რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი სვიშჩევმა RBC SPORT-ს განუცხადა, რომ ახალ კანონპროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, ის სპორტსმენები, რომლებმაც მოქალაქეობა შეიცვალეს და წარსულში სახელმწიფოსგან ფინანსდებოდნენ, მიღებული თანხის დაბრუნება მოუწევთ.

"ფიზკულტურის და სპორტის კომიტეტში ვამზადებთ კანონპროექტს, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მოქალაქეობას შეიცვლიან და სხვა ქვეყნის სახელით გადაწყვეტენ ასპარეზობას, მოუწევთ სრულად აანაზღაურონ ის ხარჯები რაც მათ მოსამზადებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ერთ დღეში შეიძლება ისე მოხდეს რომ მათში დაბანდებული თანხა, სხვა ქვეყნის წარმატების მისაღწევად იქნება გამოყენებული", - ამბობს სვიშჩევი.

საინტერესოა, რომ რუსები ამ კანონოპროექტის მიღებაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც ფიგურულმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოქალაქეობა შეიცვალეს და ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

ისინი რუსეთის ნაკრების კანდიდატებად განიხილებოდნენ და 2022/23-წლების სეზონში სპორტის სამინისტროდან ფინანსდებოდნენ, ახლა კი კონტრაქტი გაუწყვიტეს.

ზემოთ აღნიშნული კანონი სპორტის ყველა სახეობაში გავრცელდება, ასევე შეეხება იმ პირებსაც, ვინც არ არიან რუსეთის ნაკრების წევრები, მაგრამ კანდიდატებად ითვლებიან.

გამოცემა "ხოლოდის" ინფორმაციით, ორასზე მეტია იმ სპორტსმენთა რიცხვი, ვინც რუსეთის სახელით გამოსვლაზე უარი თქვა, ან მომავალში აპირებს. სიაში არიან როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ასევე დამწყებები.

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ამ ქვეყნის წარმომადგენელთა სპორტსმენებს სანქციები აქვთ დაწესებული.

კ.მარქსი ფ.ენგელსი
სოხუმი და ცხინვალი დააბრუნეთ თქვენი მყვარებელი რო მოვტ*ან! ადმინ ნუ მბლოკავ :(
ტარიელი
ამ ქვეყანაზე არ ხარ საერთოდ ჟორა ძია ))
ჟორა გაბრიჭიძე
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ჩვენმა პარლამენტმაც უნდა მიიღოს მსგავსი კანონი და რუსებს ძიუდოისტების მშვიდობაძისა და (გვარი აღარ მახსენდება, 2021-ში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი) გადაბირებისათვის კარგი გვარიანი თანხა გადაახდევინეთ. ესენი კი რომლებიც ახლა გადმოვიდენ რას გააკეთებენ არავინ იცის.
ILIA
დააბრუნეთ სოხუმი და ცხინვალი, თქვე ღორებო!
მიშა
მაგ კანონს უკუქმედების ძალა არ ექნება. ანუ, უკვე ვინც მოქალქეობა შეიცვალა, იმათზე ვერ გავრცელდება. ანუ, ერთადერთი შედეგი, რასაც რუსეთი მიიღებს ისაა, რომ ვინც ჭოჭმანობს, შეიცვალოს მოქალაქეობა თუ არა, სასწრაფო წესით მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ახალი კანონის ამოქმედებამდე რომ მოასწროს.
ბრძენი
გასკდებიან რუსები ბოღმით. ესენი რომ ქართულ დროშას ააფრიალებენ! ისე თუ დავაკვირდებით რუსი სპორტსმენების უმრავლესობა საქართველოსკენ იხრება კარიერის გაგრძელების მიზნით და არა სხვა ქვეყნებისკენ!
სოსო
შეუქმნან ამ სპორტსმენებს, ისეთი პირობები,რომ რუსეთის სახელით გამოვიდნენ და არსად წავლენ.ვის უხარია,სამშობლოდან გაქცევა?თვითონ სისხლით ვერ ძღებიან და ისევ სხვებს უნდა მოსთხოვონ,საკუთარ ავკაცობაზე პასუხი?
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
დემბელეს უარი პსჟ-ს - მან ზღაპრული ხელფასი მოითხოვა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[VIDEO] უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე "მარსელს" მოუგო - კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მორჩილაძე ხორვატიული გუნდის ფეხბურთელი გახდა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
"ჭიქისთვის რომ დამეხედა, რა თქმა უნდა, ხელში არ ავიღებდი" - "ტოტენჰემის" მწვრთნელმა თავი იმართლა
წლის პირველი ხმაურიანი გაცვლა - ტრეი იანგი "ვაშინგტონ ვიზარდსში" ითამაშებს
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"როცა ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან და ტყუილებს საუბრობენ" - რომერომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი