საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას დაუპირისპირდა და ბონუს ქულით 30:17 დაამარცხა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენს გამარჯვებაში აისახა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირეს, ნახევარფინალში გასვლის ამბავი კი მათი კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს გუნდს მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის თამაში გარანტირებული აქვს, აქამდე საუკეთესო შედეგი კი მე-9 ადგილი იყო, რომელიც 2018 წლით თარიღდება.

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარფინალში გასვლას... C ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზე ვიმყოფებით და თუ ჩვენს ჯგუფში დღეს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა ფრეს ითამაშებენ, ეს ასეც დარჩება და ლიდერობას შევინარჩუნებთ.

კიდევ ერთი ვარიანტი, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავდივართ, არის ის, რომ არგენტინამ გაიმარჯვოს, მაგრამ ბონუს ქულით ვერა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი ჩვენმა მორაგბეებმა არგენტინას 20:0 სძლიეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

იტალია – საქართველო 17:30

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Kommarkos
რაგბის სტადიონები არის სამეგრელოშიც და კახეთში! მარა რად გინდა ბალერონები არიან ცვეტში,თან სხვის სტადიონებზე პრეტენზიით.
გუგა
ფორტუნამ კალათბურთში კი გაგვიღიმა, მაგრამ ფეხბურთსა და რაგბიში ზურგი გვაქცია. ისე კარგი კომპანია შეიყარა 5-9 ადგილის მოსაპოვებლად: ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და ჩვენ. იმედია შემდეგ ტურნირზე იგივე ნაკრებები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

რაგბი ძალოსური სპორტი არ არის, გუნდური სტატეგიული სპორტია გამართული წესებით, ძალოსნური როდესაც ეგონათ კი გვათრევდა რუმინეთი
ATP 16
რაგბის ფიზმომზადება სამწუხაროდ ქართველების დამსახურება არ არის . ეს არის ფრანგული სამედიცინო და ფიზმომზადების სკოლის შედეგი . იმედია ამდენი წლის მოღვაწეობის შემდეგ ,ქართველებიც გაიზრდბოდნენ , რომ მათი წასვლის მერე ისევ არ დავრჩეთ პროფესიონალების გარეშე .
ემიგრანტი
ყველა ძალოსნურ სპორტში წარმატებები გვაქვს, უეფსიდან დაწყებული რაგბით დამთავრებული, სპორტის ამ სახეობებში რატომ არ გვყავს ბევრი ე.წ ტრავმებისკენ მიდრეკილი, ვფიქრობ იმიტომ რომ პატარაობიდანვე მზად არიან ფსიქოლოგიურად რომ ძალოსნური სპორტის სახეობებია და მარტო ტექნიკოთ შორს ვერ წავლენ და ემზადებიან კოდეც ფიზიკურად პატარა ასაკიდანვე. ფეხბურთში რა ხდება 1 საათიანი ვარჯიში ბურთთან ნაკლები ფიზიკა, ესაოდა კუნთები არ გადაეწვათ ბავშვებს და ა.შ შესაბამისად გვეზრდებიან სუსტი ფეხბურთელები 4 კმ ძლივს დარბიან, ვისაც ნიჭი აქვს ან დროზე ადრე გააღწევს ქვეყნიდან ან ბუნებით შეომისმოყვარე აღმოჩნდება ის ქაჩავს, აქედან ზოგს განუვითარებელი კუნთების გამო ,,ანანიძე,, ემართება. ევროპის ერთ ერთ ქვეყანაში ვარ და უნდა ნახოთ 6-8 წლის ბავშვები 2 საათიანი ვარჯისისას რამდენს დარბიან. დიდი შედეგი მანამდე არ მოვა სანამ ერთ თამაშში 12 კმ არ ირბენენ ფეხბურთელები. რაგბისტებს კი ვულოცავ და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ!!!
Ქომაგი
თუ არგენტინამ ასე დაასრულა მეორე ტაიმიც (მოგება ბონუსის გარეშე), ჯგუფში პირველი ადგილით ნახევარფინალში გავდივართ! ღმერთო, გადმოხედე ჩვენს ლომებს!
ჩემი აზრით
მწვრვთვნელების დიდ შეცდომად მიმაჩნია პირველ ორ თამაშში ლელოებით ბონუს ქულებზე რომ არ ითამაშეს.ახლა 10 ქულა გვექნებოდა და თითქმის განაღდებული ნახევარფინალი.
ბადრი
ოთხი ლელოთი ფრე რამდენ ქულას იძლევა ორს თუ სამს?
ჟორა
რაგბი, ჭიდაობები ძალოსნობა შრომობენ და შედეგიც სახეზეა.
თენგაბი
რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, ფიზმომზადებაში მხეცები არიან და ვერავინ გვჩაგვრავს. იქნებ რაგბის მწვრთნელები მივახმაროთ საფეხბურთო ნაკრებს
თენგაბი
რაღაცატომ მგონია, რომ ეს ბიჭები მომავალი მსოფლიო ჩემპიონები არიან, ან ახლა თუ გავედით ნახევარფინალში ან დიდებში მაინც. წარმატებები ჩვენს ლომებს!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ragbi chveni tamashia. fexburti chveni sircxvilia.
a-ს
ინგლისს უკვე 10 ქულა აქვს 1 მოგება, 2 ფრე და 2 ბონუს ქულა. მოგებული თამაში ბონუსით მოიგო და ფრე ირლანდიასთანაც ბონუსით იზო
zura222
და კიდევ--როგორც ნატოში და ევროკავშირში არ გვიშვებენ აქაც ისე გვჩაგრავენ და არ გვაკარებენ ელიტას @ ადრე იმიზეზებდნენ რომ 6 ერი კომერციული ტურნირიაო და ჩვენნაირ ქვეყანას არ მიიღებენო და ეხლა როცა ძირითად და ახალგაზრდული ნაკრებებისთვის ახალ ტურნირებს აპირებენ 12 გუნდიანებს არცერთში არ გვიშვებენ 12 გუნდში არც ძირითადში და არც ახალგაზრდულში და ისევ მეორე ეშელონში გაგვიშვეს @@ არადა ძირითადშიც ვიყავით პირველი თორმეტეულის ღირესები და განსაკუთრებით ეს ახალგაზრდული ნაკრები უკვე შედის მინიმუმ მსოფლიოს შვიდეულში და შეიძლება ამ ჩემპიონატზე ოთხეულშიც შევიდეთ !
a-ს
ინგლისს როგორ ვჯობნით ინგლისს 10 ქულა აქვს! საიდან მოიტანეთ 8? 1 მოგება ბონუს ქულით (5 ქულა) 1 ფრე ბონუს ქულით (3 ქულა) 1 ჩვეულებრივი ფრე (2 ქულა=
zura222
ყოჩააღ ყველაფერში დავჩაგრეთ 6 ერის გუნდი ! ორი რამის გამოკლებით და ორივე ჩვენი მუდმივი ჭირია ! აბრაგანები ცოტა გამოვასწორეთ და ისე ბევრი ბურთი არ დავკარგეთ და აი დერეფნები მართლა მოუშორებელი ჭირია @ 5 საკუთარი დერეფანი წავაგეთ !!! კიდევ კარგი არ ვერ გამოიყენეს იტალიეწლებმაეს საჩუქრები ! რა გახდა ერთი ნორმალური დერეფნების მწვრთნელის ჩამოყვანა რომელიც ყველა ნაკრებში იმუშავებს პირველი ნაკრებიც ძალიან მოიკოჭლებს დერეფნებში და ამის გამო რამდენი მოსაგები თამაში წავაგეეეეეეეეთ
ბათუმელი ექსპერტ-ს
სამწუხაროდ მაგის ვარიანტი არ არსებობს ინგლისი მეორე ადგილზეა და უკვე ჩვენზე უკეთესი მონაცემები აქვს
a
ინგლისმა ფრე ითამაშა, 8 ქულით დარჩა და ვჯობნით, ეხლა საფრანგეთმა თუ მოიგო და იაპონიამ არ წააგო თავიანტი თამაშები, უკვე საუკეთესო მეორეადგილოსNები ვართ მინიმუმ. იმედია არ ვცდები.
Zviads
მაგარი ბიჭები...
მალაქია
ძალიან მაგარი თაობა მოდის,გარკვეული ხარვეზების მიუხედავად საოცარი შეხვედრა ჩაატარეს.გილოცავთ ყველას და იმედია ნახევარფინალში ვითამაშებთ.
giorgi219
მეტი სარაგბო მოედანია საჭირო მთელ საქართველოში რომ პროგრესი გაგრძელდეს. არ გვაქვს სტადიონები სამეგრელოში, კახეთში და ა.შ. ამ სპორტს უნდა მიექცეს უფრო მეტი ყურადღება და დაფასდეს მათი შრომა.
goga
ყველაფერი კარგი იყო, ბრავო ბიჭებს. უბრალოდ ერთი რამე ვერ გავიგე, ეს დერეფნიდან ბურთის შემოტანა რა პრობლემა გახდა.
Lobotka
გენაცვალეთ ჯიგარში და ჯანში!!!! ძალიან დალაგებული გუნდია. სათამაშო დისციპლინა რომ აქვთ მაღალ საფეხურზე, ეგრევე შედეგიც....
გიორგი
ესენი არიან ნამდვილი ლომები. შეტევაში მგონი, უფროსებზე ბევრად უკეთ თამაშობენ, ცოტა დაცვაში მოიკოჭლებენ. ფეხბურთელებთან შედარებაც არ შეიძლება. ფეხბურთელებმა იწვალეს, მაგენი არ თამაშობდნენ. პირველი თამაში არ მინახია, მაგრამ არგენტინასთან და იტალიასთან მშვენივრად ვითამაშეთ.
ზაზა
რაღაც გეშლებათ, ხალხო. სამი ქვეჯგუფია, ნახევარფინალს კი ოტXი გუნდი ჭირდება. სამი პირველი ადგილი გადის და ერთი ალბათ საუკეთესო მეორე ადგილი.
გილოცავთ
ჟილკით თამაშობენ ბიჭები ამ თაობის რაგითხრათ მაგრამ შემდეგ 20 წლის თავზე ტოპ 5 უნდა ვიყოთ აუცილებლად !!!
ქუთათური
გილოცავთ და წარმატებები. რაგბი რომ შედგა სწორ გზაზე მის შემდეგ (რა თქმა იყო პრობლემები შიდა თუ გარე), სწორი გზიდან არ გადაუხვევია და ის იმართება და მიდის ძირითადად სწორი გზით. ახლა ერთი პრობლემაა მსოფლიო რაგბის ბოსებმა კიდევ უაზრო შეზღუდვებით არ გააგრძელოს მუშაობა და გახსნას კარი ყველა ღირსეული ქვეყნის გუნდისთვი. რაგბი ჩვენი თამაშია.
ბათუმელი ექსპერტი
ნახევარფინალში გასვლის მესამე ვარიანტიც არსებობს და ეს იმ შემთხვევაში თუკი დანარჩენი ორი ჯგუფის მეორეადგილოსნებზე უკეთესი მაჩვენებლები გვექნება. მეორე ადგილზე გარანტირებულად ვართ უკვე! წარმატებები ჩვენს ლომებს!
გულშემატკივარი
ჰიმნს როგორ მღერიან! გენაცვალეთ ლომებო!
rigiti
სუპერ გუნდია (აუტებს თუ არ ჩავთვლით), საწყენია რომ აფრიკას პირველივე ტურში შევხვდით ( თან მსაჯიც წაეხმარათ), ცოდვა იქნება ნახევარფინალის მიღმა რომ დავრჩეთ, დარწმუნებული ვარ ფინალსაც ვითამაშებდით ობიექტური მსაჯობის პირობებში. ნამდვილი ლომები ოდნავადაც არ დაუყენებიათ ეჭვის ქვეშ გამარჯვება ( ჰმ იმათ "ტიერ 1" უნდა ერქვათ????)
akaki
ყოჩაღ მწვრთნელებსაც

თუ ამ ჯგუფში პირველზე ვერ გავედით ( ანუ არგენტინამ მოუგო სამხრ აფრიკას ბონუსის გარეშე ან ფრე ) უნდა დაველოდოთ საუკეთესო მეორე ადგილოსნობას რაც ძნელია, პირველ რიგში ირლანდიას და ინგლისს 8-8 ქულა აქვთ და ერთმანეთთან უკვე ნათამაშები აქვთ, ერთმა რომ ფიჯის მოუგოს და მეორემ ავსტრალიას საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება ერთ ერთი, ავსტრალიას თავის მხრივ 5 ქულა აქვს და ბონუსის გარეშე რომ მოიგოს 9 ქულა ექნება ჩვენსავით მაგრამ გატანილ ქულების ბალანსი ჩვენ უკეთესი გვაქვს, აი ბონუსით თუ მოიგო მაშინ 10 უხდება და გვისწრებს, უფრო უარესად და ჩახლართულადაა საქმე საფრანგეთი უელსი ზელანდია იაპონიის ჯგუფში, იქაც გააჩნია როგორ დამთავრდება იმის მიხედვით გვაქვს შანსი, არც ისე დიდი, მაგრამ ბიჭები გვყავს ლომები, არავის ჩამოუვარებიან ამ ტურნირზე და თუ ვერ გავედით ნახევარფინალში ეგ ამ ტურნირის ორგანიზატორების ბრალია, გაეკეთებინათ 4 ჯგუფი(3 გუნდიანი ) და გავიდოდა 4 პირველი ადგილი, ან დაემატებინათ 4 გუნდი კიდევ( ეგ უფრო უკეთესი იქნებოდა ) და სხვებიც განვითარდებოდნენ
toti
რა უაზრო კომენტარია
giorgi 3
შალვა აფციაური დაფრინავდა
რეზო
რა უნდა გავაკეთოთ მეტი, რომ u 20 ექვს ერზე მაინც დაგვიშვან?????? ამის მერე ისევ პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან უნდა გვათამაშონ? უნამუსობასაც არ ჰქონია საზღვარი!
ლაშა
მაგარი იქნება თუ ნახევარფინალში გავალთ!
გრიშა პაპა
ღმერთო ესეთი ჟინით ათამაშე ჩვენი ფეხბურთელები,შეიძლება წააგონ თამაში მაგრამ იმას მაინც არავინ იტყვის თავი დაზოგესო,ისე იქნებ ჯობდეს ერთი რაგბის მწვრთვნელი მივამაგროთ ნაკრების ფეხბურთელებთან,გენაცვალეთ ბიჭებო სასახელო თაობა ხართ.
ნათია
თუ მეორე ადგილზე გავედით ჯგუფში, მაინც არის შანსი რომ გავიდეთ ნახევარფინალში, როგორც ტურნირის საუკეთესო მეორეადგილოსანი. გავხდებით თუ არა საუკეთესო მეორეადგილოსანი, ინგლისისა და ირლანდიის თამაშის შედეგზეა დამოკიდებული. დაწერეთ სტატია სრულყოფილად, უნდა ამოგგლიჯოთ სიტყვები პირიდან მკითხველმა? ანგარიშს ჩვენც კი შევხედავთ ეკრანზე, პირველ კლასში გვასწავლეს წერა-კითხვა. ვიცი ახლა, ამ კომენტარს არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ მაინც.
ქართველი
მეამაყებით ბიჭებო, სხვა რა შემიძლია ვთქვა არვიცი ემოციები როგორ გამოვხატო. ღმერთმა ქნას რომ არგენტინამ წაგვიკრას ხელი, მართლა ცოდვაა ეს ნაკრები მეორე ადგილზე რო გავიდეს ჯგუფში
rable
აღარ ვდარდობ ცუდ დერეფნებზე, ყოჩაღ ბიჭებს და მადლობა. ზედმეტად ნერვიულობდა ზოგი, თორემ ბევრად დიდი ანგარიშით მარცხი არ აცდებოდა იტალიას.. ვისურვოთ რომ 20-25ქულაზე მეტი ვერვ ქურციკებმა და ვერც პუმებმა ვერ მოაგროვონ, ანუ სამ-სამი ლელო იკმარონ)) ჯგუფში პირველი ადგილი საოცარი შედეგი იქნება, ეს თაობა თუ გაალღვობს ფულით გამოტენილ ბობოლა ჩინოვნიების ტვინებს და არ დააბრკოლებენ საქართველოს ელიტაში შესვლას.
ლელო
ანლაიქებს მიშა სააკაშვილი წერს? თუ ნიკა გვარამია?
გიორგი
თუ მოიგო სამხრეთ აფრიკამ, ვრჩებით მეორეზე. თუ მოიგო არგენტინამ ბონუსით, ასევე მეორეზე. თუ ბონუსის გარეშე, პირველზე და ნახევარფინალს ვითამაშებთ.
hermano72
ფეხბურთელებისგან განსხვავებით მორაგბეებმა იციან მოსაგები თამაშის მოგება! გენეცვალეთ თქვენა!!!
ზაზა
ჩვენ!
papai
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, ძაან მაგარი ნაკრები მოდის.. მგონი ეროვნულზე უკეთესადაც თამაშობენ, მომავალი ამ ბიჭებისაა
hermano72
ფეხბურთელებისგან განსხვავებით მორაგბეებმა იციან მოსაგები თამაშის მოგება! გენეცვალეთ თქვენა!!!
ზაზა
მხოლოდ არგენტინის უბონუსოდ მოგების ან ფრის შემთხვევაში.
gio
არგენტინამ თუ მოუგო ბონუსის გარეშე სამხრეთ აფრიკას, ნახევარფინალში ვართ. თუ თამაში ფრედ დამთავრდა , ნახევარფინალში ვართ. ვგულშემატკივრობთ არგენტინას
ელიასი
ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო გუნდი სპორტის ყველა სათამაშო გუნდურ სახეობაში! ძალიან, ძალიან და კიდევ უფრო ძალიან დასანანი იქნება, თუ ეს გუნდი ნახევარფინალში ვერ გავა დათარსული არითმეტიკის გამო. უნდა გავიდეს!!!
გიორგი
ძალიან მაგარმა ბიჭებმა ისტორიული შედეგი დადეს. გაგრძელება იქნება.
Levani
რატო არწერთ სრულყოფილად ,რა შემთხვევაში გავდივართ ფლეიოფში ან ვის შედეგებზე ვართ დამოკიდებული?
გია პაპა
გილოცავთ მთელ ქართულ სარაგბო სამყაროს და მთლიანად საქართველოს ამ დიდ წარმატებას! ერთი შეკითხვა მაქვს, ჩვენი ჯგუფის მეორე თამაშში არგენტინამ რომ ბონუსის გარეშე დაამარცხოს სამხრეთ აფრიკა და ჩვენსავით 9 ქულა დააგროვოს, უპირატესობა ვის ენიჭება? მადლობა წინასწარ.
ATP 16
ეს რა იყოოოო !!! ბოლო წამზეე დალელოვებული თუ დალილავებული ეგ კიდევ საკითხავია , ექვსი ერის წარმომადგენელი!!! როგორ გული მწყდება აფრიკასთან წაგებულ თამაშზე , თქვენ გენაცვალეთ მაგ დიდ და სიყვარულით მფეთქავ გულში პატარა ლომის ბოკვრებოო , ვაჟკაცებოოო და დიდო პატრიოტებო და ქართველებოოო .თავაწეულებმა იარეთ , ღირსეულად მთელი ცხოვრება და კიდევ მრავალჯერ უნდა გაახაროთ თქვენი თავდადებით საქართველო. ცალკე უნდა გამოვყო ზაზაძის თამაშიი, საოცარი ბოჭვები აკეთაა, გაგუდა იტალიის შეტევა ფაქტიურად .
ლევანი
კილასობია არის არა მარტო მაგარი მწვრთელი, არამედ უმაგრესი აღმზრდელიც, ასე დაალაგო ახალგაზრდა მორაგბეები, ასე გწვრთლა - ნუ არ ვივი.... არ ვიციიი..
912
6 ერს კარი თავზე უნდა დავალეწოთ
Mr.kostaia
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ყოჩაღ მგლებო, ძალიან ძალიან გაგვახარეთ,ბრილიანტები ხართ საქართველოსი, ძალიან მაგარი ბიჭები,მადლობა ამ სიხარულისთვის, გენაცვალეთ
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერ მაიამისთან" მატჩში?
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი