სამხრეთ აფრიკაში გასამართ 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" პირველ თამაშამდე 4 დღე დარჩა.

მიჯრით მეექვსე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 29 ივნისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ ავსტრალიასთან გამართავს.

ლადო კილასონიას შეგირდები უკვე რამდენიმე დღეა სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან და მომავალი შეხვედრებისთვის ემზადებიან:

„სამხრეთ აფრიკაში ძალიან კარგად დაგვხვდნენ და სავარჯიშოდაც კარგი პირობები გვაქვს. ისევ იმ მოედანზე ვემზადებით, სადაც შარშანდელი ჩემპიონატისთვის ვვარჯიშობდით. აქ ჩამოსვლის შემდეგ გვქონდა სამი ვარჯიში, დღეს (25 ივნისს) ვისვენებთ და ხვალიდან გავაგრძელებთ მზადებს. ყოველდღიურად ვხვეწთ იმ გეგმას, რომლითაც ავსტრალიის წინააღმდეგ ვაპირებთ თამაშს. მთელი გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშებზე ყველა ბოლომდე იხარჯება და იგრძნობა სურვილი – ყოველდღიურად გავხდეთ უკეთესები, დანარჩენს კი უშუალოდ თამაშები დაგვანახებს“.

გუნდთან ერთად არიან ლეგიონერები – გუნდის კაპიტანი ნიკა ლომიძე (ბეიონი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი) და ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), რომლებსაც კლუბებთან ვალდებულებები ჰქონდათ და "უმცროს ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკაში შეუერთდნენ:

„წინა ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი სათამაშო სქემა დიდად არ შეცვლილა და ბიჭებს გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეთ. რა თქმა უნდა, არის პატარ-პატარა ცვლილებები დეტალებში, მაგრამ საერთო სურათი იგივეა. გუნდთან ერთად მათ უკვე ჩაატარეს რამდენიმე ვარჯიში. მთლიანობაში, შემადგენლობაში 10 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც გამოცდილება შარშანდელ ჩემპიონატზე მიიღეს და ეს ძალიან კარგია. ასაკობრივი ნაკრების მომზადებისას ეს ნაცადი ხერხია, რომელმაც დროს გაუძლო. ამ ბიჭებმა უკვე იციან რას უნდა ელოდნონ და გამოცდილებას უზიარებენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჩემპიონატზე წელს პირველად თამაშობენ“ – აღნიშნავს მთავარი მწვრთნელი.

მცირე ტრავმების გამო პირველ თამაშს ტოვებენ ვიცე-კაპიტანი გიორგი გერგედავა და მგეზავი გელა ხელაძე, თუმცა საგანგაშო არაფერია. ავსტრალიასთან მგეზავად თამაშს ლუკა ცირეკიძე დაიწყებს, რომელიც ამ პოზიციაზე ინგლისთან ბოლო ტესტ-მატჩისას (45:17) ირჯებოდა:

„ცირეკიძეს ფულბეკად და მგეზავად განვიხილავთ და ფრთაზეც შეუძლია თამაში. ეს მწვრთნელისთვის დიდი კომფორტია, რადგან შემადგენლობის დაყენებისას სხვადასხვა ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა. ავსტრალიასთან ის სავარაუდოდ მგეზავი იქნება“ – ამბობს კილასონია და მომავალ მეტოქეს ახასიათებს:

„ავსტრალია ინგლისისგან იმდენად განსხვავებული მეტოქეა, რამდენადაც განსხვავდებიან სამხრეთული გუნდები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებისგან. მათ ჰყავთ სწრაფი მოთამაშეები და სახიფათოები არიან კონტრშეტევისას. ისინი არ გპატიობენ შეცდომებს და თუ მოედანზე კაცნაკლული დარჩი, თავის დაცვა ძალიან გაგიჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ შევასრულოთ ის დეტალები, რაც მათ საკუთარი უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემს. შევეცდებით გავანეიტრალოთ ავსტრალიის ძლიერი მხარეები და გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები“.

„ჩემი, სტაფის წევრებისა და მოთამაშეების მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა – თამაშიდან თამაშამდე გავხდეთ უკეთესები და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკაში შარშან გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მე-8 ადგილი დაიკავეს.

Rugby.ge

Bs
ბიჭებო გვეიმედებით! წარმატებები!
გიორგი
გამარჯვება ქართველებო!
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
ლადო კილასონია: დისციპლინა დაგვერღვა და უელსმა ამით ისარგებლა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | როტაციით ჩილესთან
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე