რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი "შავი ლომის" ჩელენჯ თასზე მიწვევას „ფანტასტიკურ ამბავს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რაგბი ევროპის სუპერთასის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ნაწილი ოფიციალურად 6 ივლისს გახდა და "შავი ლომი" 2023/2024 წლების სეზონის ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ფრანგულ "კასტრთან" და "კლერმონთან", შოტლანდიურ "ედინბურგთან", ინგლისურ "გლოსთერთან" და უელსურ "სკარლეტსთან" ამა წლის დეკემბრიდან ითამაშებს, მანამდე კი რაგბი ევროპის სუპერთასზე ტიტულის დაცვას და მის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება.

„დიდი ხანია "შავი ლომის" EPCR-ის ტურნირში მიწვევას მხარს ვუჭერთ და EPCR-ის ადმინისტრაციასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით, რათა ეს 2023/2024 წლების სეზონზე მომხდარიყო. ეს ფანტასტიკური ამბავია. ევროპის სხვა გუნდებსაც ჰქონდათ სურვილი ჩელენჯ თასის ნაწილი გამხდარიყვნენ და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის გუნდები მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ ისეთი მაღალი დონის ტურნირში, როგორიც ჩელენჯ თასია. სუპერთასის ორგზის გამარჯვებული "შავი ლომის" ჩელენჯ თასზე მიწვევა ასევე ძალიან სასარგებლოა თავად სუპერთასისთვის, რადგან ეს გაზრდის ინტერესს ჩვენი ტურნირის მიმართ. რაგბი ევროპის სურვილია, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვარი დერეფანი, რომლითაც სუპერთასის ლიდერი გუნდები ჩელენჯ თასზე მოხვდებიან და იმედია, სხვა გუნდებიც მიიღებენ ასეთ შესაძლებლობას“ – ამბობს მარტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში რაგბის გლობალიზაციის გზას ხედავს:

„საქართველომ ექვსი ერის გუნდები – იტალია და უელსი დაამარცხა, რაც საუკეთესო მოწმობაა იმისა, რომ ქართული რაგბი უდიდეს პროგრესს განიცდის. ეს ყველას გვჭირდება, რათა რაგბი უფრო მეტად გლობალური სპორტის სახეობა გახდეს. სწორედ ამას აკეთებს საქართველო და ძალიან გვეამაყება, რომ საკლუბო და სანაკრებო დონეზე ქართული რაგბი აღმავალ გზას ადგას. ამ სურათს კიდევ უფრო მეტად ავსებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" საოცარი თამაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, – ისინი ისე ახლოს იყვნენ ისტორიულ მომენტამდე და თასის ნახევარფინალში გასვლამდე… აშკარაა, რომ ქართული რაგბი ზრდის უმაღლესი რანგის მოთამაშეებს. ნახეთ რამდენი ქართველი თამაშობს ფრანგულ და სხვა ევროპულ პროფესიულ კლუბებში. ეს აჩვენებს ქართული რაგბის აკადემიურ პოტენციალს და ეს სიგნალია, რომ საქართველო სარაგბო ქვეყნად ყალიბდება“.

Rugby.ge

დავითი...
დიმა...რაის მაგადანი? და რის სახალინი?რეებს ბოდავ?სად ვუსურვებ და მსოფლიოს არენაზე?... მეტს თუ ვერ იგებ დაეტიე შენს ტყავში!!..
დიმა
და წარმატებებს ქართულ რაგბს (სპორტს) სად უსურვებ, მაგადანში, თუ სახალინზე?! რამდენიმე წარმატებული წელი, 10-20 მილიონი $ 6 ერის ყულაბაში და "დამკაში" ვართ! რაგბი ჩვენი თამაშია!
დავითი...
ეს ამდენი ყალბი და ბრტყელ ბრტყელი სიტყვები, ნუთუ თვითონ სჯერათ თავისი უაზრო ყბედობის...."ხო კიდე დაავიწყდა ალბათ ეთქვა ევროპა აღშფოთებულია"....,წარმატებები ქართულ რაგბს და ქართულ სპორტს....
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა" - ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
[VIDEO] უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის