<p>"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.</p><p>მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.</p><p>"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.</p><p>რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი - გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.<br></p>
გიგა
ვააა? ეს პეტუხა, ფეხბურთში ერკვევა? ეს უკვე რაღაც "ახალია"?
ლევან მაღლაკელიძე
არა მგონია ოლიმპიადის საგზური მეორეხარისხოვანი იყოს
Jvip
მოაცილეთ თქვენი ბინძური ხელები ჩვენს ბიჭებს
G.LA
ჩემი სიყვარული,ჩემი ნიკა.მიყვარხარ
სუხიტიკოს
შენს ეზოში კი არ ტარდებოდა ჩემპიონატი. რას ქვია ჩამოსულიყვნენ და მეორე ტაიმში ეთამაშად ვახ გამაცინე სუხიტო ..ძალიან დიდი ბოდიში მარა აზრზე არ არის საქართველოში ხალხი ფეხბურთის აი 90% და თქვენც მათ შორის ხართ სუხიტო.. კვარას ვინც ლანძღავთ აი ძააან "გიყვართ" სამშობლო ვიცი და მაგრად მეცინება ნეტა მართლა გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ცოტა მეტად განათლებულები იყით სპორტშიც, პოლიტიკაშიც და ყველაფერში
სიმართლეს
სიმართლე ისაა, რომ წაკითხულის გაგება არ შეგიძლია, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები სად წერია კომენტარში? დიახაც ასეა, ეს არის ტურნირი, სადაც ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ, მუდრიკმა ჩაისვარა პრემიერლიგაში და ეს ტურნირი იმისთვის გამოიყენა, რომ დაემტკიცებინა თუ რას წარმოადგენს. ხვიჩამ და მიქაუტაძემ დაამტკიცეს თავიანთი თამაშით სერია ა ში და ლიგა 2შ, რა შეუძლიათ, ზურიკოს, გაგუას, აზაროვს, მუდრიკს და უამრავ სხვას დასამტკიცებელი ბევრი ჰქონდათ, იგივე გავი იყო ესპანეთის ნაკრებში? რატომ? იმიტომ რომ მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი, გაიგეთ, კლავიატურის ლომებო? კვარაცხელიამ შარშან რომ დაიწყო ივლისში ბათუმის დინამოში თამაში, წლევანდელ ივნისამდე არ გაჩერებულა, ტრავმა რომ მიიღოს, თქვენისთანა პატრიოტები პირველი დაუწყებთ გინებას, რატომ ვერ თამაშობსო. უმადური ხალხი ხართ, მეტი არაფერი.
ჯონდი
რა ვალზე საუბრობ საერთოდ? აბა ჩვენ ვართ მოვალეები მაგათ წარმატებას რო ვუგულშემატკივროთ? ამდენი ადამიანი როცა გგულშემატკივრობს, სწორედაც შენც უნდა გაიღო მსხვერპლი მათთვის. ამ ფაქტის მერე მე ნაპოლის და კვარაცხელიას წარმატება მაგრად მახატია უკვე.
ჯონი
ბრაზილიას ოლიმპიადა არ აქვს მოგებულიო ისე გადაჭრით იძახი ლამის მეც დავიჯერე, ბრაზილიის თავგადაკლულმა გულშემატკივარმა.
Dato
ნიკაა, მიხარია რომ სპორტი გიყვართ! ყოველთვის ვილაპარაკოთ ფეხბურთი იქნება თუ სხვა სახეობები.... ყოველთვის ვილაპარაკოთ კაცურ საქმეებზე. მაგრამ, 17-მაის ჩვენ ვერ შევეგუებით! ჩვენთან არიქნება, არც კიკინებიანები და არც ბანტიანებიი...... თავისუფლება ყველაზე ძვირადღირებულია, მაგრამ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი..... შენი ნიჭიერება, ზუსთადაც მაგ მიმართულებით გამოიყენე, რომ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ტრადიციები, და მაშინ ვიქნებით ჩვენ ძლიერები. მაშინ კი, ყველგან გვექნება ჩვენ წარმატებები!!!
aron
განატლებული პიროვნებაა ნეტა ესეტი განატლებულები ყველა
:)
სულელად მიგაჩნდა? შეიძლება არასტანდარტული და ცუდი ენის პატრონია მაგრან სულელი რანაირად? :))) ძალიან განათლებული და ინტელექტუალური პიროვნებაა, ნაკითხი. მაგრან აქ როგორი ხალხიც აკომენტარებთ იმათ კი უნდა გეგონოთ სულელი :))
Lasha
აბა გულზე ხელი დაიდეთ და ისე დაიგინეთ რომ ჩვენთვის ეს ტურნირი მეორე რანგისაა. ეგრე საერთოდაც მეორე ან მესამე რანგის ნაკრები ვართ და რა უნდა ვარსკვლავ კვარაცხელიას მესამე რანგის ნაკრებში. არ შეიძლება ამ ბიჭის ლანძღვა თათხვა და სისულელეების როშვა მაგრამ როცა გასაკრიტიკებელია ან არ არის მოსაწონი მისი ესა თუის ნაბიჯი მგონი შეიძლება ამაზე ლაპარაკიც.
რონი
კვარამანიით ვინც ხართ შეპყრობილი სულ რო დიდი ნაკრებიდანაც წავიდეს თქვენთვის მაინც ნაპოლი და კვარა იქნება წინა პლანზე სამკურნალო თემაა ბიჭებო ეს საქციელი.. მაშინ გამოდის პიარი გააკეთა ფედერაციამ მთელი ის პერიოდი ატრიალა კვარა ჟორჟიკას პლაკატები და ბოლოს არცერთი არ იყო... ხო იმდენი ჯილდო მოგვიგია 21წლამდელების დაბალი დონე ნუ ჩვენ რაგვინდა იქ... გვაწყენდა მისი მოგება ან 3ადგილზე გასვლა... ისედაც ტევა აღარ არის იმდენი მედალი აქვს ნაკრებს.. კვარამ მისი საქციელით უღალატა ჯერ თავის სამეგობროს.. მერე ხალხს და ბოლოს ქვეყანას. მიხვდება ამას და მწარედ ინანებს ვინ გააბრიყვა არ ვიცი მაგრამ სამეგობროს ხალხოს და ქვეყნის ღალატი დაუშვებელია. არაფრის მომცემი თამაშები რო ყოფილიყო 50 ათასი ადამიანი არ მივიდოდა თამაშზე!!!!!
კოლა
Mr. Kostaia-ს აქ გიპასუხებ, შენი კომენტარი თანდათან რომ არ დაიკარგოს. კითხვაც მშვენიერი ვიცი და გამართული ქართულითაც ვწერ, ,,მაგი"-ს და ,,აქინე"-ს გარეშე. ნამდვილად გამომრჩა შენს კომენტარში გნაბრი და გორეცკა. ეს ჩემი მინუსია და ბოდიში ამისთვის. მაგრამ შენი პრობლემა იცი რაა? გაბოროტებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. იგივე ხვიჩაზე როცა აკომენტარებ (არადა, ბევრს აკომენტარებ) გულშემატკივარი არ ჩანს შენს სიტყვებში. ისე, დამაინტერესა მართლა, რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის, ხვიჩას რომ ამდენს ამუნათებ.
დევდარიანი
ჯერ ერთი,ეს მეორე ეშელონის ტურნირი არ არის, აქედან ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გაბრწყინებულა და მეორე,ეს ადამიანი ყოველთვის განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, რადგან ოპოზიციის ლიდერია, გავიხსენოთ, კვარაცხელიას როგორ ლანძღავდნენ, რადგან " პოლიტიკაში არ ვერევიო " ხვიჩამ რომ თქვა.
Burton
აი, ეს ტიპი ყოველთვის სულელად მიმაჩნდა. შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმართლესაც იძახდეს, მაგრამ ყოველთვის ისეთი თავდაჯერებულია, თანაც იმ საკითხებში რაშიც შეიძლება საერთოდ ვერ ერკვეოდეს. ყოველთვის მართალი ჰგონია თავის თავი. ამ დროს იმდენსაც ვერ ხვდება, რომ შეიძლება "ხანდახან" თვითონაც ცდებოდეს...
ლევან77
გაგეცი ორჯერ პასუხი, აგრამ არ აქვეყნებს რედაქცია. რედაქციას მივმართავ, კიდევ ერთხელ დავწერ და იქნებ გამოაქვეყნოთ.
Mr.kostaia
კოლა-ს შენ ბიძიკო კითხვა თუ არა იცი, მაგი თქვი!რომელია არგენტინელი,ნეიმარი,რაფინია,თუ მარკინოსი ???გნაბრი და გორეცკაც არ გექნება გაგონილი. საერთოდ ფეხბურთთან რა გინდა? მაქვს თუ არა გაკეთებული რამე საქართველოსთვის? გპასუხობ:მაქვს. მეორეც, რატომ ამბობთ ხვიჩას მოძულეები ხართო,ვინც ვაკრიტიკებთ და ვერ მოვუწონეთ საქციელი (არა მარტო ხვიჩას,ჟორჟსაც).დაატანეთ ენას და თითებს ტვინი!!!არავის არავინ არ სძულს!!!რომ ძალიან გვიყვარდა, იმიტომ დაგვწყდა გული!!! და შეუშვით თავში, სამშობლოსთვის თავგადადებაა საჭირო ზოგჯერ!
გოგა
რომ იძახით ჰოლანდი, პედრი და სხვა ვარსკლავებიო არ თამაშობდნენ ამ ტურნირზეო ჯერ ერთი ესპანეთი და სხვა ძლიერი ნაკრებები ყოველთვის თამაშობენ ფინალურ ეტაპზე და დიდი არჩევანი აქვთ ფეხბურთელების ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, როცა მხოლოდ მასპინძლის რანგში გავედით ფინალურ ეტაპზე, ვისაც ასაკით შეეძლო თამაში, ყველას უნდა ეთამაშა იმიტომ რომ გვქონდა შანდი უფრო დიდი ისტორია დაგვეწერა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ოლიმპიადაზე გუნდურ თამაშში ყოფილიყო საქართველო წარმოდგენილი ვხვდები რომ კვარა მიხვდა თავის შეცდომას, იმიტომ რომ ამ თამაშის მერე აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში, როგორც თვითონ, ასევე მისი საცოლე და მჯერა რომ მომავალში საქართველოს ნაკრებში თამაშით უფრო დიდ თავდადებას დავინახავთ მისი მხრიდან
ეჰჰ
აჰა ახლა ამან დაიწყო,ვაჰ მეე რა ეშველება ამ ქვეყანას?სამწუხაროდ მგონი არაფერი :(((
!!
კი ბატონო, გეთანხმებით. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად უბედური და მიწასთან გასწორებული ადამიანები უყვართ. კარგს მხოლოდ იმაზე ამბობენ, ვინც ეცოდებათ, აბა გაბედოს იმ საცოდავმა და ცოტა წელი წამოიდგას, გაიღიმოს და უკეთესად იცხოვროს? იმას ეგრევე გააადგურებენ, მერე განადგურებული რომ შეიცოდონ. თითქმის ყველა ჩვენი გამოჩენილი ადამიანის ისტორია ეგეთია. საერთოდ არ გვჭირდება ფეხბურთელები
Vasili
აჰაა , გასაგებია, გასაგებია!!!! /გამოდის , გვარამია ჩვენსკენ არის?
???
სანამ ასეთ ჩამორჩენილ კომენტარებს დაწერს ქართველი, მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. რომელი ჩამოყალიბებული ვარსკვლავი თამაშობდა ახალგაზრდულში? ჰალანდი სად იყო? პედრი ან გავი? თუ არ იცი ამ ფეხბურთელების სახელები, გუგლში ჩაწერე. აქ ვინც ილანძღებით ყველა ხართ ჩამორჩენილი, განუვითარებელი ბრბოს ნაწილი და იმედია თქვენ გაგინათდებათ ტვინები, როცა დაინახავთ როგორ ხდება სხვაგან. არ გინახავთ აქამდე, არ გყოლიათ ხვიჩას დონის ვარსკვლავი და არც იცით როგორ მოიქცეთ, ეგ გასაგებიცაა მარა ყოველ ჯერზე საჯაროდ ხომ არ უნდა ამტკიცებდეთ უგუნურებას და უვიცობას?!
დავითი
ხვიჩა გვიყვარხარ. შენ უკეთ იცი შენი საქმე. არ გეწყინოს ძმაო,ასეთი ემოციურები ვართ ქართველები, დარწმუნებული ვარ შენი კარგი თამაშით დიდ სტიმულს მისცემ ახალგაზრდებს და მრავალ კარგ ტრანსფერს გააჩარხვინებ ევროპაში. აცადეთ ხვიჩას ცხოვრება ! მეტი თავშეკავება, წარმეტებები ერო ...
გოგია, !!-ს
არ იცით თქვენ მეგობარო, რომ საქართველოში ნიჭიერება დასჯადია? ანდა, თუ ვინმე ბედნიერია, ეს ხომ პირდაპირ კრიმინალური საქციელია!!! რას მიქვია ბენდიერი, ვინ მისცა მაგის უფლება? ხალხი აქ ბამბას კი არ არჩევს. ისე ჩაქოლავენ, რომ ყველაზე უბედურ ადამიანად აქცევენ. წარმატებულ ადამიანზე მეტი, წარუმატებელია. აი, სწორედ ეგ ლუზერებია, სხვის ნიჭს, შრომისმოყვარეობას და ბედნიერებას რომ ვერ იტანენ.
კოლა
ბრაზილია-გერმანიაო, ამბობთ და არგენტინის ფეხბურთელებს წერთ. უკვე ბევრგან შემხვდა თქვენი კომენტარები და ფაქტია, ერთ-ერთი აქტიური ხვიჩას მოძულე ხართ. ნეტავ, თავად თქვენ რა გააგიკეთებიათ ქვეყნისთვის.
ლადო
პასუხი მარტივია - იმიტომ რომ ახალგაზრდულს რომ მოეგო ეს ტურნირი, ამაზე დიდი საფეხბურთო ბედნიერებას ქართველ ხალხს ვერაფერი მოუტანდა. სამწუხაროდ ამაზე დიდი ეროვნული საფეხბურთო წარმატება ჯერ ჰორიზონტზე არ მოსჩანს
გიორგი
კითხვა მაქვს. პირადად შენ საქართველოსთვის რა გაგიწირია?
გიორგი
პირველად ვეთანხმები გვარამიას და მიკვირს, რომ სიმართლე დაწერა. ეს ამბავი ალბათ პირველად დაემართა ცხოვრებაში. კვარას მოძულეებო, რა გინდათ? ძლივს გამოჩნდა სხივი ქართულ ფეხბურთში და ლაფში უნდა ათრიოთ? გინდათ ისევ 20 წელი უყუროთ უფერულ ბურთის წვალებას? ფუი თქვენი!
კოტე
სანამ მსგავსი აზროვნება ექნება ქართველ კაცს და ფულზე არ გაცვლის სამშობლოს ინტერესებს არაფერი ეშველება ჩვენ ქვეყანას. ჩვეულებრივი მოღალატეა, ღმერთმა ქნას გაუნათდეს გონება
გიორგი
100% ცოცხლად შეჭამეს ნიჭი ამ უნიჭოებმა.
გიორგი
ფუი შენ, ქართველი არ ხარ ალბათ.
გიორგი
ჰო, და კიდევ შური და ბოღმა, რომ თავად არაფერს წარმოადგენ კლავიატურის დაბოღმილი გმირი...
გიორგი
ლოზუნგებს რომ მოვეშვათ, საქმე ასეა. კვარა ახლა იწყებს თამაშს. ანუ მისი ნიჭი კიდევ მრავალი წელიწადი გაახარბს ქართველ გულშემატკივარს. ნაპოლში წარმატებული თამაში აუცილებელი პირობაა კვარას ზრდისთვის. ანუ, მისი მომდევნო სეზონი ნაპოლში ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ნიშნულია. ახალგაზრდულ ჩემპიონატში კვარას მონაწილეობა ძალიან სარისკო იყო. გადაღლილი ფეხბურთელი ტრამვას უფრო ადვილად იგებს. ზოგი კლავიატურის ლომი კითხულობს, რამ დაღალაო? ტახტიდან ერთ ადგილს თუ ასწევ და კვირაში 100 კილომეტრს გაირბენ, მერე მიხვდები რამაც დაღალა. გადაღლილზე კიდევ 6-7 თამაში ივნისს-ივლისში და 15 ივლისიდან უკვე ნაპოლის შეკრება? ხუმრობთ, თუ უბრალოდ ბოროტები ხართ ხალხო? რამ დაგბოღმათ ასე?
გიორგი
არაფერი საბოდიშო კვარას ას სჭირს. ბოდიში იქით უნდა მოუხადოთ კვარას ჩასაფრებულმა ბოღმის ბუკეტებმა, რომ ასეთი დაუნახავი და დაუნდობელი უქნარები ბრძანდებით.
სოსო
მრ კოსტაია,თქვენ მიერ ჩამოთვლილი ქართველი ვარსკვლავები,არც ერთი არ გამხდარან მსგავსი სიძლიერის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები,რამაზ შენგელიას გარდა.რამაზისათვის ეს მეორე სეზონი იყო დინამოში,კვარასთვის კი,პირველი!სხვათა შორის,მიშა მესხის მიმართაც იმდენი ტალახი და უნამუსობა ანთხიეს,რომ ფაქტობრივად ძალიათ გააგდეს ფეხბურთიდან.არ მოუთმინეს,რომ ასე თავისთავადი იყო და საკუთარ თამაშს არ ღალატობდა.მათზე,მთელი მათი კარიერით ვმსჯელობთ და კვარასთვის,ეს მხოლოდ პირველი სეზონია.კვარას, კარიერის დასასრულს შევაფასებთ სრულფასოვნად.დღეს კი,ეს შეუძლებელია.მაგ ვარსკვლავებიდან არც ერთზე ნაკლები ტალანტი არ არის კვარა,ზოგიერთზე კი,დარწმუნებული ვარ,მეტიცაა.მახსოვს მათი თამაშიც და არ მეშინია ამის თქმის.კი,დიდებულები იყვნენ,მაგრამ კვარაც ასეთია და მართალს ამბობს !!,ამ ხალხის შეფასებაში.ვიღაცის დამცირებაში საკუთარი ღირსების პოვნის მცდელობა,მხოლოდ მდაბალი ბუნების ადამიანების თვისებაა.
პროფესტო
შენი მოსაზრებებიღა გვაკლდა. უნდა ეთამაშა აბა რა უნდა ექნა!!! დაღლა გამართლება არ არის.
პაატა
უნდა ეთამაშა ქვეყნის და გულშემატკივრების გულისთვის ოლიმპიადას თავი რომ დავანებოთ
შაკო
კვარაც და მიქაუტაძეც შესანიშნავი ადამიანები და ფეხბურთელები არიან და ყველას გვიყვარს და დარწმუნებული ვარ სამშობლოც მაგრად უყვართ თვითონ მათ. ყველას მოგვდის შეცდომა და ყველაფერს მისი სახელი უნდა დაერქვას. ის კი არა, რომ უნდა ითამაშებს და უნდა არა და მეორეხარისხოვანი ტურნირია და ასეთი სისულელეები. უბრალოდ შეცდნენ და მოიბოდიშონ, რომ ვერ შეძლეს და მომავალში უფრო მეტი მოტივაციით და მეტი თავგანწირვით უნდა გამოასწორონ. უნდა იცოდნენ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმაც სხვა დროს, რომ ხალხს ანალოგიური რეაქცია ექნება ეგეთ შემთხვევებზე.
ჟორა
ბატონებო, რატომ აუფასურებთ მეორე, მესა მე დამეათე ნაკრებს? ყველა ხომ საქართველოს ნაკრებია და ფეხბურთელი ისე იბრძვის საქართველოს სახელისათვის, როგორც პირველ ნაკრებში იბრძვიან? საქართველოს არასდროს დასჭირდება ხვიჩა, გიორგი, დავითი და სხვები სათოხში. მათ არც იციან თოხნა და ლაფათქით მანქანის დატვირთვა. მათ იციან ფეხბურთი, და იქ და იმდენჯერ უნდა დაეხმარონ ქვეყანას სადაც და რამდენჯერაც დასჭირდება. ხვიჩას და მიქაუტაძეს რომ ამ ჩემპიონატზე ეთამაშათ, ოლიმპიადის საგზური გარანტირებული გვქონდა, რით იყო ნაკლები ოლიმპიადაზე თამაში ევროპაზე საეჭვო პერსპექტივაზე? გეტყვით, რომ ევროპა ჩვენ ამ ჯგუფიდან არ გვეღირსება, არადა ამის გულისთვის ოლიმპიადის საგზური დავკარგეთ.
Mr.Kostaia
ბოდიში მაგრამ ყიფიანი გუცაევი,შენგელია,დარასელია,ჩივაძე ...უფრო ძველები მესხი,მეტრეველი შენი აზრით ვინ იყვნენ?
მარღანია
წლის მეორე ნახევარი არაფერი უკეთებია და გოლიც არ გაუტანია. რამ დაღალა? არ გინდათ ეს ხელის დაფარებები და ა.შ. ნიჭი აქვს, მაგრამ ან რეალიზდება ბოლომდე, ან არა. ქინქლაძე ამაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ ვერ რეალიზდა. უნდა ეთამაშა აუცილებლად აქ. რისითვის ისვენებს, რომ ნეაპოლი გაახაროს? :) ეტყობა, თქვენც ნაპოლის წარმატება უფრო გიხარიათ, ვიდრე U21 საქართველოს ნაკრების! აბა ეროვნულს (დიდებს) ამხელა შანსი რომ არა აქვთ, ეგ ისეც იცით. ელოდეთ და უყურეთ ნაპოლის მატჩებს; ეგებ მალე იტალიის მოქალაქეობასაც გამოჰკრათ ხელი :):) სანამ ესე იაზროვნებთ, კამათსაც აზრი არა აქვს. ამიტომაც არასდროს ქართული ფეხბურთი არ აყვავდება. წერეთ და იკითხეთ. ამდენი გვარამია სად გაიჩითა? საქართველო უკანა პლანზე და ნაპოლი წინ, თურმე!!! ფუი
შაკო
კლუბებს არ აქვთ უფლება ოფიციალური ტურნირების ფინალურ ეტაპებზე (მათ შორის ასაკობრივზე) უარი თქვან ფეხბურთელის გაშვებაზე. დიდი ჯარიმა და სანქციებია მაგაზე.
Mr.Kostaia
2008 წელი.პეკინის ოლიმპიური თამაშები ფინალი ნიგერია 0-1 არგენტინა, გოლი: ანხელ დი მარია არგენტინა:რომერო,გარაი,ძაბალეტა,გაგო.რიკელმე,დი მარია,მასკერანო,მესი,აგუერო,ბანეგა,ლავეზზი...რომელია აქ მეორეხარისხოვანი ექსპერტო გვარამია??? 2016 წელი რიოს ოლიმპიური თამაშები ფინალი ბრაზილია 1-1 გერმანია გოლები:ნეიმარი,მეიერი. ბრაზილია:ნეიმარი,მარკინოსი,რაფინია...გერმანია: გნაბრი,გორეცკა...არგენტინა:ანხელ კორეა,ჯოვანი სიმეონე... ალაბათ ესენი არიან მეორეხარისხოვანი?! დანარჩენი თქვენ თქვით,უნდა ეთამაშა ხვიჩას და ჟორჟს თუ არა?! რა თქმა უნდა ხვიჩაც და ჟორჟიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან(ჩვენთვის რათქმა უნდა სუპერვარსკვლავები არიან),მაგრამ ნადვილ ვარსკვლავობამდე (ვიცით და არ გვინდა ვთქვათ,არ გვინდა ვინმეს ვაწყენინოთ) ვფიქრობ კიდევ მეტი სჭირდებათ. მათი "ცაში აყვანით" კი არ ვეხმარებით,დათვურ სამსახურს ვუწევთ. ასეა ეს...
აკო
სამწუხარო სიმართლეა.
!!
ქვის ხანა და ჯუნგლები. ჩემი აზრით ინტერნეტთან წვდომა არც უნდა ჰქონდეს ამ ხალხს. ზუსტად ეგრე ლანძღავენ ჰალანდს და პედრის თურმე, დაათრევენ კედელ-კედელ და სად ატარებს დასვენებას და რას იცმევს იმას არჩევენ. რათქმაუნდა დაბალი ინტელექტის ხალხი ყველგან ჰყავთ მაგრამ აქ რომ ხდება ისეთი არსად. ყველაფერს ვადევნებ თვალს და აქ მართლა სასწაული ხდება. ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ხილვის საშუალება მოგეცათ. დამოუკიდებელ საქართველოს არ ღირსებია მისი დონის არავინ. და ასე უხდით მადლობას ამ ჯუნგლების ლამაზად და განვითარებულად წარმოჩენისთვის? სირცხვილით დავიწვი, როცა ნაპოლის გვერდზე, იტალიელ გულშემატკივარში დაიწყო ქართველმა ბრბომ თავისი მახინჯი და ლანძღვა-გინებით სავსე კომენტარების წერა. რას იფიქრებს ის ხალხი??? დღეს საერთოდ რომ თქვას ფეხბურთის თამაშზე უარი, უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, წლები დაჭირდება სხვას... გადახედეთ აბა ისტორიას? რომელ ნიჭიერს და პროფესიონალს მიეცა ამ ქვეყანაში ბედნიერი, ლაღი ცხოვრების უფლება? რომელი არ შეიჭამა ცოცხლად? ვის ტყვია მოხვდა შუბლში, ვინ ფანჯრიდან გადახტა და ვინ თვითმკვლელობამდე მივიდა. შეიძლება არც იცით ისტორია მაგრამ მე ვიცი. სიკვდილის მერე ისე დააფასეს, აბა გაბედოს ვინმემ და რამე თქვას? ვის რაში ჭირდებ?? ერთი მარტივი კითხვა მაქვს, გვეშველება რამე? როდის უნდა განვითარდეს ამ ქვეყნის მოსახლეობა? დამიჯერეთ, მთავრობები არაფერ შუაშია თუ ხალხი ასე დარჩება. ნუ აბრალებთ მთავრობებს რაღაცეებს.
აააა :)
განვითარებულები კი არა არინ, პიტალო გამოქლიავებულები არიან :):):):) დაიყენეთ ეხლა პოზა. რა თავში აგივარდათ კვარას ერთი სეზონი. რუბინში რომ ეთამაშა ახლაც, მაშინაც არ ეკუთვნოდა თამაში??? :):):) რა გევასებათ ეს ფრონცქობა! დებილობა ქნა რომ არ ითამაშა და მორჩა! შეცდომა შეცდომაა, სამწუხაროდ აქ კატასტროფული შეცდომა იყო. პოლიტიკის დ---აც და ტროლებისაც. ესე ვფიქრობ და მორჩა. ასე ფიქრობს კიდევ ბევრი ალბათ. ჩემს ირგვლივ ყველა. თვენ სხვანაირად ფიქრობთ. ოკ, მაგრამ მე მაინც ვერ შემეცვლება აზრი. არ მოიქცა კარგად არც კვარა და არც ჟორჟი. ახლა გინდა ქოცებზე წერეთ და გინდა ნაცებზე.
მარღანია
აბსოლუტური სიმართლეა. ვინ არ მოიწონა აშკარად ტროლია :) აბა რა არ მოგეწონათ?
!!
პოლიტიკა სად ახსენა აბა? წაგეკითხათ იქნებ და მერე დაგეწერათ? დაცვა ჭირდება ხვიჩას ქართველი ველური ბრბოსგან, რომელსაც გულშემატკივარს ნაკლებად უწოდებ.
ინკო
იმაზე არ გიფიქრია რომ ნაპოლიმ არ გაუშვა ?
ელგუჯა
ნაკლები პოლიტიკა სპორტში! ვის აინტერესებს ამის აზრი, ვითომ ხვიჩას იცავს ქართველი გულშემატკივრებისგან?!...
სანდრო
"მაგას" პატივს როგრ ცემ!!!!!
შაკო
რაული, ტოტი, კასილიასი, მარადონა, ნედვედი, დელ პიერო, ვიერი, ზიდანი ესენი იღებდნენ მონაწილეობას ასეთ "მეორე ეშელონის" ტურნირებზე. შემიძლია სია კიდევ გავაგრძელო.
გელარ ჩართულიანი
გვარამია მე დიდ ბატივს გცემთ როგორც მოაზრივნეს მაგრამ ეს ფრაზა რომ ეს ტურნირი მეორეხარისხოვანია არ უნდა გეთქვათ.
მამუკა
ძალიან ვირეშმაკაა გვარამია, ამ პოსტით კვარას კი არ უჭერს მხარს, არამედ საქართველოს აკნინებს ვითომ და მეორე ეშელონის ტურნირი ჩაატარესო ჩვენთანო, აბა ამ ქვეყანას პირველხარისხოვან ტურნირს ვინ აღირსებსო
ბადრი ჯაფარიძე
და აი ეს კაცი იყო ნაცების დროს განათლებისა და სპორტის მინისტრი....
Skeleton
დისლაიქების არ გვეშინია. რაც ხვიჩა გამოჩნდა იმის მერე აქ ვაკომენტარებ და ამ უვიც ხალხს ვამხელ მაგრამ დადგინდა, ერთი და იგივე ხალხი ხან აკერპებს და ხან იმ კერპს წირავს მერე მსხვერპლად. ამ ქვეყანაში ისევ ქვის ხანის აზროვნება აქვს უმრავლესობას. ასე რომ რამდები დისლაიკიც უნდათ იმდენი დაგვიწერომ ბატონო სოსო. თქვენ კრიტიკასაც რომ წერდეთ აქ, იმდენად ზრდილობის ფარგლებში წერთ, რომ საწყენი არ იქნება. ეგ ხალხი მაოცებს
სიმართლე
ეს მარაზმი ფრაზა - მეორეხარისხოვანი ტურნირი ამოიღეთ ხმარებიდან! ანუ ეს ბიჭები მეორეხარისხოვანნი არიან? ვინ რას აკეთებს ევროპაში, ეს მისაბაძია და უნდა ვაკოპიროთ ჩვენც? ჩვენი ჩვენი აზრი არ გვაქვს? ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალია, ხვალინდელი დღეა. ამათ უნდა ვეფეროთ, გავამხნევოთ, ვუქომაგოთ. გამარჯვებულის სულისკვეთება და მუხტი თუ ახლავე ჩაიდებოდა ამ თაობაში, ასეც გააგრძელებდნენ და უკვე დიდებში ამათ დიდი უპირატესობა ექნებოდათ, რადგან ხვალ იმავე თაობებს დაეჯახებიან, ვინ დღეს თამაშობდა ჩემპიონატზე. იმიტომ ვერ ქაჩავს ქართული ფეხბურთი, მხოლოდ ეროვნულს რომ ქომაგობთ და სხვა მეორეხარისხოვანია. თქვენ ელოდებით გამზადებულ ვარსკვვლავებს გამარჯვებულის სულისკვეთებით და ზრდაზე არ ზრუნავთ. მაშინ მიუშვით თქვენი შვილები და დაელოდეთ, როდის ჩამოყალიბდებიან თავისით გენიალურ ადამიანებად. მოეშვით იმის ლაპარაკს, რას აკეთებს ნორვეგია ან იტალია. ჩვენ სხვა გზა გვაქვს; ისინი ცდებიან აქ და აქ უნდა ვაჯობით სწორედ. ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა: 1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობისაა. 2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც! 3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობაც კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათქმელი იქნებოდა იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და ა.შ., რაც ზევით ვთქვი. ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველოს ნაკრების გამარჯვება უფრო დიდი ფასეული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩას და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა. პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.
აკაკი
ამ ხალხს რომ კითხო განვითარებულები არიან, მაგრამ თან მეორე ხარისხოვანი ტურნირია ჩვენთვისო წერენ. ოქსიმორონია
შაკო
ზიდანი, დელ პიერო, ტოტი, ვიერი, რაული, პირლო, ნედვედი, მარადონა,... გავაგრძელო?
სიმართლე
ეს მარაზმი ფრაზა - მეორეხარისხოვანი ტურნირი ამოიღეთ ხმარებიდან! ანუ ეს ბიჭები მეორეხარისხოვანნი არიან? ვინ რას აკეთებს ევროპაში, ეს მისაბაძია და უნდა ვაკოპიროთ ჩვენც? ჩვენი ჩვენი აზრი არ გვაქვს? ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალია, ხვალინდელი დღეა. ამათ უნდა ვეფეროთ, გავამხნევოთ, ვუქომაგოთ. გამარჯვებულის სულისკვეთება და მუხტი თუ ახლავე ჩაიდებოდა ამ თაობაში, ასეც გააგრძელებდნენ და უკვე დიდებში ამათ დიდი უპირატესობა ექნებოდათ, რადგან იმავე თაობებს დაეჯახებიან, ვინ დღეს თამაშობდა ჩემპიონატზე. იმიტომ ვერ ქაჩავს ქართული ფეხბურთი, მხოლოდ ეროვნულს რომ ქომაგობთ და სხვა მეორეხარისხოვანია. თქვენ ელოდებით გამზადებულ ვარსკვვლავებს გამარჯვებულის სულისკვეთებით და ზრდაზე არ ზრუნავთ. მაშინ მიუშვით თქვენი შვილები და დაელოდეთ, როდის ჩამოყალიბდებიან თავისით გენიალურ ადამიანებად. მოეშვით იმის ლაპარაკს, რას აკეთებს ნორვეგია ან იტალია. ჩვენ სხვა გზა გვაქვს; ისინი ცდებიან აქ და აქ უნდა ვაჯობით სწორედ. ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა: 1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობაა. 2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც! 3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობად კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათმელი იქნებოდა, იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და აა.შ., რაც ზევით ვთქვი. ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველო ნაკრების გამარჯვება უფრო და თან ზალზეედ უფრო ფასებული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯოს. ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩAს და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა. პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს და ჯგუფის გასვლის შანსიც არაა დიდი (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.
შვედუნა
ეს ხალხი ელემენტარულად მართლა ვერ აზროვნებთ? რა მეორე ხარისხოვანი ტურნირი? რატო იყურებით ღრებლებიდან? რომელი ინგლისი-ესპანეთი ვართ ასეთ ტურნირებს, როგორც მეორე ხარისხოვანი ისე შევხედოთ. პირველად ვმონაწილეობთ, ჩვენთან ტარდება, ოლიმპიადის საგზურიც თამაშდება.დარწმუნებული ვარ ოლიმპიადაზე რომ გავსულიყავით (ჩვენთვის ოლიპიადის საფეხბურთო ტურნირიც მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს წესით, თქვენი გადმოსახედიდან) ხვიჩა იქ ითამაშებდა ანუ კვოტაა ასაკით უფროსებისთვის და მაგას შეიყვანდნენ განაცხადში რა თქმა უნდა და ისიც ითამაშებდა 100%-ით. რა მეორე ხარისხოვანი ტურნირი ხალხო ?!მისი მოგებით ან ფინალში გასვლით საქართველო როგორც იტყვიან საფეხბურთო რუკაზე მკვეთრად დაიტანებოდა. ასეთი ტურნირი ჩვენისთანა ქვეყნებისთვის მეორეხარისხოვანი არ არის და ვერ იქნება, ყოველშემთხვევაში კიდევ მინიმუმ 10-15 წელი. იაზროვნეთ და საქართველოს გადმოსახედიდან შეხედეთ სიტუაციას და არა ვთქვათ ესპანეთის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვიჩა ვლანძღოთ ეგ კაცი კიდე ბევრჯერ გაგვახარებს. მცდარი გადაწყვეტილებები ბევრს მიუღია.
ქართველი
ნიკანორრ ნუეტენებიი რაა კვარას ყველაზე ბოლოს თქვენ გაქვთ ხმა ამოსაღები
სოსოს
შენ ახლა გგონია რაიმე ხელშესახები დაწერე მაგრამ მოაზროვნის მაგ შენი კომენტარიდან არაფერი გეტყობა.
ყველაფერშჩიკი
ყველაფერს აქვს თავის საფეხბურთო მიზეზი სხვებს მისცეს შანსი….გახდა ყველა პროფესორი !!მიხედეთ პოლიტიკას!!
spikerს
ბრაზილიას 2 ჯერ აქვს მოგებული ოლიმპიადა
სოსო
სხვის ნებაზე დამოკიდებული და საკუთარი აზრის არმქონე ადამიანი,ფაქტობრივად იმ სხვას მონაა.მონას კი,შეუძლებელია,ღირსების, სინდისის და სირცხვილის შეგრძნება ჰქონდეს.ეს მხოლოდ თავისუფალი,მოაზროვნე ადამიანის ხვედრია.ვისაც ღირსების გრძნობა არა აქვს,ის არც სხვის ღირსებას უფრთხილდება და არც საკუთარს.ასე რომ საკმაოდ ბევრი,მართლაც იყვირებს და იზეიმებს,ხვიჩას კარგი თამაშის შემყურე და გალანძღავს,მიწაში ჩაფლავს,თუ ფეხი გადაუბრუნდა.თანაც ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე. ვიცი,დამაყრიან დისლაიქებს,მაგრამ ყველანი აქ ვართ და ვნახავთ!მალე დადასტურდება,ჩემი სიტყვები!
Nukri Kvaracxelia
Aba aleko elisahvils ro kitxo, mainc unda etamahao. Magas xo magra esmis fexburti.
სულხანი
გიჟვრაცუები მოწოდების სიმაღლეზე არიან კვლავ.ისევ აბრიყვებინებთ თავს გვარამია პროვოკატორს?! მგონი კომენტარების მნისვნელოვანი წილი ტვითონ ტანმოკლე ამბიციურის გაკთებულია,არ იკადრებსო არ თქვათ ახლა.
!!
საერთოდ დაკარგული აქვთ გაგების უნარი, აზრი ვერ გამოაქვთ წაკითხულიდან. ისეთ სისულელეს წერს ხალხი გაგიჟდები. რა იყო ჩასაქოლი მანდ? თუ არ გესმის ფეხბურთი, სანამ ვინმეს პროპაგანდას აყვები მანამდე სხვა ქვეყნებს გადახედე როგორ იქცევიან მისი ვარსკვლავები, მონაწილეობენ მსგავს ტურნირებში? როგორ შეიძლება ვიღაცის დაწერილმა მყვირალა სათაურმა ასე აგამხედროდ და ადამიანის სახე დაგაკარგიოს. ეს ბიჭი არ იმსახურებს ამას და კვარას რომ თავი დავანებოთ, იმასაც ვერ ხვდებიან, პატარა ბავშვებს, ვინც ფეხბურთელობაზე ოცნებობს როგორ უკარგავენ მოტივაციას ან ლანძღვა-გინებით. ხეპრეობაა ჩვეულებრივი
ტრისტან დ'აკუნია
რატომ სისინებს? ის იმათი ჯიშისაა, ვინც ყველას მტრად მიიჩნევს ვინც მფორთხავის განთავისუფლებას არ ითხოვს და ოცნებას არ აგინებს,
ქართველი
ბიჭოოოოო მგონი ამას პირველად ვეთანხმებიიი))) ციხემ გამოასწორა თუ იცით? რაღაც აზრიანი არ გავიგე ამისგან. ფუი ეშმაკს არ დავთარსო და ხმას აღარ ამოვიღებ )))
????
მაინც რომელი იყო კვარაზე დიდი ვარსკვლავი, რომელმაც ითამაშა ეს ტურნირი???
ბმბ
ეგეთი კომენტარი ფეისბუკში დავწერე და ლამის ჩამქოლეს ტიპებმა, დიახაც ასეა, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები არ თამაშობენ მეორეხარისხოვან ტურნირებს, ერთადერთი ის იყო, რომ ტურნირი საქართველოში ტარდებოდა და ოლიმპადის შანსი იყო, თორემ არავის არ გახსენებია ბელინგემი და ჰაკიმი, ჰალანდი და მაუნტი და კიდევ ბევრი სუპერვარსკვლავი, რომლებიც ასეთ ტურნირებში არ თამაშობენ.
!!
გვარამიას ვეთანხმები. ისე ამ ბიჭს რუსეთუმეობაც დაბრალდა ერთი პერიოდი, ახლა ვიღაც მჟავანაძე ნაცობას და გეი აქტივისტობას აბრალებს და იქნებ ჩამოყალიბდეს ერი რა უნდათ ამ ბიჭისგან? კიდე კაი ჩემნაირი ხასიათის არ არის და ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს თორე ჩემს ნიჭს და რესურსს ამ ჩამპალ ქვეყანას როგორ მოვახმარდი. ცოცხლად ჭამენ ტიპს, ყველა ერთად. არაფერი ეშველება აქაურობას. ვინც ადეკვატურად ვაზროვნებთ ძალიან ცოტა ვართ და ჩვენი ხმა არ ისმის. მარტო რადიკალების ხმა ისმის. რადგან ნორმალური ხალხი, ჩემი ჩათვლით, ვერაფერს ვცვლით ქვეყანაში და რადიკალები გვჯობიან, ამიტომ ჩვენს არ ვართ არაფრის ღირსი. სიჩუმით და გატარებით როგორი ქვეყანაც შევქმენით კი ვხედავთ და პრეტენზიაც არაფერზე უნდა გვქონდეს. პირადად ჩემთვის კვარას მიმართ ერის დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი რამე გახადა ნათელი. ერის განვითარების დონეც და საერთოდ ყველაფერი.
Skeleton
დიახ, რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო დონის ვარაკვლავს აქ? ვინ ითამაშა სხვამ? პედრიმ, გავიმ, ჰალანდმა თუ ვინ? ისინიც შვებულებში არიან მაგრამ ნორვეგიელებს თუ ესპანელებს ასე კედელ-კედელ არ უთრევიათ, შეხედეთ ისვენებს და არ თამაშობსო. განვითარებული ერებია და ვინმეს რომ უნდოდეს მსგავსი სათაურებით რეიტინგის გაკეთება, უბრალოდ არ გამოუვა, რადგან ხალხია სხვანაირი. ქართველ ხალხში კი ყველაფერი მუშაობს. მუდრიკზე არ გამომიხტეთ, მუდრიკმა მთელი წელი სკამზე გაატარა და მას დასამტკიცებელი ჰქონდა ბევრი რამე. უბრალოდ სირცხვილია ვინც ხვიჩას ასე ლანძღავს და ათრევს დღეს. ამ დონის სპორტსმენის ღირსი არაა ეს ქვეყანა და სანამ ბოლომდე არ გაანადგურებს არ მოისვენებს. იქნებ აპატიოთ საუკეთესო რომ არის? რამდენი ფეხბურთელი დაბადებულა ამ ქვეყანაში და მსგავსი წნეხი რომელიმეზე ყოფილა?? არა. არ მგონია ეს შემთხვევითი. კოვიდი რომ დაემართა მაკედონიასთან, იმასაც კი მას აბრალებენ დღემდე. არცერთი მხარე და ანგაჟირებული ტიპი არ დარჩა ვინც არ ლანძღა. დადგება დღე, კიდევ იყვირებთ მის სახელს და იმედია სირცხვილი მაინც შეგაწუხებთ ყიჟინისას...
სუხია
ჩემი აზრით, ხვიჩაც და მიქაუტაზეც, მეოთხედფინალისთვის უნდა ჩამოსულიყვნენ და გაემხნევებინათ ბიჭები. როცა გაუჭირდებოდათ, მეორე ტაიმში, შეცვლაზე უნდა შესულიყვნენ. აქ არა მარტო ჩემპიონობა, არამედ ოლიმპიადის ლიცენზიაც თამაშდებოდა.
სი
გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს უჩვენებსო- ისეა აი საქმე. გვარამია ზოგჯერ არ ცდება :) ისე, არგო ეტყობა ციხის ჰაერმა...
რობი
მუდრიკს ჯერ კიდე დასამტკიცებელი აქ თავისი დონე და მიტომ თამაშობდა! არცერთი პირველი ტოპ 20 დან ვარსკვლავი არ ითამაშებს ასეთ დონეზე და მართალიცაა, ეს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გამოსავლენი ტურნირი უფროა.
Emre
ვერასდროს ვიფიქრებდი გვარამიას თუ რამეში დავეთანხმებოდი. ციხიდან გამოსვლის მერე შეცვლილი ჩანს და კარგი იქნებოდა ესეთი დარჩეს. კვარაცხელია რობოტი არ არის, მოსამზადებელი ეტაპიც მალე იწყება და ძალების აღდგენა აუცილებელზე მეტია. დასვენება ყველას ძალიან ჭირდება.
კვარადონა
ერთადერთი, რატომაც არ უნდა ეთამაშა ხვიჩას ტურნირზე შემდეგია ჩემპიონები მართლაც, რომ ვერ გავხდებოდით (ამდენი იღბალი წარმოუდგენელია), თუმცა ოლიმპიადაზე თამაშს თუ შევძლებთ მიზანი სრულად განხროციელდება ეს ტურნირი უნდა გამოყენებულიყო იმისთვის, რომ სხვებს მისცემოდათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა - რომ მათთაც შეძლებოდათ უკეთ კლუბებში თავის დამკვიდრება.
რობი
ისე ვაი გულშემატკივარზე სასტიკი, უმადური უზრედელი ცხოველი არ არსებობს :) წარმიდგინეტ რამდენად ძლიერია მენტალურად ხვიჩა რომ ფეხებსზე დაიკიდა მათი აზრი!
11
კვარაცხელიას და მიქაუტაძესაც უნდა ეთამაშათ, ესეთი შანსი საქართველოს შეიძლება აღარც ქონდეს, რა დაღლილობაზეა საუბარი დანარჩენები რა არ დაიღალნენ ? ან რა ტრამვებზეა საუბარი ტრავმებს იტალიაში რა არ იღებენ ? მარტო დროშების შემოხვევა ტანზე და სირბილი იტალიის ქუჩებში არ ნიშნავს პატრიოტიზმს, ხალხი ვალებით მიდიოდა იტალიაში მის გასამხნევებლად.რამხელა სიხარულის მიცემა შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ არ გვიკადრა...
SOSO
მე უფრო კვარასთან მაქვს პრეტენზია,ვიდრე მიქაუტაძესთან ის მენტალურად მაინც არაქართველია და ემოციურად იმდენი ბმა არ აქვს საქართველოსთან, ჯორჯით ჩვენთან მხოლოდ მაშინ დაინტერესთნენ როცა ის უკვე მეტ ნაკლებად რაღაც დონეზე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო.კვარა კი თავიდანვე ჩვენი კუმირია ჯერ კიდევ რუბინიდან, ყველა ჩვენი იმედი მასზე გადიოდა- და რაა? განიავებული შესაძლებლობა ჩვენთვისაც და მისთვისაც- ევროპის ჩემპიონი ის ვეღარასდროს გახდება თუნდაც ახალგაზრდულში, ჩვენ კი ასეთი შანსი ოლიმპიადაზე მონაწილეობისა გვექნება თუ არა ღმერთმა იცის. რა თქმა უნდა გარანტია არ არსებობდა რომ კვარას თამაშის შემთხვევაში ტურნირს მოვიგებდით, მაგრამ მინიმუმ ნახევარფინალში რომ ვიქნებოდით დარწმუნებული ვარ.....კიდევ-გვარამიას რატომ არ აქვს აზრის გამოხატვის უფლება ძალიან მაინტერესებს-ბევრი ხართ აქ მასზე ცნობადი თუ განათლებული? ან მასზე მეტი გაგიკეთებიათ ცხოვრებაში თუ შეცდომები დაგიშვიათ...მეც არ ვეთანხმები ნიკას ამ მოსაზრებას...დიახაც გუნთან ერთად უნდა ყოფილიყო.....
ილია
მეორადი ტურნირი?,რაც ქართველების გულთან ახლოსაა ის ყოველთვის პირველადია. ხანდახან ყველაფერი ისე არ გამოდის,როგორც ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვარ კვარამ და ჟორჟმა ეს ჩვენზე მეტად განიცადეს ალბათ,რომ ეთამაშათ ამდენი ნერვიულობა არ შეხვდებოდათ.თუმცა ყველას აქვს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების პროგრამა.რომ ეთამაშათ და თავიანთი თავის აჩრდილები ყოფილიყვნენ მაშინ რას იტყოდით.
შოთა
უფრო ჟინენი გახდა და სპრავედლივად დაიწო ბაზარი
!!
ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი. ის რუსეთუმე მჟავანაძე როგორ ლანძღავს კვარას იმას რატომ არ აქვეყნებთ? იმანაც მიიღოს ადეკვატურად მოაზროვნე ერის ნაწილისგან. ნაცობას და გეი აქტივისტობას აბრალებს კვარას ის ოროსანი საცოდავი
გიო
მოუხდა ამას ციხეში ხდომა აშკარად
ლადო
ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა სსადაც ამას ვეთანხმები.
lelo
ლევან ყენიასთან რა შუაშია ახალგაზრდული ნაკრები? საიდან რა მოგაქვთ? ყენია ფელიქს მაგათმა ავარჯიშა ახალნაოპერაცირბი და ამის შედეგად მისმა მუხლმა დატვირთვას ვერ გაუძლო გადაეზარდა ქრონიკულ ტრამვაში!! მჭედლიძეზე შეგვიძლია მაგ კონტექსტში ვისაუბროტ როდესაც ერთ წელიწადს იტამაშა 19 წლამდელებშიო ახალგაზრდულში და ეროვნულ ნაკრებში პიუს სკლუბო თამაშები!! როდესაც არ იცით ნუ იტყვით და ძალაუნებურად ტყუილს ნუ გაავრცელებთ!! რათ უნდა იმას ბევრი თქმა რომ ხვიჩა უნდა ყოფილიყო ამ ევროპის ჩემპიონატზე!!
ვითომ პროფესიონალებს
ჩვენი ქვეყანა რომ არის და არ ვართ განებივრებულები ასეთ ტურნირებზე მონაწილეობით და პირველი იყო მაგიტო უნდა ეთამაშა. გამოდიან ახლა ესენი ძალიან პროფესიონალები. ჯერ მიდი ინგლისის და საფრანგეთის დონეზე და მერე დაწერეთ ეგ "პროფესიონალობა" ფუი. ამ ჩემპიონატის მოგებით, თუნდაც ფინალში თამაშით, ჩვენი ქვეყანა, როგორც იტყვიან საფეხბურთი რუკაზე მკვეთრად დაიტანებოდა. კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეოდა, თუნდაც სახელმწიფოსგან. მუდრიკმა ალბათ უკიდურესი პროვინციალიზმი გამოავლინა და თამაშობს ამ ჩემპიონატზე არა? იცით რატო თამაშობს შტერებო? იმიტომ რომ უკრაინაა და არა ინგლისი და უკრაინას როგორც ქვეყანას ბევრი აქვს ამ მხრივ გასაკეთებელი ფეხბურთის მხრივ ვგულისხმობ. ბიჭო ეს თვითკმაყოფილი სულელი ხალხი სხვებს რატო უძახის იმას რაც თვითონ არიან. ევლოპაში ასეააა იტყვიან და მორჩა რადგან იქ ასეა ესე იგი ეგ არის მთავარი. ჯერ ერთი არ არის მთლად მასე და მაგალითად ინგლისს რომ არ ყოლოდა ნორმალური გუნდი საკა რომ ყავთ ტალანტი დარწმუნებული ვარ ითამაშებდა.
ნოდო
ხოდა გამოვიდნენ და ალალად თქვან რომ მეორე ეშელონის ტურნირია და რა მინდა მანდ ნუ იგონებენ მიზეზებს დაღლილობაზე რადგან ყოველი სანაკრებო პაუზუს დროს ფეხბურთელი კლუბიდან მოდის და ყოველტვის იქნება მაგ ლოგიკით დაღლილი მამარდა ან ზურიკო კვარაზე და მიქაუტძეზე რითი არიან ნაკლებნი? რა ახლა აღარაა მამარდა მსოფლიო დონის? ელემენტარული ხვიჩას გუნდთან ერთად ყოფნა იქნებოდა სტიმული და მოტივაცია დასვენებას შენ ქვეყანაშიც მოახერხებ ღმერთის წყალობით ბევრ ქვეყანაზე უნიკალური ადგილები გვაქ საამისოდ
მომპირკეთებელი
გვარამია ვითომ იწონებს ხვიჩას ართამაშს, მაგრამ სისინით, თითქოს ხვიჩამ ტურნირის მეორეხარისხოვნების გამო არ იასპარეზა, ირიბად ხალხს მის წინააღმდეგ ამხედრებს სინამდვილე ყველამ იცის - ხვიჩამ გადაღლილობის გამო ვერ შეძლო თამაში
ხიტა უფროსი
თუ პატრიოტი იყო, წასულიყო "მარელისის" სარკინიგზო გადასარბენზე, მეწყერი, რომ ჩამოწვა და მატარებლის მიმოსცვლა დღემდეა გაჩერებული. ეწმინდა გზა პევლე კორჩაგინივით დიადი მიზნებისთვის. მაგრამ არა, მაინც მოიყვანა ცოლი! და ჟორჯიმ ცოლიც კი არ მოიყვნა! ეს რას გავს? როგორრც "რეკორდშია" - "სორე სკანი იდეოლოგირ-პოლიტიკური დონე ამხანაგო სორდია"?
....
დიახაც, გვარამია უნდა გევასებოდეს, ნუ ხართ აყოლილი ქოცების ბანძ პროპაგანდას და შეაფასეთ ადამიანი სხვა კრიტერიუმებით, რამ დაგაკომპლექსათ ასე...
მახა უპარტიო
დაქანებეთ თავი კვარაცხელიას და მიქაუტაძეს, ხომ იცით რომ თბილისი ჭორაობის და ენის მიმტანობის ქალაქია, ჰოდა არ გყავთ ვინმე ფედერაციაში, გამოიტანეთ იქიდან ნაღდი ამბავი და ყველა გაიგებთ თუ ნრატომ არ ითამაშეს კვარამ და მიქაუტაძემ და ხალხიც შეწყვეტს ამათ ლანძღვას.
100%
მე მაგრად მწყინს, შენ ჩემს აზრზე, რომ ხარ.
არა რუსეთს
მუდრიკმა უკრაიბას სანსი მიცა თავის დამატებით და შედეგიც დაიდოოოო
G.LA
8 ივლისს ცისარტყელას ფერებით ერთად ვიქნებით მე და ჩემი სიყვარული ნიკა
G.LA
ჩემი სიყვარული,ჩემი ქურუმი #2,ჩემი ნიკა გვარამია როგორც ყოველთვის მართალია.ცავატანემ ნიკაჯან
მხოლოდ ქართველს
მხოლოდ ქართველს შეუძლია მოგთხოვოს ყველაფერი და არაფერი გაიღოს სანაცვლოდ. მიქაუტაძე არის ქართველი ემიგრანტების შვილი,რომელიც აქედან გაექცა სიდუხჭირეს და საშოვარზე წავიდა საფრანგეთში,საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილმა ხალხმა გაზარდეს შვილი ისე რო თავისი ქვეყანა არ დაივიწყა და თამაშობს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა გინდათ რამე? რატომ არის ვალდებული,დამღლელი სეზონის მერე ითამაშოს უ21 მეორად ტურნირზე? რატომ არის მეორადი ტურნირი? აბა პირველადია? ახლა ხვიჩაზე ვთქვათ,რატომ თხოვთ ყველაფრის დადებას თქვენი უაზრო ეგოს დასკმაყოფილებლად? 3-4 წლის წინ,არცერთმა არ იცოდით მის შესახებ და ვინც იცოდით ფეხებზე გეკიდათ,დინამოში ვიღაც აფრიკელი დარბოდა და ვიღაც სერბი კარში ედგათ,რომელს გაგახსენდათ კვარა ან მამარდა? არცერთს. მერედა რა ვალი აქვს ამ ქვეყნის ხვიჩას ან თქვენი,როდის დაიდო ეს ვალი და რატომ? რახან აქ დაიბადა,არ ნიშნავს რო თქვენი მოვალეა ან ვინმესი. თან მისი ბრალი არ არის აქ დაბადება,ხოდა მოეშვით კაკანს და მიხედეთ თქვენს საქმეს.არც მე ვითამაშებდი მის ადგილას და სულ არ ვიდარდებდი ვიღაცა ჯემალას განცდებზე. უფრო შორსაც წავალ,საერთოდ არ ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში და მადლობა უთხარით ხვიჩას რო თამაშობს საერთოდ. რატომ უნდა ვითამაშო ან ითამაშოს? ფეხებზე გეკიდათ და მერე კონდომზე დაახატეს,რატომ აქვს თავი მხრებზე იმ კომპანიის თანამშრომლებს? ადრე რო იყო,მაშინ სხვა დრო იყო,თქვენაირი ქათმები არ იყვნენ ძველი ქართველები. თუ ვინმე აშავებდა,ყორღანაშვილივით ხრამში ვარდებოდა და დიახ,მათ შეეძლოთ მოეთხოვათ ყველაფერი. ახლა კი,ნებისმიერი გაგყიდის ნებისმიერ დროს,რათა თავისი პირადი ინტერესი დაიკმაყოფილოს. აგერ კალაძე,ერთხელ არ დაზარებია,ლეგენდარული მილანიდან სულ ჩამოდიოდა(ამისულაშვილს ეზარებოდა მაგალითად) და რითი დაფასდა? ორ ავტო გოლს ახსენებს ხალხი და ასე ეძახეს,ძმა გაყიდეო,ხოდა ამის მერე ნამუსი სად გაქვთ? დაანახეთ გვერდზე დგომა ნებისმიერ ფასად და ისიც ყველაფერს გააკეთებს ნებისმიერ ფასად. სანამ რუბინში თამაშობდა პრორუსიც იყო და აგინებდნენ პუტინის არ გაკრიტიკების გამო,რა შეიცვალა ახლა? ახლა თავისით რაღაცას მიაღწია და გამოყენება გინდათ,თუნდაც მისი კარიერა გაფუჭდეს. ასეთი ბუნების არის თანამედროვე ქართველი,თუ გამოყენებადი ხარ,შენი მეგობარი იქნება და თუ არა,გამარჯობას არ გეტყვის. ეს არის სიმართლე,რაც უფრო მალე გაუსწორებთ თვალს,მით უფრო არის შანსი რამე ეშველოს ამ ქვეყანას.ან რას დარდობთ,ნახევარ ქვეყანას უკრაინის დროშა გაქვთ გამოკრული და უქომაგეთ იმათ,მუდრიკი ხო პატრიოტია და ტაში იმას დაუკარით,ხოლო კვარას შეშვით. მდრიკი რო პატრიოტი იყოს,ახლა ფრონტის ხაზზე უნდა იდგეს და ავტომატს აკაკანებდეს,თუმცა მილიონებს გამოიმუშავებს და ლონდონში გულაობს. ქვეყანა ომში იყოს და ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ბიჭები ევროპაში გარბოდნენ,მეორე არ ვიცი. ეგეთია თქვენი მუდრიკი და არასოდეს შეადაროთ კვარას. ისეთი ქომაგობა ქონდა რუმინეთში ომში მყოფ ქვეყანას,ხოდა ტრიბუნაზე რა უნდათ,ომში არ უნდა იყვნენ? უკრაინა იბრძვისო და გაივსო ევროპა უკრაინელებით და არამარტო,ხოდა ვინ იბრძვის? უკრაინა არ იბრძვის,იბრძვის ამერიკა,ნატო ვს რუსეთი. ეს არის სიმართლე რომელსაც გიმალავენ.
დავით
ჰოდა სწორედაც ეგ არის სიშტერე, აბა რუმინეთში ნახევარიც კი არ ივსებოდა სტადიონი. საქართველო არის უსაქმურების ქვეყანა. გზავნილების ხარჯზე მცხოვრები ქვეყანა
ქ. გ.
თურმე ნიკა გვარამიასაც კი უკეთ ესმის ფეხბურთი, ვიდრე გუშინ გამოჩეკილ გულშემატკივრებს.
გია
მარადონამ თუ ითამაშა თავის დროზე. თამაშს თავი გავანებოთ, ეგულშემატკივრა და გუნდთან ყოფილიყო.
zura222
ამას ეტყობა ციხეში ტვინი გადაუბრუნდა და ეხლა ფეხბურთის ექსპერტი გახდა ? მეორე ეშელონი ეგ და მისი "პარტიაა" DD
იბერია
რატომ არ ვიცი მაგრამ მეორე ეშელონის ტურნირი? კი შეიძლება მესამეც იყოს მაგრამ ოლიმპიდის წინ ჩატარებულ ტურნირს დიდი ფასი აქვს ანუ მთავარი აქ ოლიმპიადაა რომელთანაც ასე ახლოს შეიძლება აღარასოდეს მოხვდე როგორც ფეხბურთელი. ძალიან ბევრ დიდ ფეზბურთელს არ ჰქონია ოლიმპიადაზე თამაშის პატივი და ოლიმპიელის წოდება. თქვენ ენაზე გეტყვით ბატონო ნიკოლოზ ეს იგივეა თქვენ რომ გითხრათ ქუთაისის მერთან თუ ჩაწერთ ინტერვიუს და კარგი გამოგივიდათ შანსი გექნებათ რომ რეიგანი გააცოცხლოთ და მისგან აიღოთ ექსკლუზივიო. ახლა თქვენ განსაზღვრეთ იყო ეს მეორე ეშელონის ტურნირი თუ არა
kargit erti ra
მართლააა
Gaiget
მუდრიკის ხვიჩასთან შედარება არასწორია სულ სხვაა იმის სიტუაციაც. სულ სხვა დონეზე არიან ხვიჩა და ჰაალანდი, ბევრად გადატვირთული სეზონი ქონდათ კლუბშიც და ნაკრებშიც. და არცერთმა არ ითამაშა 21წლამდლებში.
ჩელენჯერი
რატომ უნდა ეთამაშა კვარაცხელიას ეს ტურნირი? თუნდაც იმოტომ რატომაც მოდრიჩმა ითამაშა ხორვატიის ნაკრებში ეს ბოლო ტურნირი.
პროფესიონალი
ვიღაცა წერდა ლევან ყენია დაღუპეს ადრე ეგრე 21 წლამდელებში თამაშით. გამიხარდა რომ იგივე შეცდომა არ გაიმეორა მარა ეს ვერავინ გაიგო სამწუხაროდ. ისევ იგივე უნდოდათ რომ ეთამაშა 21წლამდელების ნაკრებში. ხალხი ისევ იმ დებილად დარჩა ვერ განვითარდა. 21წლამდელების დანიშნულება არის კადრების მომზადება მთავარი ნაკრებისთვის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე უდგებიან მაგ საკითხს. არავითარი ზედმეტად სერიოზულად არ იგიჟებენ თავს არავინ. თუ მოიგებენ კარგია მაგრამ არ იგიჟებენ თავს, არ გადაყვებიან ზედ. ეს არი სკაუტების ჩემპიონატი. ჩვენნაირ მათხოვარ და უსაქმურ ქვეყნებში კი დიდი მოვლენაა და ეროვნული ტრაგედიაა თუ ვერ გავედით ნახევარფინალში. იმიტომ რომ სხვა არაფრის იმედი არა გვაქ და იქნებ ამითი გავიხაროთო როგორღაც. ეს არის რეალობა, ეს არის საცოდაობა და პროვინციალიზმი.
იმერელი
რაღაცას ეშმაკობ, რა უნდა ვიწამო შენი მას მერე რსც ტალახაძე ლანძღე. არ ჭირდება ხვიჩას შენი ადვოკატობა.
გიორგი
თანაც მუდრიკს ახალი მოშუშებული ქონდა ტრამვა. და არც კვარაზე ნაკლები ვარსკვლავია. ამ ბიჭმა მოუგო ფაქტიურად საფრანგეთის ძალიან ძლიერ გუნდს. და საერთოდ, საუკეთესო გუნდი ყავს უკრაინას, თავისი მაგარი მწვრთნელით.
Nw.
გვარამია როგორ უნდა გევასებოდეს მაგრამ სწორს იძახის. ხდება ხოლმე პარადოქსები, ხალხი მაინც ბრბო არის
bib
აი აღარ მინდა გავიმეორო რაა მოეშვას ხვიჩა მატრაკვეცობას და უნდა ეთამაშა ესაა სწორი ან რამე საპატიო მიზეზი ეთქვა მაგალითად ვქორწინდები ღმერთმა გაუმარჯოს ოჯახში და ბედნიერი იყოს მაგრამ ვეთანხმები იმ აზრს რომ ჯერ ვარსკვლავი არ არის და ვევრი აქვს დასამტკიცებელი 16 თამაშში რომ გოლს ვერ გაიტან ტოპ ფეხბურთელი ესეიგი რაღაც პრობლემაა და პენალტისკენ ნუ იწევს ზედიზედ სამი პენალტი გამაზა
spikeri
ყველაზე დიდი მოვლენა არის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, მერე მოდის ევროპის ჩემპიონატი, მერე ჩემპიონთა ლიგა და მერე ეს შენი ოლიმპიადა სიმართლე თუ გინდათ. ფეხბურთი არის ყველაზე დიდი მოვლენა მსოფლიოში და მეფე საერთოდ სპორტში. ნომერ პირველი სპორტი. მესის ოლიმპიადა დიდი ხანია ქონდა მოგებული მაგრამ მსოფლიოს მოგება იყო ყველაფერი. ბრაზილიას ოლიმპიადა არა აქვს მოგებული ფეხბურთში და არც ჭირდებათ არავის ახსოვს მთავარი ის არის რომ 5გზის მსოფლიო ჩემპიონები არიან. ყველა სპორტისადმი პატივისცემის მიუხედავად, ვერასდროს ვერ გახდება ოლიმპიადა ფეხბურთზე უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი. როგორი ცერემონიებიც არ უნდა აკეთონ გრანდიოზული.
შაკო
კვარაცხელიაზე გაცილებით დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ ხოლმე და ყოველთვის ითამაშებენ ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სხვდასხვა კონტინენტებზე.
ნიკა
მართლა არ გინდოდათ გამარჯვება??? მე არ მესმის იმათი, ვინც კვარას და ჟორჟის ართამაშა აპრავებს. ღადაობთ, თუ მაგათი ახლობლები ხართ?
ლევან77
კიკი, შენს გასაგონად ვიძახი. ცნობადი კი არა, ვინც არ უნდა იყო, თუ ადამიანად არ ვარგიხარ, მითუმეტეს კაცად, სულ ერთ ადგილას ჰკიდია საზოგადოებას შენი აზრი. ასე რომ ჩემო კარგო, თავი დაანებე გვარამიას ადვოკატობას.
დათა თუთაშხია
ლამის 50 ათასი კაცი რომ მოდიოდა ყოველ თამაშზე, იმათ კითხე, მათთვის რომელი ეშელონის ტურნირი იყო?
ბესო
იმიტომ უნდა ეთამაშა კვარაცხელიას 21 წლამდელების ნაკრებში , რომ ის საქართველოს ნაწილია , შენგან განსხვავებით ! ,, ბატონო '' გვარამია
სიმართლე
ნუ აგვივარდება თავში. რას ნიშნავს მსოფლიო ვარსკვლავი და რატომ არ უნდა ეთამაშა 21-იანებში? ეკუთვნის და იმიტომ. ის თAობაა და იმიტომ. ჰოდა ამ თაობას უნდა ეთქვა, რომ ევროპაში საუკეთესოა. ჩემი აზრით კვარასაც უნდა ეთამაშა და ჟორჟსაც. ვისთვის ზოგავს თავს? ნაპოლისთვის? აბა ეროვნული რომ შორს ვერ გაფრინდება, ეგ კიდევ არ გჯერათ? აქ იყო შანსი და ამ თაობას ეს (რეალური!) შანსი უნდა გამოეყენებინა!! ამით უფრო მეტ იმიჯს შეიქმნიდა ქართული ფეხბურთი, ვიდრე კვარას ნაპოლში თამაშით. მორჩით ამ მატრაბაზობას. არ გინდოდათ მოგება, ეგ თქვით მაშინ. რას აფარებთ ხელს ამ კვარას და ჟორჟს? ერთი წლის წინ რომ ყოფილიყავით, რუბიკის კვარაზეც იგივეს იტყოდით? უნიჭიერესია, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა ფაქტია! დო მოეშვით ამ U21 -ის გაფარჩაკევას და დაკნინებას. რა უბედურებაა? ეს ბიჭები, გუშინ გმირებივით რომ იბრძოდნენ რაც შეეძლოთ, არაფერია? მეორეხარისხოვნები არიან? კარგით რა. ვის და კვარას, როგორც ამ თაობის ლიდერს და ჟორჟსაც ეკუთვნოდათ წინ გაძღოლა. ლიდერი თუ ხარ, მეორეხარისხოვანი მატჩი არ უნდა წამოგცდეს და ყველგან უნდა წარუძღვე გუნდს და ქვეყანა ასახელო! გაგვივარდება ერთი და ელოლიავებით ისე, რომ გუნდის დაღალატებაზეც გიტყდებათ რამის თმა. რად მინდა მაგათი ნაპოლები და იუვეები? ჯერ ჩვენ თავს მივხედოთ. ქართულ ფეხბურთს მივხედოთ. ეს გუნდური სპორტია. მხოლოდ კვარა და ჟორჟი არაა ქართული ფეხბურთი! გვარამიას ექსპერტობა გვაკლია, შეუშვა ახლა მეგრული და კვარას გამოექომაგა. :) ვისაც არ გინდოდათ საქართველოს გამარჯვებ ამ ჩემპიონატზე, შეგიძლიათ არ მოიწონოთ!
რას იზავ
მაგრად გეწყინა არა რომ არ აკრიტიკა კვარაცხელია
გიორგი
ჩაგეთვალა)))
კიკი-ს
მაგის ცნობადი სახე არ გაიშვას!!! :)))))))))))
რუბიკონი
მუდრიკი თუ თამაშობს მეორე ეშელონში ჩვენ რა გვჭირს
სანდრო
ქართველებო!!წინასწარი ბაქი-ბუქი ცუდათ გვაქვს დაცდილი,ასე რომ თავი შეიკავეთ,კვარაცხელიას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი!!!წარმატებები!!!!
ვოოტ
ძალიან კი გინდა, მაგრამ ხვიჩას არავინ მარხავს, მაგას ვერ მოესწრები... თუ მაინცდამაინც დამარხვაზე მიდგა საქმე, ნახევარი კი არა, სრულიად საქართველო მარხავს ერთ გონებაშეზღუდულ პარიჟანკას შენი შეწყალებისთვის, მაგრამ რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი...
აპააა არააა
ვინმე რატის და ლევანი 77 ისე კნინებით მოიხსენიებენ ნიკა გვარამიას თითქოსდა სოლომონ ბრძენი იყოს ან ერთი ან მეორე,სწორედაც ცნობადმა და გონიერმა ხალხმა უნდა გააკეთოს კომენტი მოვლენებზე,თორემ ლათინური-ლევანის ე.წ. ადეკვატური აზრი ვის აინტერესებს.აბა ერთი ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი და დაწერეთ გამართულად და ვნახავთ რა გამოგივად.ნიკა შეიძლება პოლიტიკურად არ ესიმპატიურებოდეს ვინმეს, მაგამ არა ყველას,თორემ განათლებით, აზროვნებით,აზრის გადმოცემის და მოვლენების შეფასების მხრივ რას უწუნებთ. ისე ვინმე ლათინური-ლევანის შესაბრალისი ნამდვილად არ მგონია ნიკა გვარამია....მაიც რა დღეშია ააა..ლევანჩიკ!!...გვითხარიიიი..თუ კაციხარ არ დაგვიმალოო...
კიკი
ცნობადი სახეა შესაბამისად მასეა მთელ მსოფლიოში ცნობად სახეებს აზრს ეკითხებიან.
დისლაიქების ავტორებს.
ვინც ამ კომენტარს დისლაიქი დაუწერეთ, გამოდით აბა ვინ ხართ. გამეცით პასუხი ვინ არის გვარამია და რატომ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი?! ველი გამოხმაურებებს. :)
ირაკლი
ერთი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებით ვერ გახდები მსოფლიო ვარსკვლავი!!!!ნუ წაიღეთ ტვინი და დააცადეთ ფეხბურთის თამაში!!!!ნუ ხართ თარსები.
გიორგი
კომენტატორებში კიდევ ერთი ცანცარა შემოგვემატა.
სოსო
შენთვის სამშობლო არაფერია და ქვეყნის სიყვარული მაგიტომ ეთანხმები, თუ შენი ქვეყანა გიყვარს შენ თავს უნდა გადაახტე შენი სამშობლოსთვის, კვარასი კიდე მესმის მაგრამ მიქაუტაძეს რა საქმე ქონდა ასეთი ან რამ დაღალა რომ არ ითამაშა ზურიკოც მაგ ლიგაში იყო და თავი დადო მინდორზე
დათა თუთაშხია
ვიცი მაგი მე აახალი საფეხბურთო ექსპერტია.
Mr.kostaia
შედი ნიკა ბუტკაში
!
რა გარანტია აქვს კვარაცხელიას რომ შემდეგ სეზონშიც მსოფლიო ვარსკვლავი იქნება?!ბეილის და აზარის მაგალითები გაიხსენეთ როგორ აბულინგებდა ხალხი მათ წარუმატებელი თამაშების გამო!!კვარაცხელიას კი ჯერ მათ დონემდე არ მიუღწევია,ქართველების მთავარი სენი კი ამპარტავნება და მიღწეულით დაკმაყოფილებაა!!!ქართველებო მართლა ნუ დაიჯერეთ რომ მარადონაა,თორემ მაგ კვარცხლბეგიდან ჩამოვარდნა მტკივნეული იქნება ყველასთვის!!!დააცადეთ ჯერ ერთი სეზონი ითამაშა მხოლოდ!!!!
დათო
მე ნამდვილად ვფიქრობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ რომ არ უნდა ეთამაშა კვარას, მიქაუტაძეს და ა.შ. თუნდაც სხვა ბიჭებს U21-ის თამაშებში, მაგრამ ეს ათას "პენალტზე" გადამხტარი აქ რატომ გამოა.....რეთ?! რატომ აპიარებთ ამ ვითომ ადამიანს?! ცოტა ხნის შემდეგ, თუ დაჭირდა იტყვის, მაპატიეთ ეს სიტყვები არ უნდა მეთქვაო?! ვის რაში ჭირდება მისი არაკომპეტენტური აზრი?!
რატი
მადლობა, გვარამიას აზრი გავიგეთ. მოდი ახლა სააკაშვილის აზრიც გავიგოთ...
ლევან77
ვის რაში აონტერესებს ამის კომენტარი და ამისი პოსტი საერთოდ?! sportall.ge რატომ აქვეყნებთ ამისთანების პოსტებს?! ვინაა გვარამია რომ მისი აზრი ან ან ნორმალური იყოს და მითუმეტეს საქვეყნოდ ვკითხულობდეთ!
გივი
წავა ეხლა ლანძღვა გვარამიასი
Levani
ნეტავ სულ მასე ადეკვატურობის მიწოლოდოთ არ იქნებოდით მაგ დღეში, მაგრამ ანდაზაა "რაც კაცი ხარ იმ დღეში ხარო"
ლაშა
რაის მეორე ეშელონის ტურნირი. U21 ევროპის ჩემპიონატიდან გაქვს შანსი გახვიდე ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ყველა არსებულ შეჯიბრზე პრესტიჟულია, თუმცა ფეხბურთზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად თქვა არ უნდა ეთამაშაო, არასწორია! პ. ს. ე ხვიჩა, კრიტიკაც დაიმსახურე!
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"რატომ გადავიდა ეს კაცი სრული თვითგანადგურების რეჟიმში?" - ნიკა გვარამია ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება
"ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ესაა..." - რას აცხადებს ნიკა გვარამია?
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
ნიკა გვარამია გენო პეტრიაშვილის მარცხს ეხმაურება
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
ნიკა გვარამიამ კრიშტიანო რონალდოს დასცინა [PHOTO]
"სულ წაგება, სულ დამარცხება, ჩვენ უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - ნიკა გვარამია საქართველო ესპანეთის მატჩს ეხმაურება
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე