ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მატჩების დღე! 3 ქართული კლუბი ევროპაში, ქუთაისური მასპინძლობა და ავსტრალიელი მსაჯი...

მატჩების დღე! 3 ქართული კლუბი ევროპაში, ქუთაისური მასპინძლობა და ავსტრალიელი მსაჯი...

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, ქართული კლუბები უეფას რანგით მესამე, კონფერენს ლიგაზე ჩაერთვებიან.

ბათუმის "დინამო"

ალბანეთის ნაკრები იმ გუნდებს შორის შედის, რომლებთანაც ქართველებს დადებითი ბალანსი გვაქვს. ამ ორი ნაკრების მონაწილეობით არაერთი საინტერესო მატჩი შემდგარა. რაც შეეხება კლუბებს შორის დაპირისპირებას, აქ განსხვავებული ვითარებაა. ალბანური გუნდები ჩვენც დაგვიმარცხებია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მაინც მათ ეკუთვნით. ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე "ტირანას" შეხვდება და იმედი გვაქვს, მათ შემდეგ ეტაპს მიღმა დატოვებას ერთხელ მაინც მოვახერხებთ...

თბილისის "დინამომ" 2003 წელს "ტირანა" პირველ მატჩში კომფორტული სხვაობით (3:0) რომ დაამარცხა, ყველას თავი მომდევნო ეტაპზე ეგონა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა და იქ ალბანელები უნაკლონი იყვნენ. თბილისელებს რევანშის აღების შესაძლებლობა 2020 წელს, კოვიდპანდემიის დროს მიეცათ, როცა ერთმატჩიანი დუელი თბილისში გაიმართა, მაგრამ ალბანეთის ჩემპიონმა ჩვენი ძალიან ცუდად მოთამაშე საუკეთესო გუნდი კვლავ (2:0) დაამარცხა, რომელსაც მაშინ კახა ჩხეტიანი წვრთნიდა.

ჩხეტიანმა ალბანური "კუკსი" აქედან ერთი წლით ადრე, ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის რანგში ორმატჩიან დუელში (5:4) ჩამოიტოვა. ამ ქვეყნის კლუბებთან ბოლო და ასევე პენალტების სერიამდე მიყვანილი შეხვედრა გასულ წელს გვქონდა, როცა "ტირანა" ჩემპიონი იყო, "საბურთალოს" კი კონფერენს ლიგაზე იქაური "პარტიზანი" დაუპირისპირდა. გორში სტუმრებმა (1:0) გაიმარჯვეს, საპასუხო მატჩში კი პენალტების სერიაში მეკარე თორნიკე მეგრელიშვილის მშვენიერი თამაში და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვნახეთ.

ალბანელები ძვირადღირებული ფეხბურთელებით ვერ დაიკვეხნიან. მათგან ყველაზე დიდი სატრანსფერო ღირებულება (550 ათასი) ცენტრალურ მცველ ერუონ ხოჩალარს აქვს, რომელიც გუნდში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. კოსოვოელი "ცხრიანის", ფლორიან ჰასანის ფასი 500 ათასი ევროა. ის ამჟამად ტრავმირებულია.

ორივე გუნდის რიგებში ამ მხრივ საუკეთესო ჯოვინო ფლამარიონია. ბათუმელთა მთავარი შემტევის ფასი მილიონი ევროა. გამორჩეულია ახალწვეული გიორგი წიტაიშვილიც (600 ათასი ევრო). მათი კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძეა (400 ათასი ევრო). გია გეგუჩაძის გუნდშია როინ კვასხვაძეც, რომელმაც "ტირანასთან" იმ გახსენებულ მატჩში სერიოზული შეცდომა დაუშვა. როინი მაშინ თბილისის "დინამოში" იყო. ბათუმელთა ძირითადი კიპერი ბელარუსი ჩიჩკანია.

წინა წელს ბათუმურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ გაუმართლა, ვლადიმირ ვაისის, გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვანთან" დრამატულად დამარცხდა. რაც შეეხება კონფერენს ლიგას, ორი წლის წინ გეგუჩაძის გუნდს საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა, რაც მესამე ეტაპზე თურქულმა "სივასპორმა" შეაჩერა. მანამდე სან-მარინოს "ტრე პენე" და ბელარუსის "ბატე" დაამარცხეს. თუკი "ტირანას" ბარიერს გაივლიან, მათ კვლავ თურქული კლუბი ელით, ამჯერად - "ბეშიქთაში".

პირველი შეხვედრა ტირანაში, "არენა კომბიტარიზე", დღეს, 13 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი, 36 წლის ჯოუნსი გაუძღვება.

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა: ჩიჩკანი - ჩაბრაძე, კობახიძე (C), ბალიჩი, გიორბელიძე - მამუჩაშვილი, ტეიდი - წიტაიშვილი, ბიძინაშვილი, იაკობსენი - ფლამარიონი.

21:00 სთ. ქუთაისი. "ტორპედო" - "სარაევო" (ბოსნია)

მსაჯი: ლევი (ისრაელი);

21:30 სთ. დუნაიკა სტრედა. "დუნაიკა სტრედა" (სლოვაკეთი) - "დილა"

მსაჯი: ჟილე (ავსტრალია).

• ზვიადი

არარატ-არმენიაც იგებს და პიუნიკიც, გილოცავთ სომეხო ძმებო

• Lasha

Dges fundevinkiqra jogi btamashoba amxela qveyanashi ori normaluri gundi ver chamoayalibes ro yovel cels jgufur wtapze itamashon es xo nakrebistvistabkargi iqneboda. Jogia aba raari biujetidan dafinansebuli xrova

• G.LA

იმერელს ევროპა ლიგა არის მაგრამ იქ დიდი კოეფიციენტების გუნდები თამაშობენ. ასევე ლიგის ჯგუფიდან გამოვარდნილი გუნდები უერთდებიან. ჩვენი გუნდები მოპოვებული კოეფიციენტებით ვერ ხვდებიან იქ. აქ შეიძლება იყოს ორივე ჩვენი გუნდის თამაში. გუშინ სლოვანი იყო და ასევე სხვა თამაშებიც. https://k108.liveball.cc/

• G.LA

ჯეკოს აქ შეიძლება იყოს თუ ორივე არა რომელიმე. ბევრი თამაშებია ხოლმე აქ. გუშინ სლოვანი იყო და ბევრიც სხვაც.

• არარატ ავლაბარი

ქართულად რატო? სომხურად

• იმერელს

ჩვენ არ გვიშვებენ იქ

• იმერელი

ევრო ლიგა გაუქმდა? თუ რომელი გუნდი თამაშობს იქ?

• Rustaveli

თუ გინდა რომ შენი გვარი სხვამაც წაიკითხოს შენს ზურგზე და დაინტერესდეს შენით, უნდა გამოიყენო ყველასთვის გასაგები ალფავიტი.

• დააT

მატჩების დღე კი არა, მკვდარი მკვდარს აეკიდა დღე

• გიუშა

ქართულად?)

• Მეზღვაური

ჯგუფურ ეტაპამდე არ ყოფილა სავალდებულო,რომ ლათინურად გეწეროს გვარი მაისურზე, ეს ეხება ევროპა ლიგას და კონფერენს ლიგას.ჩვენი ბოლო ფლეიოფიც ვნახე ახლა ტორპედო-ლუდოგორეცი 2018 წლის და ჩვენებს ქართულად ეწერათ მაისურზე გვარები.აი ჩემპიონთა ლიგაზე კი ფლეიოფშიც კი სავალდებულოა,რომ ლათინურად გვარები და პლუს ჩემპიონთა ლიგის ემბლემაც იყოს დატანილი მაისურზე.

• გიუშა

რა მიკვირს იცით?-აი რომ იხსენებენ წარსულ მატჩენს რატომ არ წერენ რუსთავმა რომ ამოტენა რომელიღაც ალბანური გუნდი,ან სიონმა რომ იყომარა,რაო ფეხბურთს მარტო დინამოები და ტორპედო თამაშობენ თუ დანარჩენი არ ითვლება სტატისტიკაში???

• მწვრთნელს

ეგ ინგლისური არაა, ლათინური ასოებია და სავალდებულო რომ იყოს უეფას მიერ ექნებოდათ

• არარატ ავლაბარი

ჩვენებსაც ეგრე უწერიათ

• გივი

ისრაელის გუნდებსაც ებრაულად აწერიათ

• მწვრთნელს

სავალდებულო რომ იყოს ლათინურად, ეწერებოდათ, როგორც ჩანს, პირველ ეტაპზე არჩევითია. ჯგუფში თუ გავედით, აუცილებლად ლათინურად ეწერებათ, შესაძლოა, საკვალიფიკაციოს ბოლო რაუნდებშიც

• მწვრთნელი

ღვთისავარ დიდი ბოდიში და თუ შეიძლება გაგვარკვიე ამ საკითხში ქართულ კლუბებს უნდა ჰქონდეთ თუ არა ინგლისური გვარებით ფორმა შესარჩევ ციკლებში ჩემპიონთა და კონფერენს ლიგებზე!?

• მწვრთნელი

აგერ კიდევ პარტიზანი ბატეს თამაში არცერთ ბელორუს მოთამაშეს ბელორუსულად არ აწერია მაისურზე გვარები https://www.youtube.com/watch?v=iFLyoUBNP7A

• მწვრთნელი

აგერ არის თამაში ურარტუ ზრინსკის ჩემპიონთა ლიგაზე და ნახეთ არცერთი სომხური წარწერა არ აქვთ მაისურზე ურარტუს მოთამაშეებს https://www.youtube.com/watch?v=gxEnmwrkbpM

• მწვრთნელი

რაღაც არ შემხვედრია სომხურ და ბელორუსულკლუბებს სომხურად და ბელორუსულად ეწეროთ გვარები ან ბერძნულ და კვიპროსულ გუნდებს!

• დათო

მარტო ქართულს არა, ბევრ გუნდს არ აწერია გვარები ინგლისურად საკვალიფიკაციო ეტაპზე, უბრალოდ ლათინური ანბანი აქვთ სხვებს ( უმრავლესობას) და არ გხვდებათ თვალში... ყველას არა - ბევრს მოვიწერე, თუ რამეა მაინც :)

• ჯემალს

პირველ არხზე იქნება ტორპედო

• roma bejanidze

ულამაზესი და უაღრესად კარგი დამწერლობა გვაქვს. ამიტომ ქართულმა გუნდებმა უნდა დაიწერონ გვარები ქართულად. ეს ჩვენ დიდ კულტურაზე მეტყველებს. მსოფლიომ უნდა გაიგოს რომ 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია.

• მწვრთნელი

ჩემპიონთა ლიგა და კონფერენს ლიგა,არ არის საქართველოს ჩემპიონატი! რატომ აწერიათ ქართული სფეხბურთო კლუბების მოთამაშეებს ქართულად გვარები მაისურზე!? ფული არა აქვთ ახალი მაისურები დაამზადონ ამ ლიგებში სათამაშოდ ინგლისური წარწერის გვარებით!? ყველა კლუბები გამოდიან მაისურზე ინგლისური წარწერის გვარებით! საერთოდ ექცევა ყურადღება ფეხბურთის ეთიკას ჩვენ გუნდებში!? მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ფედერაციას თუ შეიძლება!

• ავლაბრის არარატი

არადა ყველაზე ძლიერი გუნდი ალაშკერტს ხვდება

• giorgi

გეგუჩაძე დაცვას ვერ აბალანსებს არიცის ეგ საქმე კარგი მცველი არცერთ მის გუნდს დაცვის ცენტრი ძლიერი არ ყავდა

• ავლაბრის არარატი

დღეს სომხური გუნდების ფიასკო უნდა ვიხილოთ ალაშკერტის გარდა იმიტომ რომ იქ ქართველები თამაშობენ

• კოტე ბრეგვაძე

რა აზრი აქვს ჩვენი უსუსტესი კლუბების გამოსვლას? რაც შარშან, შარშანწინ და იმისწინ იყო, იგივე შედეგი იქნება

• ჯეკო

უმორჩილესად გთხოვთ, ვებ-გვერდზე განათავსოთ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება ამ მატჩების ყურება. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას თქვენი ერთგული მკითხველი - ჯემალ გაგნიძე.

• Givi

ისე ტირანასთან რა გითხრათ, მაგრამ ბეშიქთაშთან საცოდაობა იქნება ბათუმის დაცვის ცენტრი...გუნდში 15 ნახევარმცველის ყოლას 1-2 ნორმალური ცენტრალური მცველის მოყვანა რა გაუხდათ არ ვიცი რაა...

• რეზო

მარადიული კითხვაა. დაახლოებით არგენტინა-ბრაზილიის ამბავია

• რაბუ

მაგიჟებთ ხალხნო, ანუ იმდენი ანლაიქი დაგროვდაჩლ ჩემს კომენტერზე რომ გრიგალავა მართლა მოგწონთ? ეგეთ ფეხბურთელს რომ ინატრებ გუნდში მართლა ვერ უნდა გასცდე პირველ საკვალიფიკაციოს და ეგრეც ხდება. რა გრიგალავა ბიჭო მაგას ვინმე ახალგაზრდის დაწინაურება მირჩევნია კაკ მინიმუმ

• ქუთაისელს

სახელ გვარს არ დავასახელებ მაგრამ ჩვენი სოფლის თავჯდომარეა?!)))

• L.J .

Saxelad roini xoaraa:)))))

• ქუთაისელი-ს

რაღაც საეჭვოდ მეჩვენება ერთერთი ფეხბურთელის დამატება.გვარსა და სახელს არ ვიტყვი მეკარეა.ზუსტად მაგან გამოუყვანა წირვა,ოღონდ სხვა დინამოს შემადგენლობაში და ზუსტად მაგ გუნდთან

• რაბუ

რა დროს გროგალავაა თუ ძმახარ თამადები და პურისმჭამელები უნდა კიდე გუნდს?!

• გიორგი IV

რა გახდა ორი ნორმალური ცენტრალური მცველის დამატება?გრიგალავა მაინც დაემატებინათ დაბოდიალობს რუსეთის ქვედა ლიგებში.კობახიძეს იმედი გაქვთ თუ პრეზიდენტის შვილია?

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

წიტაიშვილის "გრანადამ" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგაში გადასვლის შანსი აქვს

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" განადგურდა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" დამარცხდა

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა

დრამა ყაზანში - "რუბინმა" დამატებით წუთებზე "როტორი" ელიტიდან გააგდო

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]