ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა და მეშვიდე ადგილისთვის ახალ ზელანდიას შეხვდება [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა და მეშვიდე ადგილისთვის ახალ ზელანდიას შეხვდება [VIDEO]

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები უელსთან 21:40 დამარცხდა

ატალახებულ მოედანზე უპირატესობას თავიდანვე ჩვენი გუნდი დაეუფლა, რომელიც ხუციშვილის ორი საჯარიმოთი დაწინაურდა. თამაში სრულად კილასონიას შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა და მეტოქემ ქართველთა ნახევარზე გადმოსვლა მხოლოდ 24-ე წუთზე მოახერხა, რის შემდეგაც ინიციატივა ხელთ იგდო, სამჯერ საჯარიმოზე უარი თქვეს და მოგვეძალენ. 36-ე წუთზე მსაჯმა კახოიძე გაასინბინა და უელსი ლელო-გარდასახვით წინ გავიდა. ამას ჩვენი გუნდის შეტევა მოჰყვა, რომელიც ბოლო მომენტში შედეგიანად ვერ დაგვირგვინდა და პირველი ტაიმი 6:7 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოწინააღმდეგემ ლელოთი და გარდასახვით ანგარიში 14:6 გახადა. საპასუხო იერიშისას შეცვლაზე შესულმა მამაიაშვილმა ლელოთი უპასუხა, ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა. თუმცა, ჩვენი შეცდომებით უელსს ორი ლელო ვაჩუქეთ და ზუსტადაც გარდასახეს. 65-ე ვიზავის მორაგბე ჰენესი გაასინბინეს, მოედანზე დაბრუნებულმა ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, ხუციშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ანგარიში 16:26 გახდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ცოტა ხანში ანგარიშის გაზრდა შეძლო და მატჩის ბედიც გადაწყდა. დარჩენილ დროში კახოიძის და უელსის ლელო ვიხილეთ და შეხვედრაც დასრულდა.

14 ივლისს მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, რომელიც დღეს ავსტრალიასთან 35:44 დამარცხდა.

პარლი. „გიმნაზიუმი“

საქართველო – უელსი 21:40

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 8. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. დავით ბერიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კობაური (პერპინიანი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

• თენგაბი

ისე როგორც ბევრი სხვა რამის, რაგბისაც დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ დიდი პლიუსი რასაც მივაღწიეთ, ეტყობა ფიზიკურ მომზადებას. ბიჭები აშკარად უფრო მყარად დგანან ფეხზე, უფრო სწრაფები არიან, სირბილიც უკეთ შეუძლიათ, გამძლეობაც აშკარად გაზრდილია. ნეტავი ფეხბურთშიც და კალათბურთშიც მიგვაღწევია მაგ დონეზე - წარმატება გარანტირებული გვექნება. არგენტინასთან და იტალიასთან მოგების შემდეგ იმის რწმენა გამიჩნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაც შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ტოლ-სწორად ყველა გრანდთან შეგვიძლია პაექრობა და ადვილად ვერავინ დაგვჩაგრავს. რაც შეეხება უელსთან თამაშს, მე მგონი, მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდათ და რომ მოენდომებინათ ამასაც მოიგებდნენ. ცალკეული რაღაცეები არის გამოსასწორებელი, მაგრამ მთლიანად გუნდი, მოთამაშეებიან-მწვრთნელებიანად, სწორ გზაზე დგანან და ღრმად მწამს, მომდევნო ჩემპიონატი ჩემპიონობისათვის ბრძოლა იქნება. წარმატებები!!!!

• კობი 74

ვფიქრობ ანგარიში არ ასახავს გუნდებს შორის სხვაობას. რაშიც გვაჯობეს ეს იყო ფეხით თამაში (მათ შორის გარდასახვის რეალიზება) და ნაკლები შეცდომები საკუთარ 22-ში. პრაქტიკულად სამი ლელო მივიღეთ ჩვენი მიუტევებელი შეცდომით. მინდორის ხარისხს ნუ დავაბრალებთ მარცხს, რადგან უელსელებს უფრო გაურთულა მათი უპირატესობის (ხელით სწრაფი გათამაშება) გამოყენება ვიდრე ჩვენ. ყველა შემთხვევაში დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისა და წარმატებული ტურნირისთვის.

• SOSO

ხოდა არ არის საჭირო არასდროს ყველაფერში უაზრო ბაქი-ბუქი,საამწუხაროდ რაგშიც იმ დონეზე ვართ-სადაც ვართ...სულ ეს არის....

• იმედი

დიდი გამოცდილებაა ჩვენი ბიჭებისთვის. სამწუხაროა , რომ უკეთესი 10 ნომერი არ გვყავს. ორივე თამაშში , რაც წავაგეთ ბევრი შეცდომა დაუშვა. წარმატებები ბიჭებს!!!

• რევაზი

გასულ წლებთან შედარებით ხაზი უკეთ თამაშობს და მეტი გამოცდილების შემთხვევაში სხვა თვალსაწიერს შევხედავდით. კობაური გალეგიონერებულია უკვე ხორბალაძეც ლიონში დაიწყებს და სხვებიც ბიჭები უფრო გამოცდილები გვეყოლება მალე. ჯამში ჩვენკენ არ იყო არც სტადიონი და 9/10 ნომრების სისუსტეც კარგად აითვისეს. ახალ ზელანდიასთან გვასახელეთ.

• David

უკაცრავად მაგრამ ლელოს გარდა რაგბს აღარავინ თამაშობს ჩვენს ჩემპიონატში?

• პაატა

ძალიან გასახარი იყო არგენტინის და იტალიის დამარცხება, სამხ. აფრიკასთან ლამის თანაბარი თამაში! მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენი ქვეჯგუფი გამოდგა ყველაზე სუსტი! სამხ. აფრიკა უშანსოდ დამარცხდა ირლანდიასთან, ასევე იტალია ფიჯისთან, ჩვენც უშანსოდ დავმარცხდით უელსთან, ერთი არგენტინამ მოუგო აუტსაიდერ იაპონიას… განვითარების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

• ToNi

მოიგო უელსის მწვრთნელმა...

• S.K.K.

ბოდიში და ეს იყო მასპინძელთა მხრიდან "თავზე გაკეთება"... სადმე საძოვარზე უკეთ გამოვიდოდა თამაში. თამაშის ხარისხზე ლაპარაკი ასეთ პირობებში მიუღებელია. მეორე ტაიმს უბრალოდ აღარ ვუყურე. P.S. იმედია ტეტანუსს არავინ აიკიდებს... დადეთ

• Zviads

ენერგია არ ეყოთ, მუხტი.. არაუშავს კარგი ბიჭები ხართ, კარგი გუნდია და ზელანდიას კარგად უნდა ვეთამაშოთ..

• Bs

გადაღლილობა და ცუდი მოედანი არ არის გასამართლებელი საბუთი, რადგან ორივე გუნდი იგივე პირობებში იყო. იყო მსაჯის შეცდომა როცა გაატარა აშკარა კისერზე ბოჭვა უელსელების მხრიდან(კომენტატორიც გართული იყო რაღაცის მოყოლით და მანაც გამოტოვა ეს მომენტი), იყო ცუდი თამაში ფეხით ჩვენი მხრიდან ,( ამ მხრივ ბევრად გვაჯობეს), იყო ძალიან მძიმე შედეგის მომტანი შეცდომები, ასევე თავდასხმასა და უკანა ხაზთან შედარებით სუსტი ღერძი. ერთობლიობაში ეს მიზეზები იყო მარცხის მიზეზი. არ ვიჩემებ რომ ერთადერთი ჭეშმარიტებაა ჩემი სიტყვები, მაგრამ მე ასეთი შეხედულება დამრჩა ამ თამაშზე.

• ხასანა ძია

ამხელა ქვეყანა მსოფლიოს მასპინძლობს და მოედნები რას უგავს,ეტყობა რაგბის მამებს ფეხებზე კიდიათ ტურნირის წესიერად ჩატარება.

• სოსო

სამწუხაროდ ეს ყველაზე სუსტი მატჩი იყო,ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული.კარგი დასაწყისის შემდეგ,თამაშის ძაფი დავკარგეთ და ინიციატივა,მთლიანად მეტოქეს დავუთმეთ.ძალიან შეგვინელდა რაქიდან ბურთების გამოტანა და რაკი ხელით სწრაფი თამაში,ისედაც ჭირდა,მთლიანობაში თამაშის ტემპით ჩამოვრჩით.მეტოქეებმა,ფეხით თამაშში გვაჯობეს და ამან,მათ თვალში საცემი უპირატესობა მისცა.ჩვენმა ნაკრებმა აქამდე მიუღწეველ შედეგს მიაღწია და ვფიქრობ ამანაც ცოტა მოადუნა ჩვენი ბიჭები,ყოველ შემთხვევაში,სათამაშო დისციპლინა,საგრძნობლად იყო მორყეული.სამწუხარო ის არის,რომ თუ აფრიკასთან,ჩვენ წავაგეთ,ახლა მეტოქემ,დამსახურებულად მოგვიგო.თანაც უელსთან,ეს მესამე შეხვედრაა,მგონი და სულ უფრო დიდი სხვაობით გვიგებენ.ამ ნაკრებს,ნამდვილად შეეძლო,უელსელების დამარცხება!ახლა ზელანდიელებთან მოგვიწევს,გაჯიბრება და მიუხედავად,მათთვის კატასტროფული შედეგისა,ძალიან მაგარი გუნდია.მათთან არასოდეს გვითამაშია,რამდენადაც მახსოვს და ალბათ ყველაზე კარგი გამომცდელი ინება.მათ სახელზე უკეთესი მოტივატორი,არა მგონია სხვა რაიმე არსებობდეს.ასე რომ გაცილებით უფრო გულიან თამაშს ვუსურვებ, ჩვენს ბიჭებს.გავარდნის საფრთხე არ გვემუქრება,ამისი სტრესი არ გვექნება და თავისუფალ თამაშში, ვნახოთ,რა შეგვიძლია!

• ალექს

აშკარად ეტყობოდა გუნდს გადაღლილობაც და უფრო მეტად უმოტივაციობა, სხვაგვარად მსგავსი შეცდომები წარმოუდგენელია. მართლაც სხვა გუნდური სპორტი არ მახსენდება როცა იბრძვიან მეხუთე მეცხრე და ოცდამეცხრე ადგილებისთვის,მართლა უაზრობაა. ყველაზე კარგი იქნება გაზარდონ 16 მდე მაინც ჩემპიონატი და მეოთხედფინალებიდან გაგრძელდეს ხოლმე ტურნირი.

• რეზო

რაგბის ყველა ტურნირი (მსოფლიო თასის გარდა) კატასრტოფულად მდარე ხარისხის ორგანიზებისაა. ასევე გაუგებარია ( საერთოდ ქვეყნების დონეებად დაყოფის გარდა) როგორ შეიძლება ერთ სპორტში სხვადასხვა ტურნირში ქულები და ბონუსები სხვადასხვანაირად ითვლებოდეს?!!! ერთი ბონუსქულის გამო ვიბძვით მეშვიდე ადგილისთვის, როდესაც შეგვეძლო 1სთვის გვებრძოლა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს- სამხრეთ აფრიკას სირცხვილის სირცხვილი! არასარაგბო ქვეყანას უკეთ მოახერხებდა ტურნირის ორგანიზებას (მაგალითად პოლონეთი სოპოტში) . ასეთ პირობებში თამშიც ჩატარება დანაშაულია. ჩვენ გუნდს ეტყობოდა, რომ უკიდურესად გადაღლილია. მეტი არაფერი. უელსი ჩვენზე კარი გუნდი არ არის. თუ ვინმე კითხულობს ამას, ვისაც ხელეწიფება, იქნებ გავაძლიეროთ წორლდრაგბიზე და 6 ერზე ზეწოლა, რომ ამ ასაკობრივში მაინც გაზარდონ 7-8 ერამდე, რაც იყო უკვე და ბოლო წამს გაგვიუქმეს. ბიჭებო, დიდი მადლობა. თქვენ უკვე ჩემპიონები ხართ! კარგად დაისვენეთ და ოლ ბლექსთან თამაშით ისიამოვნეთ!

• კომენტარი

შანსი კიდევ ერთხელ გადავწეროთ ისტორია და ახალი ზელანდია დავამარცხოთ!

• ალეკო

არ იყო წასაგები

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე

20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან