2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე 5 დღე რჩება. 5 ივლისს "მიხეილ მესხზე" "ბორჯღალოსნები" ირლანდიას 21 საათზე ერკინებიან.

ამ დონის მეტოქე საქართველოში ტესტ-მატჩის გასამართად ჯერ არ ჩამოსულა. ირლანდია ტიერ1-ის მესამე (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ) და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეწვევა.

ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.

ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. "სამყურებს" პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო.

2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა. მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.

ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ "ტოიოტა ჩიტასს" ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე "მბომბელას" სტადიონზე წარსდგებიან.

Rugby.ge

ზურა
მე ვიყიდე 7 ბილეთი. მართალია სრსხით, მაგრამ არ ვწუწუნებ
zura
ვეთანხმები სრულად “გულშემატკივარს“.
გულშემატკივარი
კარგი გულშემატკივრები რომ გვქვია, თავი რომ მოგვაქვს რაგბის და არა მარტო..... სიყვარულზე, 6 ერში შესვლა რომ გვინდა, შედეგს მარტო მორაგბეებს რომ ვთხოვთ! აქამდე, სრული ანშლაგით რატომ არაა გაყიდული ყველა ბილეთი?! არ დაიწყოთ ძვირია და ა.შ.!!!! თუ გვინდა 6 ერში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მაშინ ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს!!!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
შარიქაძე: თავში დარტყმა მივიღე და მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
ირლანდიური გამოხმაურება "ბორჯღალოსნების" დიდ პროგრესზე
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით