნაპოლიში გამოიძახეს და სხვა გზა არ ქონდა? თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა საპასუხო კომენტარში

• semi-s

დავითაშვილზე ეს რომ დაგეწერა რამდენი გაფაგიხადეს?

• Semi

მოვიგეთ რა ფრეს მივაღწიეთ

• რაბუ

ჩემთვის ვფიქრობდი თამაშიდან რომ მოვდიოდი როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ახალგაზრდულ ჩემპიონტზეც კი დასწრების მხრივ რეკორდს ვხსნით. რა ჭირი გვჭირს საკლუბო ფეხბურთში, რომ რომელიმე გუნდი მინიმუმ კონფერენს ლიგას როგორ არ უნდა თამაშობდეს. რა ვერ გაძღნენ ამ მილიონებით, ხო შეიძლება ხალხზეც იფიქროს ვინმემ

• უვიცი

დავითაშვილს რომ უარი ეთქვა, ძალიან გაგვიჭირდებოდა მის გარეშე, მასთან ერთადაც ძალიან გვიჭირდა პრინციპში. მთავარია გავიმარჯვეთ და ახლა მართებს სამწვრთნელო შტაბს კარგი მუშაობა, ასეთივე ტაქტიკით მესამე თამაშშიც არ გაგვიმართლებს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე წიტაიშვილი ცალსახად.ძალიან მაგრად ითამაშა, თუმცა არვიცი რას დავაბრალო მგონი ფიზიკურად ვერაა ჯანზე, ყველა პაუზაზე ჩერდებოდა იცუცქებოდა ისვენებდა თითქოს.

• გიუშა

ბათუმის ფან კლუბის ლიდერის ძმა))))

• მირო

ბრავო ბიჭებო!! გულშემატკივარიც კარგები ვიყავით და ბოლომდე ბრძოლით ეს შედეგი დადგა.ვულოცავ ყველა ქომაგს და ერთი რამ როგორ ჭირდება თბილისს ესეთი მატჩები ისეთი ემოციები იხარჯება ისე ბედნიერდება ქალაქი დროებით რომ...აუცილებელია!! დინამომ უნდა იფიქროს ამაზე!

• მოკლედ

რამდენი პროფესორი გვყავს ქვეყანაში აქამდე სად იმალებოდით? ხალხო მწვრთნელი როცა რამეს აკეთებს და მას შედეგი მოაქვს ესეიგი კარგად წვრთნის გუნდს.გაანებეთ ამდენ მიკიბ მოკიბვებს თავი

• Semi

ტელევიზორში არ ვიცი როგორ ჩანდა, მაგრამ სტადიონიდან ასე ჩანდა რომ 1. ზურიკო დავითაშვილი ათი თავით ჯობია ყველას დღეს ვინც არის გამოძახებული. 2. გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და საზანოვი ძირითადის ფეხბურთელები არიან და იმედის მომცემები. 3. გაგნიძე სულ უკან აკეთებს პასს და უკეთესი ხედვა უნდა ჰქონდეს მოედნის. 4. აზაროვი ხელების შილის მეტს არაფერს აკეთებდა დაცვაში 0 შეტევაშიც კიდევ კარგი ბოლოს საგოლე პასი მიცა მწვრთნელი უნდა სერიოზულად დაელაპარაკოს. 5. დანარჩენები 0 არაფერი მაგათგან არ გამოვა, არც კომბინაციაა დამუშავებული პირველ ტაიმში უთავბოლოდ დახეტიალობდნენე. საკუთარი მოედნის და ინდივიდუალური ოსტატობით მოვიგეთ.

დავიჯერო მწვრთენლზე უკეთ იცი ფეხბურთელის შესაძლებლობა და პოზიციონირება? რომ დააყენა მაგიტომ არის შედეგი სახეზე.კარგით რა გეყოფათ ეს პროფესორობა ❤️

• QT

მადლობა ბიჭებო, მაგარი ხასიათი გამოავლინეთ და სერიოზული თამაში შემოატრიალეთ. ისე დღეს ლუკა გაგნიძეს არ წაუვიდა თამაში და თითქოს დაღლა ეტყობიდა თავიდანვე და საზონოვის ძლიერი მხარე არაა ჩაწოდებები აშკარად.

• რაბუ

ევროპულო კლუბებო გაახილეთ თვალები აქეთაც ვთამაშობთ ფეხბურთს, ათასი უაზრო და უტვინო ფეხბურთელები რომ მიგყავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან

• Roni

გამოჩნდა რომ ტოლსწორად შეგვიძლია ორივე გუნდთან თამაში და პირველ ნახევარში რატო ჩასვა დაცვაში გუნდი ვერ ვხვდები?!!!! ტანკივით მცველებს ვინც აყენებს ფლანგზე ხეირი ვინმეს უნახია??? დააყენე გოჩო და აზაროვი დაცვის ფლანგებზე და წიტაც დაეხმარება აზაროვს. დავითაშვილი არაა ის ტიპი წიტასავით წინ და უკან იყოს.. ტყუილად დავთმეთ ბურთი პირველ ტაიმში შეუტიე შენ მოედანზე ხარ ამდენი ხალხია მოსული... იმედია ჰოლანდიასთანაც ასე არ დაიწყებენ... გილოცავთ მოგების ტოლფასი ფრე იყო

• ჯიჯი

ბრავო სვანა!

• ჯიჯი

ბრავო სვანა!

• შაქრო

გილოცავთ ყველას , წაგებულის გადარჩენას ! კვარაცხელია გვიბრუნდება , თუ გავალთ მეოთხედფინალში ...

• კოლა

პორტუგალიამ რომ ბელგიას მისცეს, ფეხებით დაჰკიდებენ, სამშობლოში როცა ჩავლენ.

• Domenti

100%

• დიმა

იყო ბევრი ხარვეზი, საგოლე მომენტებიც მეტოქეს მეტი ჰქონდა, პირველ ტაიმში ნაღდი პენალტი გვაპატია მსაჯმა. კარგი ის იყო, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ორივე თამაშში მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და შეცვლებიც ამართლებდა, ეს მწვრთნელის მაღალ დონეზე მეტყველებს. რთული მატჩი გველის. თუ ნიდერლანდებნა ანგარიში წაიყვანა, პორტუგალია მოტივაციას ჰკარგავს და არ მისცეს ბელგიას.

• ლევანი

წლებია სტადიონზე ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. ყოჩაღ, და მადლობა ბიჭებო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ნაკრებში, მოედანზე ხარ მებრძოლი, ეს უნდა გაითავისოს ყველამ. დიდება საქართველოს!

• გოგა

საზონოვი დაცვაში მხეცია, მაგრამ საბას წინ გრძელი პასები მისი საქმე არაა

• azimuta-ს

საიდან ასეთი ტყუილი და ბოღმა, ვერ მოინელეთ ამ კაცის წარმატება.

• T.t

და რატო არ არიან? მოდრიჩს და ჰაალანდს ნაკლები სეზონი ქონდათ? მაგრამ ნახეთ რას აკეთებენ ნაკრებში?

• გიორგი

ძალიან მაგარი ბიჭები არიან, დებენ მაქსიმუმს. ძალიან მალე 4-5 ვარსკვლავი ეყოლება საქართველოს - გოჩოლეი შვილი, საზონოვი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი … გენაცვალეთ გულებში.

• გიორგი

ძალიან მაგარი ბიჭები არიან, დებენ მაქსიმუმს. ძალიან მალე 4-5 ვარსკვლავი ეყოლება საქართველოს - გოჩოლეი შვილი, საზონოვი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი … გენაცვალეთ გულებში.

• Haaland

წიტას თავიდანვე უნდა დაეწყო თამაში, სხვა მუხტი მიეცემოდა თამაშს. შედეგი სამართლიანია. ნიდერლანდებთან უნდა გავავსოთ სტადიოდი და პირველი ადგილით უნდა გავიდეთ. წინ ბიჭებო!

• Lobotka

მადლობა თავდადებისთვის! მაგარი ბიჭები!!!

• HK

ყოჩაღ ბიჭებო ახალგაზრდულს აქვს ის რაც ძირითად ნაკრებს ყოველთვის აკლდა გუდნურობა და გუნდურობა მონდომება მაქსიმალური და რაც მთავარია მომენტების მაქსიმალურად კარგად გამოყენება რაც ასეთ ძლიერ გუნდებთან წარმატებისთვის აუცილებელია მათლაც რომ ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის და შესაბამისად ამ ხალხს აუცილებლად ჭირდებათ ძირითად ნაკრებშიც გამოძახება და თამაში ასაკიანებმა ძირითადი ნაკრები უნდა დატოვონ და ამ ბიჭებს დაუთმონ ადგილი უკვე ამატი დროა ამათ ჭირდებათ სათამაშო დრო პრაქტიკა აუცილებლად გასაკეთებელია ეს

• azimuta

ხვიჩამ არ იკადრა თამაში რას ვიზამთ )

• ბესო

2000 წლიდან ფეხბურთს ვუყურებ და ესე იშვიათად გამხარებია! პირველ რიგში ბიჭების ბრძოლისუნარიანობის გამო! ვაღიარებ და არ მეგონა თუ ამ თამაშს შემოატრიალებდნენ, ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით. მაგდამ დღეს დავინახე რომ ფეხბურთის თამაში და ბრძოლა შეგვძლებია!! საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა!! კარგი თაობა მოდის და უდიდეს გამოცდილებას იძენენ ამ ჩემპიონატზე. სწრაფი აზროვნება, მეტი კრეატივი, მეტი პრესინგი, მეტი გააზრებული პასები და ბოლო წლების ხორვატიის დონის გუნდს მივიღებთ. ეს გუნდი მსოფლიოზეც გაგვიყვანს და იქ გაგვახარებს!!

• პაპა

მოგების ტოლფასი ფრეა, მადლობა ჩვენს ბიჭებს, ერთი ნიდერლანდებიც დაამუშავეთ და აჩვენეთ მსოფლიოს რომ ეგრე ადვილად ვერავინ გაინავარდებს საქართველოში.

• გენა

ლ. გაგუა ვინაა?

• გიორგი

მიქაუტაძე მაინც რომ ყოფილიყო ახლა ნაკრებში უდიდესი ძალა და კოზირი იქნებოდა ჩვენთვის.მისი ნიჭის და გაქანების ფორვარდი თუა ამ ტურნირზე ესეც კი მოსაკითხია.

• ვასო

როგორ დაგვაკლდნენ ხვიჩაც და ჟორჟიც ..ზუსტად ეს ორი და ბელგიას მოუგებდით დარწმუნებული ვარ.

• გიუშა

ეს კომენტატორები რომელი ცოდვისთვის მოგვივლინა უფალმა?!

• ხვიჩა

არ დამიწყოთ ეხლა ....ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ თუნდაც ბოლო 15 წუთი გვყოლოდა ხვიჩა და მიქაუტაძე და მოვიგებდით კიდეც .

• L.J .

Gamochnda rom sheteva shegvidzlia,meore tamashia ase yru dacvashi chajdoma ratom ???ubralod ver vxvdebi raa..atamashe bichebi shetevashi ramaz!!!warmatebebi bichebo!!!

• მეზღვაური

უნდა ვეცადოთ,რომ პირველი ადგილით გავიდეთ.C ჯგუფიდან დიდი ალბათობით ინგლისი გავა 1ზე და მეოთხედფინალში მათთან უფრო ნაკლები შანსი გვექნება ვიდრე C ჯგუფის სხვა ბინადრებთან.

• მდაა

გაუშვით სანიოლი და დანიშნეთ სვანაძე !!! ჯერ ერთი ბევრად სჯობს ტაქტიკითაც და სტრატეგიითაც სანიოლს …მეორე ქართველია და იცის მენტალიტეტი და მიდგომა ფეხბურთელებთან მესამე მის ხელში გამოიარა ამწყომაც და მომავალმაც პირველი ნაკრების ფეხბურთელებიდან !!!!

• 912

ბევრი შეცდომით, ჯახირით, თუმცა თავგანწირვით ისტორიის წერას განვაგრძობთ....აბა თქვენ იცით

• ტიტე

ოხ ხვიჩა ხვიჩა ბოლო 15 წუთი და მოვიგებდით კიდეც

• მწრთვნელი

ისე გამოჩნდა, რომ მეტიც შეუძლიათ! კარგი ბიჭები შეიკრიბნენ!

• კოტე

ყოჩაღ ბიჭებო! დიდი მადლობა ბრძოლისა და სიმტკიცის გამოჩენისათვის!

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში

U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?

"დილა" ტრავმირებული ნიკა გაგნიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რამაზ სვანაძე: ნიდერლანდებთან მატჩს იმედით ველოდებით

U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]

U21. საქართველო - ბელგია. სვანაძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

U21. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელგიასთან 0:2 მარცხდება

რამაზ სვანაძე: ეს მენტალური მდგომარეობის დამსახურებაა

ანზორ მექვაბიშვილი: მატჩის შემდეგ ცრემლებიც კი მომადგა

ბელგიელთა მწვრთნელი: გილოცავთ, ჩვენ საქართველოსთან გამარჯვება ნაადრევად ვირწმუნეთ და ..