ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში ლამაზი სანახავი იყო, უფრო რეალური მომენტები ინგლისელებს ჰქონდათ: ჯერ კოლვილის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ჯონსმა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც კოლვილმა ესპანელთა სათადარიგოთა სკამთან მიირბინა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ინგლისელთა მწვრთნელის ასისტენტი კოული გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა შეუტიეს, აბელ რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მერე მისი თავური მიზანს ოდნავ ასცდა. ინგლისელებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს, შანსებიც მიეცათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ტენასი. ბოლოს ესპანელთა შტურმმა შედეგი გამოიღო, აქტიურმა აბელ რუისმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა მეკარე ტრეფორდმა არ გაატანინა და ინგლისმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა შეხვედრის დასასრულს ესპანელ ანტონიო ბლანკოს და ინგლისელ გიბს-უაიტს უჩვენა წითელი ბარათები.

ინგლისმა ექვსივე მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 39 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 18 884 მაყურებელი

ინგლისი - ესპანეთი

გოლი: ჯონსი (45+4)

გამოუყენებელი პენალტი: აბელ რუისი (90+9)

გაძევება: ანტონიო ბლანკო (90+10), გიბს-უაიტი (90+11)

დავით 67
ლაშას იგივე ირაკლის! საქართველოში მოდაში შემოვიდა უკრაინის ქილიკი. რაც რა თქმა უნდა ქოცების დამსახურებაა. მასეთი ლოგიკით ინგლისი საქართველოს 10-0 მოუგებდა? თუ ენა მოგიბრუნდებათ და იტყვით რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას სჯობია ან თუნდაც როდესმე სჯობდა 90წლებიდან მოყოლებული. ასევე ინგლისმა რა თქმა უნდა არავის გულისთვის არ მოიგო. მათ თავიანთი თამაში ითამაშეს და მოიგეს. ერთი ვერ გავიგე მარტო მთელი საქართველო რატომ ქომაგობდა ესპანეთს.
ზურა
ანგლოსაქსები?!:))))) ოქროს თევსაც კი არ აქვს ესეთი მოკლე მეხსიერება, რის დემონსტრირებასაც ირაკლი ახდენს:))))) ანგლოსაქსებზე რატო არ გევასება, თამპალი იმპერიალისტური რომ იყვნენ?!
მალხაზ ჯობავა
ახლა მაინც დაოკდით კვარას მძაგებლებო, ვინ იყო გუშინ ინგლისიდან თავისი გუნდის საყურებლად ჩამოსული ? პირველი გუნდის მწვრთნელი ე.ი. იმ ახალგაზრდების ასარჩევად რომლებიც პირველ ნაკრებს გამოადგება და არა უკვე აპრობირებული პროფების საყურებლად. გაიგეთ ტუგოდუმებო.
ხასანა ძია
იკაჯან ინგლისელები ყველაზე რაინდულ,ვაჟკაცურ ფეხბურთს თამაშობენ,რა შუაშია მაგათი ელჩი რას იტყვის,თუ პოლიტიკაზე გინდა საუბარი სხვა საიტები არსებობს,შენი მთავრობის ნათქვამი გაიაზრე მაგას ჯობია.
Mi-6
იკა, ვის უნდა აპანჩურებდეთ ჯერ გაერკვიეთ თუ ოქროს ურდოს შთამომავალთა მოგზავნილი ბრძანდებით ამ საიტზე,რომელიც ორ საუკუნეზე მეტია გართმევს მიწებს,განადგურებს ფიზიკურად და გაბოდილინებს მათვე პროპაგანდას ინგლისელების წინააღმდეგ.გადარჩენის გზაა ევროკავშირი საქართველოსთვის დანით უმეტეს დიდბროტანეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირი თქვენ კი შეგნებულად თუ შეუგნებლად მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს,ანგლოსაქსების ხრიკებიო,ელგებეტეებიო,გახრწნა და გაუბედურება ერისო,მათგანააო,სიტყვა სიტყვით ჩვენი რეალური მტრის სიტყვებს იმეორებთ,მოდი ფეხბურთში დავეტიოთ ჩვენი აიქიუს მქონენი და ვთქვათ მოიგო ინგლისმა და წააგო ესპანეთმა დღე ასეა და ხვალ ვნახოთ რაც იქნება
ტაჰამატა
ვინც იმსახურებდა გამარჯვებას იმ გუნდმა გაიმარჯვა. მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა ინგლისმა
ლაშა
აბაა, სულ ეპანეთის მიერ უკრაინის გაფარჩაკების გამო იყარეს ჯავრი. ინგლისელები სლავა უკრაინას სკანდირებდნენ და თან ფეხბურთს თამაშობდნენ. ინგლისს რომ შეხვედროდა უკრაინა, თუ ექნებოდათ შესაძლებლობა 5-1 კი არა, 8-0 გადაუვლიდნენ. უბრალოდ გაოცებული ვარ, საიდან მსგავსი აზროვნება - როდის უნდა ვისწავლოთ, რომ არავინ, არავის გამო არაფერს არ აკეთებს, ყველა აკეთესებს თავისთვის, სათავისოთ, ეს არის ის პრინციპი რომელი პრიმციპითაც ხელმძღვანელობს ყველა წარმატებული ერი და ყველა თავმოყვარე წვეყანა
გიო
არ იყო დაცული, დარტყმის მომენტში გადადის კედელთან და დაშორება ხდება მაქსიმუმ ოცი სანტიმეტრი.
ირაკლი
აბაა, ინგლისმა სულ ესპანეთის მიერ უკრაინის გაფარჩაკების გამო იყარა ჯავრი. აი მაგისთანა კატეგორიებით რომ აზროვნებ და ბევრი აზროვნებს ზუსტად შენნაირად, - ინგლისს სულ ფეხზე კიდია უკრაინა, 5-1 კი არა, 8-0 მოუგებდა თუ მიეცემოდა ამის საშვალება. უკრაინის გამო მხოლოდ თქვენ ფიჩინდებით - ისიც კლავიატურაზე. უკრაინის გამო არა მაოძედუნი
იკა
არ მინდოდა ინგლისს მოეგო, ძალიან მეწყინა. ანგლოსაქსებს როგორ უნდა ვუგულშემატკივრო ქართველმა - ყველაზე ამპარტავანი ხალხი, 30 წელი რაც ჩვენ მაგათ თავს გადავყევით, (30 წელი მაგათი დღისწესრიგით ვიცხოვრეთ) მაგის ნახევარი ურთიერთობა რომ გვქონოდა ესპანელებთან, მართლა ძმებივით იქნებოდნენ ჩვენს მიმართ. გუშინდელ განცხადებას თუ ნოუსმინეთ ბრიტანეთის ელჩის, საქართველოში გამოხატვის უფლება დაცული არ არისო, აი ჩვენ რომ მართლა სახელმწიფო ვიყოთ, მაგათ უნდა ვაპანჩურებდეთ ამ ქვეყნიდან! (არ დაბლოკით კომენტარი)
ხასანა ძია
არა აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი გახდა ჩემპიონი,აი ესეთი გუნდებით უნდა იამაყო და უნდა შეაქო,
ვინი
ინგლისი უკეთესი იყო. პრაგმატულად თამაშობდა. უკრაინის გამწარებისთვის ჯავრი იყარეს. ესპანეთი უარესის ღირსია თავისი სემინისტური გამოხდომებით
"ობიექტური შემფასებელი"
ვერ დაგეთანხმები, დისტანცია დაცული იყო და თვალსაჩინოებისთვის იმ ერთი მეტრის მანძილზე მსაჯმა ხაზიც კი გაავლო,ასე, რომ გოლი ლეგიტიმური იყო.
ბექა
შარშან კალათბურთი რომ ჩატარდა ჩვენთან, ევროპის ჩემპიონი გახდა ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული ესპანეთი,ახლაც ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი ჯგუფის გამარჯვებული ინგლისი,გახდა ტურნირის გამარჯვებული!!!
გიო
ინგლისმა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ტეხავს როცა "ამხელა" ფინალის მსაჯებმა წესები ბოლომდე არ იციან ან არ ასრულებენ. გოლი არ იყო ჩასათვლელი იმიტომ, რომ ჯარიმის დარტყმის მომენტში, ცოცხალ კედელში სამი ან მეტი მოთამაშის დგომის შემთხვევაში, მინიმუმ ერთი მეტრით უნდა იყოს მას დაცილებული მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ალისონს ყველაფერი ეპატიება - "ტოტენჰემთანაც" მამარდაშვილი ითამაშებს?
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს