2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალ ზელანდიასთან დამარცხების (26:50) შემდეგ, Rugby.ge-სთან კომენტარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა და მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთეს

ლაშა ციხისთავი: "ვფიქრობ, კარგი რაგბი ვითამაშეთ და მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან, ყველა კომპონენტში თანაბრად თამაში შეგვიძლია, მოლსა და შერკინებაში კი საქართველო უბრალოდ საუკეთესოა. იმედი მაქვს, მომავალი თაობა ჩვენს ისტორიულ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გვქონდა შანსი თასის ნახევარფინალში გვეთამაშა, საბოლოოდ კი მე-8 ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ესეც ძალიან კარგი შედეგია.

რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან თამაშს, თავიდან ერთგვარი შოკი გვქონდა, მაგრამ მერე ჩვენი თამაში ვიპოვეთ და პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმში ვდომინირებდით. სამწუხაროდ, მერე რამდენჯერმე დავჯარიმდით და მეტოქემ ეს გამოიყენა.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ მიმაჩნია ტიერ2 სარაგბო ქვეყანად, ჩვენ ვართ ტიერ1 და ვფიქრობ განვლილი თამაშებიდან ეს ყველამ დაინახა".

ლადო კილასონია: "ჩვენ კარგად ვიცოდით, რაში იყო სახიფათო ახალი ზელანდია – ეს არის ცუდად დარტყმული ფეხი და დაგვიანებული ახურვა, სწრაფი ბურთი და კონტრშეტევა. პირველ 30 წუთში სამივე ამ კომპონენტში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს ძალიან წინ გაჭრის შესაძლებლობა მისცა. მე ამაყი ვარ ამ ბიჭების ხასიათის, რადგან ისინი არ გატყდნენ, იმ დეტალებს მიაქციეს რაზეც მზადებისას ვამახვილებდით ყურადღებას და დაბრუნდნენ თამაშში. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი გუნდი, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ ასე ახლომდე დაიყვანს სხვაობას. მერე იყო მსაჯის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ დანარჩენი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ".

გიორგი
პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, მწვრთნელებს, მოთამაშეებს,გუნდის ხლმძღვანელობას, ყველა თანამშრომელს, ფედერაციას, გულშემატკივრებს ამ დიდი შედეგისთვის! იყო მე-8 ამხელა დედამიწაზე არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ არც საუკეთესო შედეგია. ჩვენ მეტი შეგვიძლია, გვაქვს მომატების პოტენციალი, პირადად მე როგორც გულშემატკივარი შევეცდები უფრო მეტი მხარდაჭერა გამოვხატო, ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ჩვენ ვართ საქართველო და სულ მალე დავარწმუნებთ მთელ მსოფლიოს იმაში რაც ჩვენთვის ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ რაგბი ჩვენი თამაშია! გაუმარჯოს ქართულ რაგბს და გაუმარჯოს საქართველოს! წინ, წინ, ლელო, ლელო გამარჯვება საქართველო!!!
გიორგი
ორივე მაგარი გვყავს, მწვრთნელიც და კაპიტანიც.
გიორგი
გაიხარეთ ბიჭებო! სამომავლოდ კარგი იქნებოდა მეტი დრო დაუთმოთ ტაქტიკურ წვრთნას. ამ ჩემპიონატთში თითქმის ყველა გუნდმა შედარებით ადვილად გაანეიტრალა ზელანდიის ძლიერი მხარეები. ჩვენ ეს ძალიან გაგვიჭირდა. წარმატებები.
Nukri
ვენაცვალე ამ ბიჭებს მაგრად ითამაშეს, მინდა ვთქვა რომ ჩვენი რაგბისტები როგორც პირველი ნაკრები ისე ახალგაზრდული, უკვე ასული არიან მაღალ დონეზე, გვაკლია პირველი ეშელონის გუნდებთან ხშირი თამაში, ამათთან პაექრობაში დაიხვეწება ის შეცდომები რაც ზოგჯერ მოგვზდის, რაგბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის რომ იმ ელიტაში მოვხვდეთ და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები შეძლებენ ნებისმიერი ნაკრების დამარცხებას, რისი პოტენციალი ნამდვილად გააჩნიათ
თენგაბი
ქართული რაგბი სწორ, აღმავალ გზაზეა და ვისურვოთ, რომ ეს აღმასვლა და წინსვლა გაგრძელდეს. რაქში და მოლში მართლა უძლიერესები ვართ. საჭიროა ცოტა ფიზიკის, სისწრაფის და ხელით თამაშის დახვეწა. ვფიქრობ, მომდევნო ჩემპიონატზე ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებთ
ზღმარტლის სეზონი
რა დროს რაგბია როცა ზღმარტლია
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
20 წ. | ცვლილებები რაზმში
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
მიქაუტაძის "ლიონმა" პატრიკ კლუივერტის შვილი შეიძინა
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
დიოკერეში "არსენალთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
L’Equipe-მ განმარტა, რატომ აპირებს პსჟ დონარუმას გაყიდვას
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ჩიჩარიტომ ქალებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოიხადა
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია - ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
ლადო კილასონია: დისციპლინა დაგვერღვა და უელსმა ამით ისარგებლა
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლაშა ციხისთავი: მიზანი გათავისებულია, გუნდი მზადაა!
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე